საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1761
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2(9), 22/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.475
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1761
24/12/1998
სსმ, 2(9), 22/01/1999
400.010.020.05.001.000.475
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი

ეს კანონი განსაზღვრავს შავ ზღვაში საქართველოს შიდა საზღვაო წყლების, ტერიტორიული ზღვის (წყლების), მიმდებარე ზონის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის სამართლებრივ სტატუსს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

კანონის მიზანია:

ა) საქართველოს უფლებების, ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საზღვაო სივრცეში;

ბ) შავი ზღვის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება, შავიზღვისპირა და სხვა უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება;

გ) ნაოსნობის გაადვილება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) შავი ზღვის გარემოს დაცვა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ე) სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა და შავი ზღვის რესურსების რაციონალურად გამოყენება.

    მუხლი 3. საქართველოს შიდა საზღვაო წყლების, ტერიტორიული ზღვის, მათი საჰაერო სივრცის, ფსკერისა და წიაღის სამართლებრივი სტატუსი

საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი საჰაერო სივრცე, ფსკერი და წიაღი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია, რომელზეც იგი ახორციელებს სუვერენიტეტს.

    მუხლი 4. საქართველოს იურისდიქცია საქართველოს მიმდებარე ზონაში

საქართველო თავის მიმდებარე ზონაში კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების და ამ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 5. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის სამართლებრივი სტატუსი

ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და შენარჩუნების, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების დაცვის მიზნით საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სუვერენულ უფლებებსა და იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 6. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დელიმიტაცია – დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ან კონტინენტური შელფის გამყოფი ხაზის დადგენა შეთანხმების საფუძველზე;

ბ) გემის დროშის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის დროშითაც დაცურავს გემი და რომლის გემების სახელმწიფო რეესტრშიც არის ეს გემი რეგისტრირებული;

) ზღვაოსანთა უწყება სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო მდგომარეობისა და ცურვის რეჟიმში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომელსაც გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

დ) ზღვის გარემოს დაბინძურება – ზღვის გარემოში, მათ შორის, ესტუარში ნივთიერებათა ან ენერგიის პირდაპირ ან არაპირდაპირ შეტანა, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ცოცხალ რესურსებს, საფრთხე შეუქმნას ზღვაში სიცოცხლის არსებობას და ადამიანის ჯანმრთელობას, ხელი შეუშალოს ზღვაზე საქმიანობას, თევზჭერასა და ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, გამოიწვიოს გამოსაყენებელი წყლის ხარისხისა და დასვენების პირობების გაუარესება;

ე) სამხედრო ხომალდი – საქართველოს თავდაცვის ძალების ან უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების სანაოსნო საშუალება, რომელსაც აქვს სამხედრო ხომალდის განმასხვავებელი ნიშნები, რომელსაც მეთაურობს ამ ქვეყნის საზღვაო ოფიცერთა სიაში ან სხვა ეკვივალენტურ დოკუმენტში რეგისტრირებული სამხედრო სამსახურის ოფიცერი და რომელსაც ჰყავს სამხედრო დისციპლინისადმი დაქვემდებარებული ეკიპაჟი;

ვ) საწყისი ხაზები – სანაპირო ზოლი ზღვის მაქსიმალური უკუქცევის დროს ან სწორი ხაზები, რომლებიც აერთებენ ზღვაში ნაპირის ყველაზე დაშორებულ წერტილებს, ღუზაზე სადგომი რეიდების, ჰიდროტექნიკური და სხვა მუდმივი სანავსადგურო ნაგებობების ჩათვლით;

ზ) ჩამარხვა – ნარჩენების ან სხვა მასალების გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, ბაქნებიდან და ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან განზრახ მოცილება, აგრეთვე გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების განზრახ განადგურება; ჩამარხვად არ ითვლება ისეთი ნარჩენების ან სხვა მასალების მოცილება, რომლებიც გემების, საფრენი აპარატების, ბაქნების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების და მათი მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შედეგია, გარდა იმ ნარჩენების ან სხვა მასალებისა, რომლებიც სპეციალურად არის ტრანსპორტირებული გემებით, საფრენი აპარატებით, ბაქნებით ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებით მათი მოცილების მიზნით ან რომლებსაც მოზიდავენ ასეთ გემებთან.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5336 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3604  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

    მუხლი 7. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლი

1. საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლს ახორციელებენ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო;

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1695);

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ყველა გემი, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას საქართველოს საზღვაო სივრცეში, ვალდებულია დაიცვას გემების ცნობათა სისტემის მოთხოვნები.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3157 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.146

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №623 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.229

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1695  ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი II. საქართველოს შიდა საზღვაო წყლები

    მუხლი 8. საქართველოს შიდა საზღვაო წყლები

საქართველოს შიდა საზღვაო წყლები მოიცავს:

ა) საქართველოს ნავსადგურების შიდა აკვატორიას, ნავსადგურის შესასვლელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების უკიდურესი წერტილების შემაერთებელი საწყისი ხაზებიდან ნაპირის მიმართულებით;

ბ) საქართველოს მდინარეთა შესართავებს მდინარის სიგანეზე გავლებული სწორი ხაზებიდან, რომლებიც აერთებენ მის ნაპირებზე განლაგებული საწყისი ხაზების შესაბამის წერტილებს;

გ) ზღვის ნაწილს, რომელიც მოქცეულია სანაპირო ზოლსა და იმ საწყის ხაზებს შორის, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.

    მუხლი 9. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით

1. უცხო ქვეყნის გემს, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებისა და რეიდების ჩამონათვალს, რომელიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“.

3. უცხო ქვეყნის გემს, რომელიც გამოიყენება კომერციული ან საქველმოქმედო მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1359  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 10. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით

უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით, უფლება აქვს შევიდეს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს შესაბამისი ორგანოს ნებართვით. ნებართვის მოთხოვნა ხდება დიპლომატიური არხებით შესვლამდე 14 დღით ადრე.

