დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5748-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.05.001.016619 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
1. სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია ან/და მისი განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა.
2. სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას.
3. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისათვის წესდება საფასური, რომელიც მთლიანად მიიმართება სააგენტოს ანგარიშზე.
4. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესს, მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 2 მარტი.
№5748-Iს
დოკუმენტის კომენტარები