„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/1
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016085
  • Word
3/1
22/02/2012
ვებგვერდი, 28/02/2012
010250020.35.157.016085
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 3/1

2012 წლის 22 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

    „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებაში ( სსმ, 2, 28/07/2010, სარეგ.კოდი 010250020.35.157.000012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1.

1. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1.

    ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის შესაბამისად განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას .

2. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,, 2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისაგან .

3. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით .

4. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,, 3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

     ა) გამგებელი;

     ბ) გამგებლის მოადგილეები ;

     გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

   დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი _ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებული“.

5. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების პროექტებს ;

6. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ა.“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,, ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების პროექტებს ;

7. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:

8. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი    სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში“.

9. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 11.

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწმუნებული (შემდგომში _ რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები ტიპური დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და  გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

   თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

     4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

     5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

8. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე .

10. 2010 წლის 20 ივლისის №9/1 დადგენილებით დამტკიცებული ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 14.

    1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

  2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

  ა) ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ზირბითი, საფუძვრები, გოხნარი);

  ბ) ასურეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ასურეთი, ენაგეთი, შავსაყდარი);

  გ) ბორბალოს ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბორბალო, ღოუბანი, ერტისი, ვაშლოვანი);

  დ) გოლთეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გოლთეთი);

  ე) დაღეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დაღეთი, სამშვილდე);

  ვ) დურნუკის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დურნუკი, პატარა დურნუკი);

  ზ) თონეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი თონეთი, პატარა თონეთი, მოხისი, ცხრაკუდაანი);

  თ) ირაგის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ივანოვკა, ალექსეევკა, მენკალისი, ნავთიანი);

 ი) კოდის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კოდა, მუხათი);

  კ) კლდეისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი კლდეისი);

 ლ) მარაბდის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მარაბდა, ახალი მარაბდა, ქოთიში);

 მ) ორბეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ორბეთი,ახალი ზირბითი, პანტიანი, ამლივი, ღოლოვანი, დიდგორი, დრე, შამთა I, შამთა II, ვანათი, ღვევი, წყლულეთი, წვერი);

 ნ) შეხვეტილის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შეხვეტილა, არხოტი, კოდის წყარო, ნაპილნარი, ჯვრისხევი, ჭინჭრიანი, ნამტვრიანი, უგუდეთი);

 ო) ჩხიკვთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩხიკვთა, მაწევანი, ტბისი, აბელიანი, ხოპისი, ქსოვრეთი, ვაკე, გუდარეხი);

 პ) ჭივჭავის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭივჭავი, სამღერეთი, დუმანისი, შიხილო, იფნარა, ლიპა);

 ჟ) წინწყაროს ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: წინწყარო, ქოსალარი);

 რ) ხაიშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: ხაიში);

 ს) ჯორჯიაშვილის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჯორჯიაშვილი, ბოგვი, საღრაშენი, ფარცხისი, აბრამეთი, არდისუბანი);

 ტ) დაბა მანგლისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დაბა მანგლისი, სოფელი ალგეთი);

 უ) ქ. თეთრიწყაროს ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქ. თეთრიწყარო).

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. ;

 

    მუხლი 2

  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                           გ. მესტვირიშვილი