     მუხლი 11. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლა

1. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდს უფლება აქვს, შევიდეს საქართველოს შიგა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლისათვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ხდება შესვლამდე 30 დღით ადრე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის:

ა) ოფიციალური ვიზიტის დროს, როცა უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდზე ან სახელმწიფო გემზე იმყოფება სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ან საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი. ასეთი ვიზიტის დროს წინასწარი შეტყობინება ხდება სავარაუდო შესვლამდე 5 დღით ადრე;

ბ) ავარიით, სტიქიური უბედურებით, შტორმით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით გამოწვეული იძულებითი შესვლის შემთხვევაში სამხედრო ხომალდის მეთაური ვალდებულია ნებისმიერი საშუალებით დაუკავშირდეს საქართველოს უახლოესი ნავსადგურის კაპიტანს და იმოქმედოს მისი მითითებებით.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1359  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5625 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

    მუხლი 12. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემისა და ატომური სამხედრო ხომალდის შესვლა

1. უცხო ქვეყნის ატომურ გემსა და ატომურ სამხედრო ხომალდს უფლება აქვთ შევიდნენ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით. შესვლის წინ მათ უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება რადიაციულ უსაფრთხოებაზე. შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები.

2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემის ან ატომური სამხედრო ხომალდის დგომის დროს საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ მასზე მუდმივ დოზიმეტრიულ კონტროლს და რადიაციული ფონის სახიფათო ზრდის შემთხვევაში მოსთხოვენ გემის ან სამხედრო ხომალდის ადმინისტრაციას, რომ გემმა ან სამხედრო ხომალდმა დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა.

3. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ გემებზეც, რომლებიც ახორციელებენ ბირთვული, რადიაქტიური, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას.

    მუხლი 13. უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის დახურული ნავსადგურები და რეიდები

უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის დახურული ნავსადგურებისა და რეიდების ჩამონათვალს ადგენენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები და აქვეყნებენ „ზღვაოსანთა უწყებებში“.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 14. უცხო ქვეყნის სახელმწიფო გემისა და სამხედრო ხომალდის სანავსადგურო მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება

ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სახელმწიფო გემები და სამხედრო ხომალდები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში შესვლისას თავისუფლდებიან სანავსადგურო მოსაკრებლებისაგან, მათთვის გაწეული მომსახურების საფასურის გარდა.

 

თავი III. საქართველოს ტერიტორიული ზღვა

    მუხლი 15. საქართველოს ტერიტორიული ზღვა

1. საქართველოს ტერიტორიული ზღვა არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს. ტერიტორიული ზღვის სიგანე აითვლება საწყისი ხაზებიდან.

2. საქართველოს ტერიტორიული ზღვის დელიმიტაცია სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების ტერიტორიული ზღვისაგან ხორციელდება ამ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, დელიმიტაცია ხორციელდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

3. საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვარი არის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

    მუხლი 16. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლება

1. საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უცხო ქვეყნის გემები სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლებით.

2. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდების, ატომური გემებისა და სპეციალური დანიშნულების გემების (საავარიო-მაშველი გემებისა და სამძებრო თვითმფრინავების გარდა) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გავლის წესები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მშვიდობიან გავლაში იგულისხმება:

ა) საქართველოს ტერიტორიული ზღვის გადაკვეთა შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე შეუსვლელად;

ბ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში შესვლა, ნავსადგურის ნაგებობებთან და რეიდზე დგომა, შიდა საზღვაო წყლებიდან გამოსვლა.

4. მშვიდობიანი გავლა უნდა ხორციელდებოდეს სწრაფად და შეუჩერებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. გაჩერება და ღუზაზე დგომა დაიშვება, თუ იგი დაკავშირებულია ჩვეულებრივ ნაოსნობასთან, გამოწვეულია უბედური შემთხვევის ან დაუძლეველი ძალის გამო, ანდა საფრთხეში მყოფი ადამიანების, გემების და საფრენი აპარატებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით.

5. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გავლა მშვიდობიანად ითვლება, თუ იგი არ არღვევს მშვიდობას, წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოების საყოველთაო პრინციპებს.

6. საქართველოს სასიცოცხლო და სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს უცხო ქვეყნის გემების, ატომური გემებისა და სამხედრო ხომალდების შესვლა და ყოფნა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიგა საზღვაო წყლების რომელიმე რაიონში. ასეთი შეზღუდვა ან აკრძალვა ძალაში შედის მისი „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1359  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 17. უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა

უცხო ქვეყნის გემის გავლა ითვლება მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევად, თუ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში იგი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

ა) ძალის გამოყენების შესახებ მუქარა ან ძალის გამოყენება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან სხვა სახით საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევა;

ბ) სამხედრო მანევრები ან ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენებით სწავლება;

გ) საქმიანობა, რომლის მიზანია ინფორმაციის შეგროვება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საზიანოდ;

დ) პროპაგანდა, რომელიც ხელყოფს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესებს;

ე) საფრენი აპარატის ჰაერში ასვლა ან გემბანზე მიღება;

ვ) სამხედრო მოწყობილობის ჰაერში აწევა ან გემბანზე მიღება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ტვირთისა და ვალუტის დატვირთვა ან გადმოტვირთვა, ფიზიკური პირის გემბანზე მიღება ან გემიდან გადმოსმა;

თ) ზღვის გარემოს განზრახ და სერიოზული დაბინძურება;

ი) თევზჭერა;

კ) სამეცნიერო-კვლევითი, საძიებო ან ჰიდროგრაფიული საქმიანობა;

ლ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ელექტრონული სისტემების ან სხვა მოწყობილობებისა და ნაგებობების ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელი პირობების შექმნა;

მ) საქმიანობა, რომელიც მშვიდობიან გავლასთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული.

    მუხლი 18. მშვიდობიანი გავლის დროებითი შეჩერება

1. სამხედრო სწავლებისა და მანევრების დროს საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან −  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) შეთანხმებით, არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით დროებით შეაჩეროს ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების გარკვეულ რაიონებში.

2. გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის დროებითი შეჩერების შესახებ ძალაში შედის მისი „ზღვაოსანთა უწყებებში“ გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4599 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.103

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4220 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 19. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესები

1. სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით და რომლებიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის. საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ნორმატივებიდან გადახრა შეიძლება მხოლოდ დროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სააგენტოს შეთანხმების საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობა უნდა ხორციელდებოდეს გემის რეგისტრაციის სახელმწიფოს დროშით.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3157 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.146

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4599 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.103

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №70 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.92

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №623 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.229

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4220 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1359  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.

