საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016026
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
8/2012
02/03/2012
ვებგვერდი, 05/03/2012
010210010.15.008.016026
საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (05/03/2012 - 21/06/2012)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 8/2012

201 2ლის 2 მარტი

. თბილისი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 30 -ე მუხლის
მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანის და განხილვის ინსტრუქცია.

 მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 მარტის №18 /2010 დადგენილება „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”.

  მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

 მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე             ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი           გ. მჭედლიძე

დანართი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქცია

საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ განცხადება/საჩივარს და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 1. განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია

1. საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

2. საარჩევნო კომისია განცხადებებისა და საჩივრების მიღებასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე.

3. კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირდება საარჩევნო:

ა) უბნის გახსნიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

ბ) ყუთის გახსნიდან საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

4. საარჩევნო პერიოდი მოიცავს არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამქვეყნებიდან საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით პერიოდს.

5 . საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივარის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად – ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

6 . განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნულ ცნობას განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.

    მუხლი 2. გასაჩივრება

1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი დადგენილ ვადებში, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის /საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/სარჩელი/ საჩივარი განუხილველი რჩება.

4. აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამავე კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გა საჩივრდება.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

 

 

    მუხლი 4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

  საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გა საჩივრდება.

 

    მუხლი 5. ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტიელების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასა ჩივრდება.

 

    მუხლი 6. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილ უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს სარჩევნო კოდექსი” დარღვევის შემჩნევისთანავე, ამავე კოდექსის 72 -ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

განცხადებაში/ საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაშ ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

2. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი/დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აღნიშნული საჩივრების განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის ბათილობის საკითხის შესახებ.

4. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:

ა) განცხადების/ საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/ მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი ;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაშ ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

  5. განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში(საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განცხადება/საჩივარი იმავე დარღვევაზე იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს განმცხადებელმა/მომჩივანმა.

ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ შედგენილი განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 72 -ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია განცხადება/საჩივარს არ განიხილავს, რის თაობაზეც იღებს გადაწყვეტილებას.

7. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის მიერ (ხარვეზის დაუდგენლად) არ განიხილება, თუ:

) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მის მოადგილისა ან კომისიის მდივანისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი ;

) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ არის გადაცემული ზემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისიისთვის კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში. განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა;

) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

    მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი

 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 79-ე, 81-ე და 86-ე-92-ე მუხლებით და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1742 მუხლით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ:

ა) ცესკო;

ბ) ცესკოს მიერ უფლებამოსილი პირი;

გ) შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილ განცხადება/საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” დადგენილი წესის შესაბამისად (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი). განცხადება/საჩივრის განხილვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

4. განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც დაუოვნებლივ ეგზავნება რაიონულ/საქალაქო სასამართლოს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლი). სასამართლო ოქმს იხილავს 3 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სასამართლოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი), რომელიც საჩივარს იხილავს 30 დღის ვადაში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

 

1. ___________________________________ 2.____________________________________________

      შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                         შედგენის ადგილი

3. _________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი/ან ორგანო

 

4. სამართალდამრღვევის ) _________________________ ) _____________________________

                                                                            სახელი, გვარი                                 დაბადების თარიღი

 

) _____________________________ ) ______________________________________________

                                 მისამართი                                        პირად. დამ. დოკ. სერია და ან პირადი

_____________________________________________________________________________________

იურიდიული პირის შემთხვევაშიდასახელება, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელის მონაცემები

 

5. ____________________________________________________________________________________

სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო

კოდექსის”

-------------------------------------------------------------------------------------------- ­­­­­­­---------- მუხლით

ანსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ --------------უხლით.

           

6. __________________________________________________________________________________

მოწმის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი

____________________________________________________________________________________

7. __________________________________________________________________________________

დაზარალებულის (მისი არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი

 

8. ოქმს თან ერთვის:    ______________________________________________________________

 

მოწმე (მისი არსებობის შემთხვევაში):                                               ________________________

                                                                                                                              ხელმოწერა

დაზარალებული (მისი არსებობის შემთხვევაში):                             ________________________

                                                                                                                               ხელმოწერა

____________________________________

     ოქმის შემდგენლის ხელმოწერა

 სამართალდამრღვევი: ______________________________________________________________

                                                   ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა

 

5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილი განცხადება/საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.

