საქართველოს კანონის პროექტი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 30/11/2012
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016194
0
30/11/2012
ვებგვერდი, 30/11/2012
000000000.00.00.016194
საქართველოს კანონის პროექტი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.”.

2. კანონს დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 131. სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება

1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის ხელმისაწვდომობა მხარეებისთვის ან/და სხვა პირთათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის ასლი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო -, აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს, სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.

4. სასამართლოს თანხმობით, სასამართლო სხდომის ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო ჩაწერის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, მხარეებს ან/და სხვა პირებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ე ს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გა ნჩინებით.

5. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო -, ჩაწერა და ტრანსლაცია უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება თავისი ადგილიდან განახორციელოს სხდომის აუდიო ჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო დარბაზში მოძრაობა, ხმაურის, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

6. თუ სასამართლოს სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სხდომის ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო , აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფნებში ფოტო გადაღება , კინო-, ვიდეო -, აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს, დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიო საშუალებების ჩამორთმევა.“.

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ა და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები.

4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე იმყოფებოდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

5. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ირჩევს 6 წევრ ს, რომლებიც შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, იურიდიული პროფილის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ან/და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე .

6. საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება , სარგებლობს მაღალი რეპუტაციი თ და წარმოადგენს სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისას საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, მის მორალურ რეპუტაციას და ეთიკურ სტანდარტებს.

7 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა , გარდა იმ პირ სა, რო მელ იც თანამდებობრივად შედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.

8 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრისა, რო მელ იც თანამდებობრივად შედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში , უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთიდაიგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩესსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 დღისა. ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, ხოლო თუ ამ ვადაში საქართველოს პარლამენტის სხდომები არ ტარდება, მაშინ – პარლამენტის უახლოეს სხდომაზე.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თუ იგი არ არის მოსამართლე, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

1 0 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები , ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ წევრს თავისი მოვალეობების შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

1 1 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

1 2 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

1 3 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-1 4 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.

1 4 . მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის, სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის ან პალატის) თავმჯდომარის უფლებამოსილების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. “.

5. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრისა, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;

ზ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

თ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

კ) გარდაცვალება.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან მდივნის ინფორმაციის საფუძველზე.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია , შესაბამისად , მოსამართლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შემავალი წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება (გადაყენება) . ”.

6. 49-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის ორი მესამედით.“.

7. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი .

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  3. სადისციპლინო საკითხის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

5 . საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. “.

8. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს , საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან, 4 წლის ვადით , ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“.

9. 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე, აქტები დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“.

10. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

    „მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია :

ა) სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს :

.ა ) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს ;

ა.ბ ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საბჭოს სხვა წევრებს;

ა.გ ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს;

) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;

) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციის დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

3. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცი ის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო ოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, ამ შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რამდენიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმათა თანაბარი ოდენობის დაგროვების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ისა.

 4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცი ის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო ოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, ამ შემთხვევაში იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო ოდენობა, ხელახლა ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რამდენიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთან, კანდიდატის მიერ მიღებული ხმათა ოდენობა არ უნდა იყოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები.“.

11. 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად უნდა იქნეს (იქნენ) არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდის მეშვეობით სხდომამდე არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხიოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახვარზე მეტი. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრის წესით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

    მუხლი 2

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტისა და პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული 47-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 3

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უფლებამოსილმა სუბიექტებმა უზრუნველყონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, უწყდებათ უფლებამოსილება. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე მათვე ეკისრებათ საბჭოს წევრების მოვალეობათა შესრულება.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალმა შემადგენლობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში არჩეულ იქნეს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ამ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ამ კანონის ამოქმედებისთანავე უწყდება ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება. ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მასვე ეკისრება თავმჯდომარის მოვალეობათა შესრულება.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

 

 

ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

 

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი :

კანონ პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს მოქმედ კანონმდებლობაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებისათვის არაეფექტური რეგულაციების არსებობა. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების და საბჭოს მდივნის კანდიდატურის წარდგენა, რაც ვერ უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობას იმ ვითარებაში, როდესაც საბჭო გვევლინება მოსამართლეებზე დისციპლინური საქმისწარმოების განმხილველ, მოსამართლეთა დანიშვნა- გათავისუფლებაზე უფლებამოსილ ორგანოდ. ამასთან, მოქმედი რედაქციით არ არის უზრუნველყოფილი სადისციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, რადგანაც მისი შემადგენლობა კომპლექტდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისას არაა უზრუნველყოფილი საზოგადოების წარმომადგენლობა, არ არსებობს საზოგადოების ჩართულობა საბჭოს საქმიანობაში. კანონის არსებული რედაქციით სრულად არ არის უზრუნველყოფილი საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი - საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.

   

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი :

კანონ პროექტის მიღების მიზანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაცია, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებისათვის ეფექტური რეგულაციების შემოღება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესის შეცვლა. კერძოდ, პროექტით შემოთავაზებული რეგულაციების შესაბამისად, იზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადიციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის ხარისხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან და უზრუნველყოფილი ხდება საზოგადოების წარმომადგენლობის მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში. სასამართლო ხელისუფლების მეტი დემოკრატიულობისა და საქვეყნოობის პრინციპის ჯეროვანი უზრუნველყოფისათვის, კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისა და კერძო პირთათვის სასამართლო პროცესის აუდიო და ვიდეო გადაღების უფლებამოსილების გაზრდას. კანონპროექტის მიზანია, ასევე, გაიზარდოს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს როლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებაში.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი :

კანონპროექტის მიხედვით:

1.  განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი - საბჭოს 6 არამოსამართლე წევრს აირჩევს საქართველოს პარლამენტი საზოგადოების წამომადგენლებისაგან. პარლამენტის მიერ არჩეულ წევრთათვის დგინდება იმგვარი მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რეპუტაციის მქონე და დარგის აღიარებული სპეციალისტების მონაწილეობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე. კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე იმყოფებოდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

3.  ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.

4.  მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

5. პროექტის თანახმად, ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან.

6. ახალი რეგულაციებით უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო .

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ექვსი წევრისათვის საბჭოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურების შესაბამისი ოდენობით.

 

ბ.ბ ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილ ის ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას .

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ წევრს თავისი მოვალეობების შესრულებისათვის მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს .

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან

კანონპროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კანონპროექტების შემუშავებისას კონსულტაციები მიმდინარეობდა საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა .