რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ

რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 619
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 300390000.08.002.016578
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
619
23/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
300390000.08.002.016578
რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2012 - 14/01/2015)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №619

2012 წლის 23 ივისი

ქ. თბილისი

რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების განსაზღვრის შესახებ

 „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

გ) მიწისზედა ელექტროტრან პორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

დ) საქართველოს დედაქალაქის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

ა) ავტობუსებით (M2 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;

ბ) ცალკეული საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანა.

3. ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებმა, ამ ბრძანებულებაში მითითებული საქმიანობის რეგულირების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 თებერვლის 104 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

. სააკაშვილი