,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 681
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 310150000.08.002.016857
681
02/09/2013
ვებგვერდი, 03/09/2013
310150000.08.002.016857
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №681

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2000 წ., №73, მუხ. 685) მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იმ სამინისტროებისა და უწყებების ჩამონათვალში, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სარგებ-ლობენ ოპერატიული და სპეციალური დანიშნულების ავტომანქანით (დანართი N2), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16-მე-18 პუნქტები:

„16. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

17. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო.

18. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი