დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 449-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/03/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.05.001.016962 |
|
მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ენერგეტიკის;“. 2. 35-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს მიწის (გარდა სარეკრეაციო ტერიტორიების, ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწებისა) მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების შეცვლის ფუნქცია, ასევე საარქივო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტები. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება მიწის კონსოლიდაციისა და ნიადაგის ხარისხობრივ შეფასებას (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნას, მიწის რაციონალურად გამოყენებას, ნაყოფიერების აღდგენასა და შენარჩუნებას, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას, გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს;“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-15 პუნქტები: „10. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროებში. 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 12. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი აქტების გამოცემამდე. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს. 13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 14. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ და მათ სისტემაში შემავალმა შესაბამისმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 15. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში: ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობის და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცება; ბ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 35-ე მუხლის მე-10–მე-12 და მე-15 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 35-ე მუხლის მე-10–მე-12 და მე-15 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N449-რს |
დოკუმენტის კომენტარები