საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5719-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016612
  • Word
5719-Iს
28/02/2012
ვებგვერდი, 09/03/2012
020000000.05.001.016612
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. 442 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა

1. სამედიცინო საქმიანობა ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.

3. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველ ან მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.“.

2. 445 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 445. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა

გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 5 000 ლარისა.

2. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 28 თებერვალი

№5719-I