„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის უირიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის უირიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 09/08/2013
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016050
13
09/08/2013
ვებგვერდი, 13/08/2013
310040000.55.067.016050
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის უირიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №13

2013 წლის 9 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებაში „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მთლიან ტექსტში სიტყვები „ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის და ზედამხედველობის სამსახური“  შეიცვალოს სიტყვებით „ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური.“

2. მთლიან ტექსტში სიტყვები „პატარა და ზომამცირე“ შეიცვალოს სიტყვებით „მცირეტონაჟიანი და ზომამცირე“.

3. მთლიან ტექსტში სიტყვები „პატარა  ან ზომამცირე შეიცვალოს სიტყვებით „მცირეტონაჟიანი ან ზომამცირე.“

4. მთლიან ტექსტში სიტყვები „დიდი გემის“ შეიცვალოს სიტყვებით „მსხვილტონაჟიანი გემის“.

5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მსხვილტონაჟიანი გემი - ამ წესის მიზნებისთვის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ტონა და მეტი საერთო ტევადობის გემი;

ი) მცირეტონაჟიანი გემი -  ამ წესის მიზნებისთვის 15 000 (თხუთმეტი ათასი) ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემი;“

6. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) მორიგე ოფიცერი - სააგენტოს  სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

წ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი -  ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს საზღვაო ნავსადგურში შესული გემების შემოწმებას და მათ შესაბამისობას საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან, აგრეთვე ახორციელებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა მოვალეობებს;“

7. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.  ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მორიგე ოფიცერი:

ა) ასრულებს 24-(ოცდაოთხი) საათიან მორიგეობას. სადღეღამისო ცვლისა და მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოფს ნავსადგურში გემების მოძრაობის, დგომის  და სატვირთო ოპერაციების უსაფრთხოების მოთხოვნების ზედამხედველობასა და კონტროლს. უზრუნველყოფს ზედამხედველობას რეიდზე მდგომი გემების მიერ ნავსადგურის წესების შესრულებასა და ღუზაზე მათ უსართხო დგომაზე;

ბ) დროულად აძლევს ინფორმაციას ნავსადგურში და რეიდზე მდგომ გემებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ და უზრუნველყოფს  გემების უსაფრთხოებას უამინდობის დროს;

გ) ამოწმებს  გემის აგენტის მიერ წარდგენილი შემოსული და გამსვლელი გემების საბუთების მდგომარეობას;

დ) უთანხმებს ნავსადგურიდან გემების გასვლას საკოორდინაციო ცენტრს, გემებიდან GEOREP-ის გამოგზავნის კონტროლის მიზნით.“

8. მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ნავსადგურის სახელმწიფო  კონტროლის  ინსპექტორი:

ა) ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს და ეწევა ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებას მათი საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) ადგენს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ გემის ინსპექტირების ოქმს, ათანხმებს ნავსადგურის კაპიტანთან და აგზავნის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტში.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის სახელმწიფო  კონტროლის  ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, აღმოჩნდება გემის მოწყობილობების, საბუთების, ეკიპაჟის კომპლექტაციის ან სხვა სერიოზული საკითხების შეუსაბამობა არსებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან,  ნავსადგურის სახელმწიფო  კონტროლის ინსპექტორს უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, შეაჩეროს ასეთი გემის გასვლა ნავსადგურიდან, ვიდრე შესაბამისი შენიშვნა(ები) არ იქნება მთლიანად შესრულებული და ნაკლოვანებები აღმოფხვრილი.“

9. მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე  ნავსადგურის კაპიტანმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტს.“

10. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  კატარღებს, ნავებს, იახტებს, სპორტულ, თევზსაჭერ, აგრეთვე სანავსადგურე მცურავ ობიექტებს უფლება აქვთ ნავსადგურში შესვლა ან/და გასვლა უშუალოდ აგენტის გარეშე გააფორმონ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურში.“

11. მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. განაცხადი გემის ნავსადგურში შესვლის შესახებ, ასევე ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის გადაწყვეტილება გემის ნავსადგურში შესვლის ან ნავსადგურიდან გასვლის თაობაზე უნდა გადაიცეს ულტრამოკლეტალღიანი რადიოტელეფონით ან კავშირის ხედვითი საშუალებებით.“

