საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228065, 28/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.016544
  • Word
5569
20/12/2011
ვებგვერდი, 111228065, 28/12/2011
060000000.05.001.016544
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

1. 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;“.

2. 316-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ

სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულ უნდა იქნსამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველ ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.“.

3.  320-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც პირი გამოცხადებულია გარდაცვლილად, არის საფუძველ იმისათვის, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ განახორციელოს გარდაცვალების რეგისტრაცია.“.

4. 321-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 321. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შედეგები

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველ.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4221 მუხლი:

     „მუხლი 4221. ზოგიერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების, აგრეთვე დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებობს სამოქალაქო აქტის ორი სხვადასხვა ჩანაწერი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია მცდარი მონაცემები. 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განცხადების წარდგენაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5569-რს