გურიის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

  • Word
გურიის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016030
  • Word
1363
17/09/2013
ვებგვერდი, 26/09/2013
000000000.00.003.016030
გურიის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1363

2013 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილისი

გურიის რეგიონის განვითარების   2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლისქვე ­პუნქტისა და ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 14 ნოემბრის დაფინანსების ხელშეკრულების („საქართვე ­ლოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა “) მე -2 დანარ ­ ­ის (ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები ) შესაბამისად , და ­მტკიცდეს თანდართულიგურიის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგია “.

  პრემიერ - მინისტრი                                                          ბიძინა ივანიშვილი                                                                                  

 

გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგია

2014-20 21 წლებისთვის

 

 

 

 

 

 

 I. ზოგადი დახასიათება

გურიის რეგიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით - აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - იმერეთი, ხოლო ჩრდილოეთით - სამეგრელო. გურიის ფართობია 2033 კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 2,9%. გურიის მოსახლეობის რაოდენობა 139,8 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მხარეში შედის 189 დასახლებული პუნქტი - 2 ქალაქი, 5 დაბა და 182 სოფელი. მხარის მოსახლეობის 26,4% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 73,6% სო­ფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 69 ადამიანს კვ.კმ-ზე. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათ­ზე მეტი სოფელი. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. გურიის რეგიონში მოქმედებს სამი თვითმმართველი ერთეული: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპა­ლი­ტე­ტები. რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახე­ლ­მწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ოზურგეთშია განთავსებული. ქ. ოზურგეთი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული. რეგიონის ზღვისპირა მდე­ბა­რე­ო­ბა, ქ. ფოთის პორტთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან, ქუთაისის აეროპორტთან და ბა­თუმის აეროპორტთან სიახლოვე ქმნის კარგ პირობებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური გა­ნვითარებისათვის.

გურიის რეგიონი ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ, ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. გურ­ი­ის დაბლობი ნოტიო-სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. ზაფხული გურიის ვაკეებზე ზომიე­რ­ად ცხელია, ხოლო ზამთარი - ზომიერად გრილი. მთის ჰავისთვის დამახასიათებელია ჰაერის სი­­სუფთავე. მთის ჰავის თავისებურება - გამორჩეული სამკურნალო თვისებები განპირობე­ბუ­ლ­ია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით. მთაში ზაფხული ზომიერად თბილია, ხოლო ზამთარი - ზო­­მიერად ცივი.

რეგიონში აღინიშნება რთული დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა. უარყოფითია როგორც მოსახლეობის მიგრაციის, ისე ბუნებრივი მატების დინამიკა. რეგიონში შეინიშნება რო­გო­რც ბუნებრივი ასევე მექანიკური (მიგრაცია) კლება.

ოფიციალური მონაცემებით, გურიის მოსახლეობა 1 39 , 8 ათას ადამიანს შეადგენს. რეგიონში აღინიშნება რთული დემოგრაფიული მდგომარეობა, რაზეც უარყოფით გავლენას ახდენს შიდა და გარე მიგრაცია. მიგრაციული პროცესები, ძირითადად, გამოწვეულია რთული სოციალური მდ­გომარეობით, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონით და და­საქმების მცირე პერსპექტივით. შრომისუნარიანი მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად, ძირი­თა­დ­ად, საქართველოს დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ მიემგზავრება.

2012 წელს რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა -2,8 % (-388 ადამიანი) შეადგინა. ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკის უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი რეგიონიდან ახალგაზრდების გადინება და მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებაა.

 

http://www.dzeglebi.ge/ruka/guria/guria.jpg

II. რეგიონის სოციალური განვითარება

მოსახლეობის ცხოვრების დონე და სოციალური უზრუნველყოფა

რეგიონში შინამეურნეობის ყოველთვიური საშუალო ფულადი და არაფულადი შემოსავლები 2011 წელს 554,1 ლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით, გურია მხოლოდ კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს უსწრებს, ხოლო ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების მაჩვენებლით (350,8 ლარი) ქვეყანაში ბოლო ადგილს იკავებს. შინამეურნეობების შემოსავლები მათი სახეების მიხედვით შემდეგნაირად არის განაწილებული:

შინამეურნეობების შემოსავლების სტრუქტურა, 2011წ

                წყარო: საქსტატი.

2011 წელს რეგიონში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 5466 ადამიანს (რეგიონის მოსახლეობის 3,9%), ხოლო დაქირავებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 276,4 ლარს შეადგენდა. საშუალო თვიური ანაზღაურების ოდენობით გურიას მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი ჩამორჩება და მას მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა რეგიონების უმრავლესობა.

დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა (2011)

                 წყარო: საქსტატი.

2011 წელს რეგიონში დაქირავებულთა შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება 276,4 ლარს შეადგენდა (ადგილობრივ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 261,1 ლარი, უცხოელ/უცხოურ კერძო ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - 831,9 ლარი, საჯარო სექტორში - 240,6 ლარი), რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11,6 ლარით აღემატება. ამასთან, შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება მსხვილ საწარმოებში 441,9 ლარს, საშუალო საწარმოებში 263,5 ლარს, ხოლო მცირე საწარმოებში 178,6 ლარს შეადგენდა. საშუალო თვიური ანაზღაურების ოდენობით გურიას მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი ჩამორჩება და მას მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა რეგიონების უმრავლესობა.

რეგიონში ძალზე მაღალია სიღარიბის მაჩვენებლები. 2012 წელს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 22,7 ათასი ოჯახი, რომელთაგან შემწეობას 6,4 ათასი ოჯახი იღებდა. ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლით, გურიაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში ფიქსირდება.

გურიაში ირიცხება საპენსიო და სოციალური პაკეტის მიმღები 31,3 ათასი პირი, რაც მოსახლეობის 22,3%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო პროცენტულ მაჩვენებელს (19,05%). ამ თვალსაზრისითაც, გურიაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში აღინიშნება.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, მო­ხუცებისთვის და შშმ პირებისთვის მოქმედებს რამდენიმე სოციალური სახლი, რომლებშიც ასა­­მდე ბენეფიციარი ირიცხება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესა­ძ­­ლებლობის მქონე 54 პირის დაფინანსებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 12 ათასი ლარია გა­თ­ვა­­ლისწინებული. არსებული სოციალური სახლები და პროგრამები ვერ უზრუნველყოფს მოწ­ყვ­ლა­დი ჯგუფების საჭიროებების სრულფასოვან დაკმაყოფილებას.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არ არის უზრუნველყოფილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამშენებლო სტანდარტების დაცვა, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სათანადო ინტეგრირებას.

