„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 03/06/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.001.066
  • Word
1407
14/05/2002
სსმ, 15, 03/06/2002
010.190.010.05.001.001.066
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციან ჯგუფს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, საპარლამენტო ფრაქცია და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფი ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ საქართველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატები არ დაამტკიცა, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, საპარლამენტო ფრაქცია და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფი ახალ კანდიდატებს წარადგენენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 14 მაისი.

№1407-რს