გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016119
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
22/02/2013
ვებგვერდი, 27/02/2013
010250020.35.161.016119
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/2013 - 25/11/2014)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 22 თებერვალი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის  №47 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართის მიხედვით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი



დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება


თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში –  საკონკურსო-საატესტაციო კომისია) დებულება  შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის  №47 ბრძანებულების შესაბამისად.
2. ეს დებულება ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებზე, თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე.

თავი II
საკონკურსო–საატესტაციო კომისია

მუხლი 2.  საკონკურსო–საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია: დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციებია:
ა) პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა.

მუხლი 3. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.
6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც ინიშნებიან მათი თანხმობით.

მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

 


მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს  განკარგულებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განკარგულებით განსაზღვრავს საკრებულო.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ  დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას.
10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/ საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო–საატესტაციო კომისიას.
11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო–საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

მუხლი 7. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია: შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო;  დანიშნოს და გაათავისუფლოს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კანდიდატთა განცხადებების მიღებას;
გ) კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
დ) დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას;
ე) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
ვ) ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.
3. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
4. კონკურსის ან/და ატესტაციის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.

მუხლი 8. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
კომისიის წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

თავი III
კონკურსი

მუხლი 9. კონკურსის მიზანი და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

მუხლი 10. კონკურსის პრინციპები
კონკურსის პრინციპებია:
1. ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
2. გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრედენდენტისთვის;
3. არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; 
4. საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურო–საატესტაციო კომისიის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
5. კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
6. კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო–საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

მუხლი 11. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 
2. 2014 წლის 1 იანვრამდე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მისამართზე.
3. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 დღიანი ვადა კონკუსრის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 
4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო. 
5. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) შესასრულებელი სამუშაო;
დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
6. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
7. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
8. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.

მუხლი 12. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2014 წლის 1 იანვრამდე აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მისამართზე.
2. კანდიდატმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) ავტობიოგრაფია/CV;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
დ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ფერადი ფოტოსურათი (ზომა3X 4);
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და  ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დაუბრუნდება კანდიდატს.

მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი დავალება;
ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან (საკრებულოს თავმჯდომარესთან) შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 14. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კომისია კანდიდატების წერითი დავალების, ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მქონე პირის აზრს.

მუხლი 15. კონკურსის შედეგები
1. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე–4 მუხლის შესაბამისად.
2. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
3. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
4. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.

მუხლი 16. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი IV
მოხელის ატესტაცია

მუხლი 17. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის;
გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
3. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,ბ“,  ,,გ“,  ,,ე“  და  ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.

მუხლი 18. ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
1. მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
2. მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
3. საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
4. მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
5. მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
6. მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
7. მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.

მუხლი 19. ატესტაციის პრინციპები
ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
1. ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
2. გამჭირვალობა – ატესტაციისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;
3. არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
4. საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
5. კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ;
6. კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო–საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

მუხლი 20. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს თავმჯდომარე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის აპარატები და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს თავმჯდომარე).
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 21. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი N1). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს  შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამისი (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატი.
5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან (საკრებულოს თავმჯდომარესთან) შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ დებულების 22–ე მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.

მუხლი 22. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარეს) წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.

მუხლი 23. ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო – საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს (დანართი №2) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარეს) მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. საკრებულოს თავმჯდომარე, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.
6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
7. ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულება.

მუხლი 24. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
ატესტაციის პროცესებთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.


დანართი №2

                                                                  მოხელის დახასიათება

სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დადებითი და უარყოფითი მხარეები

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წახალისება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური

წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა       –––––––––––––––––––––––––

თარიღი     –––––––––––––––––––––––––––––


დანართი №3

                                                                      საატესტაციო ფურცელი

მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი და ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება

შრომის საერთო სტაჟი (მათ შორის საჯარო სამსახურში)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

კომისიის თავმჯდომარე         –––––––––––––––––––––––––––––––––

კომისიის წევრები            ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თარიღი             –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––