    მუხლი 8. კომისიის სხდომა

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისიის სხდომებისათვის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. საარჩევნო კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით, ცესკოს სხდომის დღის წესრიგი კი დამატებით განთავსდება ცესკოს ვებ-საიტზე, სხდომაზე განსახილველ საკითხთა მითითებით.

3. კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობებათ სხდომის მოწვევის შესახებ დღის წესრიგში შეტანილი საკითხების მითითებით და მათ წინასწარ ურიგდებათ დღის წესრიგის მასალები (მათ შორისб შემოსული განცხადებები/საჩივრები).

4. კომისიის სხდომას, საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, შეიძლება ესწრებოდნენ კონკრეტული საკითხების განხილვის დროს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.

5. კომისიის სხდომაზე მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ კომისიის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ.

6. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისი გადაწყვეტილებებ , რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.

    მუხლი 9. საჯაროობა

1. საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაციებში მუდმივად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების/საჩივრების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი.

3. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტრესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 10. საჩივრის განხილვის პირობები და წესი

1. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნების შესაბამისად.

2. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

3. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტ ს დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 42 -ე მუხლის საფუძველზე.

4. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.

5. მხარეები ვალდებულნი არიან საჩივარში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა, გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო (საცხ. ადგილისა და მობილურის) ტელეფონის ნომრები, ასევე დამატებით მითითებული უნდა იქნ ს საჩივრის ავტორის ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. საჩივრის განხილვისათვის, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალების მიერ მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებულ ტექნიკურ საშუალებებზე დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

7. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.

8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.

9. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.

10. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.

11. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

12. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

13. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.

14. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

15. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

16. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

17. მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.

18. მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველს.

19 . საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა; ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

    მუხლი 11. საჩივრების რეესტრი

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე არსებულ საჩივრების რეესტრში (http://sachivrebi.cec.gov.ge/ ) ამომრჩევლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისთვის საჩივრებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით საარჩევნო პერიოდში თავსდება:

ა) ცესკოში შემოსული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ბ) ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ, ცესკოს მონაწილეობით გამართული, სასამართლო პროცესების შესახებ;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; კერძოდ: რეგისტრაციის ნომერი, შემოტანის თარიღი, შემომტანი , საჩივარი/განცხადება, განხილვის ადგილი და თარიღი, გადაწყვეტილება, საჩივრის/განცხადების და გადაწყვეტილების დასკანირებული ვერსია;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კერძოდ: რეგისტრაციის ნომერი, შემოტანის თარიღი, შემომტანი , საჩივარი/განცხადება, განხილვის ადგილი და თარიღი, გადაწყვეტილება, საჩივრის/განცხადების და გადაწყვეტილების დასკანირებული ვერსია.

2. რეესტრში განთავსებული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა;

3. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ რეესტრში განთავსებული ინფორმაცია ვებ-მისამართის სავალდებულო მითითებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ანთავსებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი დღისა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას რეესტრში ანთავსებს ცესკოს საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილება, შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი დღისა.

6. ცესკოს საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილება უზრუნველყოფს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შესაბამისი ინფორმაციის დროულ მიღებას.

7. რეესტრში განთავსებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე პასუხიმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც განათავსებს ინფორმაციას.

8. ვებ-გვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილება, საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილებასთან ერთად.

9. რეესტრში ინფორმაციის განთავსება ხდება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში.

 

 

15. 20/02/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 16/2023 - ვებგვერდი, 21/02/2023 14. 23/08/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 50/2021 - ვებგვერდი, 24/08/2021 13. 15/07/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 33/2021 - ვებგვერდი, 16/07/2021 12. 31/05/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 15/2021 - ვებგვერდი, 31/05/2021 11. 22/03/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 6/2021 - ვებგვერდი, 23/03/2021 10. 01/09/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 28/2020 - ვებგვერდი, 02/09/2020 9. 19/09/2019 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 36/2019 - ვებგვერდი, 20/09/2019 8. 06/08/2018 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 38/2018 - ვებგვერდი, 07/08/2018 7. 21/08/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 29/2017 - ვებგვერდი, 22/08/2017 6. 08/08/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 24/2017 - ვებგვერდი, 09/08/2017 5. 26/09/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 67/2016 - ვებგვერდი, 26/09/2016 4. 14/07/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 43/2016 - ვებგვერდი, 15/07/2016 3. 07/01/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 4/2016 - ვებგვერდი, 08/01/2016 2. 20/03/2014 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 10/2014 - ვებგვერდი, 21/03/2014 1. 21/06/2012 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 21/2012 - ვებგვერდი, 21/06/2012