ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (დიდუბის რაიონის გამგეობა)
მიღების თარიღი 17/05/2013
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016024
3
17/05/2013
ვებგვერდი, 21/05/2013
010260030.53.101.016024
ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (დიდუბის რაიონის გამგეობა)
 

ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის

ბრძანება №3

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ' საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე მუხლის მე–4 პუნქტის 'ზ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი დანართი 1–ისა და შესაბამისი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა დანართი 2–ის მიხედვით. 
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელილევან მხეიძე



დანართი 1

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
1. ეს წესი არეგულირებს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში (შემდგომში – გამგეობა) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 

2. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავების, პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, გამგეობა უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტების დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის პირობებს.

3. სტაჟირება არის გამგეობაში ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი საქმიანობა.


თავი II
სტაჟიორის სტატუსი

მუხლი 2
1. სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის გათვალისწინებით გადის სტაჟირებას გამგეობაში.

2. სტაჟიორობის კანდიდატი არის პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გამგეობაში წარმოადგენს განცხადებას სტაჟირების შესახებ.

3. სტაჟიორად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით, ასევე, უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

4. სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადი განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დიპლომის ასლი, ხოლო დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

დ) რეკომენდაცია უმაღლესი სასწავლებლიდან;

ე) ავტობიოგრაფია (CV);

ვ) ორი ფოტოსურათი 3X4.

5. სტაჟიორობის კანდიდატმა განცხადებაში უნდა მიუთითოს გამგეობის ის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც სურს სტაჟირების გავლა. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ შესაძლებელია მიეთითოს ერთზე მეტი სტრუქტურული ერთეული პრიორიტეტების მიხედვით. 

6. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საბუთები ბარდება გამგეობის აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. 

7. სტაჟიორობის კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს გამგებელი, რომელიც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის გათვალისწინებით, დადებითი შეფასების მიცემის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად მიღების თაობაზე.

მუხლი 3
1. სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. 

2. გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა ერთდროულად არ უნდა აღემატებოდეს 10 ერთეულს.


თავი III
სტაჟიორის უფლებები

მუხლი 4
სტაჟიორს უფლება აქვს:

ა) გამგებლისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს საჭირო სამსახურებრივ დოკუმენტაციას, საარქივო და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) გამგებლისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (გამგებლის მოადგილე, აპარატის უფროსი, განყოფილების უფროსი) თანხმობით, დაესწროს გამგეობის, ასევე გამგეობის კომისიების სხდომებს, თათბირებს, სხვა ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს მათ ორგანიზაციულ–ტექნიკურ უზრუნველყოფაში;

გ) გამგებლის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, შეასრულოს გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.


თავი IV
სტაჟიორის მოვალეობები

მუხლი 5
სტაჟიორი ვალდებულია:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს 'საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ' საქართველოს კანონით, ქ. თბილისის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის დებულებებით, გამგეობის შინაგანაწესითა და სხვა ნორმატიული აქტებით, დაიცვას შრომის კოდექსით დადგენილი ნორმები;

ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს გამგებლის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა ან/ და უშუალო ხელმძღვანელის ყველა დავალება;

გ) გაეცნოს გამგეობისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, გამგეობისა და გამგებლის აქტებს, ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას, თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

დ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალების შემთხვევაში სტაჟირების პერიოდში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს თემატიკის მიხედვით შესრულებული სამუშაო.


თავი V
გამგებლისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობა სტაჟიორის მიმართ

მუხლი 6
1. გამგებელი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული ცოდნის განტკიცებისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების შესაძენად.

2. სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს გამგებლის მიერ სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი.

3. უშუალო ხელმძღვანელი სტაჟრების განმავლობაში, გამგებელსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

4. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (გამგებლის მოადგილე, აპარატის უფროსი, განყოფილების უფროსი) ამოწმებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.


თავი VI
სტაჟორის შედეგების შეფასება კომისიის მიერ

მუხლი 7
1. სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ამოწმებს  გამგებლის მიერ ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია.

2. სტაჟირების ბოლო ეტაპია გასაუბრება, რომელიც სტაჟიორმა უნდა გაიაროს სტაჟირების ვადის ამოწურვის შემდეგ.

3. გასაუბრებას ორგანიზებას უწევს გამგებელი.

4. გასაუბრებაზე გამგებლის მიერ შექმნილი კომისია ისმენს სტაჟიორის პირად ანგარიშს სტაჟირების პერიოდში შესრულებული სამუშაოს შესახებ.

5. სტაჟიორის საქმიანობის შეფასებისას კომისია ითვალისწინებს სტაჟიორის ინტელექტუალური და პრაქტიკული მომზადების დონეს, სტაჟირების პერიოდში გაწეული მუშაობის შედეგებს, გამოვლენილ უნარ–ჩვევებსა და ხელმძღვანელების რეკომენდაციებს.

6. კომისია უფლებამოსილია:

ა) დადებითად შეაფასოს სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები;

ბ) უარყოფითად შეაფასოს სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები.

7. სტაჟირების გავლის შემდეგ სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის (დადებითად შეფასების) შემთხვევაში - სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა – სერტიფიკატი (დანართი 2).


თავი VII
სტაჟირების პირობები

მუხლი 8
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟირების პერიოდში 5 დღის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სტაჟიორის გამოუცხადებლობა;

ბ) სტაჟიორის პირადი განცხადება;

გ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი.


თავი VIII
დასკვნითი დებულებები

მუხლი 9
წესში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


დანართი 2