რეგიონში ირიცხება 5 31 იძულებით გადაადგილებული პირი (175 ოჯახი), რაც მოსახლეობის 0,4%-ს შეადგენს. აღნიშნული პირები რეგიონში ინდივიდუალურად არიან ჩასახლებული. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამივე მუნიციპალური ბიუჯეტით გათვალისწინებულია სპეციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, ზამთრისთვის საშეშე მერქნით უზრუნველყოფას და სხვ.

 

ჯანმრთელობის დაცვა

გურიაში მოქმედებს 4 საავადმყოფო 240 საწოლით. თითოეულ მუნიციპალიტეტში ფუნქციონი-რებს თითო საავადმყოფო. დამატებით, ოზურგეთში მოქმედებს ბავშვთა რეგიონული სამკუ­რნალო ცენტრი, რომელიც სამივე მუნიციპალიტეტს ემსახურება. თითოეულ მუნიციპალი­ტე­ტ­ში ფუნქციონირებს სამშობიარო განყოფილება, სტომატოლოგიური კლინიკა, აგრეთვე რამ­დე­ნი­მე მცირე ზომის კერძო ჯანდაცვითი ობიექტი. 2011 წელს კერძო სადაზღვევო კომპანიამ ოზუ­რ­გე­თში ააშენა 50-საწოლიანი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა. ოზურგეთში ასევე შე­ნდება ახალი, თანამედროვე ტიპის კერძო სადიაგნოსტიკო კლინიკა. სამივე მუნიციპა­ლი­ტე­ტ­ში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ტუბდისპანსერები. ჯანდაცვის ობი­ექტები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, სადაზღვევო კომპანიებიდან და პაცი­ენ­ტე­ბის შენატანებიდან. რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა საფუ­ძვ­ლიან რეაბილიტაციას საჭიროებს. მოსახლეობის უმეტესობა, ჰოსპიტალიზაციის აუცილებ­ლო­ბი­სას, ამჯობინებს ბათუმის, ქუთაისის ან თბილისის საავადმყოფოებს მიმართოს.

რეგიონში არსებულ ყველა თემს ემსახურება სოფლის ექიმი. ამბულატორიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელია და საჭიროებს რეაბილიტაციას.

რეგიონს ემსახურება 10 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ავტოპარკი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

რეგიონში ექიმების რაოდენობა 317-ს, ხოლო საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა 351-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გურიაში საქართველოს რეგიონებს შორის მკვდრადშობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 0,18 % დაფიქსირდა, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (0,13 % ) მნიშვნელოვნად აღემატება. ბავშვთა 1 წლამდე გარდაცვალების მაჩვენებელი გურიაში 0,14 % -ს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (0,16) ნაკლებია.

კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გურიაში ძალზე მცირეა. რეგიონში აქტუალურია სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომის პრობლემა. გაფართოებული სადაზღვევო პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის დაზღვევას საბაზისო სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტით, თუმცა, პრობლემის სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.

 

განათლება და მეცნიერება

რეგიონში ფუნქციონირებს 97 საჯარო და 4 სამრევლო სკოლა, რომლებშიც სულ 16116 მოსწავლე სწავლობს (ლანჩხუთი - 25/4243, ოზურგეთი - 44/9057, ჩოხატაური - 32/2816). სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობაა 2714, ხოლო ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის რიცხოვნობა – 850. რეგიონში არსებული სკოლების უმრავლესობა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებს. ბავშვებისთვის სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემა თითქმის სრულად არის გადაჭრილი. თუმცა, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 9 სოფლის მოსწავლეებს სკოლებამდე მისასვლელად კვლავაც რამდენიმე კმ-ის ფეხით გავლა უწევთ. საჯარო სკოლების პედაგოგების კვალიფიკაცია შემდგომ ამაღლებას საჭიროებს.

რეგიონის ტერიტორიაზე მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მოქმედებს 65 სკოლამდელი აღ­ზ­რ­დ­ის დაწესებულება. დაწესებულებების უმრავლესობა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებს. გარდა ამისა, დასახლებების დიდი ნაწილის წინაშე მწვავედ დგას სკოლამდელი აღზრდის და­წე­სე­ბულებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა. საჯარო სკოლების პერსონალის კვა­ლიფიკაცია საჭიროებს შემდგომ ამაღლებას.

რეგიონში არ მოქმედებს არც ერთი საჯარო ან კერძო უნივერსიტეტი. 2010 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა გურიის 573 მაცხოვრებელი (მოსახლეობის 0,4%) - 322 ქალი და 251 კაცი, რაც სკოლადამთავრებულთა დაახლ. ნახევარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი გურიაში საცხოვრებლად არ ბრუნდება. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებული აქტუალობით აყენებს დღის წესრიგში რეგიონში სკოლისშემდგომი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების აუცილებლობას.

ამჟამად, ქ. ოზურგეთში ფუნქციონირებს ერთი პროფესიული კოლეჯი, რომელშიც 30 პედაგოგია დასაქმებული. კოლეჯს 2011 წელს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და იგი 600 სტუდენტის მომსახურებაზეა გათვლილი. პროფესიული კოლეჯის შესაძლებლობები არ არის საკმარისი რეგიონში მუშახელის პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლების უზრუნველსაყოფად.

რეგიონში ფუნქციონირებს ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი , რომელშიც 33 მეცნიერ-მუშაკია დასაქმებული. ინსტიტუტს მუშაობის 80-წლიანი გამოცდილება აქვს და სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანა-გადამუშავების კვლევის სფეროში იგი ერთადერთია ქვეყანაში. თუმცა, ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებულია და აღდგენა-რეაბილიტაციას საჭიროებს. რეგიონში ასევე ფუნქციონირებს აგროქიმიური ლაბორატორია, რომელიც ნიადაგის ანალიზს და სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

 

კულტურა და სპორტი

რეგიონში ფუნქციონირებს კულტურის ობიექტები: მუნიციპალური კულტურის ცენტრები, მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლები, კულტურისა და დასვენების პარკები, ცენტრალური ბიბლიოთეკები, სამხატვრო სკოლები, შემოქმედებითი, ქორეოგრაფიული და ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდიები. რეგიონში მოქმედებს 11 მუზეუმი, რომელთა დამთვალიერებლების რიცხვი 2011 წელს 12933 ადამიანს შეადგენდა. ოზურგეთში მოქმედებს ერთი სახელმწიფო თეატრი, რომლის მაყურებელთა რიცხვი ძალზე მცირეა. მუსიკალური სკოლები ფუნქციონირებს ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და სუფსაში. ოზურგეთში მოქმედებს თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა, სადაც იშვიათად ეწყობა როგორც ადგილობრივ, ისე სტუმარ ხელოვანთა გამოფენები. კულტურის ობიექტების რაოდენობა და ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის საჭიროებების ჯეროვნად დაკმაყოფილებას.

