პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 100090000.22.038.016193
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
169
04/07/2013
ვებგვერდი, 08/07/2013
100090000.22.038.016193
პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/07/2013 - 16/06/2014)

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №169

2013 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

 


პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
1. დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია თანდართული სახით (დანართი N1).
2. მოშიმშილე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საკვების მიწოდების აღრიცხვის ბარათი (დანართი N2).
3. მოშიმშილის სამედიცინო (ამბულატორიულ/სტაციონარული) ფურცელი (დანართი N3).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის №17 ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი



დანართი N1

 

ინსტრუქცია

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ შიმშილობის დაწყების შემთხვევაში მათი ყოფნისა და მოვლის პირობებს. 

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შიმშილობა − მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, მაშინ როდესაც ორგანიზმი არ ღებულობს მისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ან ღებულობს, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით;
ბ) არასრული შიმშილობა − მდგომარეობა, როდესაც მიღებული საკვები არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით;
გ) სრული შიმშილობა − მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ღებულობს მხოლოდ წყალს;
დ) აბსოლუტური შიმშილობა − მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი არ ღებულობს არც საკვებს და არც წყალს.
 

მუხლი 3. შიმშილობის დაწყება 
1. შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის (შემდგომში – მოშიმშილე), დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის წერილობითი ან ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური მუშაკი ადგენს შესაბამის ოქმს ექიმის და მოშიმშილის თანდასწრებით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება  დაწესებულების დირექტორს (შემდგომში – დირექტორი), ხოლო არასამუშაო საათებში ოქმს ადგენს დაწესებულების ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) პასუხისმგებელი წარმომადგენელი, სამედიცინო პერსონალის და მოშიმშილის თანდასწრებით, სადაც მიეთითება შიმშილობის დაწყების თარიღი და მოშიმშილის მოთხოვნები. ოქმის შედგენამდე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება მისთვის ინსტრუქციით დადგენილი მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და უფლება-მოვალეობები,  ოქმის შედგენის შემდგომ, დირექტორი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ  აცნობებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარეს (შემდგომში – თავმჯდომარე), საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი) და შიმშილობის მიზეზის გათვალისწინებით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. დაუშვებელია მოშიმშილისათვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებების შეზღუდვა. 
3. შიმშილობა არ ათავისუფლებს მოშიმშილეს პატიმრობის კოდექსით, დაწესებულების დებულებით, დღის განრიგითა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობებისაგან, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევისა, რაც დასტურდება ექიმის შესაბამისი დასკვნით. მოშიმშილეს დისციპლინური დარღვევის ჩადენისას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა საერთო წესით.
 

მუხლი 4. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობები
1. ადმინისტრაცია მოშიმშილეს დაუყოვნებლივ განუმარტავს შიმშილობის დროს მის მიმართ მოპყრობის წესს, ყოფნის პირობებსა და უფლება-მოვალეობებს. 
2. ადმინისტრაცია ვალდებულია გამოარკვიოს მოშიმშილის მიერ შიმშილობის დაწყების მიზეზები და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს, სამედიცინო დეპარტამენტსა და შიმშილობის მიზეზის გათვალისწინებით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და ორგნიზაციას, რაც აისახება შესაბამის ოქმში.
3. თუ მოშიმშილის კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება შედის ადმინისტრაციის კომპეტენციაში, ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ რეაგირებს და შეძლებისდაგვარად აკმაყოფილებს მოშიმშილის კანონიერ მოთხოვნებს და ამის თაობაზე აცნობებს მოშიმშილეს, მკურნალ ექიმს, დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტს. 
4. თუ მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება სცილდება ადმინისტრაციის კომპეტენციას,  გატარებული ღონისძიებების თაობაზე ადმინისტრაცია აცნობებს მოშიმშილეს, დეპარტამენტსა და  იმ ორგანოს, რომლის უფლებამოსილების სფეროსაც განეკუთვნება მოშიმშილის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო  ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს.
5. შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, ადმინისტრაციის მიერ ინფორმაცია მიეწოდება  მოშიმშილის ოჯახს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს მოშიმშილის წერილობითი თანხმობით, ხოლო შიმშილობის შედეგად მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, რაც დასტურდება მკურნალი ექიმის დასკვნით, ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს მოშიმშილის ოჯახს ან მის კანონიერ წარმომადგენელს.
6. მოშიმშილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დროს, ადმინისტრაცია ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მოშიმშილის ოჯახს, მის წარმომადგენელს და ყველა იმ ორგანოს, ვინც ინფორმირებული იყო შიმშილობის დაწყების თაობაზე.
 

მუხლი 5. მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესი და მისი ყოფნის პირობები
1. დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილის იძულებითი მკურნალობა დაუშვებელია. შიმშილობის დროს სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, ხელოვნური კვება, დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის ინფორმირებული თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი რის თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს დადასტურებული მინიმუმ ერთი სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მაინც.  
2. შიმშილობის დაწყებისას და შემდგომში რეგულარულად, სამედიცინო პერსონალი მოშიმშილეს განუმარტავს იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რაც შეიძლება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიაყენოს შიმშილობამ და განსაკუთრებით ხანგრძლივმა შიმშილობამ. ექიმი ადგენს შესაბამის ოქმს, რათა დარწმუნდეს, რომ მოშიმშილემ გაათვითცნობიერა მიღებული ინფორმაცია.
3. მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ურთიერთობის საფუძველზე, ექიმი შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს დაწესებულების ადმინისტრაციას და აცნობებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს.
4. შიმშილობის დაწყების შემთხვევაში, მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ მიეწოდება მოშიმშილის  სამედიცინო  ფურცელი (დანართი N3). 
5. შიმშილობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 საათისა მოშიმშილეს უტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი სამედიცინო   შემოწმება, ამასთანავე ექიმი აფასებს მოშიმშილის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომლის მიზანია განსაზღვროს მოშიმშილეს აქვს თუ არა ფსიქიკური აშლილობის ისეთი ნიშნები, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს. ფსიქიკური აშლილობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოშიმშილე არაუგვიანეს 6 საათისა ექვემდებარება ექიმ-ფსიქიატრის შემოწმებას.
6. ექიმ-ფსიქიატრის მიერ მოშიმშილის ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, იგი არ განიხილება მოშიმშილედ და მის მიმართ ღონისძიებები განხორციელდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
7. შიმშილობის დაწყებიდან ორი დღე-ღამის განმავლობაში მოშიმშილე ექვემდებარება ექიმ-ფსიქიატრის შემოწმებას ფსიქიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, რის შესახებაც აღინიშნება მოშიმშილის სამედიცინო (ამბულატორიულ/სტაციონარულ) ფურცელში (დანართი N3) და რომლის განმეორებითი ჩატარება განხორციელდება მოშიმშილის მდგომარეობიდან გამომდინარე.
8. მოშიმშილე იმყოფება დაწესებულების ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მოშიმშლის თანხმობის შემთხვევაში  გადის ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებას, მინიმუმ დღეში ორჯერ, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი მოშიმშილის სამედიცინო (ამბულატორიულ/სტაციონარულ)  ფურცელში (დანართი N3).
9. ექიმი ვალდებულია ყოველდღიურად გაესაუბროს მოშიმშილეს განცალკევებით და დაადგინოს უნდა თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდებულს შიმშილის გაგრძელება და რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, როდესაც მას აღარ ექნება გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმი აკეთებს სათანადო ჩანაწერს სამედიცინო (ამბულატორიულ/სტაციონარულ)  ბარათში.
10. ექიმი,  მოშიმშილის მიმართ ადმინისტრაციის მიერ არასათანადო მოპყრობის, ასევე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ან/და საქართველოს სახალხო დამცველსა და მასთან არსებულ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
11. მოშიმშილე  მისი სურვილის შემთხვევაში უნდა განთავსდეს განცალკევებით, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე, დირექტორის ბრძანებით შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში. 
12. თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი დატოვება დაწესებულებაში, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის N 38 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ხდება მისი გადაყვანა დეპარტამენტის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება მოშიმშილის ახლო ნათესავს, ან კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო  ზედამხედველობის განმახორციელებელ პროკურორს.
13. მოშიმშილეს მიეწოდება საუზმე, სადილი და ვახშამი დადგენილი ნორმების მიხედვით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. საკვების ყოველი მიწოდებისას მოშიმშილეს  სამედიცინო პერსონალის მიერ განემარტება საკვების მიღების აუცილებლობის შესახებ. საკვების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში,  სამედიცინო პერსონალის მიერ კეთდება შესაბამისი აღნიშვნა მოშიმშილე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის  საკვების მიწოდების აღრიცხვის ბარათში  (დანართი N2). 
14. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ადგენს შესაბამის ოქმს ექიმის და მოშიმშილის თანდასწრებით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაწესებულების დირექტორს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს და შიმშილობის მიზეზის გათვალისწინებით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და ორგანიზაციას.
15. შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებული მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.


დანართი N2

 

მოშიმშილე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საკვების მიწოდების აღრიცხვის ბარათი

 


 

N

საუზმე

სადილი

ვახშამი

 

თარიღი

საკვები მიეწოდა

(დრო)

საკვები ალაგდა (დრო)

საკვები მიწოდა (ხელმოწერა)

საკვები მიეწოდა (დრო)

საკვები ალაგდა (დრო)

საკვები მიწოდა

(ხელმოწერა)

საკვები მიეწოდა (დრო)

საკვები ალაგდა (დრო)

საკვები მიაწოდა (ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ბარათი თან ერთვის მოშიმშილე პირის სამედიცინო (ამბულატორიულ/სტაციონარულ) ბარათს.



დანართი N3

 

მოშიმშილის სამედიცინო (ამბულატორიულ/სტაციონარული) ფურცელი

 


1.მოშიმშილე  ბრალდებულის/მსჯავრდებულის  გვარი,  სახელი-------------------------------------

2.დაბადების წელი, თვე, რიცხვი ----------------------------------------------------------------------------

3.შიმშილობის დაწყების თარიღი ---------------------------------------------------------------------------

4.შიმშილობის  სახე (სრული შიმშილობა, არასრული შიმშილობა, აბსოლუტური შიმშილობა) ------------------------------------------------------------

5.მოშიმშილის ფიზიკური მდგომარეობა შიმშილობის დაწყების წინ------------------------------------------

წონა--------------;  p ------------- ;  T/A-------------- ;  R ----------

თარიღი

 

 

 

 

 

 

 

p----- T/A----- R---

 

უჩივის:

 

გაეწია დახმარება:

 

ექიმის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

p---- T/A---- R----

 

უჩივის:

 

გაეწია დახმარება:

 

ექიმის ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ფურცელი თან ერთვის მოშიმშილე პირის სამედიცინო (ამბულატორიულ/სტაციონარულ) ბარათს.