საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6301-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 010120000.05.001.016765
  • Word
6301-Iს
25/05/2012
ვებგვერდი, 12/06/2012
010120000.05.001.016765
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“.

2. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად შექმნას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სამართლებრივი გარანტიები;

ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, სატრანზიტო გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძვლებს, გაძევების ფორმებსა და პროცედურას, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.“.

3. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უცხოელი პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 ქვეპუნქტი:

„ა1 ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;“.

4. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა, საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი (საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა) ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა, თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  პუნქტი:

„21 . პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით.“.

6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 20. მუდმივი ბინადრობის ნებართვა

1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს;

დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ;

ე) პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში;

ზ) უცხოელს, რომელმაც საქართველოში განახორციელარანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ჩაითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილობილი) და სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი. ოჯახის სხვა წევრებზე (მშობელი, შვილიშვილი, მშვილებელი) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოში დამატებით 10 000 ლარის ოდენობის ინვესტი განხორციელების ან ამავე ოდენობის ფულადი თანხის საქართველოს საბანკო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში.

3. საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს უცხოელებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობები, საქმისწარმოების განსხვავებული წესი და ვადები.“.

7. 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 25-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოპოვებული ჰქონდა სპეციალური პირობების საფუძველზე;

) თუ აღარ არსებობს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.“;

ბ) 11  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11 . პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მის მიმართ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1   თავი:

„თავი IV1

მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა

    მუხლი 261 . მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი

1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადებას დაინტერესებული პირი წარუდგენს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს (შემდგომ − უფლებამოსილი ორგანო). უფლებამოსილი ორგანო განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დადგენის მიზნით განმცხადებელი გასაუბრებაზე მიიწვიოს.

3. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს უცხო სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება.

4. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება.

5. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუ:

ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.

6. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა განისაზღვრება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 262 . მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

1. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) თუ დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) თუ მან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად წარმოადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

გ) თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

დ) თუ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;

ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

2. პირს შეუწყდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თუ:

ა) მიიღო ან დაუდგინდა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;

გ) მიენიჭა/დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის ხელშემკვრელი რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

    მუხლი 263 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს ამ კანონის V თავით დადგენილი უფლებებით და ეკისრება ამავე თავით დადგენილი მოვალეობები.“.

10. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 42. უცხოელთა დაბეგვრა

საქართველოში მცხოვრები უცხოელები იბეგრებ ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

11. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 53. საქართველოდან გაძევება

1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნს საქართველოდან, თუ:

ა) იგი უკანონოდ შემოვიდა საქართველოში;

ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის სამართლებრივი საფუძველი;

გ) მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

დ) მისი გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერად მყოფ სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის;

ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის სამართლებრივი საფუძველი მოიპოვა ყალბი ან ძალის არმქონე საბუთების წარდგენით;

ზ) მას ერთი ან რამდენიმე განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მოხდის შემდეგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება პირზე მისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.

3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოდან შეიძლება გაძევებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ამ კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 681  მუხლი:

    „მუხლი 681 . მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის განსაკუთრებული წესი

მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვას/მოწმობას (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები) „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლამდე, ჩაითვლებიან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებად ამ კანონის IV1  თავით დადგენილი წარმოების ჩატარების გარეშე.“.

მუხლი 2 . „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 15, 16.05.2006, მუხ. 97) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც სხვა სახელმწიფოში ცნობილ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, ვრცელდება ამ თავით გათვალისწინებული დებულებები.“.

მუხლი 3 . „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30.07.96, გვ. 39) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად დევნილად (შემდგომ დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 4 . „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 50, 31.12.2009, მუხ. 398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი ადგენს არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესს, პირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მიმღებ ოჯახს შორის.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომლებსაც სურთ არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა, ასევე საქართველოს მოქალაქეზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, ექვემდებარებიან შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. დედობილი/მამობილი

დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა:

ა) იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

ბ) იმ პირისა, რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის/მზრუნველის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო;

გ) იმ პირისა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია ბავშვის აღზრდა;

დ) იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) მინდობით აღსაზრდელის მშობლისა, აგრეთვე მეურვისა/მზრუნველისა, რომლებსაც აკისრიათ ამ ბავშვის რჩენის ვალდებულება;

ვ) იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი.“.

4. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებსაც სურთ ბავშვიშვილად აყვან, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს წარუდგენენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც იწყებს მშვილებელი ოჯახის/პირის შეფასებას.“.

5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში.“.

6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ.“.

7. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებსაც სურთ ბავშვის მინდობით აღზრდა (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

მუხლი 5 . „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო მოსამსახურე − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას; “.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.“.

მუხლი 6 . „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 221  მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 7 . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის

1. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

2. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

4. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე ან 3391  მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

5. საზღვარგარეთ ამ კოდექსი გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე ან 3391   მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება ექსტრადირებულ იქნენ სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

მუხლი 8 . საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოში მცხოვრებ უცხოელად, ამ კანონის თანახმად, ჩაითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.“.

2. მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა არის მისი მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

3. III1  თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

4. 201  მუხლის:

ა) 11  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1 1 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ სამგზავრო დოკუმენტი) არის მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“.

5. 202  მუხლის 72  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

72 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობების ნაცვლად წარადგენენ ბინადრობის მოწმობებს.“.

6. 204  მუხლის:

ა) 12  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12 . სამგზავრო პასპორტი გაიცემა 2 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“;

ბ) 12  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13  პუნქტი:

„13 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელიც ფლობდა მუდმივი ბინადრობის მოწმობას „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლამდე, სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადაა 5 წელი.“.

მუხლი 9. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5

საქართველო მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განხორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.“.

მუხლი 10 . „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 56, 28.12.2005, მუხ. 390) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ეს კანონი ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეებზე;

ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;

გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.“.

მუხლი 11. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

3. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22. დაბადების რეგისტრაციის პირობები

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ დაბადებული შვილის, ასევე საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციას.“.

4. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად, მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით შეიძლება განხორციელდეს ნაშვილების დაბადების ახალი რეგისტრაცია შეცვლილი მონაცემებით.“.

5. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვე იმყოფება ან მსჯავრდებული მეუღლე სასჯელს იხდის საქართველოში. ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვის სხვა სახელმწიფოში ან მსჯავრდებული მეუღლის სხვა სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“.

6. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 60. განქორწინების რეგისტრაციის ვადა

1. ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში განქორწინებაზე უარს არ განაცხადებს განცხადების წარმდგენი მეუღლე, ხოლო ერთობლივი განცხადების წარდგენისას – ერთ-ერთი მეუღლე მაინც.

2. ქმედუუნაროდ ცნობილ ან არანაკლებ 3 წლის ვადით მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხის მიღებიდან, ხოლო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“.

7. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ამ კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დაბადების რეგისტრაციისა), უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.“.

8. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 66. გვარის კანონიერად აღიარება

1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნკანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ა სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.

2. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.“.

9. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენა დაუშვებელია, თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.“.

10. 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.“.

11. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1 ქვეპუნქტი:

„ვ1) გვარის კანონიერად აღიარება;“.

12. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ:

ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;

ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.

2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული დაბადების და მამობის დადგენის სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართ.“.

13. 85-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია – ნებისმიერი პირის მოთხოვნით.“.

14. 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ.“.

მუხლი 12 . „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016497) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს შესაძლებელია დაერთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება-შუამდგომლობა, რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი, ასევე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად დოკუმენტები წარდგენილუნდა იქნს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ პუნქტის მოთხოვნის დაუცველად, თუ იგი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და პირის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქმის მასალებს უგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსსახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში ითვლება, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით არ არსებობს პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  პუნქტი:

„81 . შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი და სააგენტო განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები, სააგენტო პირს ანიჭებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს და მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობას.“;

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა მფლობელის ფოტოსურათთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) დაბადების ადგილი;

დ) სააგენტოს მიერ მინიჭებული პირადი ნომერი;

ე) პირადი ხელმოწერა;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ი) მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა;

კ) მოწმობის ნომერი;

ლ) ბეჭედი.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმას, მისი გაცემისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა 20 წლამდე ასაკის პირზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე ასაკის პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირზე – უვადოდ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში პირი სააგენტოს მიმართავს ახალი მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

5. სახელის, გვარის ან მოქალაქეობის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მფლობელი ვალდებულია ამის შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში პირზე გაიცემა ახალი მოწმობა.

6. პირი უფლებამოსილია შეცვალოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა ძალას კარგავს.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობა.“.

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა..

მუხლი 13. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი    . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6301-I