საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5549-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228089, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016565
  • Word
5549-რს
20/12/2011
ვებგვერდი, 111228089, 28/12/2011
040110030.05.001.016565
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის II–IV თავებით. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება გადაეცეოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად.“.

2. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება გადაეცეოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად.“.

მუხლი 2. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ახორციელებდნენ კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირებას. ასეთ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, 31 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოეყოფათ ფინანსური სახსრები. ამ მუხლში მითითებულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეთ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებით სარგებლობისა და აღნიშნული ქონების განკარგვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

5549-რს