საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 797
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.376
  • Word
797
19/12/2008
სსმ, 40, 29/12/2008
060.000.000.05.001.003.376
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-11 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გავრცელების საქმეებს.“.

2. მეშვიდე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული, ასევე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმეების განხილვის თავისებურებანი“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XLIV2 თავი:

„თავი XLIV2

წარმოება პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმის განხილვასთან დაკავშირებით

    მუხლი 3568. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებული პირი – პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3222მუხლით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირი – „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი;

გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონება – ნებისმიერი ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი.

    მუხლი 3569. სარჩელის აღძვრა პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე

1. პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

2. მოსამართლე პირს ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად, თუ სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვა, რომ არსებობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

3. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის შესახებ.

4. პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობა იწვევს მსჯავრდებული პირის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის გადახდევინების (ქონების ჩამორთმევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში – ეკვივალენტური ღირებულების ქონების ჩამორთმევის ან თანხის გადახდევინების) აღსრულების მიქცევას მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებაზე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების მიქცევა მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებაზე არ გამორიცხავს მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

    მუხლი 35610. ქონებაზე ყადაღის დადება

თუ არსებობს მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული ქონების გადამალვაზე ან დახარჯვაზე ანდა სხვაგვარად გასხვისებაზე, პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს განცხადებით ამ ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე.

    მუხლი 35611. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის საქმეების განხილვისას, როდესაც გამოცხადდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში. მხარეს უფლება აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე მხარის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო ან საკონსულო წესით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების (შეტყობინების) ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 19 დეკემბერი.

№797–IIს