„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 მაისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 მაისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016415
  • Word
25
11/01/2012
ვებგვერდი, 12/01/2012
040030000.08.002.016415
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 მაისის №212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №25

2012 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 მაისის № 212 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიულ პირის დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 მაისის №212 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., 45, მუხ. 413) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“;

ბ) ბრძანებულების პრეამბულა ამოღებულ იქნეს;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში თეატრი).“;

დ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.“;

ე) ბრძანებულებ მე-2 პუნქტი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის დმანისის დრამატული თეატრის „ქვემო ქართლის“ დებულება ამოღებულ იქნეს;

ვ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) თეატრის დებულების დამტკიცება;

ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“;

ზ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემისთანავე (ამოქმედებისთანავე).

მ. სააკაშვილი