დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 57 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/01/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/08/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.151.016076 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2011 - 30/10/2012)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №57
2011 წლის 29 დეკემბერი
დ აბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მათი განაკვეთები სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარი;
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
4.თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
5.ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 000 ლარი.
მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების გამსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილებით (სსმ, 02.03.2011წ.) დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლი (სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი).
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
დოკუმენტის კომენტარები