12. მე-10 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. გემების ნავსადგურში შესვლის რიგითობას განსაზღვრავს ნავსადგურის ადმინისტრაცია ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, გემის რეიდზე დადგომის, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი რიგითობის, ნავმისადგომისა და ტვირთის მზადყოფნის, ჰიდრომეტეოროლოგიური და სხვა პირობების გათვალისწინებით.“

13. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. ნავსადგურში შემოსვლის წინ გემის კაპიტანი ვალდებულია იმგვარად დააბალანსოს გემის კორპუსის მდგომარეობა წყლის ზედაპირის სიბრტყესთან მიმართებაში, რომ გემის მამოძრავებელი ხრახნი (პროპელერი) მთლიანად იყოს დაფარული წყლით და გემის დიფერენტი (სხვაობა ცხვირსა და კიჩოს შორის ჰორიზონტალურ სიბრტყეში) არ აღემატებოდეს გემის მაქსიმალური სიგრძის 2,0 (ორი) პროცენტს.“

14. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ გემი შეყოვნდა ნავსადგურში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი თანხმობის მოქმედების ვადაზე მეტი დროით, გემის კაპიტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს  და ნავსადგურის ადმინისტრაციას და განმეორებით მიიღოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურიდან  წერილობითი თანხმობა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ.“

15. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.თუ გემის ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების შემდეგ ეკიპაჟის შემადგენლობამ ან გემის ტექნიკურმა მდგომარეობამ განიცადა ცვლილება/ცვლილებები, მაშინ გემის კაპიტანი ვალდებულია გემის ნავსადგურიდან გასვლამდე აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია ძალაში დატოვოს მის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა გემის ნავსადგურიდან გასვლის შესახებ ან გასცეს ახალი წერილობითი თანხმობა.“

16. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გემის უსაფრთხო კილქვეშა სანავიგაციო სიღრმის მარაგი გემის ზომისა და დანიშნულების მიუხედავად არ უნდა იყოს 0,50 მეტრზე ნაკლები."

17. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.ნაოსნობის გაგრძელების შესაძლებლობისთანავე გემის კაპიტანი ვალდებულია  აცნობოს ამის შესახებ ნავსადგურის ადმინიტრაციას, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს და სხვა დაინტერესებულ პირს, ვისთვისაც ცნობილი იყო გემის იძულებითი დგომის შესახებ და მათგან თანხმობის მიღებისთანავე მოიხსნას ღუზიდან.“

18. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ყველა ტიპის  გემს ნავსადგურში დგომის პერიოდში, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს მისი დატვირთვა თუ გადმოტვირთვა, გემის მდგრადობისა და უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე ტვირთის ან/და ბალასტის საერთო რაოდენობა, არანაკლები გემის საზაფხულო დედვეიტის 30%-ის ექვივალენტისა."

19. 34-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ღუზაზე მდგარ გემებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) კბტ.

20. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნავმისადგომებთან ორი გემის ბორტი-ბორტთან დაყენება დაიშვება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მხოლოდ ნავსადგურის ადმინისტრაციასთან, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან შეთანხმებით, ორივე გემის კაპიტნის თანხმობით.“

21. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნავმისადგომთან მდგომ გემზე ვახტის გაწევისათვის, უსაფრთხოებისა და გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველსაყოფად უნდა იმყოფებოდეს ეკიპაჟის შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა (ორი/მესამედი).“.

22. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. ნავსადგურში მდგომი ყველა გემი, ნავსადგურში შემოსვლის წინ, გემთმფლობელის მიერ წინასწარ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, საკმარისი რაოდენობის საწვავით, ძრავების ზეთით, მტკნარი წყლით და სურსათით.“

23. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნავსადგურის ადმინისტრაცია, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურთან შეთანხმებით, ადგენს მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემების, მცურავი ამწეების, ბარჟების და ბუქსირმზიდი გემების ნავსადგურში განლაგების გეგმას, მათ შორის, ნაოსნობისათვის არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ (შტორმის) პირობებში მათ დროებით სადგომ ადგილებს.“

24. 44-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მცირეტონაჟიანი და ზომამცირე გემი, არსებული ნორმების გათვალისწინებით, აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო საშუალებებით.“

25. 44-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნავსადგურის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე გემის მიყვანა ნავმისადგომთან ან რეიდზე მდგარ გემთან, აგრეთვე მოძრავ მცირეტონაჟიან ან მსხვილტონაჟიან გემის ბორტთან;“