რეგიონში ფუნქციონირებს სასპორტო - რაგბის, ფეხბურთის, მძლეოსნობის, კრივის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის, ჭადრაკის, მინდვრის ჰოკეის, ძიუდოს, ტაიკვანდოს სკოლები, კლუბები და სასწავლო წრეები. მდიდარი ტრადიციების მქონე საფეხბურთო კლუბი - ლანჩხუთის „გურია“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ხოლო ოზურგეთის „მერცხალი“ - პირველ ლიგაში ასპარეზობს. საფეხბურთო კლუბიბახმარო“ მონაწილეობს რესპუბლიკურ და რეგიონულ ასპარეზობებში. ყველა მუნიციპალიტეტში არის საფეხბურთო სტადიონი, ხოლო სოფ. ზვანში - ასევე სარაგბო სტადიონი. რეგიონში სპორტული ცხოვრების გამოსაცოცხლებლად ლანჩხუთის „გურიის“ განსაკუთრებული დატვირთვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია აღნიშნული კლუბის სტადიონის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ გრიგოლეთში არსებობს საფეხბურთო ბაზა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.

 

სამოქალაქო სექტორი და მედია

სხვა რეგიონებთან შედარებით, რეგიონში კარგად არის განვითარებული არასამთავრობო სექტო­რი. მოქმედებს რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც, მეტწილად, საე­რ­თა­შორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებენ. შესაბამისად, მათი სტა­ბილურობა, არსებითად, დონორების დაფინანსებაზეა დამოკიდებული.

გურიაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ადგილობრივი მედია. ოზურგეთში ფუნქციონირებს ტელეკომპანია „გურია“, რომლის მაუწყებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 80%-ს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 25%-ს ფარავს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასევე ფუნქციონირებს საკაბელო ტელეკომპანია, რომელსაც 4000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. სამივე მუნიციპალიტეტში გამოდის დამოუკიდებელი გაზეთები, რომელთა საერთო ტირაჟი რამდენიმე ათასს აჭარბებს. რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროს საერთო ტელემაუწყებლები წარმოადგენს.

 

გენდერული მაჩვენებლები

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 35 კაცი და 16 ქალი, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქალი მუშაობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მუნიციპალიტეტების ორგანოებში დასაქმებულია 681 თანამშრომელი, აქედან 237 ქალი, რომელთა შორის მხოლოდ 22 მუშაობს ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

ბიზნესსექტორში დასაქმებული კაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ქალების რაოდენობას. 2009 წლის მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში დასაქმებული იყო 1,6 ათასი ქალი და 2,3 ათასი კაცი. მნიშვნელოვანი სხვაობა აღინიშნებოდა ქალებისა და მამაკაცების შრომის საშუალო თვიურ ანაზღაურებებს შორისაც. კერძოდ, 2009 წელს ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება 174,7 ლარს, ხოლო კაცის - 281,2 ლარს შეადგენდა.

 

III.  რეგიონის ეკონომიკური  განვითარება

ბუნებრივი რესურსები

წყლის რესურსები და ენერგეტიკული პოტენციალი. რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებით - მდინარეებით, ტბებით, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავებით, მიწისქვეშა მტკნარი წყლებით, მინერალური წყლებით და თერმული წყლის რესურსით. გურიაში სულ 25 საშუალო და მცირე ზომის მთის მდინარე ჩამოედინება, რომელთა საერთო სიგრძე 598 კმ-ს შეადგენს, ხოლო აუზების საერთო ფართობი 1000 კვ.კმ-ზე მეტია. რეგიონში არის 3 ტბა (საერთო ფართობი რეგიონში - 3,5 კმ2) და 3 წყალსაცავი (საერთო ფართობი - 4,4 კმ2). 2011 წელს ბუნებრივი წყლის ობიექტებიდან წყლის აღებამ 95 მლნ კბმ, ხოლო წყლის გამოყენებამ 94,4 მლნ კბმ შეადგინა. 2011 წლის წყალაღების მონაცემების თანახმად, რეგიონში მოპოვებული წყლის რესურსების (მიწისქვეშა და ზედაპირული წყალი) 96% გამოიყენება იდროენერგეტიკაში, 2% სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით, ხოლო დანარჩენი - სამრეწველო დანიშნულებით, სარწყავად და რეკრეაციული დანიშნულებით. გურია ესაზღვრება ტრანსსასაზღვრო მნიშვნელობის შავ ზღვას.

გურიაში მოიპოვება მინერალური წყლები - ნაბეღლავი (მარაგი - 101,9 მ3 დღე-ღამეში) და გუ­ლი­­ნი (მარაგი დაუდგენელია). ნაბეღლავის წარმოება კარგად არის განვითარებული და იგი რეგი-­­ნის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს. რეგიონში არსებული მინე­რა­ლუ­რი წყლის რესურსის რეკრეაციული და საკურორტო დანიშნულებით გამოყენება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, შეზღუდულია. ასევე გამოუყენებელია თერმული წყლე­­ის ენერგეტიკული პოტენციალი. მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოყენებული რეგიონის ტერი­ტო­რიაზე არსებული, უნიკალური ბალნეოლოგიური თვისებებით ცნობილი შავი ზღვის სანა­პი­რო ზონის პოტენციალი (ურეკი-შეკვეთილი-ნატანების მაგნიტური ქვიშის პლაჟები), რასაც, არ­სე­­ბითად, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო სისტემებისა და შესაბამისი გამწმენდი ნაგე­ბო­ბე­ბის არარსებობა განაპირობებს.

წყლის რესურსების პოტენციალი ჰიდროენერგეტიკაში არ არის ეფექტიანად გამოყენებული. მხარის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები იძლევა შესაძლებლობას, გურიის მდინარეებზე აშენდეს მცირე ჰესების კასკადები, საერთო სიმძლავრეებით 80-100 მგვტ, რაც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს მხარის ენერგეტიკულ მოთხოვნას, არამედ შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის რეალიზაციაც და ამით, შემოსავლების დამატებითი წყაროს შექმნა. გურიის ტერიტორიაზე ორი მოქმედი ჰესია - ბჟუჟჰესი (მდინარე ბჟუჟზე) და აჭჰესი (მდინარე აჭზე), რომელთა საერთო სიმძლავრე 12,8 მგვტ-ს შეადგენს. ორივე ჰესი ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. 2007 წლიდან აქტიურად დაიწყო „ბახვი ჰიდრო პაუერის“ კასკადური ჰესების მშენებლობა, რომელიც 6 ერთეულისაგან შედგება და საერთო ჯამში 60 მგვტ-ს გამოიმუშავებს. ამჟამად, მიმდინარეობს მშენებლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აქტიურად მიმდინარეობს ზოტიჰესის საპროექტო სამუშაოები და საინვესტიციო წინადადებების მომზადება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების, ისე გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

რეგიონში არსებობს ალტერნატიული ენერგორესურსები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული ქარების მიმართულება, სიჩქარე და ხანგრძლივობა ქმნის გაბატონებული ქარის რესურსის ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას. ქარის ტურბინას შეუძლია წელიწადში, საშუალოდ, 127 დღე-ღამის განმავლობაში იმუშაოს. მზის ენერგიის რესურსი, ცხელი წყლით მომარაგების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მცირე ზომის სასტუმროებში, საზოგადოებრივ და საცხოვრებელ ენობებში. რეგიონში არის ბიოგაზის, ბიომასის (თხილის და სახერხების ნარჩენები) და თერმული წყლის რესურსების ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა.

