„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6610-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016865
  • Word
6610-რს
29/06/2012
ვებგვერდი, 10/07/2012
040110030.05.001.016865
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 291  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 291 . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებ ს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

№6610-რს