დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 865 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228035, 28/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.08.002.016397 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №865
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:
,,თავი VI1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის თავისებურებანი
1. პირს, საკუთარი სურვილის შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის უფლება აქვს იმ შემთხვევებში, თუ იგი:
ა) ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა.ა) ექვემდებარება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას - სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებამდე;
ა.ბ) სარგებლობს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების ან გათავისუფლების უფლებით და კანონმდებლობა არ ზღუდავს მის მიერ საკუთარი სურვილით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას;
ბ) არის სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის გათვალისწინებულზე მეტი ასაკის.
2. ამ თავის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტით და მე-9 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები