ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 05/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.190.000.05.001.003.065
5509
29/11/2007
სსმ, 41, 05/12/2007
010.190.000.05.001.003.065
ამნისტიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილ, ბრალდებულ, განსასჯელ და მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივ დევნას წყვეტს იმ პირთა მიმართ, რომლებიც, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №I, მუხ. 10) თანახმად, 1995 წლამდე ბრალდებულის სახით მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში და რომელთა მიმართაც გამოცხადებულია ძებნა.

 მუხლი 1

1. გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 113-ე, 121-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 272-ე, 275-ე, 277-ე, 279-ე, 283-ე, 284-ე, 293-ე, მე-300, 301-ე, 302-ე, 303-ე, 344-ე, 3441, 356-ე, 358-ე, 360-ე, 361-ე, 377-ე, 3771, 383-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე, 390-ე-403-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 388-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 2

1. გაუნახევრდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, 197-ე, 208-ე, 218-ე, 221-ე, 362-ე, 363-ე, 375-ე, 376-ე მუხლებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 276-ე მუხლის მე-4-მე-6 ნაწილებით, 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს.

2. გაუნახევრდეთ სასჯელი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისთვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

 მუხლი 3

1. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი.

3. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4

1. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც 1995 წლამდე გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №I, მუხ. 10) 65-ე, 651, 652, 66-ე, 661, 67-ე, 68-ე, 69-ე, 70-ე, 72-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე, 77-ე, 771, 78-ე, 781, მე-80, 96-ე, 961, 103-ე, 104-ე, 105-ე, 108-ე, 110-ე (მე-2 და მე-3 ნაწილები), 116-ე, 117-ე, 133-ე, 1331, 1332, 149-ე, 152-ე, 186-ე, 187-ე, 189-ე, 1891, 190-ე, 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 203-ე, 2091, 2281, 240-ე, 241-ე (მე-2 და მე-3 ნაწილები), 243-ე, 252-ე (პირველი-მე-2, მე-4-მე-6 ნაწილები), 264-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 279-ე, 280-ე, 281-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში ბრალდებული პირებისა) და რომელთა მიმართაც გამოცხადებულია ძებნა ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის.

2. თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოცხადებულია ძებნა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ორი ან რამდენიმე მუხლით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ექვემდებარება ამნისტიას ამ კანონის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამნისტიის საფუძველია.

 მუხლი 5

ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2007 წლის 15 ნოემბრამდე.

 მუხლი 6

1. სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის თანხმობის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ ამნისტიის თაობაზე გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 მუხლი 7

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) პროკურორი.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

4. სასამართლო უფლებამოსილია ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ ამნისტიის საფუძველზე პირი მთლიანად თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადის შესაბამისად.

 მუხლი 8

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და შესრულდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 29 ნოემბერი.

№5509_რს