საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6442-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2012
სარეგისტრაციო კოდი 031015000.05.001.016818
  • Word
6442-რს
12/06/2012
ვებგვერდი, 25/06/2012
031015000.05.001.016818
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;

ბ) ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე ტერიტორიებს და:

 ბ.ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ არის განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით გამიჯნული სავალი ნაწილები;

ბ.ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა ბილიკს;

ბ.გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით „ავტომაგისტრალი“;

გ) ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან (მისაბმელებთან) კომბინაცია;

დ) ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა;       

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომ – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა;

ზ) არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება;

თ) ბუქსირება − სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით გადაადგილება;

ი) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ან გაჩერებისათვის და ქვეითის მოძრაობისათვის;

კ) გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება;

ლ) გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის;

მ) გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი;

ნ) გზაჯვარედინი − ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა;

ო) გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება, არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე;

პ) გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის;

ჟ) დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი სპეციალურად არის აღნიშნული შესაბამისი საგზაო ნიშნებით;

რ) დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) − მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრის ჩათვლით;

ს) დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით;

ტ) დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს დაკავშირებული არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომასთან ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვასთან;

უ) დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე;

ფ) ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს ინვალიდის ეტლს;

ქ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი და შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;

ღ) ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი;

ყ) იძულებით გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საშიშროების გამო;

შ) კვადროციკლი − მცირე კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ჩაითვლება. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად;

ჩ) კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია შიგაწვის ძრავათი, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს და რომელსაც აქვს ველოსიპედისთვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ, მოძრაობს სატერფულების ან სახელურების მეშვეობით;

ც) კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით“ გათვალისწინებული განმარტება;

ძ) კონსტრუქციული სიჩქარე − სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარე;

წ) მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება);

ჭ) მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა;

ხ) მგზავრი − პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას;

ჯ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა;

ჰ) მეხრე − გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან საჯდომი პირუტყვის, ფარის, ნახირის ან ჯოგის გამრეკი, წამყვანი ან გამცილებელი;

1) მთავარი გზა − 2.1, 2.3.1, 2.3.2, 2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით, ან გზა მიმდებარე ტერიტორიიდან გამომავალ გამოსასვლელთან შედარებით, ან მკვრივსაფრიანი (ასფალტის, ცემენტბეტონის, ქვის ან სხვა მსგავსი მასალის) გზა გრუნტოვანთან შედარებით. მეორეხარისხოვან გზაზე, უშუალოდ გზაჯვარედინის წინ, გზის საფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან;

2) მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა);

3) მისაბმელი − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი აგრეთვე მოიცავს ნახევარმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს;

4) მობილური კომუნიკაციის საშუალება – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება;

5) მოპედი – ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუ­ალე­ბა, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპე­დი, მსუბუქი კვადროციკლი და ტრიციკლი (გარდა მოტორიზებული ტრიციკლისა);

6) მოტოციკლი − ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა არ აღემატება 400 კგ-ს;

7) მოძრაობის ზოლი − გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე;

8) მსუბუქი ავტომობილი − 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება;

9) მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს და რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ აღემატება 350 კგ-ს; 

10) მსუბუქი მისაბმელი − მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;          

11) მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე, რომელიც გზაზე მიერეკება, მიჰყავს ან აცილებს სასაპალნე, შესაბმელ ან საჯდომ პირუტყვს, ფარას, ჯოგს ან ნახირს;

12) ნახევარმისაბმელი − მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ავტომობილზევე მოდის ნახევარმისაბმელის და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი;

13) ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) − დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება;

14) ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც ამოძრავდება ელექტროენერგიის ძალით;

15) ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე შუქურებჩართული მეწინავე მექანიკური სატრანსპორ­ტო საშუალების თანხლებით, ერთსა და იმავე მოძრაობის ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად ჩართული ფარებით მოძრავი სამი ან სამზე მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი;

