„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 30/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016172
21
30/04/2013
ვებგვერდი, 08/05/2013
310150000.35.132.016172
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

 თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №21

2013 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვით­მ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარე­გუ­ლირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტო­მა­ნ­ქა­ნე­ბის პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბა­თ­უმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (სსმ V, №46, 3.11.2010, მუხ.1356) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას 22-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

მუხლი 221. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დაც­ვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქმედებების გან­ხო­­ციე­ლების საკითხები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სატრანსპორტო ინფრასტრუქ­ტუ­რის მართვის სააგენტო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სა­მ­სახურის მოთხოვნის საფუძ­ვე­ლზე საქა­რ­თველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დასაცავი პირებისა და დაც­ვის ობიექტების უსაფ­რ­თ­ხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ავტომანქანების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სა­მ­სახურის მიერ მითითებულ უახლოესი პარკირების ად­გილ­ზე გადაყვანას. თუ შეუძ­ლებელია უახლოესი პარკირების ადგილზე გადაყვანა, მაშინ სააგენტო ავტომანქანას გადაი­ყ­ვანს სპეციალურ დაცულ სად­გომ­ზე.

2. წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების გადაყვანას არასამე­წარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სატრანსპორტო ინფ­რასტრუქ­ტუ­რის მართვის სააგენტო“ ახორციელებს უსასყიდლოდ.

3. წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესა­კუთ­რე (მო­სარ­­გებლე) თავისუფ­ლ­დება ავტოსატრანს­პორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სად­გომზე გა­დაყ­ვანისა და შენახ­ვის საფასურის გადახდისაგან.

4. წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში ავტომანქანების სპე­ცი­ალურ დაცულ სად­­გომ­ზე გადაყვანისას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სატრანსპორტო ინფრასტრუქ­ტუ­რის მართვის სააგენტო“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აც­ნო­­ბოს საპატ­რუ­ლო პოლიციას.

5. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული რეგულაციები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ადგილი აქვს პარკირების წესების დარღვევას და მოცემული დარღვევისათვის გათვალისწი­ნე­ბულია ავტომანქანის სპე­ცი­ალურ დაცულ სად­გომ­ზე გადაყვანა.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.