ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 30/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
432
28/06/2000
სსმ, 24, 30/06/2000
000000000.00(0).00.000000
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებად, ხოლო „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მოკვლევის ორგანოები – საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების თანამშრომელთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა, გადასახადისათვის თავის არიდებისა და საბაჟო წესების დარღვევის საქმეებზე;“.

II. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, იუსტიციის და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული ორგანოების გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.“

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, „თ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ზ“ ქვეპუნქტად, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ოპერატიული ორგანოები;“.

III. „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №16, მუხ.304) 24-ე მუხლის მე-2 აბზაცს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 წინადადება:

„–საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებს“.

IV. „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993, №6, მუხ. 99) 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „მუხლი 131. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სპეციალური წოდებები

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

საგანგებო ლეგიონის რიგითი, საგანგებო ლეგიონის უმცროსი სერჟანტი, საგანგებო ლეგიონის სერჟანტი, საგანგებო ლეგიონის უფროსი სერჟანტი, საგანგებო ლეგიონის უმცროსი ლეიტენანტი, საგანგებო ლეგიონის ლეიტენანტი, საგანგებო ლეგიონის უფროსი ლეიტენანტი, საგანგებო ლეგიონის კაპიტანი, საგანგებო ლეგიონის მაიორი, საგანგებო ლეგიონის ვიცე-პოლკოვნიკი, საგანგებო ლეგიონის პოლკოვნიკი და უმაღლესი სპეციალური წოდება – საგანგებო ლეგიონის გენერალი.

2. რიგით შემადგენლობას წოდებას ანიჭებს საგანგებო ლეგიონის მეთაური. უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობას საგანგებო ლეგიონის მეთაურის წარდგინებით წოდებას ანიჭებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.

3. საგანგებო ლეგიონის გენერლის წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. ამ წოდებების მისაღებად მოქმედებს იგივე ვადები, რაც სამხედრო სამსახურში.“

V. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12. 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 158-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საბაჟო ორგანოების შექმნის წესი, სტატუსი, სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კოდექსით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.“

2. 176-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „5000 აშშ დოლარს.“ შეიცვალოს სიტყვებით „2500 აშშ დოლარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ინსპექტირებას დაუქვემდებარებელი საქონლისა.“

VI. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24.07. 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           მუხლი 260. საგადასახადო ორგანოები

1. საქართველოს საგადასახადო ორგანოებია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციები, მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია და საოლქო, ზონალური და რაიონული ინსპექციები.

2. სპეციალური სამართალდამცავი ორგანოს სტატუსის მქონე საგადასახადო ორგანოა საგანგებო ლეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო სფეროში სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლას, საგადასახადო ორგანოების საქმიანობის უსაფრთხოებასა და მუშაკების დაცვას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

3. საგადასახადო ორგანოები შედიან საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში.

4. საგადასახადო ორგანოების შექმნის წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კოდექსით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. მხოლოდ საგადასახადო ორგანოები არიან უფლებამოსილნი უზრუნველყონ გადასახადების სრულად და დროულად გადახდის სახელმწიფო კონტროლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ კოდექსით გათვალისწინებულია გადასახადის აკრეფა სხვა ორგანოების მიერ.“

2. 2701 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „შეიძლება დაინიშნონ უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირები“ შეიცვალოს სიტყვებით „როგორც წესი, შეიძლება დაინიშნონ უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირები.“

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 274-ე მუხლი:

            „მუხლი 274. საგადასახადო ორგანოები გარდამავალ პერიოდში

1. ამ კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების ამოქმედებამდე ქალაქებსა და რაიონებში საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილებას ახორციელებენ შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები.

2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ 2000 წლის 1 სექტემბრამდე დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მოამზადოს საკანონმდებლო წინადადებები ადგილობრივი საგადასახადო ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ.“

VII. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების „საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის,“.

2. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვები „თუ საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით სხვა რამ არ არის დადგენილი,“ შეიცვალოს სიტყვებით „გარდა საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებისა და საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა,“.

VIII. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს სიტყვის „საქართველოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში“.

IX. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984, №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს წარმოადგენდნენ,“.

2. 193-ე მუხლის მე-3 ნაწილის ტექსტში რიცხვი „1000“ შეიცვალოს რიცხვით „500“.

3. 193-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად.

4. 295-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დადგენილებას კონფისკაციის შესახებ აღასრულებს:“.

5. 296-ე მუხლში სიტყვები „იმ საგნის კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულება, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს“ შეიცვალოს სიტყვებით „კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულება“.

X. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 28 ივნისი.

432-IIs