საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახე
დოკუმენტის ნომერი 1142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 13/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.496
  • Word
1142
27/03/2009
სსმ, 9, 13/04/2009
020.000.000.05.001.003.496
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. ამ კოდექსის 45-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით.“.

2. 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“.

3. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.“.

4. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 116-ე–125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 166-ე, 173-ე, 1741, 1761, 1771, 180-ე–183-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.

 5. 242-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 102-ე მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე, 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 223-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ოქმი არ შედგება.“.

6. 284-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 284. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების წესი

1. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ, მათ შორის, დადგენილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ, აღსრულდება შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურის პატიმრობის შემთხვევაში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ რამდენიმე დადგენილების გამოტანის შემთხვევაში თითოეული დადგენილება დამოუკიდებლად აღსრულდება.“.

7. 309-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 309. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი

1. პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, პატიმრობას იხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილებში. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულებისას დაპატიმრებულებს პირადად გასინჯავენ.

2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 27 მარტი.

№1142_Iს