ტყის რესურსები. რეგიონი მდიდარია ტყის რესურსებით, რომელიც მრავალფროვანი ტყითსარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. გურიაში ტყეს ტერიტორიის 48% უკავია. ტყის ფონდის ფართობი 86,4 ათას ჰა-ს შეადგენს, საიდანაც ტყით 81,2 ათასი ჰა არის დაფარული. 2012 წელს ტყის ჭრით მიღებული ხე-ტყის მოცულობა 15,7 ათას კბმ-ს შეადგენდა, რაც 11,6 ათასი კბმ-ით მეტია 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამგვარი მაჩვენებელი, ძირითადად, ტყის სამასალედ ათვისების ზრდითაა განპირობებული. დღეისათვის ხორციელდება ხე-ტყის მოპოვება 7,9 ათას ჰა ფართობზე, რისთვისაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების ერთი სპეციალური ლიცენზია. რეგიონში ოპერირებს 21 ლიცენზირებული სახერხი.

ტყის შემქმნელ ძირითად მერქნიან სახეობებს შორის, მაგარმერქნიანი ფოთლოვნებიდან რეგიონის მასშტაბით ჭარბობს წიფელი (29370 ჰა, 6700,2 ათასი კბმ). მნიშვნელოვანი ფართობი უკავია რცხილას (2518 ჰა, 212,9 ათასი კბმ), აკაციას (9786 ჰა, 57,2 ათასი კბმ) და წაბლს (466 ჰა, 47,1 ათასი კბმ). წიწვოვნებიდან ჭარბობს ნაძვი (5520 ჰა, 1926 ათასი კბმ), სოჭი (2900 ჰა, 1231,4 ათასი კბმ) და ფიჭვი (166 ჰა, 17 ათასი კბმ). რბილმერქნიანი ფოთლოვნებიდან ყველაზე დიდი ფართობი უკავია მურყანს (12398 ჰა, 1099,6 ათასი კბმ) და ვერხვს (144 ჰა, 30,9 ათასი კბმ). ქვეტყე და ბუჩქნარი, ძირითადად, წარმოდგენილია წყავით, შქერით და იელით. რეგიონის ტერიტორიაზე გვხვდება ასევე ბამბუკი (4 ჰა, 0,1 ათასი კბმ).

ტყეებისა და მისი რესურსების პოტენციალის გამოყენებას რეგიონის განვითარებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მერქნული რესურსის არსებული მარაგები, სწორად დაგეგმვისა და მდგრადი ტყითსარგებლობის შემთხვევაში, იძლევა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ისე მათი სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არ არის განხორციელებული ტყის რესურსების ინვენტარიზაცია.

წიაღისეული. რეგიონში მოიპოვება სხვადასხვა სახის წიაღისეული. ამჟამად, რეგიონში წიაღისე­­ლი რესურსების მოპოვებაზე 74 ლიცენზიაა გაცემული. ოზურგეთის მუნიციპალიტეტ მოი­პო­ვება ბენტონიტური თიხ , რომლის მარაგი 10 მლტონაზე მეტია. თიხი მოპოვება და და­მუშავება, ამჟამად, ძალზე მცირე მოცულობით მიმდინარეობს. თიხის გადამუშავება და ნედლე­უ­­ლის ექსპორტის პროდუქციის ექსპორტით ჩანაცვლებას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზრდ საბიუჯეტო შემოსავლებ და დასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ტორფის საბადოს კო­ლ­ხე­თის პარკის ტერიტორიაზე 300 ჰა უკავია. მისგან მიიღება ორგანული სასუქი, რომელიც ნე­ბი­ს­მი­ე­რი ტიპის ნიადაგისათვის გამოსადეგია და არის ეკოლოგიურად სუფთა (პარკის ტერიტორიაზე ტორფის მოპოვება საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის აკრძალული). საქართველოში აპა­ტი­ტი მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია (სოფ. ვაკიჯვარი), სადაც ქანები 7-10% აპა­ტი­ტს შეიცავს. ამავე სოფლის ტერიტორიაზე არის წითელი რკინის მადანი. აქვეა აღმოჩენილი სპი­ლე­ნძის ბუდობები, მცირე ოდენობით ტყვია, ვერცხლი და თუთია. კაოლინის საბადოა სოფელ მაკვანეთში, სადაც კაოლინის ფენის სიმძლავრე 0,4-დან 11 მეტრამდეა. სოფ. შემოქმედსა და გო­მში არის სიენიტების საბადო (სიენიტი მაგმური ქანია, რომელიც გრანიტს წააგავს და საუკე­თე­სო საშენი მასალაა). ოქრას საბადოა სოფ. ნაგომარში, რომლის სიმძლავრე 1,5-2 მეტრი, ხოლო სა-მ­ვალენტიანი რკინის ჟანგის რაოდენობა 22,33%-ია (ოქრა გამოიყენება მინერალური საღებავების და­სამზადებლად). ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოიპოვება ტუფის და გრანიტის მოსა-პი­რ­კე­თებელი მასალა, რომელთაგან თითოეული საერთო მარაგი 400 ათას ³-ს შეადგენს. ჩოხა­ტა­უ­რ­ის მუნიციპალიტეტში არსებობს ასევე ოქროს წიაღისეული, რომლის მარაგი შეფასებული არ არის. კირქვის საბადო მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. კირქვა მერგელოვანია, თე­თ­რი და რუხი ფერისაა. ნედლეული პასუხობს მოთხოვნებს სამშენებლო ჰიდრავლური კირის სა­­წარმოებლად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია ასევე სააგურე თიხის რამდენიმე საბადო, სა­ბადოს თიხა ყავისფერი, მოცისფრო-რუხი და რუხი-მოლურჯო ფერისაა. ფილიფსიტშემცველი ქანების საბადო მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საბადოზე, ძირითადად, ცეოლითიზირებულია ტრაქიტული შედგენილობის ტუფები, რომლებიც შუაშრეების სახით განლაგებულია ვულკანოგენურ-დანალექ წყებაში. ქვიშა - ხრეშის საბადოებია როგორც ოზურგეთის, ისე ლანჩხუთის ტერიტორიაზე. მარაგები დამტკიცებულია როგორც ბეტონის შემავსებლის და საამშენებლო ხსნარის ნედლეული, რომელიც პასუხობს სტანდარტულ მოთხოვნებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ასევე გვხვდება ნედლი ნავთობის საბადო. წიაღისეული რესურსები არ არის დათვლილი და ამდენად, უცნობია ადგილობრივ ეკონომიკაზე მათი შემდგომი ზემოქმედების პოტენციალი. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონი მეწყრული პროცესების გავრცელების და საშიშროების რისკის მიხედვით მიეკუთვნება მაღალი საშიშროების რისკის კატეგორიას და რესურსების მოპოვების დაგეგმვისას, აუცილებელია შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების სათანადო ხარისხით ჩატარება.

