კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.149.016124
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41
21/12/2012
ვებგვერდი, 26/12/2012
190020020.35.149.016124
კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2012 - 15/02/2013)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №41

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართის შესაბამისად).
2. ძალადაკარგულად გამოცხადეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №40 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი



დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის 18-დან 60 წლამდე  ასაკის  ონკოლოგიური ავადმყოფი.
2. ონკოლოგიურმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ონკოლოგიური ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური  თერაპიის (მანიპულაცია, გამოკვლევა, მედიკამენტი), თანადაფინანსება 1001 ლარამდე 70%, ხოლო 1001 ლარიდან თანადაფინანსება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა;
ბ) ოპერაციული მკურნალობის  და ამ ოპერაციისთვის საჭირო  ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები თანადაფინანსება 1001 ლარამდე 70%, ხოლო 1001 ლარიდან  თანადაფინანსება მოხდება 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 3000 ლარით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით დაფინანსებულ ავადმყოფს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს მეორე ქვეპუნქტითაც.
6. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, რომლებმაც 2012 წლის დეკემბრის თვეში მიმართეს შესაბამის დაწესებულებას.
7. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს 2013 წლის 15 იანვრამდე.

მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება საკეისრო ოპერაციების და ფიზიოლოგიური მშობიარობების დროს
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნიათ 70 001-დან 150 001-მდე სარეიტინგო ქულა - საკეისრო ოპერაციებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა.
ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70001-მდე სარეიტინგო  ქულა, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 200 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის დაფინანსებას მიიღებენ სრულად, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარის ოდენობისა.
2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ პაციენტებზე, რომლებმაც 2012 წლის დეკემბრის თვეში მიმართეს შესაბამის დაწესებულებას.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს 2013 წლის 15 იანვრამდე.

მუხლი 3. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გადაუდებელი სტაციონარული (მათ შორის, დღის სტაციონარი)  მკურნალობისას
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად. მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსება მოხდება  1001-ლარამდე 70%, 1001-ლარიდან  50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 3000 ლარით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან არ ირკვევა რომ პირს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჩაუტარდა გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა;
ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი  ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ პაციენტებზე, რომლებმაც 2012 წლის დეკემბრის თვეში მიმართეს შესაბამის დაწესებულებას.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს 2013 წლის 15 იანვრამდე.

მუხლი 4. კომპიუტერული   ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მ რ ტ) გამოკვლევის   დაფინანსება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა №100-ში) კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისთვის  301  ლარამდე სრულად, ხოლო 301 ლარიდან ზემოთ მოთხოვნილი თანხის თანადაფინანსებით 70%, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ პაციენტებზე, რომლებმაც 2012 წლის დეკემბრის თვეში მიმართეს შესაბამის დაწესებულებას.
5. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს  სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს 2013 წლის 15 იანვრამდე.

მუხლი 5. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არა უმეტეს 150 ლარის ოდენობისა, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. დასაფინანასებელი მედიკამენტის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვისთვის განკუთვნილ ნორმას.
3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 განახლებული);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/ და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის უსინათლო  ინვალიდებს 100 ლარის ოდენობით.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის (დაბადების მოწმობის)  ქსეროასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 7. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება
1. სოციალური დახმარება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა, რომელთაც ქორწინების პერიოდში შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით ახლადშეძენილ თითოეულ ბავშვზე.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ქსერო ასლი;
ე) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრების შესახებ.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ამ მუხლით ისარგებლებს 2012 წლის დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვის ოჯახი.

მუხლი 8. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილები, ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია  და ოჯახით ცხოვრობს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
2. მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად თითოეულ 18 წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ქსეროასლი არსებობის შემთხვევაში;
ე) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დახმარების მიმღები ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 9. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანობის მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 10. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას მიიღებს ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 11. სააღდგომოდ სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და სოფელ თელიანში კომპაქტურად ჩასახლებული და 1991-1993 წლებში იძულებით გადაადგილებული  ოჯახებისათვის
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას – სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს 2013 წლის აღდგომისთვის ერთჯერადად.
2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 70 ლარი.
3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:
ა) დევნილის მოწმობის ასლი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი.

მუხლი 12. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
1. აკრედიტებულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) დედ-მამით ობოლი, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში;
ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში, სარეიტინგო ქულა 0-დან 80 001 მდე.
2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500  ლარის ოდენობით გაეწევათ 25 წლამდე სოციალურად დაუცველს სარეიტინგო ქულით 0-დან 150 001 მდე სპორტსმენებს, რომლებიც არიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები ან წევრები.
4. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
გ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების კანდიდატობაზე ან წევრობაზე.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 13. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით  უსახლკაროდ დარჩენილი  ოჯახისადმი დახმარება
1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს, შესაბამისად:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ერთი კვირის ვადაში;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ცნობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურიდან;
ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;
ვ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ასევე იმ ოჯახებზე, რომლებიც 2012 წლის დეკემბრის თვეში ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დარჩნენ უსახლკაროდ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარმოდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს 2013 წლის 8 იანვრამდე.

მუხლი 14. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთისა და უნგრეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ომისა და სამხედრო ძალების გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა;
ე) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ) დამკრძალავის და გარდაცვლილის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
თ) შესაბამისი ტერიტოტიული ორგანოს რწმუნებულის ინფორმაცია დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის შესახებ.
3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლით ისარგებლებს 2012 წლის დეკემბრის თვეში გარდაცვლილის  დამკრძალავი.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 15. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. კასპის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

მუხლი 16. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ მაინც.
5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.

მუხლი 17. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

მუხლი 18. კომისიის ოქმები და დასკვნები
1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.

მუხლი 19. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც დახმარების მიმღებად ითვლებიან სახელმწიფო პროგრამების მიხედვით.
2. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან, გარდა ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიმღებისა.
3. სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.


8. 20/12/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 25/12/2013 7. 19/07/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 22 - ვებგვერდი, 23/07/2013 6. 15/07/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 21 - ვებგვერდი, 17/07/2013 5. 07/06/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 13/06/2013 4. 28/05/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 04/06/2013 3. 17/05/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 22/05/2013 2. 08/05/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 14/05/2013 1. 15/02/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 20/02/2013