სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 240070000.05.001.017022
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816-რს
12/07/2013
ვებგვერდი, 05/08/2013
240070000.05.001.017022
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.         

მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა და სოფლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ხელშეწყობით.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4855 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აკვაკულტურა, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას;

ბ) მიწასთან დაკავშირებული ქონება − უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის;

გ) სოფლის მეურნეობის პროდუქტი – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;

1) წევრი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს. წევრები არიან მეპაიე, ასოცირებული წევრი და ინვესტორი წევრი;

ე) ეკონომიკური მონაწილეობა – სასაქონლო ბრუნვაში მეპაიის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში წარმოებული/მიწოდებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულების ხვედრითი წილი;

1) პაი − მეპაიის მიერ ეკონომიკური მონაწილეობისთვის საპაიო ფონდში ყოველწლიურად განხორციელებული სავალდებულო საპაიო შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობაში მონაწილეობის, ამ კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდის მიღებისა და საერთო კრებაზე ხმის უფლებას;

ვ) საპაიო შენატანი – მეპაიის მიერ საპაიო ფონდში ფულადი სახით, ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული სავალდებულო შენატანი;

1) დამატებითი შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, მეპაიის სურვილით, საპაიო ფონდში ფულით ან/და ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული დამატებითი შენატანი, რომელიც მეპაიეს აძლევს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით დამატებითი დივიდენდის მიღების უფლებას;

2. (ამოღებულია - 11.12.2019, №5498);

3. (ამოღებულია - 11.12.2019, №5498);

4) ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე, ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ საპაიო ფონდში ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით განხორციელებული შენატანი, რომლის საფუძველზედაც ასოცირებული/ინვესტორი წევრი იღებს დივიდენდს ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

5) საერთო კრება – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მმართველობის უმაღლესი ორგანო;

6) სათათბირო ხმა − ასოცირებული/ინვესტორი წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგის განსაზღვრასა და შესაბამისი საკითხების განხილვაში. გადაწყვეტილების მიღებისას სათათბირო ხმა მეპაიეთა ხმების საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება;

ზ) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434);

თ) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434).

ი) (ამოღებულია - 16.12.2022, №2434);

კ) სასაქონლო ბრუნვა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარმოებული/მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და გაწეული/მიღებული მომსახურების ღირებულებათა ჯამი;

ლ) სავალდებულო სარეზერვო ფონდი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში აკუმულირებული თანხა, რომელიც გამოიყენება გაუთვალისწინებელი გარემოების დადგომისას, საერთო კრების გადაწყვეტილებით;

მ) საპაიო ფონდი – პაისა და სხვა შენატანების ფულად ერთეულში გამოხატული ჯამური ღირებულება, რომლის ოდენობასა და განკარგვის წესს განსაზღვრავს საერთო კრება;

ნ) (ამოღებულია - 11.12.2019, №5498);

ო) მინიმალური პაი – საპაიო ფონდში განხორციელებული საპაიო შენატანის მინიმალური ზღვარი, რომელსაც ადგენს საერთო კრება;

პ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის განვითარების სააგენტო.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6415 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისაგან.

მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სოციალურ პასუხისმგებლობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ნებაყოფლობითი და გამჭვირვალე წევრობა;

ბ) წევრთა მიერ კოოპერატივის დემოკრატიული კონტროლი;

გ) წევრთა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა;

ე) წევრთა განათლება, სწავლება, ინფორმირება;

ვ) სხვა კოოპერატივებთან თანამშრომლობა;

ზ) თემზე/საზოგადოებაზე ზრუნვა.“.

4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“−„ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) კოოპერატივის ლიკვიდაცია;

ე) კოოპერატივის წევრის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კოოპერატივის დაშლის შესახებ;

ვ) კოოპერატივის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში კოოპერატივის რეგისტრაციის გაუქმება.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.          
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სფეროებია: სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, დამზადება, გადამუშავება, შეგროვება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა, გადაზიდვა ან/და რეალიზაცია.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, განახორციელოს ამ კოოპერატივის მეპაიეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.

მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება; 

გ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, პაის ოდენობა და სხვა პირობები.

3. თუ კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიმართავს შუამდგომლობით აღნიშნული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობის  საფუძველზე კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირის მონაცემები სამინისტროს შეაქვს ელექტრონულ რეესტრში და გასცემს შესაბამის მოწმობას.

5. ელექტრონული რეესტრის მონაცემები საჯაროა და ქვეყნდება სამინისტროსა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მონიტორინგის უარყოფითი შედეგები;

ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განცხადება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უფლება აქვს,  ამ სტატუსის შეწყვეტიდან 6 თვის შემდეგ სააგენტოს მიმართოს განცხადებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 8. მონიტორინგი

1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი.

2. სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია გასაცნობად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე ყველა კოოპერატივისთვის.

3. თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საფოსტო გზავნილის მეშვეობით იურიდიულ მისამართზე ორჯერ ვერ ჩაჰბარდება მისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების შესახებ წერილობითი შეტყობინება ან ადრესატი უარს აცხადებს ამ შეტყობინების ჩაბარებაზე, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rda.gov.ge) გამოქვეყნებას. წერილობითი შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2941 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1643 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.

მუხლი 10. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებასთან დაკავშირებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ძირითად საკითხებს:

ა) სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს;

ბ) წარმომადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის წესსა და უფლებამოსილებებს;

გ) მინიმალური პაის ღირებულებას;

დ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4495);

ე) ამ კანონის 133 მუხლის შესაბამისად მოგების განაწილების წესს;

ვ) ზარალის განაწილების წესს;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრს (მეპაიეს) შორის ურთიერთვალდებულებების წერილობით გაფორმების წესს;

თ) კოოპერატივის დაშლისა და მისი დაშლის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების წესს;

ი) კოოპერატივში ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიღების წესს;

კ) კოოპერატივის სამართლებრივი მართვის სტრუქტურას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სავალდებულო სარეზერვო ფონდში შესატანი თანხა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წინა საანგარიშო წლის მოგების არანაკლებ 15%-ის აკუმულირება წლის დასაწყისში (არაუგვიანეს 1 მარტისა) უნდა განხორციელდეს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს  სხვა სახის ფონდების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო სარეზერვო ფონდისა, შექმნას და მათი განკარგვის წესს.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 101. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია აწარმოოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი, რომლის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1643 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არიან მეპაიე და ასოცირებული წევრი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კოოპერატივში ინვესტორი წევრის მიღება.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის.

21. მეპაიეს აქვს საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლება პრინციპის „ერთი წევრი − ერთი ხმა“ საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 1 პაის ერთზე მეტი მფლობელი ჰყავს, რა დროსაც 1 პაის რამდენიმე მფლობელს ჯამურად 1 ხმა აქვს.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც იზიარებს ამ კოოპერატივის საქმიანობის პრინციპებს, რომელიც შეიძლება არ მონაწილეობდეს მის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და რომელსაც ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შესაბამისი დარღვევის გამოსწორებისათვის ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4039 – ვებგვერდი, 28.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 12. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წევრობიდან გასვლა;

ბ) წევრის გარიცხვა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარდაცვალება/ ლიკვიდაცია;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ლიკვიდაცია.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წევრობიდან გასვლის უფლება წევრის მიერ ფინანსური ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვა შეიძლება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს;

ბ) უხეშად არღვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებას ან/და არ ასრულებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ხმათა უბრალო უმრავლესობით. საერთო კრების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

მუხლი 13. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება შედგება პაისგან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებისგან, მიღებული გრანტებისა და სხვა წყაროებისგან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონებას კოოპერატივის წესდებით დადგენილი უფლებების ფარგლებში განკარგავენ მისი მმართველობის ორგანოები.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

მუხლი 131. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები

1. მეპაიის სავალდებულო საპაიო შენატანის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მისი მოსალოდნელი სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად, კოოპერატივის მიერ ამ მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების ან/და მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულების პროპორციულად.