 

რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულება

გურიის რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 2011 წლის მონაცემებით 437,6 მლნარს (ქვეყანაში წარმოებული დამატებული ღირებულების დაახლ. 1,8%) შეადგენდა. სოფლის მეურნეობასა და მომსახურებას ყველაზე დიდი წილი უკავიათ რეგიონში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში (26% და 18%), ხოლო მრეწველობის (5%), პროდუქციის გამოშვების (7%), ვაჭრობის (5%), მშენებლობის (2%),  და ტრანსპორტის (1%) წილი შედარებით უმნიშვნელოვნოა. ამავე დროს, შედარებით დიდია სახელმწიფო მმართველობის, ჯანდაცვის, და განათლების ხვედრითი წილი.

რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულების სტრუქტურა (2011)

                 წყარო: საქსტატი.

2006-2011 წლებში რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულება დაახლ. 1.4-ჯერ გაიზარდა. უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 და 2009 წლებში, რაც, არსებითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებით და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო განპირობებული. 2007, 2010 და 2011 წლებში დამატებული ღირებულების ზრდის საშუალო მაჩვენებელი 11,7%-ს შეადგენდა.

ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, გურიის დამატებული ღირებულება 3120 ლარია, რაც საქართველოს სხვა რეგიონების (თბილისის გამოკლებით) საშუალო მაჩვენებელზე (3340 ლარი) 6,6%-ით ნაკლებია.

რეგიონში წარმოებული დამატებული ღირებულების ზრდის დინამიკა (2006-2011)

            წყარო: საქსტატი.

რეგიონში გამოშვებული პროდუქციის ძირითადი სახეებია: ელექტროენერგია, მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, სასმელი წყალი „ბახმარო“, თხილი, ჩაი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ხორბლის ფქვილი, პური და ფუნთუშეული, ინერტული მასალები და დაფქვილი თიხა.

მომსახურების სფეროდან გამორჩევა რამდენიმე ათეული სასტუმროს და ინდივიდუალური სა­­ტუ­მრო სახლების მომსახურება. ამ ობიექტების უმრავლესობა ზღვისპირა კურორტებში - ურე­­ში, შეკვეთილსა და გრიგოლეთშია განთავსებული და ძირითადად, ზაფხულის ტურისტული სე­ზონისას არის დატვირთული.

ყველაზე მცირე დამატებული ღირებულება იწარმოება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის და მშენებლობის სფეროში. რეგიონის განსახლების, შრომითი ბაზრისა და ეკონომიკის პროფილის გათვალისწინებით, მათი ენდოგენური სწრაფი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში განთავსებულია სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიე­­ტი - სუფსის ნავთობტერმინალი. ბაქო-სუფსის მილსადენს (დასავლეთის მარშრუტი) დღეში 115 ათასი ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია. ტერმინალის სასაწყობე ავზების მთლიანი მო­ცუ­ლობა 160 ათასი კუბური მეტრია. სასაწყობე ავზების ავსების შემდეგ, მილსადენების მე­შვეო­­ით, ნავთობის ტრანსპორტირება სანაპიროდან მოცილებულ ტანკერებზე ხორციელდება.

 

ბიზნეს სექტორი

ბიზნესის რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში რეგისტრირებულია 10135 სუბიექტი. ამასთან, ფაქტობრივად, რეგიონში 200-მდე მცირე და საშუალო საწარმო მოქმედებს.

2011 წელს ბიზნესსექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება 43,7 მლნ ლარით, ხოლო ფიქ ­სი­­რებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციები - 16,6 მლნ ლარით განისაზღვრა. 2012 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვამ - 270,1 მლნ ლარი, ხოლო გამოშვებული პროდუქციის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ - 132,5 მლნ ლარი შეადგინა.

სამივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბანკების ფილიალები, ხოლო ოზურგეთში - ორი მი­­როსაფინანსო ორგანიზაცია. სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია და 17%-დან 24%-მდე მერ­ყეობს. კონსალტინგურ მომსახურებას ახორციელებს ჩოხატაურში მოქმედი 2 და ოზუ­რგ­­­ში მოქმედი 2 აუდიტორული ფირმა.

რეგიონში ბიზნესის სათანადო განვითარებას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა - სუსტი კომერციული და საბაზო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის და ადგილობრივი ბიუჯეტების მწირი შემოსავლები, ინვესტიციების მცირე მოცულობა, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ადგილობრივი სოციალური კაპიტალის დაბალი დონე, საგადასახადო შეღავათების ქმედითი სისტემის არარსებობა, საბანკო კრედიტების სიძვირე და რთული ხელმისაწვდომობა და ალტერნატიული კაპიტალის დაბალი შესაძლებლობები, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (ბიზნესინკუბატორი, საკონსულტაციო ცენტრი, სალიზინგო კომპანია და სხვ.) ნაკლებობა.

გურიის მდიდარი წყლისა და ტყის რესურსები, მისი წიაღისეული, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან და რკინიგზასთან კავშირი, ცალკეული აგრარული პროდუქციის წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ტურისტული პოტენციალი, ბათუმისა და ფოთის პორტებთან და თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან სიახლოვე, ისევე როგორც სუფსის ნავთობ-ტერმინალის რეგიონში არსებობა, კარგ წინაპირობასა და შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებისთვის.

 

მრეწველობა

გურიაში მრეწველობა სუსტად არის განვითარებული, რაც, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრადიციული ბაზრებისა და სამეურნეო კავშირების დაკარგვამ, პრობლემურმა პოლიტიკურმა პროცესებმა, ქვეყანაში ეკონომიკის საერთო ვარდნამ, აგრეთვე მოსახლეობის მიგრაციამ და დაბერებამ განაპირობა. 2010 წლის მონაცემებით, გურიაში 69 მაპროფილებელი საწარმო მოქმედებდა. რეგიონში წარმოების მაპროფილებელი სახეებია - ელექტროენერგიის, მინერალური და სასმელი წყლების, თხილის, ჩაის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ხორბლის ფქვილის, პურის და ფუნთუშეულის, ინერტული მასალებისა და დაფქვილი თიხის წარმოება.