16) რკინიგზის გადასასვლელი − გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა;

17) საგზაო მონიშვნა − სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის შეზღუდვისა და რეჟიმის შესახებ;

18) საგზაო მოძრაობა – საგზაო მოძრაობის მონაწილის გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას წარმოქმნილი ურთიერთობები;

19) საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;

20) საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მართვას;

21) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ მიმართული საქმიანობა;

22) საგზაო ნიშანი − განსაკუთრებული ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს ატყობინებს საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;

23) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა – გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი ან ნაგებობა;

24) საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად, თუ იგი:

24.ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს;

24.ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში;

24.გ) ამ სახელმწიფოში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა.

შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად ითვლება, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

25) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი და გასაჩერებელი პუნქტებით (გაჩერებებით) აღნიშნული, დადგენილი მარშრუტით მოძრავი საერთო სარგებლობის სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი);

26) სამუხრუჭე მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე;

27) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;

28) სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი − თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ორი ან ორზე მეტი ღერძით;

29) სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

30) სატრანსპორტო კოლონა − ორგანიზებულად, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი ორი ან ორზე მეტი სატრანსპორტო საშუალება;

31) სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;

32) სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა − ჩაბმული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ, როგორც ერთი მთლიანობა;

33) საცხოვრებელი ზონა − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით;

34) საწევარი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნახევარმისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის;       

35) საჭაპანო ტრანსპორტი − თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით გადაადგილდება;        

36) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;

37) სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით;

38) ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას (თუ მას აქვს შიგაწვის ძრავა) ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს;

39) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;

40) უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით;

41) ქვეითად გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.16.1 და 5.16.2 საგზაო ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითად გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.16.1 და 5.16.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;

42) ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს დამხმარე საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ან ინვალიდის ეტლი ან სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე ინვალიდი, რომელიც ინვალიდის ეტლით გადაადგილდება;

43) შეზღუდული ხილვადობა − გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას;

44) შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც სექციებისაგან შედგება. ასეთი ავტობუსის სექციებს შორის შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება დასაშვებია მხოლოდ ქარხნული წესით;   

45) შუქნიშანი − ელექტრომოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი შუქების მეშვეობით რეგულირებისათვის.“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ნიშნები

1. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;

ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;

გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;

დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;

ე) ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა ნომრიანი აგრეგატები (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სატრანსპორტო საშუალება.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოების არსებობისას სავალდებულოა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებათა დროებითი რეგისტრაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებათა ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადება ან გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას ან დროებითი რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი.

5. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტით არ არის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა მისი ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი.

6. თუ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილია ნებადართული მაქსიმალური მასა, დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ მაქსიმალურ მასას.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებათა რეგისტრაციასა და დროებით რეგისტრაციას (გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე ტრამვაისა და ტროლეიბუსისა) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

8. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობასა და სანომრე ნიშანს (ნიშნებს), ხოლო სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის შედეგად − ტექნიკურ ტალონს.

9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებათა რეგისტრაციისა და დროებითი რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო ნიშნებისა და დროებითი სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართული მაქსიმალური მასისა და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

10. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე, როგორც ნივთზე, პირის საკუთრების უფლების წარმოშობა, როგორც სანივთოსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულსამართლებრივი მიზნებისათვის, იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან.

11. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მისი კუთვნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია განახორციელოს თავად ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციის სამინისტროს მიერვე განხორციელების შემთხვევაში იგი გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის სარეგისტრაციო მოწმობასა და სანომრე ნიშანს (ნიშნებს).

13. სატრანსპორტო საშუალებასა (გარდა ტრამვაისა და ტროლეიბუსისა) და მისაბმელს სახელმწიფო და დროებითი სანომრე ნიშნები სპეციალურ ადგილებზე უმაგრდება.

14. ტრამვაისა და ტროლეიბუსს სანომრე ნიშნებს ანიჭებს შესაბამისი უწყება.

