„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 22/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.180.000.04.001.003.058
  • Word
5498
22/11/2007
სსმ, 39, 22/11/2007
010.180.000.04.001.003.058
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიები იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნისათვის დადგენილი წესით. თუ რეფერენდუმის გამართვის დღე ემთხვევა საერთო არჩევნების ჩატარების დღეს, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ფუნქციები ეკისრებათ ამ არჩევნებისათვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს.“.

2. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხელმძღვანელობს რეფერენდუმის მომზადებასა და მიმდინარეობას და კოორდინაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას;“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელს უწყობს სარეფერენდუმო საკითხის განხილვას საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე;“;

გ) მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეფერენდუმის მოსაწყობად გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილი ამომრჩეველთა ერთიანი სია.

2. შესაბამისი საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა სიებში სათანადო ცვლილებების შეტანას.“.

4. 22-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მათ დამზადებას და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სარეფერენდუმო ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ბიულეტენებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

3. შესაბამისი კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი დგება 2 ცალად საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სარეფერენდუმო ბიულეტენი და ოქმები საჭიროების შემთხვევაში იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.“.

5. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეფერენდუმის დღეს კენჭისყრა წარმოებს 8 საათიდან 20 საათამდე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეული ამომრჩეველი კენჭს უყრის პირადად. სარეფერენდუმო ბიულეტენებს იძლევა საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში. სარეფერენდუმო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს სიაში ხელმოწერით.“.

6. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,მუხლი 25. კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

1. კენჭისყრის შედეგების დათვლა ხდება საარჩევნო უბნების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ. კენჭისყრის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები ითვლიან გამოუყენებელ ბიულეტენებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ხოლო ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით – კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.

3. ამ რაოდენობების დადგენის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთები. ბიულეტენების დათვლა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად.

4. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ყუთებში არსებული ბიულეტენების საფუძველზე ადგენს:

ა) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ბ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

გ) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

5. ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს, აგრეთვე ბიულეტენებს, რომლებშიც შემოხაზულია პასუხის ორივე ვარიანტი ან არც ერთი არ არის შემოხაზული. სარეფერენდუმო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.

6. საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის შედეგებს დაუყოვნებლივ იხილავს თავის სხდომაზე და ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; სარეფერენდუმო უბნის ნომერი;

ბ) რეფერენდუმის დასახელება;

გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიის ბეჭდისა და რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

დ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ე) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობების ჯამი);

ზ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (სიებში ხელმოწერების მიხედვით);

თ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

მ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ნ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

ო) ოქმის შედგენის დრო და თარიღი;

პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

7. ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი და დათვლილი ბიულეტენები ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ სხდომებზე ადგენენ რეფერენდუმის შედეგებს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიები ადგენენ ოქმს. ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) რეფერენდუმის დასახელება;

გ) რეფერენდუმის თარიღი;

დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ლ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

მ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ო) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ოქმს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.

12. ოქმი ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

8. 27-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;

ბ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

გ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

დ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ე) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

ვ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ოქმს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი.

№5498IIს