26. 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა რეიდად ითვლება აუზის წყლის სივრცე ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, რომელიც ჩრთილოეთიდან შემოსაზღვრულია ბურუნტაბიის კონცხზე გამავალი პარალელით (φ= 41039'48''N; λ= 041038'48''E) და აღმოსავლეთით – მოლის აღმოსავლეთ კიდეზე გამავალი მერიდიანით (φ=41039'15''N; λ= 041039'62''E). შიდა რეიდზე გამოყოფილია რაიონი მცირეტონაჟიანი  და ზომამცირე გემების ღუზაზე დგომისათვის ამ „წესების“ დანართი №8-ით გათვალისწინებულ კოორდინატებში. ღუზაზე დგომის რაიონში შესაძლებელია არა უმეტეს 3 (სამი) მეტრი წყალშიგის და 10 (ათი) მეტრი სიგრძის მქონე 4 (ოთხი) მცირეტონაჟიანი გემის ერთდროული დაყენება;“

27. 93-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბათუმის ნავსადგურის გარე აკვატორიაზე გემის სწორხაზოვანი გადაადგილების მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე არის 2,5 (ორ ნახევარი) კვანძი, ხოლო ნავსადგურის შიდა აკვატორიაზე არაუმეტეს 1,5 (ერთ ნახევარი) კვანძისა.“

28. 93-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

29. 95-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე, რომელიც მდებარეობს ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, ხორციელდება ტანკერების დაყენება მათი განზომილებების შემდეგი ლიმიტებით: მინიმუმ ტანკერის სიგრძე 182 მეტრი/წყალწყვა 44 000 ტონა და მაქსიმუმ 250 მეტრი/წყალწყვა 140 000 ტონა.  მისაბმელი ოპერაციების წარმოების ან/და დგომის პერიოდში, ტანკერს უნდა გააჩნდეს ფაქტობრივი წყალწყვის არანაკლებ 1/3-ის (ერთი მესამედი) შესაბამისი წყალშიგი.“

30. 97-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფოთის ნავსადგურში შემსვლელი გემის მაქსიმალური დასაშვები ზომებია: სიგრძე 240 (ორასორმოცი) მეტრი, სიგანე 35 (ოცდათხუთმეტი) მეტრი და წყალშიგი 10,3 მეტრი. ნავსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველკვარტალურად ან ყოველი შტორმის შემდეგ ჩაატაროს შემოსასვლელი არხის სიღრმეების აზომვითი სამუშაოები. აზომვითი სამუშაოების ჩატარებისა და აზომვების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, ნავსადგურის კაპიტნის მიერ ხორციელდება ნავმისადგომებსა და შესასვლელ არხში  ნაოსნობისათვის უსაფრთხო წყლის დერეფნის სიფართისა და დაშვებული წყალშიგის (სამუშაო სიღრმის) გამოცხადება.“

31. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. ფოთის ნავსადგურის აკვატორია შემოსაზღვრულია ნაპირით, φ= 42012’00’’ N პარალელით (მდინარე რიონის შესართავიდან), φ=42008'00'' N პარალელით (მდინარე რიონის არხი), ზღვიდან პირდაპირი ხაზით, რომელიც გადის იმ წერტილებზე, რომელიც განლაგებულია 2 (ორი) მილის მოშორებით სანაპირო ხაზიდან ზემოხსენებულ პარალელებზე და მოიცავს:

ა) ჩრდილოეთ ნავსაყუდელს – ნავსადგურის აკვატორია, რომელიც წარმოქმნილია ზღვის სივრცით და განლაგებულია დასავლეთ მოლს, ჩრდილოეთ მოლს (№1 და №2 ნავმისადგომი) და შუა მოლს (№12 და №13 ნავმისადგომი) შორის;

ბ) სამხრეთ ნავსაყუდელს – ნავსადგურის ზღვის სივრცე, რომელიც შემოსაზღვრულია სამხრეთი, დასავლეთი და შუა მოლით;

გ) შიდა აუზს – ზღვის სივრცის ნაწილი, რომელიც მოქცეულია შიდა ნავსაყუდელში;

დ) ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელს – ზღვის სივრცე, რომელიც შემოფარგლულია ჩრდილოეთ მოლით, ახალი ჩრდილოეთ მოლით და შიდა დასავლეთ მოლით. ახალი ნავსადგურის ნავსაყუდელში განლაგებულია სანაპირო დაცვის ბაზა და შპს „ფოთის გემთსაშენი“;

ე) ნავსადგურის შესასვლელ არხს – შედგება ორი მუხლისგან: პირველი მუხლის სიგანეა 70 (სამოცდაათი) მეტრი, სიღრმე – 10,5 მეტრი, ღერძის მიმართულება – 3100 – 1300, სიგრძე – 5 (ხუთი) კბტ, ხოლო მეორე მუხლის სიგანეა – 55 მეტრი, სიღრმე – 9,5 მეტრი, ღერძის მიმართულება – 3380–1580, სიგრძე – 3,5 (სამ ნახევარი) კბტ;

ვ) გარე რეიდს."

32. 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეიდზე დგომისას სატვირთო ოპერაციების განსახორციელებლად გემებისათვის განკუთვნილია ღუზაზე დგომის ორი წერტილი: წერტილი №1 φ = 420 09,’6 N;  λ =041038,’0 E 16 (თექვსმეტი) მეტრი სიღრმეზე და წერტილი №2 φ = 42 009,'6 N; λ=0410 37,'3 E 15 მეტრი სიღრმეზე. საზღვაო ლოცმანი ზემოხსენებულ წერტილებში ახორციელებს გემების დაყენებას გემის კაპიტნის მოთხოვნით.“

33. 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ფოთის ნავსადგურის №15 ნავმისადგომზე წარმოებს ნაყარი მარცვლეულისა და სხვა გენერალური ტვირთის დამუშავება.“

34. 101-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

35. 103-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „SPM”-იდან 500 (ხუთასი) მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა ან/და გემის ღუზაზე დგომა (ნაოსნობა, ღუზაზე დგომის გარეშე, ნებადართულია მხოლოდ ტანკერებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ზონაში შედიან დატვირთვა-გადმოტვირთვის მიზნით; ბუქსირმზიდი გემისა და სხვა გემებისათვის, რომლებიც ახორციელებენ „SPM”-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას). უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში თევზმჭერი ბადის/რეწვის ინსტრუმენტი გამოყენება აკრძალულია.“

36. 107-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მცირეტონაჟიანი, ზომამცირე და თევზსაჭერი გემების ღუზაზე დგომა შესაძლებელია მდინარე სუფსის შესართავში.“

37. 113-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნავსადგურის აკვატორიასა და მის მისასვლელებთან აკრძალულია გემების სატრანზიტო მოძრაობა, გარდა ადგილობრივი (ყულევის ნავსადგურში მიწერილი) თევზსაჭერი, მცირეტონაჟიანი და სხვა ზომამცირე გემებისა.

38. 121-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ტონა წყალწყვის და მეტი მოცულობის ტანკერი ღებულობს 4 (ოთხი) ბუქსირს. კარგი ამინდის და კარგი ნავიგაციური პირობების შემთხვევაში, ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით, ტანკერის შემოყვანა შესაძლებელია განხორციელდეს 3 (სამი) ბუქსირით, თუ თითოეული ბუქსირის სიმძლავრე შეადგენს არანაკლებ 3500 ც/ძ-ს. 30 000 (ოცდაათი ათასი) ტონიდან – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ტონამდე წყალწვის მოცულობის – 3 (სამი) ბუქსირს, თუ გემს გააჩნია ცხვირის სამართავი მოწყობილობა (bow thruster) ამ შემთხვევაში ნავსადგურის კაპიტანთან და ლოცმანთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2 (ორი) ბუქსირი. 30 000 (ოცდაათი ათასი)  ტონაზე ნაკლები წყალწვის გემის შემოსაყვანად გამოიყენება 2 (ორი) ბუქსირი.“

39. 121-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბუქსირების დახმარებით შემობრუნების შემდეგ, ტანკერი ბუქსირდება ნავმისადგომთან, №1 ნავმისადგომისაკენ დაახლოებით 830 (რვაას ოცდაათი) მეტრის დაშორებით  ან №2 ნავმისადგომთან დაახლოებით 1200 (ათას ორასი)  მეტრის დაშორებით.“

40. 121-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. გემი, რომლის სიგრძე არ აღემატება 150 (ასორმოცდაათი) მეტრს და მისი წყალშიგი გემის ცხვირზე არ აღემატება 4 (ოთხი) მეტრს, კარგ ნავიგაციურ პირობებში, ლოცმანის და გემის კაპიტნის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია  შემობრუნდეს მდინარეში ნავმისადგომების გასწვრივ.“

41. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე



 

დანართი №1

გემის შესვლა/გასვლისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

 

დოკუმენტის დასახელება

სულ

ვის წარედგინება

სასაზ. პოლ.