     15. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული წესები ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზედაც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში იმყოფება.“.

3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები

1. ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:

ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს;

ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).

2. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) „A“ − მოტოციკლი;

ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

გ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

დ) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

ვ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

ზ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

თ) „T“ – სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

ი) „S“ − საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

კ) ტრამვაი.

3. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:

ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);

ბ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;

გ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

დ) „D1“ − მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;

 ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 16 1 . სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული).

2. შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ:

ა) მან გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებით „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა);

ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) გასულია მართვის უფლების შეჩერების ვადა;

დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;

ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

4. „A“, „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში.

5. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი:

ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;

ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის:

ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;

გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;

დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;

ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;

ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;

ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;

თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;

ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი;

კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −17 წელი;

ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −18 წელი;

მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.

6.  „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

7. „C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო).

8. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

9. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

11. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

12. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შეუმცირდეს ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.“.

5. მე-17−მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა

1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

2. „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

3. „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

4. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

5. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

6. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

7. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.

8. „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.

9. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.

10. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.

11. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

12. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა.

14. ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც.

    მუხლი 171. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა

 1. „B“, „T“, „A1“ ან „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებითა და აკრძალვებით) და მასზე გაიცემა მართვის მოწმობა; ამასთანავე, მართვის მოწმობის მოქმედების ვადად მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) დღე.

2. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მინიჭებული „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეწყდება (გაუქმდება):

ა) 18 წლის ასაკის შესრულების დღიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე;

ბ) 18 წლის ასაკის შესრულებიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭების და მასზე მართვის მოწმობის გაცემის შემთხვევაში;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გარემოებათა დადგომამდე პირისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ­− მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე;

დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას);

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:

ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

ბ) შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა.

4. პირის მიერ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე (თეორიული და პრაქტიკული) მიღებული დადებითი შეფასება იურიდიულ ძალას კარგავს:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლის წარმოშობისთანავე;

ბ) თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 31-ე კალენდარულ დღეს, თუ აღნიშნულ პერიოდში პირმა იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის პრაქტიკულ გამოცდაზე დადებითი შეფასება არ მიიღო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) დაუყოვნებლივ, თუ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებიდან მართვის მოწმობის გაცემამდე:

გ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-6 ან მე-8 ნაწილით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 119-მუხლის მე-6 ნაწილით ან მე-8 ნაწილით (თუ ეს სამართალდარღვევა ჩადენილია იმავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ), ან 121-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის;

გ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

დ) დაუყოვნებლივ, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტიდან (გაუქმებიდან), მაგრამ არა უგვიანეს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭებისა:

დ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 117-ე ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის;

დ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5. პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 18 წლის ასაკამდე წარმატებით ჩაბარებული შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ ამ უფლების მიღების მოთხოვნის მომენტისათვის არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

6. პირი, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.

 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების გაუქმების საფუძველი არ ვრცელდება პირის მიერ წარმატებით ჩაბარებული გამოცდის შედეგზე, რომელზედაც გაცემულ იქნა მართვის მოწმობა.

    მუხლი 18.   სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია

1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემასა (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).

2. სააგენტოს მიერ პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება მართვის მოწმობის გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით, ამასთანავე:

ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;

ბ) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მინიჭებული მართვის უფლების გაუქმების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულების თარიღი.

3. მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის, აგრეთვე საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს.

4. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5. ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 19.   სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

 1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:

ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა;

გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

2. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია:

ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;

ბ) ამ კანონის 171 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობა;

გ) პირის გარდაცვალება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

  მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 116-ე მუხლ ს 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„11. პირის მიერ მისთვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.“.

2. 119-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

3 . 1211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მძღოლის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ მძღოლის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

2. პირის მიერ მისთვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლით, აგრეთვე ამ კოდექსის 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

2. ჯარიმის იძულებით აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.

4. 125-ე მუხლის შენიშვნის:

ა) 21 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, 71, 72, მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით .“.

  მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6442-რს