რეგიონში მცირე მოცულობით იწარმოება საექსპორტო პროდუქცია. გურიიდან ექსპორტზე შედარებით დიდი რაოდენობით გადის ციტრუსი (ძირითადად, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) და თხილი (ძირითადად, ჩეხეთში, გერმანიასა და ერაყში). ექსპორტზე გადის ასევე მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. ექსპორტისთვის არის განკუთვნილი 25 ჰა-ზე გაშენებული კივის და 30 ჰა-ზე გაშენებული მოცვის პლანტაციის პროდუქციაც. 2011 წელს მრეწველობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 23,9 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მაჩვენებელი 31,9%-ით ნაკლებია 2006 წლის მაჩვენებელზე, რაშიც გადამწყვეტი როლი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2007, 2008, 2010 და 2011 წლებში დადებითი დინამიკა დაფიქსირდა. აღნიშნულ წლებში ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 14,45% შეადგინა.

2011 წელს გურიაში მრეწველობის ბრუნვის მოცულობა 76,6 მლნ ლარს, პროდუქციის გამოშვება 75,6 მლნ ლარს, მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1638 ადამიანს, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 306,4 ლარს, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 9,8 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, 2010 წელთან შედარებით, ბრუნვის მოცულობა 0,5%-ით, პროდუქციის გამოშვება 5,2%-ით, ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა თითქმის 5,5-ჯერ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 29,3%-ით გაიზარდა. ამავდროულად, 17,8%-ით შემცირდა მრეწველობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება.

რეგიონის აქტივებისა და რესურსების გათვალისწინებით, გურიას მრეწველობის სექტორის განვითარების პოტენციალი აქვს. აქტივებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა, კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების მოძიება და ჩამოყალიბება და ზოგადად, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორის სათანადო გამოყენება მრეწველობის სექტორის განვითარებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

 

ეკონომიკის სხვა დარგები

უმნიშვნელოა მშენებლობის წილი რეგიონში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში. თუმცა, 2011 წელი ზრდის მაღალი მაჩვენებლით აღინიშნა და სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება - 6,4 მლნ ლარი 2-ჯერ აღემატებოდა 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2012 წელს გურიაში გაიცა 111 მშენებლობის ნებართვა 19,8 ათას მ2 ფართობზე. ამასთან, 2012 წელს დამთავრებულ იქნა 31 ობიექტი 5,6 ათასი მ2 საერთო ფართობით.

გურიაში 2011 წელს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19%-ით აღემატება 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2011 წელს ამ სფეროში 133 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც ასევე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელს (214). პარალელურად, 8,4%-ით გაიზარდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ანაზღაურება და მან 197,6 ლარი შეადგინა.

რეგიონში ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის საწარმოების ბრუნვის მოცულობამ 2011 წელს 66,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2,1-ჯერ აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2,3-ჯერ გაიზარდა საწარმოების პროდუქციაც, რომლის ღირებულებამ 7,3 მლნ ლარი შეადგინა. 2011 წელს ამ სფეროში 879 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 53%-ით აღემატება 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელს (574). ამასთან, 2,8-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება და მან, 76,3 ლარის ნაცვლად, 197,6 ლარი შეადგინა. ვაჭრობის თვალსაზრით, შედარებით განვითარებულია ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. ამას განაპირობებს მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავალი, აგრეთვე სიახლოვე ქ. ბათუმთან, საიდანაც ხდება მეტი წილი საქონლის შემოდინება. ჩოხატაურში ვაჭრობას მეტწილად სეზონური ხასიათი აქვს და მისი გააქტიურება ზაფხულის პერიოდს უკავშირდება, როდესაც მუნიციპალიტეტში ათასობით დამსვენებელი ჩამოდის. ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ოზურგეთში ფუნქციონირებს აგრარული და სამრეწველო ბაზარი. მუნიციპალურ ცენტრებში ფუნქციონირებს მეტ-ნაკლებად მსხვილი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც მთელი დატვირთვით ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირებს. ზაფხულში რეგიონის სოფლებში ხორციელდება ე.წ. დატარებითი ვაჭრობა, რაც არ აღირიცხება.

 

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას გურიის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებაში მისი წილი 26,4%-ია. 2011 წელს რეგიონში სოფლის მეურნეობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 115,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 38,8%-ით აღემატება 2010 წლის, თუმცა მხოლოდ 15,8%-ით - 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ დარგში შრომისუნარიანი მოსახლეობის 56,3% - 79 ათასი ადამიანია დასაქმებული. ძირითადად, ისინი თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ. სოფლის მეურნეობა არ არის სათანადოდ მოდერნიზებული და ძირითადად, ნატურალური მეურნეობის ნიშნებს ატარებს. მეტწილად, იგი ორიენტირებულია არა სარეალიზაციო პროდუქციის წარმოებაზე, არამედ კომლის სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანი დისპროპორცია შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის მოცულობას შორის. სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის დაბალი დონე, რეგიონში სიღარიბის ზრდის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და აგროწარმოების განვითარება, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ ამოცანად განხილება.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. გურიაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 22,3 ათასი ჰა შეადგენს სახნავს, 19,7 ათასი ჰა - საძოვარს, 1,2 ათასი ჰა - სათიბს, ხოლო 5,5 ათასი ჰა დაუმუშავებელია. სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიის რეგიონი მცირემიწიანია. გარდა ამისა, რელიეფისა და სხვა ფაქტორების გამო, იგი გამოირჩევა ფართობების ფრაგმენტაციით, რაც ძალზე ართულებს მეურნეობების გამსხვილებას.

გურიის ნიადაგები და კლიმატი იძლევა ისეთი კულტურების განვითარების საშუალებას, რომე­ლთა განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებისთვის, სამეგრელოს გარდა, ნაკლებად შე­სა­ძლებელია. გურიაში განსაკუთრებით კარგი პირობებია ჩაის, ციტრუსის, სიმინდის, ბო­სტნე­­­ის, ხილის, სუბტროპიკული ეთერზეთოვანი კულტურების, ბაღჩეულისა და მრავალწლიანი ბა­ლა­ხების წარმოებისთვის. აღსანიშნავია, რომ არ არის რეკომენდებული ციტრუსის, ბოსტნეუ­­ის, სუბტროპიკული და სხვა კულტურების მოყვანა ჩაის ყოფილ პლანტაციებში, რადგან წარსუ ­­ში სასუქების ინტენსიური გამოყენება იწვევდა ნიადაგის მჟავიანობის გაზრდას, ხოლო პრე­ვე­­ციული ღონისძიებები მჟავიანობის შესამცირებლად აღარ ხორციელდებოდა.