შემოსავლების სამსახური

ნავ.სახ. კონტ.სამს.

გემის აგენტ.

1

2

 

3

4

5

6

1.

გემის ნავსადგურში შესვლა

ა)

გემის საკონვენციო სერტიფიკატები/მოწმობები

 

 

 

X

 

ბ)

გემის საკლასიფიკაციო სერტიფიკატები

 

 

 

X

 

გ)

გემის ეკიპაჟის მოწმობები/დიპლომები

 

 

 

X

 

დ)

გენერალური დეკლარაცია (IMOFAL 1)

 

1

2

1

4

ე)

დეკლარაცია ტვირთის შესახებ (IMOFAL 2)

 

 

1

1

3

ვ)

დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ (IMOFAL 3)

 

 

1

 

 

ზ)

დეკლარაცია ეკიპაჟის პირადი ნივთების შესახებ (IMOFAL 4)

 

1

2

 

 

თ)

ეკიპაჟის განრიგი (IMOFAL 5)

 

1

2

1

4

ი)

მგზავრთა სია (IMOFAL 6)

 

1

2

1

4

კ)

საზღვაო სანიტარიული დეკლარაცია

 

 

 

 

 

ლ)

დეკლარაცია სახიფათო ტვირთების შესახებ

 

 

1

1

 

მ)

მოწმობა დერატიზაციის შესახებ

 

 

 

1

 

ნ)

კაპიტნის განცხადება ნავსადგურში შესვლის შესახებ

 

 

 

1 სრულად შევსებული

 

2.

გემის ნავსადგურიდან გასვლისას:

ა)

გენერალური დეკლარაცია (IMOFAL 1)

 

1

2

1

4

ბ)

დეკლარაცია ტვირთის შესახებ (IMOFAL 2)

 

 

1

1

3

გ)

დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ (IMOFAL 3)

 

 

1

1

 

დ)

ეკიპაჟის განრიგი (IMOFAL 5)

 

1

 

1

 

ე)

მგზავრთა სია (IMOFAL 6)

 

1

 

1

 

ვ)

კაპიტნის განცხადება ნავსადგურიდან გასვლის შესახებ

 

 

 

1

 

ზ)

სატვირთო დოკუმენტებზე დასმული შემოსავლების სამსახურის შტამპი  „გაშვება ნებადართულია“

 

 

1

 

 

თ)

სატვირთო გეგმა და მდგრადობის გაანგარიშების საბუთი

 

 

 

X

 

ი)

გემის ეკიპაჟის დიპლომები

 

 

 

X

 

კ)

სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი მოხელის თანხმობა ნავსადგურიდან გასვლაზე

 

 

 

X

 

ლ)

ცნობა ყოველგვარი ნარჩენების ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

X

 

მ)

შემოსავლების სამსახურის სერტიფიკატი შესაბამისი შტამპით, რომ „გემის გაშვება ნებადართულია“

 

 

 

1

 

               

 

1. ცხრილში მოცემული ციფრები ნიშნავს წარსადგენი დოკუმენტების ეგზემპლარის ასლების ნომრებს;

2. X – საბუთი მიეწოდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.

 


           დანართი №2
გემის სიგრძიდან გამომდინარე ბუქსირმზიდ(ებ)ის მინიმალური რაოდენობა ფოთის ნავსადგურში

 

 

გემის სიგრძე

 

ბუქსირმზიდების მინიმალური რაოდენობა

ბუქსირზიდვის მინიმალური საერთო სიმძლავრე

50 – 100

1

1000 ცხ.ძ.

101 – 180

2

6000 ცხ.ძ.

181 – 200

3

8000 ცხ.ძ.

201-დან

4

9000 ცხ.ძ.

  • აუცილებლობის შემთხვევაში ბუქსირმზიდების რაოდენობას, მათი სიმძლავრიდან გამომდინარე განსაზღვრავს ლოცმანი გემის კაპიტანთან შეთანხმებით.