    მუხლი 20. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლის დროს უცხო ქვეყნის გემის გადასახადებისაგან განთავისუფლება

საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლისას უცხო ქვეყნის გემი თავისუფლდება გადასახადებისაგან, მისთვის გაწეული მომსახურების საზღაურის გარდა.

    მუხლი 21. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას უცხო ქვეყნის გემის და სამხედრო ხომალდის მოვალეობები

1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას უცხო ქვეყნის გემები და სამხედრო ხომალდები ვალდებულნი არიან დაიცვან ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ, აგრეთვე რადიოკავშირის რეგლამენტი და წესები.

2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდი ვალდებულია აღმართოს თავისი სახელმწიფოს დროშა, ხოლო უცხო ქვეყნის გემი ვალდებულია თავისი სახელმწიფოს დროშასთან ერთად აღმართოს საქართველოს დროშაც. უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავები და სხვა წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები უნდა იმყოფებოდნენ წყლის ზედაპირზე და აღმართული ჰქონდეთ თავისი სახელმწიფოს დროშა.

3. უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებათ:

ა) ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად არის საჭირო;

ბ) წყალქვეშა სამუშაოების განხორციელება;

გ) რეწვის ან სარეწი იარაღების სამუშაო მდგომარეობაში ქონა;

დ) შუქ-ბგერითი სიგნალების გამოყენება, საერთაშორისო წესებით გათვალისწინებული სიგნალების გარდა;

ე) ფოტო- ან ვიდეოგადაღებები, ნავსადგურებისა და სანაპირო უბნების სქემებისა და ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა;

ვ) გემის მეჩეჩზე განზრახ დასმა ან მისი ჩაძირვა;

ზ) ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ზიანს აყენებს წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს, სანავიგაციო ნიშნებს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და სხვა მოწყობილობებს;

თ) გემის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნარჩენების ზღვაში ჩაყრა და ფეკალური წყლების ჩაღვრა.

    მუხლი 22. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდისა და იმ სახელმწიფო გემის იმუნიტეტი, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით

1. თუ უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდი ან ის სახელმწიფო გემი, რომელიც არაკომერციული მიზნით გამოიყენება, დაარღვევს ამ კანონს ან სხვა ნორმატიულ აქტს და უგულებელყოფს საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იკრძალება უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის ან იმ სახელმწიფო გემის იმუნიტეტის დარღვევა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით.

3. გემის დროშის სახელმწიფო პასუხისმგებელია იმ ზიანის ანზღაურებაზე, რომელსაც საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას იწვევს სამხედრო ხომალდი ან ის სახელმწიფო გემი, რომელიც არაკომერციული მიზნით გამოიყენება.

    მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვას ახორციელებენ:

ა) (ამოღებულია);

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) (ამოღებულია);

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

2. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;

ბ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1695);

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

დ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1695);

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

3. დაუშვებელია სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვის ფუნქციების სხვა უწყებებისა და ორგანოებისათვის გადაცემა.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3157 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.146

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4265 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.425

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4856 - სსმ I, №21, 18.06.2007 წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №623 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.229

საქართველოს 2011 წლის  11 მარტის კანონი №4422 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 83 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1695   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3073  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ საქართველოს შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი არიან:

ა) გაუგზავნონ შეკითხვა და მიიღონ პასუხი, თუ გემი ეჭვმიტანილია მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევაში;

ბ) წინადადება მისცენ გემს შეიცვალოს კურსი, თუ იგი მიემართება იმ რაიონისაკენ, სადაც ნაოსნობა აკრძალულია;

გ) გააჩერონ გემი და დაათვალიერონ იგი, ან ჩაუტარონ ინსპექტირება და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტი;

დ) მიიღონ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ;

ე) დააკავონ გემი და მიაცილონ იგი საქართველოს უახლოეს ნავსადგურში, გადასცენ გემის მიერ ჩადენილი დარღვევის მასალები საგამოძიებო ორგანოებს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოში გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს;

ვ) აკრძალონ გემის შესვლა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე, თუ გემი ან მისი ტვირთი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან ზღვის ცოცხალ რესურსებს;

ზ) აკრძალონ გემის ნავსადგურიდან გასვლა, თუ გემის ტექნიკური მდგომარეობა ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს;

თ) თუ უცხო ქვეყნის გემი არ ემორჩილება საქართველოს შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებს და წინააღმდეგობას უწევს მათ დაკავების დროს, ამ ორგანოებს უფლება აქვთ მიმართონ იძულების ხერხებს, მათ შორის, დადგენილი წესით გამოიყენონ იარაღი.

    მუხლი 25. უცხო ქვეყნის ატომურძრავიანი გემები და გემები, რომელთაც გადააქვთ ატომური, ტოქსიკური ან სხვა საშიში ნივთიერებები და მასალები

უცხო ქვეყნის ატომურძრავიანი გემები და გემები, რომელთაც გადააქვთ ატომური, ტოქსიკური ან სხვა საშიში ნივთიერებები და მასალები, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლისას ვალდებულნი არიან თან იქონიონ შესაბამისი დოკუმენტები და დაიცვან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 26. სამოქალაქო იურისდიქცია საქართველოს შიდა საღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ

1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ.

2. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში უცხო ქვეყნის გემზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო იურისდიქციის განხორციელების მიზნით ამ გემის გაჩერება ან კურსის შეცვლა დაუშვებელია.

3. საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ უცხო ქვეყნის გემს დააკისრონ სახდელი ან დააპატიმრონ იგი მხოლოდ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეკისრება ამ გემს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას ან გავლისას.

4. უცხო ქვეყნის გემის მიმართ, რომელიც გამოვიდა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებიდან და კვეთს საქართველოს ტერიტორიულ ზღვას, ან იმყოფება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შეიძლება მიღებულ იქნეს იძულებითი ზომები სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 27. სისხლის სამართლის იურისდიქცია საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ

1. საქართველოს სისხლის სამართლის იურისდიქცია გამოიყენება დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია უცხო ქვეყნის გემზე მისი საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გავლისას, თუ:

ა) მისი შედეგები ვრცელდება საქართველოზე;

ბ) იგი ხელყოფს მშვიდობასა და წესრიგს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში;

გ) იგი ჩადენილია საქართველოს მოქალაქის მიერ;

დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან რადიაქტიური ნივთიერებები უკანონოდ არის გადატანილი;

ე) თავისუფლება უკანონოდ არის აღკვეთილი;

ვ) ჩადენილია დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

ზ) გემის კაპიტანი, გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიური აგენტი ან საკონსულოს წარმომადგენელი დახმარებისათვის მიმართავს საქართველოს შესაბამის ორგანოებს.

2. საქართველოს სისხლის სამართლის იურისდიქცია ვრცელდება ყველა დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია უცხო ქვეყნის გემზე მისი საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას. საქართველოს სისხლის სამართლის იურისდიქცია ვრცელდება უცხო ქვეყნის გემზე ჩადენილ დანაშაულზე მას შემდეგაც, როცა გემი დატოვებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებს და გავა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

 

თავი IV. საქართველოს მიმდებარე ზონა

    მუხლი 28. საქართველოს მიმდებარე ზონა

1. საქართველოს მიმდებარე ზონა არის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს ტერიტორიულ ზღვას და რომლის გარე საზღვარი 24 საზღვაო მილით არის დაშორებული იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.

2. საქართველოს შესაბამისი ორგანოები საქართველოს მიმდებარე ზონაში ახორციელებენ კონტროლს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობების დარღვევის აღკვეთისა და ამ კანონმდებლობების დამრღვევთა დასჯის მიზნით.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69  

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4924 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 29. საქართველოს მიმდებარე ზონაში საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის ღონისძიებები

თუ საქართველოს მიმდებარე ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან იგი აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ, გააჩერონ აღნიშნული გემი, ჩაუტარონ მას ინსპექტირება, მიიღონ დარღვევის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები და დააკავონ გემი დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4924 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

 

თავი V. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

    მუხლი 30. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

1. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის ზღვის რაიონი, ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის ჩათვლით, რომელიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ და ეკვრის მას.

2. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიგანე აითვლება იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 31. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვარი

1. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვარი ან მისი შემცვლელი გეოგრაფიული კოორდინატები დგინდება საქართველოსა და სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

2. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები დაიტანება დადგენილი მასშტაბის რუკებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. ამ რუკების ასლები შესანახად ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №783 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.251

    მუხლი 32. საქართველოს უფლება-მოვალეობები თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში

1. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ახორციელებს:

ა) სუვერენულ უფლებებს, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე წყლის, დინებისა და ქარის გამოყენებით ენერგიის მისაღებად;

ბ) იურისდიქციას ხელოვნური კუნძულების, ნაგებობების აგებაზე, მოწყობილობების დამონტაჟებაზე და მათ გამოყენებაზე, საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე და ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე;

გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ამ კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ითვალისწინებს სხვა ქვეყნების უფლება-მოვალეობებს და მოქმედებს საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესების შესაბამისად.

3. ამ კანონით დადგენილი საქართველოს უფლებები საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-6 თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 33. უცხო ქვეყნის უფლებები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში

1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ყველა ქვეყანა (როგორც ზღვისპირა, ისე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები) საერთაშორისო სამართლისა და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სარგებლობს ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებით, კაბელებისა და მილსადენების გაყვანის უფლებით და ზღვით სარგებლობის სხვა მართლზომიერი შესაძლებლობებით, რომლებიც ამ თავისუფლებებს განეკუთვნება.

2. ამ კანონისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უცხო ქვეყანამ თავისი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს უფლება-მოვალეობები.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 34. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები

1. საქართველოს აქვს განსაკუთრებული უფლება თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ააგოს, აგრეთვე ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება:

ა) ხელოვნური კუნძულების;

ბ) მოწყობილობებისა და ნაგებობების, რომლებიც გამოიყენება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული მიზნით, აგრეთვე სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის.

2. საქართველოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია, მათ შორის, იურისდიქცია საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობებისა და წესების მიმართ, აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ.

3. საქართველოს უფლება აქვს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, რომელთა ფარგლებშიც მას შეუძლია მიიღოს საჭირო ზომები ნაოსნობის, აგრეთვე ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

4. უსაფრთხოების ზონების სიგანე დგინდება საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების არსისა და ფუნქციების შესაბამისად და ვრცელდება მათი გარე კიდის ყოველი წერტილიდან ათვლილი არა უმეტეს 500 მეტრისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უსაფრთხოების ზონების სიგანის გაზრდა ნებადართულია საერთაშორისო სტანდარტებით ან რეკომენდებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ინფორმაციას უსაფრთხოების ზონების სიგანის შესახებ საქართველოს შესაბამისი ორგანოები აქვეყნებენ „ზღვაოსანთა უწყებებში“.

5. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ხელოვნურ კუნძულებს, ნაგებობებსა და მოწყობილობებს არა აქვთ კუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა, მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე.

6. ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი უსაფრთხოების ზონები არ შეიძლება შეიქმნას საყოველთაოდ აღიარებულ, საერთაშორისო ნაოსნობისათვის არსებითად მნიშვნელოვან საზღვაო გზებზე.

7. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს და უცხო ქვეყნის იურიდიული პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ხელოვნურ კუნძულებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე წესრიგში იქონიონ მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი საშუალებები. ამ პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიტოვებული ან გამოუყენებელი ხელოვნული კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ მათი აშენების ნებართვაში განსაზღვრულ ვადებში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ ნაოსნობასა და თევზჭერას და არ შექმნან ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხე.

8. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, მოწყობილობების დამონტაჟების, მათ ირგვლივ უსაფრთხოების ზონების შექმნის, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავე დროს, მითითებული უნდა იყოს მათი მდებარეობის სიღრმე და იმ ნარჩენების ზომები, რომლებიც მთლიანად არ არის ლიკვიდირებული. ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს „ზღვაოსანთა უწყებებში“.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4924 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 35. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა

1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკრძალულია ცოცხალი რესურსების რეწვა, თუ საქართველოსა და გემის დროშის სახელმწიფოს შორის არ არსებობს ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ ხელშეკრულება.

2. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით ყოველწლიურად, ყველაზე უფრო სანდო მონაცემების მიხედვით, ადგენს ყველა სახეობის ცოცხალი რესურსის რეწვის დასაშვებ კვოტას.

3. თუ საქართველოს სარეწ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ აითვისონ ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტები, ან თუ არსებობს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ სპეციალური ხელშეკრულება, დასაშვებია ლიცენზიების გაცემით ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სხვა ქვეყნებისათვის ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტების გადაცემა.

4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.

5. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც მიენიჭათ უფლება, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

6. თუ უცხო ქვეყნის სარეწ გემს არა აქვს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რეწვის სპეციალური ნებართვა, ამ ზონაში ნაოსნობის დროს სარეწი იარაღები სამუშაო მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოს 2011 წლის  11 მარტის კანონი №4422 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 83 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1695   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

  მუხლი 36. თევზის ანადრომული სახეობების დაცვა

 1. საქართველო პირველ რიგში დაინტერესებული და პასუხისმგებელია თევზის ანადრომული სახეობების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებაზე, რომლებიც ჩნდებიან საქართველოს მდინარეებში და თავისი საცხოვრებელი ციკლის ნაწილს სხვა ქვეყნების წყლებში ატარებენ.

2. საქართველო უზრუნველყოფს თევზის ანადრომული სახეობების შენარჩუნებას, დაცვასა და ოპტიმალურ გამოყენებას თავის წყლებში მათი რეწვის რეგულირებით და სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთან ხელშეკრულებების დადებით.

    მუხლი 37. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომები

1. თუ საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო იღებს საჭირო ზომებს ასეთი დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით. მას უფლება აქვს, ჩაატაროს გემის ინსპექტირება და დააკავოს იგი დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.

2. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში საქართველოს სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომების შესახებ ეცნობება გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ აგენტს ან კომპეტენტურ თანამდებობის პირს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3157 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.146

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №623 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.229

 

თავი VI. საქართველოს კონტინენტური შელფი

    მუხლი 38. საქართველოს კონტინენტური შელფი

საქართველოს კონტინენტური შელფი არის ზღვის ფსკერი და მისი წიაღისეული, კონტინენტის კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრებიდან სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების კონტინტენტური შელფის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვრებამდე.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 39. საქართველოს კონტინენტური შელფის გარე საზღვარი

1. საქართველოს კონტინენტური შელფის გარე საზღვარი ემთხვევა საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის გარე საზღვარს.

2. საქართველოს კონტინენტური შელფის გარე საზღვრის დადგენისას გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლი.

    მუხლი 40. საქართველოს უფლებები თავის კონტინენტურ შელფზე

1. საქართველო თავის კონტინენტურ შელფზე ახორციელებს სუვერენულ უფლებებს მისი დაზვერვისა და ისეთი ბუნებრივი რესურსების მოპოვების მიზნით, როგორიცაა ენერგეტიკული, მინერალური და სხვა არაცოცხალი, აგრეთვე მჯდომარე სახეობებს მიკუთვნებული ცოცხალი ორგანიზმები (კიბორჩხალები, კიბოსნაირები, ზღვის ღრუბლები და სხვა), რომლებიც მათი რეწვის პერიოდში უძრავად იმყოფებიან ზღვის ფსკერზე ან მის ქვეშ, ან ზღვის ფსკერთან ან მის წიაღთან მჭიდრო ფიზიკური კავშირის გარეშე გადაადგილება არ შეუძლიათ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლებები საქართველოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც წესრიგდება ამ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. თუ საქართველო არ ზვერავს თავის კონტინენტურ შელფს და არ ამუშავებს მის რესურსებს, არავის არა აქვს უფლება დაზვეროს და დაამუშაოს საქართველოს კონტინენტური შელფი მისი ნებართვის გარეშე.

3. თავისი კონტინენტური შელფის მიმართ საქართველოს აქვს განსაკუთრებული უფლება:

ა) აწარმოოს, ნება დართოს აწარმოონ და დაარეგულიროს საბურღი სამუშაოები;

ბ) ააგოს, ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს ხელოვნური კუნძულების, მოწყობილობებისა და ნაგებობების შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება.

4. თავისი კონტინენტური შელფის მიმართ საქართველოს აქვს იურისდიქცია:

ა) სამეცნიერო საზღვაო გამოკვლევებზე;

ბ) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე;

გ) იმ კაბელებისა და მილსადენების მიმართ, რომლებიც გაყვანილია ან ექსპლუატირებულია მისი რესურსების დაზვერვის ან საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ხელოვნური კუნძულების, დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის მიზნით.

5. საქართველო თავის კონტინენტურ შელფზე თავისი უფლებების განხორციელებისას არ ხელყოფს უცხო ქვეყნების ამ კანონითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ უფლებებს.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 41. ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს კონტინენტურ შელფზე

საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსების მოძიება, დაზვერვა, დამუშავება და გამოყენება, კაბელებისა და მილსადენების გაყვანა და კონტინენტურ შელფთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი ორგანოების თანხმობით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1984 - სსმ I, №32, 06.11.2009 ., მუხ .196

    მუხლი 42. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანა

1. უცხო ქვეყნების, მათი ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანა ხორციელდება საქართველოს კონტინენტური შელფის დაზვერვის, მისი რესურსების დამუშავებისა და ზღვის გარემოს დაცვის უფლებების გათვალისწინებით.

2. საქართველოს კონტინენტურ შელფზე კაბელებისა და მილსადენების გაყვანის ადგილები დგინდება საქართველოს შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.

    მუხლი 43. საქართველოს კონტინენტური შელფის ფარგლებში საქართველოს სუვერენული უფლებების და იურისდიქციის დარღვევის საწინააღმდეგო ზომები

თუ საქართველოს კონტინენტური შელფის ფარგლებში უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია, გამოიყენება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესები.