რეგიონში ძალზე აქტუალურია მიწების დაჭაობების პრობლემა. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ფართობიდან ჭარბი წყლის მოსაცილებლად არსებობს 17,4 ათას ჰა-ზე განლაგებული სადრენაჟო ინფრასტრუქტურა, რომელზეც წლების განმავლობაში არ ჩატარებულა გაწმენდითი სამუშაოები. სადრენაჟო ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი შევსებულია დანალექებითა და ტყე-ბუჩქნარით, რის გამოც იგი ვერ უზრუნველყოფს ფართობებიდან ზედმეტი წყლების შეკრებას, გატარებას და წყალმიმღებში ჩადინებას. შედეგად, მიმდინარეობს მეორადი დაჭაობების პროცესი და სახნავი ფართობების თითქმის ნახევარი დაჭაობებულია. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მიწის ბალანსით არსებული 12,4 ათასი ჰა-დან მხოლოდ დაახლ. 5 ათასი ჰა მუშავდება. ამჟამად, რეაბილიტაციას საჭიროებს 11,1 ჰა-ზე განლაგებული სადრენაჟო ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში აღრიცხული არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მემცენარეობა. გურიის კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები იძლევა მემცენარეობის ისეთი დარგების განვითარების შესაძლებლობას, როგორიცაა მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, კენკროვანი კულტურების (მ.შ. ლურჯი მოცვის) წარმოება, აგრეთვე სხვადასხვა სუბტროპიკული ხილის წარმოება, როგორიცაა ხურმა, ზეთისხილი, პეკანი, ფეიჰოა, ავოკადო, მუშმალა და სხვ. მერქნიან-ტექნიკური კულტურებიდან ახლო წარსულში გავრცელებული იყო ბამბუკის, ტუნგის, დაფნისა და ევკალიპტის წარმოება. 2011 წელს რეგიონში ნათესი ფართობები შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი:

ნათესი ფართობების განაწილება კულტურების მიხედვით - ათასი ჰა (2011)

            წყარო: სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია.

რეგიონში ნათესი ფართობების მიხედვით ყველაზე მეტად სიმინდი, თხილი, ციტრუსი, ჩაი და ხილია გავრცელებული, რაც ამ კულტურების პრიორიტეტულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თუმცა, რეგიონში სასურველია ასევე ახალი, პერსპექტიული მრავალწლიანი კულტურების დანერგვა.

ერთწლიანი მარცვლეული კულტურებიდან სამივე მუნიციპალიტეტში წამყვანი ადგილი უჭირავს სიმინდს (აჯამეთის თეთრი), რომელზეც სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი მოდის. 2011 წელს სიმინდის წარმოებამ გურიაში 27,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8,4 ტონით მეტია 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა, საშუალო მოსავლიანობის თვალსაზრი­ს­ით, კვლავაც არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. 2011 წლის მონაცემებით, სიმინდის საშუ­ა­ლო საჰექტარო მოსავლიანობამ 2,3 ტ/ჰა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ფართოდაა გა­ვ­რ­ცელებული სიმინდის ნათესებში სხვა კულტურების (სოიო, ლობიო, გოგრა) შეთესვით მო­ყ­ვა­ნა.

90-იან წლებში გურიაში მასობრივად დაიწყო თხილის კულტურის გავრცელება. თხილს ახასიათებს მთელი რიგი უპირატესობები სხვა კულტურებთან შედარებით, განსაკუთრებით - გაშენებისა და მოვლის სიიაფე, ტრანსპორტაბელურობა და გასაღების ბაზრის ხელმისაწვდომობა. თხილის ნაყოფის რეალიზაცია ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ინვესტირებული კაპიტალის დიდი ნაწილი სწორედ თხილის წარმოებასა და შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოებზე მოდის. სოფლის მეურნეობის ამ დარგს რეგიონში შემდგომი განვითარების პერსპექტივა აქვს. რეგიონში თხილის კულტურის მიერ დაკავებული ფართობი ყოველწლიურად იზრდება როგორც ახალი ფართობების, ისე ძველი, ტრადიციული კულტურების ხარჯზე. თუმცა, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა პროდუქციულობისა და საშუალო მოსავლიანობის თვალსაზრისით. 2011 წელს, თხილის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობამ 1,25 ტ/ჰა შეადგინა.

რეგიონში ჩაის და ციტრუსის წარმოება საგრძნობლად შემცირდა და ამ დარგებს დაკარგული აქვს ადრინდელი მნიშვნელობა. დღეისათვის, რეგიონში არსებობს ჩაის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა უმნიშვნელოა. ფართობის მიხედვით, ეს კულტურა პირველი იყო რეგიონში, მაგრამ ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და მის ადგილს სხვა კულტურები იკავებენ. ასევე შემცირების ტენდენციით ხასიათდება (თუმცა, ნაკლები მასშტაბით) ციტრუსოვანთა მიერ დაკავებული ფართობები. რეგიონის მასშტაბით, ციტრუსის პროდუქტიულობა საშუალოდ 4-6 ტ/ჰა-ს შეადგენს.

ისეთი სუბტროპიკული კულტურების გავრცელება, როგორიცაა დაფნა, ბამბუკი, ევკალიპტი, ტუნგი, ფეიჰოა, ხურმა და სხვ., ბევრად ნაკლებია, თუმცა, ეს კულტურები გარკვეული მოცულობით სამივე მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. რაც შეეხება სხვა მრავალწლიან კულტურებს, როგორიცაა ვაზი და ხეხილოვნები, მათი წარმოება, ძირითადად, თვითმოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება და სარეალიზაციოდ პროდუქციის შედარებით მცირე ნაწილი გადის. სუბტროპიკული კულტურებიდან, პერსპექტიული კულტურაა კივი, რომლის ფართობები სამივე მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. თუმცა, თხილთან შედარებით, კივი ბევრად ნაკლები გავრცელებით ხასიათდება. კივი მოსახლეობას, როგორც წესი, 200-300 მ2 ფართობზე აქვს გაშენებული. რეგიონში კივის ფართობებს სულ 100-120 ჰა უკავია, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 25 ტ/ჰა-ს შეადგენს. პერსპექტიული კულტურაა ლურჯი მოცვიც. 2011 წელს მოწყობილმა ლურჯი მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთმა თავისი ნაყოფი გამოიღო და 2013 წლის დასაწყისში რეგიონში ლურჯი მოცვი უკვე 60 ჰა-ზე გაშენდა.

რეგიონში მემცენარეობის პროდუქტიულობა ძალზე დაბალია, რასაც განაპირობებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, შრომის დაბალი ორგანიზებულობა, მოძველებული და ამორტიზებული გენეტიკური მასალა, ფინანსების არასათანადო ხელმისაწვდომობა, ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების სიმცირე, სავარგულების დეგრადაცია და ამორტიზება, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე და სხვ. რეგიონში შესაძლებელია ფეიხოას, ხურმის, ხეხილის და ვენახის მოსავლიანობის გაორმაგება, ხოლო ბოსტნეული კულტურებისა და კარტოფილის მოსავლიანობის რამდენჯერმე გაზრდა.

