საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016155
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
14/05/2013
ვებგვერდი, 15/05/2013
360010010.22.023.016155
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/05/2013 - 17/10/2013)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2013 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:
ა) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს - სამსახურის თანდართული ტიპიური დებულება (დანართი - 1)“;
ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანდართული დებულება (დანართი 2).“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 14 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე



დანართი 1

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს - სამსახურის თანდართული ტიპიური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამსახური არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანო.
2. სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. სამსახურები, მათი სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები
1. სამსახურების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:
ა) კახეთის სამსახური:
ა.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თელავის; საგარეჯოს; გურჯაანის; ახმეტის; ყვარლის; სიღნაღის; ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;
ა.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ყვარელი, დავით აღმაშენებლის ქ. IV, ჩიხი №6;
ბ) ქვემო ქართლის სამსახური:
ბ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები;
ბ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის ქ.№5;
გ) აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახური:
გ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: მცხეთის; გორის; ხაშურის; კასპის; ქარელის; თიანეთის; ყაზბეგის; დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები;
გ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17ა;
დ) სამცხე-ჯავახეთის სამსახური:
დ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
დ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, ასპინძის ქ. №32;
ე) დასავლეთ-ცენტრალური სამსახური:
ე.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი; საჩხერის; ჭიათურის; ზესტაფონის; ხარაგაულის; ბაღდათის; თერჯოლის; ტყიბულის; წყალტუბოს; ხონის; სამტრედიის; ვანის; ლანჩხუთის; ჩოხატაურის; ოზურგეთის; ონის; ამბროლაურის; ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;
ე.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. წყალტუბო, სოფ. გუმბრა;
ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახური:
ვ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: ზუგდიდის; თვითმმართველი ქალაქი ფოთი; ხობის; აბაშის; სენაკის; ჩხოროწყუს; წალენჯიხის; მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები;
ვ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.
ზ) აჭარის სამსახური:
ზ.ა) სამსახურის სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველის ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;
ზ.ბ) სამსახურის იურიდიული მისამართია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. №124.
2. სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოების - სამსახურების შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება მათი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივი სამსახურის ადგილს) გარეთ.

მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები
1. სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, მათ შორის საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი.
2. სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი;
ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ამოცანების განხორციელება.

მუხლი 4. სამსახურის უფლება-მოვალეობანი
1. სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის გეგმიური და არაგეგმიური გარემოსდაცვითი შემოწმებების განხორციელება;
ბ) უფლებამოსილებების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობით ან სიტყვიერად მოითხოვოს და დაუბრკოლებლად, უსასყიდლოდ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) წერილობითი ინფორმაცია, სხვა საჭირო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, ასევე არსებობის შემთხვევაში ლაბორატორიული ანალიზის შედეგები,  ახსნა-განმარტებები და ზეპირი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისას, მისი აღმოფხვრის  მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემს;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში წარუდგინოს რეგულირების ობიექტებს ადმინისტრაციული მიწერილობა, მოთხოვოს მათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, კონტროლი დააწესოს მის განხორციელებაზე;
ე) საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ობიექტების  მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება;
ვ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში დაუბრკოლებლად შევიდეს რეგულირების ობიექტების ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების ჩასატარებლად, გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების ჩატარების მიზნით მიმართოს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს ან აღნიშნულის თაობაზე დააყენოს საკითხი დეპარტამენტის უფროსთან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი დეპარტამენტის უფროსთან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევის თაობაზე;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;
ი) საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული ბუნებრივი რესურსებისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნასა და დადგენაში;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;
ლ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, განახორციელოს დათვალიერება/ შესწავლა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის და სატრანსპორტო  საშუალების, ასევე თანმხლები ბუნებრივი რესურსების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სპეციალური ფირნიშები, მათ შორის, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მასში მყოფი ნივთები და საგნები;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ნ) განახორციელოს რეგულირების ობიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოპოვება რეგულირების ობიექტების საქმიანობის ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება, მათ შორის ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშების  განხილვა და ანალიზი;
ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამსახური ვალდებულია:
ა) განიხილოს რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და თუ წარმოდგენილი ანგარიშებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოს არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის, გონივრულ ვადაში, წარმოდგენა;
ბ) განახორციელოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება და უზრუნველყოს მათი დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენა;
გ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და  გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების და ამ დარღვევებით გამოწვეულ გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეების მასალების სასამართლოში გადაგზავნისთანავე, ასლები წარადგინოს სამინისტროში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების პროცესში შეადგინოს ინსპექტირების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები სასამართლოში;
ვ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასვას საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმების თაობაზე;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს რეგულირების ობიექტებისა და მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვა;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წერილობითი მომართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ზომების შესახებ („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის).

მუხლი 5. სამსახურის ორგანიზაცია და მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. სამსახურის უფროსი სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სამსახურსთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისათვის;
გ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
ე) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;
ვ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს, რეგულირების ობიექტების გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების თაობაზე;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;
თ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ი) ახორციელებს სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს რეგულირების ობიექტს, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
მ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრიციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინსპექტირების განყოფილება;
ბ) სწრაფი რეაგირების განყოფილება.
3. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
4. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხემოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სამსახურის უფროსს წინადადებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
თ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამსახურს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული, იურისტი (შემდგომში - მთავარი სპეციალისტი (იურისტი)), ანალიტიკოსი (შემდგომში - უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი)) და საქმისმწარმოებელი (შემდგომში - სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი)).
6. მთავარი სპეციალისტის (იურისტის) კომპეტენციაა:
ა) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსი) კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
ბ) სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;
გ) სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
8. სპეციალისტის (საქმისმწარმოებელი) კომპეტენციაა:
ა) სამსახურში შემოსული კორესპონდეციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;
ბ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამსახურის საქმისწარმოებისათვის;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი კომპეტენცია
1. სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ინსპექტირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
გ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის ორგანოში (ან თანამდებობის პირთან) გადაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
ე) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება და დადგენილი წესით სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დაგენილი წესით რეგულირების ობიექტებისაგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმების თაობაზე საკითხის დაყენების უზრუნველყოფა;
თ) რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში შესაბამის სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის  მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე, ლიცენზიის/ნებართვის გამცემისათვის მიმართვასთან დაკავშირებით მოახდინოს წინადადების მომზადების უზრუნველყოფა;
მ) დადგენილი წესით ადმინსტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის განხორციელებაზე კონტროლის განხორციელება;
ნ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ან/და სამსახურის უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სამსახურის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სწრაფი რეაგირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;
გ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და  სამსახურის უფროსთან წარდგენის უზრუნველყოფა;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, განახორციელოს დათვალიერება/ შესწავლა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის და სატრანსპორტო  საშუალების, ასევე თანმხლები ბუნებრივი რესურსების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სპეციალური ფირნიშები, მათ შორის, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მასში მყოფი ნივთები და საგნები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობით ან სიტყვიერად მოითხოვოს და დაუბრკოლებლად, უსასყიდლოდ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) წერილობითი ინფორმაცია, სხვა საჭირო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
ვ) დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეთათვის თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას დახმარების გაწევა, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


დანართი №2
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური (შემდგომში - კონვენციური სამსახური) წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოს.

2. კონვენციური სამსახური თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.

3. კონვენციური სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. კონვენციურ სამსახურს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

5. კონვენციური სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

6. კონვენციური სამსახური ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7. კონვენციური სამსახურის იურიდიული მისამართია: . ბათუმი, ფიროსმანის . №5.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  17  ოქტომბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 22.10.2013 წ.


მუხლი 2. კონვენციური სამსახურის სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები
1. კონვენციური სამსახური გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

) შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

 

) ასევე კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ამოცანების განხორციელება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  17  ოქტომბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 22.10.2013 წ.


მუხლი 3. კონვენციური სამსახურის უფლებამოსილებები
კონვენციური სამსახური უფლებამოსილია:

) განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლი:

.) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;

.) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;

.) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულიბალასტური წყლების ფორმისწარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;

.) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური, რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;

.) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;

.) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ზღვაში, ნავსადგურებში, მცურავ საშუალებებზე, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;

.) რეგულირების ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ ზღვაზე ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს;

.) რეგულირების ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებას;

.) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

.) შავ ზღვაში თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას გარემოსდაცვითი და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის  განხორციელების მიზნით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები;

) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინოს შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს, კომპეტენციის ფარგლებში, დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე, საქართველოს და  საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს ინსპექტირება;

) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გააჩეროს და შეამოწმოს გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში და საჭიროების შემთხევაში აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;

) შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის ცდების, სინჯების, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ახასიათებენ მათ საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

) მიიღოს რეგულირების ობიექტებისაგან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);

) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და თუ წარმოდგენილი ანგარიშებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების პროცესში შეადგინოს ინსპექტირების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები  ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააყენოს საკითხი ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმების თაობაზე;

) უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტების, დანადგარების, აგრეგატების ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;

) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნითკომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;

) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მცურავი სატრანსპორტო საშუალების შეჩერების საფუძვლების აღმოჩენისას, მისი შეჩერების საჭიროებისას ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება ან/და ამ მიზნით დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ჩართულობა მათი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით;

) დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მის განხორციელებაზე კონტროლის გატარება;

) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტებიდან, ასევე ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევისას, მისი აღმოფხვრის  მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემს;

) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოების სწრაფი რეაგირების საჯარო მოსამსახურეთა დახმარებით;

) შავ ზღვაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, დახმარების  მიზნით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;

) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში  ურთიერთობების დამყარების მიზნით შეიმუშავოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები დეპარტამენტის უფროსს

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში, ასევე იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით უზრუნველყოს სინჯების აღება, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტოს ან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა ან ამის თაობაზე საკითხის დაყენება დეპარტამენტის უფროსთან;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წერილობითი მომართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორისცხელ ხაზზეშემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ზომების შესახებ („ცხელ ხაზზეშემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის);

 

) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  17  ოქტომბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 22.10.2013 წ.


მუხლი 4. კონვენციური სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. კონვენციურ სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).

2. კონვენციური სამსახურის უფროსი:

) ხელმძღვანელობს კონვენციური სამსახურის საქმიანობას;

) პასუხისმგებელია კონვენციურ სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია კონვენციური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისათვის;

) აწესრიგებს კონვენციური სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

) რწმუნების გარეშე წარმოადგენს კონვენციურ სამსახურს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას კონვენციური სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;

) დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს კონვენციური სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების კომპეტენციებს;

) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს საჯარო მოსამსახერეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;

) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს კონვენციურ სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;

) წარუდგენს დეპარტამეტის უფროსს წინადადებებს კონვენციური სამსახურის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

) ახორციელებს კონვენციური სამსახურისთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;

) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა კონვენციური სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს რეგულირების ობიექტს, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;

) აბარებს დეპარტამენტის უფროსს კონვენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშს;

) ანაწილებს კონვენციური სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

) კონვენციური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთაც გააჩნია სავალდებულო იურიდიული ძალა რეგულირების ობიექტებისათვის;

) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

3. კონვენციური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს კონვენციური სამსახურის ბათუმის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ფოთის განყოფილების უფროსი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  17  ოქტომბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 22.10.2013 წ.


მუხლი 5. კონვენციური სამსახურის სტრუქტურა
1. კონვენციური სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. კონვენციური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

) ბათუმის განყოფილება;

) ფოთის განყოფილება.

3. კონვენციური სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

4. განყოფილების უფროსი:

) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

) აწესრიგებს განყოფილების გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალებების შესრულებას;

) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;

) აბარებს კონვენციური სამსახურის უფროსს განყოფილების საქმიანობის ანგარიშს;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

) ანაწილებს განყოფილების უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;

) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. კონვენციურ სამსახურს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული, იურისტი (შემდგომში - მთავარი სპეციალისტი (იურისტი)), ანალიტიკოსი (შემდგომში - უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი)).

6. მთავარი სპეციალისტის (იურისტის) კომპეტენციაა:

) კონვენციური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

) კონვენციური სამსახურის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;

) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილების გამოტანა, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;

) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით კონვენციური სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

7. უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსი) კომპეტენციაა:

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

) კონვენციური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

) კონვენციური სამსახურის მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;

) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში კონვენციური სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;

) კონვენციურ სამსახურში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;

) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება კონვენციური სამსახურის საქმისწარმოებისათვის;

) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

8. კონვენციური სამსახურის განყოფილებებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენებადოკუმენტების, ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის შედეგების, ასევე განყოფილების მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  17  ოქტომბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 22.10.2013 წ.


მუხლი 6. კონვენციური სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კონვენციური სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის  17  ოქტომბრის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 22.10.2013 წ.