 

თავი VII. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის ზღვით სარგებლობისა და ზღვაზე გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი ტრანზიტის უფლება

    მუხლი 44. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის ზღვით სარგებლობისა და ზღვაზე გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი ტრანზიტის უფლება

1. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას უფლება აქვს ზღვაზე გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ისარგებლოს ტრანზიტის თავისუფლებით ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ზღვაზე გასვლის მიზნით ტრანზიტის წესი განისაზღვრება საქართველოსა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შორის დადებული ორმხრივი ან რეგიონული ხელშეკრულებებით.

3. საქართველოს უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის უფლებებით არ შეიზღუდოს საქართველოს უფლებები.

      მუხლი 45. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის გადასახადის აგან , სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლება ზღვაზე გასვლის მიზნით სატრანზიტო მოძრაობის დროს

საქართველოს ტერიტორიაზე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებების ზღვაზე გასვლის მიზნით სატრანზიტო მოძრაობა არ ექვემდებარება იმპორტის გადასახადის, სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდას, ამ მოძრაობასთან დაკავშირებული კონკრეტული მომსახურების საფასურის გარდა.

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

 

თავი VIII. საზღვაო სამეცნიერო კვლევა საქართველოს საზღვაო სივრცეში

    მუხლი 46. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება

საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირები საზღვაო სამეცნიერო კვლევებს (შემდგომ – სამეცნიერო კვლევა) და საძიებო სამუშაოებს ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ დამტკიცებული პროგრამებისა და მათ მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე.

    მუხლი 47. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევების განხორციელება

1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევები და საძიებო სამუშაოები უცხო ქვეყნის ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიძლება განახორციელონ საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით და მათი რეკომენდაციების შესაბამისად.

2. საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ შეაჩერონ ან აკრძალონ უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეცნიერო კვლევებისა და საძიებო სამუშაოების განხორციელება, თუ ისინი არღვევენ კვლევის განხორციელების დადგენილ პირობებს.

    მუხლი 48. სამეცნიერო კვლევის განხორციელების პრინციპები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე

საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

ა) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით;

ბ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება სათანადო მეცნიერული მეთოდებით და სახსრებით, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნათა შესაბამისად;

გ) სამეცნიერო კვლევა არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ დაბრკოლებებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ზღვით მართლზომიერ სარგებლობას;

დ) სამეცნიერო კვლევა ხორციელდება ყველა იმ წესის გათვალისწინებით, რომელიც ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად მიიღება.

    მუხლი 49. სამეცნიერო კვლევა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე

1. ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებათა შესაბამისად, თავისი იურისდიქციის განხორციელების მიზნით საქართველო არეგულირებს და ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე, ასევე ნებას რთავს უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განახორციელონ სამეცნიერო კვლევები.

2. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევები ხორციელდება საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვით. ჩვეულებრივი გარემოებების არსებობისას (მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში) საქართველო ნებას რთავს უცხო ქვეყნებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს განახორციელონ სამეცნიერო კვლევები მშვიდობიანი მიზნით და ზღვის გარემოს შესახებ ცოდნის გასამდიდრებლად.

3. საქართველოს უფლება აქვს უარი განუცხადოს უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელებაზე, თუ სამეცნიერო კვლევის პროექტი:

ა) დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების დაზვერვასა და მოპოვებასთან;

ბ) ითვალისწინებს კონტინენტურ შელფზე ჭაბურღილების დადგმას, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას ან ზღვის გარემოში მავნე ნივთიერებების შეტანას;

გ) ითვალისწინებს ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების მშენებლობას ან მოწყობილობების დამონტაჟებას, აგრეთვე მათ ექსპლუატაციასა და გამოყენებას;

დ) შეიცავს სამეცნიერო კვლევის მიზნისა და ხასიათის შესახებ არასწორ ინფორმაციას, ან კვლევის ჩატარების მსურველმა ქვეყანამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ადრე განხორციელებული კვლევის დროს საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

4. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის დროს უცხო ქვეყნები საქართველოს არ უნდა უქმნიდნენ გაუმართლებელ დაბრკოლებებს თავისი სუვერენული უფლებებისა და იურისდიქციის განხორციელებისას.

    მუხლი 50. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

ის უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც სურთ განახორციელონ სამეცნიერო კვლევა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე, ვალდებულნი არიან კვლევის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოს შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროექტის მიზანი და ხასიათი;

ბ) კვლევის მეთოდები და სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების დასახელება, გემის დასახელება, ტონაჟი, ტიპი და კლასი, სამეცნიერო ხელსაწყო-მოწყობილობების აღწერილობა;

გ) იმ რაიონების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც განხორციელდება პროექტი;

დ) კვლევითი გემების პირველად შემოსვლისა და საბოლოო გასვლის, აგრეთვე მოწყობილობების დამონტაჟებისა და მოხსნის სავარაუდო თარიღები;

ე) იმ ორგანიზაციის დასახელება, რომელიც ახორციელებს პროექტს, აგრეთვე მისი ხელმძღვანელისა და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები;

ვ) საქართველოს მიერ პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;

ზ) სხვა აუცილებელი მონაცემები.

    მუხლი 51. უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი პირობების დაცვის ვალდებულება

უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელებისას ვალდებულნი არიან:

ა) უზრუნველყონ საქართველოს უფლება მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში, განსაკუთრებით – კვლევით გემებზე და მოწყობილობებზე განხორციელებულ კვლევაში, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია;

ბ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას წინასწარი მოხსენებები, როგორც კი ეს პრაქტიკულად გახდება შესაძლებელი, აგრეთვე კვლევის საბოლოო შედეგები და დასკვნები;

გ) საშუალება მისცენ საქართველოს გაეცნოს სამეცნიერო კვლევის შედეგებს, გადასცენ მას მონაცემები, რომელთა ასლის გადაღებაც შესაძლებელია და ნიმუშები, რომელთა განაწილებაც მათი სამეცნიერო ღირებულების შემცირების გარეშე შეიძლება;

დ) საქართველოს თხოვნით მიაწოდონ მას ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, ნიმუშებისა და კვლევის შედეგების შემაჯამებელი ინფორმაცია ან დაეხმარონ მას მათ შეფასებასა და ინტერპრეტაციაში;

