საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5550-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111228090, 28/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 110050000.05.001.016566
  • Word
5550-რს
20/12/2011
ვებგვერდი, 111228090, 28/12/2011
110050000.05.001.016566
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998, გვ. 6) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრება განხორციელდეს 2015 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 31-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.“.

2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის:

) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

ბ) „ა2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3 ქვეპუნქტი:

3) ამ კოდექსის 1873 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე დავის საგნის ღირებულების 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთშეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელე სარჩელის საერთო წესების დაცვით წარდგენისას ვალდებულია დამატებით წარადგინოს დავის საგნის ღირებულების 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი;“.

3. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

21. სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.“.

4. 94-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

11. სასამართლოში წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.“.

5. 104-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:

11. სასამართლო მტკიცებულებად არ მიიღებს სასამართლო მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

12. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ სასამართლო მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტს სასამართლოში წარადგენს ის მხარე, რომელმაც გაამჟღავნა იგი, ან თუ ეს ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მეორე მხარეს ჰქონდა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით მიიღო და წარადგინა სასამართლოში.“.

6. 141-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

დ) მედიატორი − ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა მედიატორის მოვალეობის შესრულებისას.“.

7. მეოთხე კარს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXI1 თავი:

თავი XXI1.სასამართლო მედიაცია

    მუხლი 1871. სასამართლო მედიაცია

1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე შეიძლება გადაეცეს მედიატორს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით.

2. მედიატორისათვის საქმის გადაცემის შესახებ განჩინება არ გასაჩივრდება.

მუხლი1872. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეების მიმართ გამოსაყენებელი ნორმები

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით.

    მუხლი 1873. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავები

1. სასამართლო მედიაცია შეიძლება გავრცელდეს:

ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა;

ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე;

გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე;

დ) ნებისმიერ დავაზემხარეთა თანხმობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მედიატორს შეიძლება გადაეცეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

    მუხლი 1874. მედიატორის აცილება

მედიატორის აცილება დასაშვებია ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.

    მუხლი 1875. სასამართლო მედიაციის ვადა

1. სასამართლო მედიაციის ვადა შეადგენს 45 დღეს, მაგრამ არანაკლებ 2 შეხვედრისა.

 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით. 

    მუხლი 1876. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები

1. მხარეები ვალდებული არიან გამოცხადდენ მედიატორის მიერ დანიშნულ დროსა და ადგილზე სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილებისათვის.

2. სასამართლო მედიაციის პროცესში მედიატორის მიერ ამ კოდექსის 1875 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანიშნულ შეხვედრაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სასამართლო ხარჯები სრულად დაფარვა, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება სასამართლოში საქმის განხილვა, და ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.

3. სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მხარეს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება, თუ საქმის სასამართლოში განხილვის დროს დავა მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა.

    მუხლი 1877. სასამართლო მედიაციის პროცესის დასრულება

1. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდა, სასამართლო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

2. თუ სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სარჩელი საერთო წესების დაცვით.

    მუხლი 1878. სასამართლო მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობა

1. სასამართლო მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. მედიატორს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიატორის მოვალეობის შესრულებისას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მხარეს (წარმომადგენლს) არ აქვ უფლება, გაახმაურო ის ინფორმაცია, რომლიც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 1879. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გააუქმოს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუ ამ კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებულ დავაზე სასამართლო მედიაციის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მოსარჩელე არ წარადგენს სარჩელს საერთო წესების დაცვით.“.

8. 218-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

3. მოსამართლეს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს მედიატორისათვის საქმის გადაცემის გზით დავის შეთანხმებით დასრულების შესაძლებლობა.“.

9. 279-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით გადაეცა მედიატორს.“.

10. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

ვ) ამ კოდექსის 279-ე მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლო მედიაციის ვადის დასრულებამდე.“.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 დეკემბერი.

№5550-რს