2. მეპაიეს უფლება აქვს, პაის სრულად შეტანის შემდეგ, საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს დამატებითი შენატანი.

3. ასოცირებული წევრის შენატანის სახესა და ოდენობას ადგენს საერთო კრება, ხოლო მისი განხორციელების პირობები, აგრეთვე დივიდენდის გაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ასოცირებულ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას ეს კოოპერატივი და ქონების შემტანი პირი წერილობით თანხმდებიან მის ღირებულებაზე.

5. (ამოღებულია - 16.12.2022, №2434).

6.  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ამ კოოპერატივის მეპაიის მიერ დამატებითი შენატანის ქონების სახით შეტანისას, აგრეთვე ასოცირებული/ინვესტორი წევრის მიერ ქონების ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის სახით შეტანისას აღნიშნული ქონების ვალდებულებით დატვირთვა ან/და გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ მისი შემტანი პირის წერილობითი თანხმობით.“

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 132. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში;

ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;

დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;

ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;

ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი  დამატებითი შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;

თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;

ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;

ბ) შეასრულოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საერთო კრების, გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები;

გ) შეიტანოს პაი ამ კანონით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებითა და საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;

დ) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

ე) განახორციელოს დამატებითი შენატანი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით;

ბ) არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია ამ კოოპერატივის საქმიანობის შესახებ;

დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით;

ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან;

ვ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება;

ზ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან ამ კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ კოოპერატივის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ აღნიშნული კოოპერატივის ქონებიდან დაიბრუნოს კუთვნილი ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი და დარჩენილი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე განაწილებამდე მიიღოს დივიდენდი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

ი) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს;

კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული/ინვესტორი წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესები;

ბ) განახორციელოს ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანი ამ კანონით ან საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;

გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას ეხება.

6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ინვესტორ წევრს (წევრებს) არ შეიძლება ჰქონდეს (ჰქონდეთ) ხმათა 25%-ზე მეტი (ჯამურად).

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
  საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 133. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, ამ კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრებზე გაიცემა:

ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს;

ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ/ინვესტორ წევრზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული/ინვესტორი წევრების შემდეგ გაიცემა ამ კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი შენატანების შესაბამისად:

ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ამ მეპაიის დამატებითი შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული მეპაიის დამატებითი შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს;

ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. 
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 134. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იმ პირებისაგან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები არ არიან, შესყიდული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ან/და მათთვის გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წლიური სასაქონლო ბრუნვის 50%-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და აღწარმოებისათვის აუცილებელ სანერგე და სათესლე მასალებზე და ცხოველთა კვებისა და გამრავლებისათვის საჭირო პროდუქციაზე.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.         

მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო ხელშეწყობა

1. კანონი აღიარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სოციალურ ფუნქციას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

11. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რათა მათ შეძლონ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანა.

12. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებებია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტების (მათ შორის, სახელმწიფო გრანტის) მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.

2. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობი სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.

საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივს, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს, ამავე კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაფუძნება, სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რომლებზედაც არ ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, უნარჩუნდებათ აღნიშნული სტატუსი.

5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა.

საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2021 წლის 4 თებერვლის კანონი №166 – ვებგვერდი, 08.02.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1140 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.          

მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-7 და მე-10–მე-14 მუხლებისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–მე-7 და მე-10–მე-14 მუხლები და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N816-რს

10. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2434-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1140-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 8. 04/02/2021 - საქართველოს კანონი - 166-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 08/02/2021 7. 24/06/2020 - საქართველოს კანონი - 6415-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 6. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5498-Iს - ვებგვერდი, 23/12/2019 5. 25/06/2019 - საქართველოს კანონი - 4855-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 4. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1643-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 3. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4495-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 16/07/2015 - საქართველოს კანონი - 4039-რს - ვებგვერდი, 28/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2941-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014