ე) დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს შესაბამის ორგანოებს სამეცნიერო კვლევის პროექტში შეტანილი ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;

ვ) კვლევის დასრულების შემდეგ დაშალონ სამეცნიერო მოწყობილობები, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 52. ნაგულისხმები თანხმობა

უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფლება აქვთ დაიწყონ სამეცნიერო კვლევის განხორციელება საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე საქართველოს შესაბამისი ორგანოებისთვის ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, თუ 4 თვის განმავლობაში საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა არ შეატყობინეს უცხო ქვეყნებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველო უარს ამბობს სამეცნიერო კვლევის განხორციელებაზე შემდეგი მოტივით:

ა) პროექტის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება;

ბ) ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების საფუძველზე ითხოვენ დამატებით ინფორმაციას სამეცნიერო კვლევის პირობების შესახებ;

გ) უცხო ქვეყანამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც სურს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის განხორციელება, ადრე განხორციელებული კვლევის დროს არ შეასრულა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

    მუხლი 53. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება ან შეწყვეტა

1. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერება, თუ:

ა) კვლევითი საქმიანობა არ ხორციელდება ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად;

ბ) უცხო ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევას, არ იცავს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა ამ კანონის 50-ე მუხლის დებულებების ნებისმიერი შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ეს კვლევითი პროექტის ან სამეცნიერო საქმიანობის სერიოზული ცვლილებების ტოლფასია.

3. საქართველოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეწყვეტა, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიტუაცია არ შეიცვლება გარკვეული დროის განმავლობაში.

4. საქართველოს მიერ სამეცნიერო კვლევის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინების შემდეგ ის ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევას, აჩერებს ან წყვეტს კვლევით საქმიანობას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე სამეცნიერო კვლევის შეჩერების შესახებ დადგენილება უქმდება საქართველოს მიერ და კვლევა შეიძლება გაგრძელდეს, თუ მისი განხორციელების უფლების მქონე ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დააკმაყოფილებს ამ კანონის 50-ე და 51-ე მუხლების მოთხოვნებს.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

    მუხლი 54. საქართველოს შესაბამისი ორგანოების სანაპირო სამსახურებთან კავშირი

უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სამეცნიერო კვლევას საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე, ვალდებულნი არიან იქონიონ რეგულარული კავშირი საქართველოს შესაბამისი ორგანოების სანაპირო სამსახურებთან.

 

თავი IX. ზღვის გარემოს დაცვა საქართველოს საზღვაო სივრცეში

    მუხლი 55. ზღვის გარემოს დაბინძურების აკრძალვა საქართველოს საზღვაო სივრცეში

აკრძალულია საქართველოს საზღვაო სივრცისა და მისი ატმოსფეროს დაბინძურება ტოქსიკური და რადიაქტიური ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების მოცილებით, ჩამარხვით და ჩაშვებით, რაც ზიანს აყენებს ადამიანთა ჯანმრთელობას, შავი ზღვის რესურსების მარაგს და ეკოსისტემას.

    მუხლი 56. საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილება

1. აკრძალულია საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურება. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ორგანიზებას.

21. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ზღვის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელიც უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ.

3. საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს სააგენტოსთან თანამშრომლობა.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4856 - სსმ I, №21, 18.06.2007 წ., მუხ.179

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №70 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.92

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4220 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 23  მარტის  კანონი №2084  ვებგვერდი, 05.04.2018წ.

    მუხლი 57. გემის მფლობელის პასუხისმგებლობა საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის

გემის მფლობელის პასუხისმგებლობა საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 58. მიწის მასის ზღვაში ჩაყრა და ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში

საქართველოს საზღვაო სივრცეში მიწის მასის ზღვაში ჩაყრა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, ხოლო ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალურად განსაზღვრულ რაიონებში.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41

საქართველოს 2011 წლის  11 მარტის კანონი №4422 – ვებგვერდი, 17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 83 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1695   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 59. ზღვაში გასვლის აკრძალვა იმ გემისათვის, რომელიც ქმნის ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხეს

სააგენტოს უფლება აქვს, აკრძალოს შიდა  წყლებში, ნავსადგურში ან რეიდზე მყოფი გემის ზღვაში გასვლა, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ზღვის გარემოს  დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვას.

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №70 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.92

საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4220 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 60. სარჩელის აღძვრა, როცა გემი ნებაყოფლობით დგას საქართველოს ნავსადგურში ან ტერმინალთან

როცა გემი ნებაყოფლობით დგას საქართველოს ნავსადგურში ან ტერმინალთან, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ აღძრან სარჩელი, თუ გემმა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის შესახებ.

    მუხლი 61. უცხო ქვეყნის გემის მიერ საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაბინძურება

1. თუ უცხო ქვეყნის გემმა საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა გემიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის შესახებ, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ მოსთხოვონ გემის ადმინისტრაციას შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

ა) გემის დასახელება;

ბ) მიწერის ნავსადგურის დასახელება;

გ) იმ ნავსადგურების დასახელება, სადაც უკანასკნელად იმყოფებოდა გემი და სადაც აპირებს შესვლას;

დ) დარღვევის დადგენისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

2. თუ საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მყოფმა უცხო ქვეყნის გემმა დააბინძურა ზღვის გარემო ან შექმნა მისი დაბინძურების საფრთხე, საქართველოს შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ ჩაატარონ გემის ინსპექტირება.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა დანაშაულმა განსაკუთრებით დიდი ზიანი გამოიწვია ან განსაკუთრებით დიდი ზიანის გამოწვევის საფრთხე შექმნა, საქართველოს შესაბამის ორგანოებს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატარონ გამოძიება და დააკავონ გემი.

    მუხლი 62. საქართველოს საზღვაო სივრცის დაბინძურება უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის ან იმ გემისა და საფრენი აპარატის მიერ, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული სამთავრობო მიზნით

უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდისა და დამხმარე სამხედრო გემის, აგრეთვე იმ გემისა და საფრენი აპარატის მიერ, რომლებიც გამოიყენება არაკომერციული სამთავრობო მიზნით, საქართველოს საზღვაო სივრცის დაბინძურების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გემის დროშის სახელმწიფოს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

    მუხლი 63. სამართლებრივი დახმარება უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცის დაბინძურების შემთხვევაში

1. უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცის სერიოზული დაბინძურების შემთხვევაში ამ ქვეყნის თხოვნით საქართველო უწევს მას სამართლებრივ დახმარებას პიროვნების დაკითხვის, საბუთების შემოწმების, აგრეთვე გემის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების სახით იმ დროს, როდესაც გემი, რომელმაც დააბინძურა ზღვის გარემო, იმყოფება საქართველოს ნავსადგურში ან შიდა საზღვაო წყლებში. ასეთი დახმარება ხორციელდება გემის დროშის სახელმწიფოს თხოვნითაც.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ურთიერთდახმარების პრინციპით.

    მუხლი 64. ზღვის ნაკრძალი რაიონი და საზღვაო სანიტარიული რაიონები

საქართველოში იქმნება შემდეგი ზღვის ნაკრძალი რაიონი და საზღვაო სანიტარიული რაიონები:

ა) ზღვის ნაკრძალი რაიონი – საქართველოს ტერიტორიული ზღვის სანაპირო ზოლი მდინარე რიონის შესართავიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ანაკლიის დასახლებულ პუნქტამდე, რომლის სიგანე 5 საზღვაო მილია. ზღვის ნაკრძალ რაიონს ეკვრის ორი მილის სიგანის დამცავი ზონა. ამ რაიონში აკრძალულია თევზჭერა. ნაოსნობა დაიშვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში;

ბ) საქართველოს პირველი საზღვაო სანიტარიული რაიონი (წყლით სარგებლობის ზონა) – საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვის სანაპირო ზოლი, რომლის სიგანე 12 საზღვაო მილია. ამ ზონაში აკრძალულია ნავთობშემცველი ნარევების, გემების ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნარჩენების, გემის გამდინარე წყლებისა და ტანკერებიდან სუფთა ბალასტის ზღვაში ჩაშვება;

გ) მეორე საზღვაო სანიტარიული რაიონი – სანაპირო ზონა, რომლის სიგანე 50 საზღვაო მილია. ამ ზონაში აკრძალულია ნავთობშემცველი წყლების და სუფთა ბალასტის ზღვაში ჩაშვება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც იმავდროულად სრულდება „გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით დადგენილი მოთხოვნები.

 

თავი X. უცხო ქვეყნის გემის დევნა და დაკავება

    მუხლი 65. უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება

უცხო ქვეყნის გემის ცხელ კვალზე დევნა და დაკავება ხორციელდება, თუ გემმა დაარღვია:

ა) საქართველოს კანონმდებლობა მის შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას;

) ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საემიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობა საქართველოს მიმდებარე ზონაში;

გ) საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია მისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის მიმართ. 

საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4924 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

    მუხლი 66. უცხო ქვეყნის გემის დევნის წესი

1. უცხო ქვეყნის გემის დევნა შეიძლება დაიწყოს, თუ გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი იმყოფება:

ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევით;

ბ) საქართველოს მიმდებარე ზონაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევით;

გ) საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე ამ კანონის 65-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევით.

2. უცხო ქვეყნის გემის დევნა იწყება, თუ იგი არ ემორჩილება გაჩერების ბრძანებას. დევნა ხორციელდება შეუჩერებლად, სანამ გემი არ შევა თავისი ან სხვა ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში.

3. უცხო ქვეყნის გემის დევნა ხორციელდება საქართველოს შესაბამისი ორგანოების სამხედრო ხომალდით და სამხედრო საფრენი აპარატით, ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო გემითა და საფრენი აპარატით, რომელთაც აქვთ შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნები.

    მუხლი 67. დაკავებული უცხო ქვეყნის გემის საქართველოს ნავსადგურში ჩამოყვანა

დაკავებული უცხო ქვეყნის გემი შეიძლება ჩამოყვანილ იქნეს საქართველოს უახლოეს ნავსადგურში გამოძიების ჩასატარებლად და დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.

    მუხლი 68. უცხო ქვეყნის გემისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

თუ უცხო ქვეყნის გემი უსაფუძვლოდ გააჩერეს ან დააკავეს საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარეთ, მას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2018 წლის 23  მარტის  კანონი №2084    ვებგვერდი, 05.04.2018წ.

    მუხლი 69. აქტები, რომლებიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებისთანავე

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 13 მარტის №84 ბრძანებულება „ნავთობითა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე სხვა ნივთიერებებით ზღვის გაჭუჭყიანებით მიყენებული ზარალის გემის პატრონის მიერ ანაზღაურების ოდენობის შესახებ“;

ბ) სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 28 თებერვლის №137 ბრძანებულება „სსრკ ეკონომიკური ზონის შესახებ“. 

მუხლი 691. გარდამავალი დებულება

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის 56-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული „შავი ზღვის დაცვის ეროვნული საზღვაო სტრატეგია და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამა“.

საქართველოს 2018 წლის 23  მარტის  კანონი №2084    ვებგვერდი, 05.04.2018წ.

    მუხლი 70. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1761–Iს

24. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5625-რს - ვებგვერდი, 26/12/2019 23. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4924-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 22. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3604-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 21. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3073-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 20. 23/03/2018 - საქართველოს კანონი - 2084-IIს - ვებგვერდი, 05/04/2018 19. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1695-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 18. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1359-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 483-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 16. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5336-IIს - ვებგვერდი, 111205041, 05/12/2011 15. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4422-Iს - ვებგვერდი, 110317052, 17/03/2011 14. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4220-Iს - ვებგვერდი, 110310013, 10/03/2011 13. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 12. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1984 - სსმ, 32, 06/11/2009 11. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 783 - სსმ, 40, 29/12/2008 10. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 623 - სსმ, 35, 05/12/2008 9. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 70 - სსმ, 12, 14/07/2008 8. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4856 - სსმ, 21, 18/06/2007 7. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4599 - სსმ, 11, 10/04/2007 6. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4265 - სსმ, 51, 31/12/2006 5. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3157 - სსმ, 19, 01/06/2006 4. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 14/05/1999 - საქართველოს კანონი - 1963 - სსმ, 18(25), 01/06/1999
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.