სასათბურე მეურნეობები მხოლოდ ოზურგეთში გვხვდება მცირე ფართობზე (3 მეურნეობა 2 ჰა ფართობზე), სადაც, როგორც წესი, ზამთრის თვეებში მოჰყავთ კიტრი და პომიდორი. ზოგიერთი სათბური გამოიყენება ჩითილების საწარმოებლად. სულ სასათბურე მეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქცია 200 ტონას შეადგენს.

სანერგე მეურნეობებს რამდენიმე წვრილი ფერმერი ფლობს, ძირითადად, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. ლანჩხუთში, ძირითადად, აწარმოებენ ციტრუსის, ფეიხოას, კივის, ბროწეულის, მსხლის და სხვადასხვა დეკორატიული მცენარის ნერგებს. ოზურგეთში არის კივის, პავლოვნიის და სხვადასხვა ხეხილის, ასევე საბოსტნე საჩითილე მეურნეობები. სამომავლოდ, მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4,8 ჰა-ზე გაშენდა, უნდა გახდეს მოცვისა და ციტრუსის სხვადასხვა ახალი და მაღალხარისხიანი ჯიშების მიმწოდებელი სანერგე მეურნეობა. სულ რეგიონში ფუნქციონირებს 11 სანერგე მეურნეობა 11,9 ჰა ფართობზე.

მეცხოველეობა. რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტშია გავრცელებული მესაქონლეობა. ფერმერული ტიპის მეურნეობებში გავრცელებულია მომთაბარეობა, ხოლო გაზაფხულის ბოლოს საქონელს მთებში, ალპურ საძოვრებზე მიერეკებიან. თანდათანობით იკიდებს ფეხს ხელოვნური განაყოფიერების გამოყენება, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდონ მესაქონლეობის პროდუქტიულობა. გურიაში აღირიცხება 68,1 ათასი სული მსხვილფეხა საქონელი. წარმოებული პროდუქცია შეადგენს 3,4 ათას ტონა ხორცს და 34,2 ათას ტონა რძეს. მსხვილფეხა რქოსანის წველადობამ 2011 წელს ერთ სულ პირუტყვზე 1077 ლიტრი შეადგინა, რაც ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებზე დაახლ. ათჯერ ნაკლებია. მესაქონლეობაში როგორც წველადობის, ისე ხორცის წარმოების დაბალ დონეს, ძირითადად, განაპირობებს გენეტიკური მოძველება, არასათანადო ვეტერინალური მომსახურება, ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, საკვები ბაზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიმწირე. საკვები ბაზის სიმცირის გამო, ფერმერები ნამატ მოზარდეულებს, როგორც წესი, 5-6 თვის ასაკში ცოცხალ წონად ჰყიდიან, რაც აფერხებს მეცხოველეობის განვითარებას. მეცხოველეობით დაკავებული ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა პირუტყვის გამოსაკვებად.

სამივე მუნიციპალიტეტშია გავრცელებული მეღორეობა, რაც მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ბოლო წლებში, ხშირმა ეპიდემიურმა დაავადებებმა ღორის სულადობა მნიშვნელოვნად შეამცირა. გურიაში აღირიცხება 6,9 ათასი სული ღორი. 2011 წელს ღორის ხორცის წარმოებამ დაკლულ წონაში 274 ტონა შეადგინა.

მეფრინველეობის მცირე ფერმები გვხვდება ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც, ძირითადად, ფრინველის ხორცს აწარმოებენ. სულ რეგიონში აღირიცხება 528690 ფრთა ფრინველი. წარმოებული პროდუქცია შეადგენს 22 მლნ კვერცხს და 286 ტონა ხორცს.

რეგიონში აღირიცხება 8,2 ათასი სული ცხვარი და თხა. წარმოებული პროდუქცია 95,3 ტონა ხორცს შეადგენს.

წარსულში, სათევზეები სამივე მუნიციპალიტეტში იყო წარმოდგენილი. თუმცა, დღეისათვის, მათი უდიდესი ნაწილი არ ფუნქციონირებს ან უმნიშვნელოდაა დატვირთული. ამჟამად, რეგიონში მოქმედებს რამდენიმე სათევზე მეურნეობა, სადაც ხორციელდება თევზისა და ქვირითის წარმოება. სამივე მუნიციპალიტეტში, ძირითადად კი - ოზურგეთში, გვხვდება მცირე ზომის სატბორე მეურნეობები, სადაც ხორციელდება კობრისა და კალმახის მოშენება. მეთევზეობის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონს კარგი პერსპექტივა აქვს.

ბუნებრივი პირობები მეფუტკრეობის მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად, გურიაში არის 12,2 ათასი ოჯახი ფუტკარი.

აგროწარმოება და ლოჯისტიკა , ახალი ტექნოლოგიები, მასტიმულირებელი სისტემები და მექანიზმები. რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილის (მეტწილად, ციტრუსისა და თხილის) გადამუშავება ადგილზე ხორციელდება. დღეისათვის, რეგიონის მასშტაბით 40-მდე საწარმო მოქმედებს, მათ შორის ბევრი მათგანი პერიოდულად და არასრული დატვირთვით. ყველაზე განვითარებული სფეროა თხილის წარმოება. რეგიონის მასშტაბით, უკანასკნელი წლების განმავლობაში 4 საწარმო (3 ოზურგეთში და 1 ლანჩხუთში) ამოქმედდა, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებით არის დაკავებული და მიღებული პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. რეგიონში არსებული წვენების დამამზადებელი და საკონსერვო ქარხნები გაჩერებულია. უკიდურესად არის შემცირებული ჩაის წარმოებაც. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არის ფრინველის ხორცის მწარმოებელი რამდენიმე საწარმო, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული. მეცხოველეობის პროდუქციის გამართული თანამედროვე საწარმოები არ ფუნქციონირებს. რძისა და ხორცის პროდუქტების გადამუშავება ხორციელდება არსებულ გლეხურ-ფერმერულ მეურნეობებში, ოჯახურ პირობებში.

მიმღები პუნქტების ორგანიზებისა და ლოჯისტიკის მხრივ, რეგიონში არასახარბიელო მდგომარეობაა. ძველი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ხოლო ახალი არ შექმნილა, რაც რეგიონის ფერმერთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით ეს ეხება მალფუჭადი პროდუქციის - ციტრუსისა და სხვა სუბტროპიკული ხილის მწარმოებლებს. უკეთესი მდგომარეობაა თხილის კულტურასთან მიმართებით, რადგან რეგიონში არაერთი თხილის მიმღები პუნქტი ფუნქციონირებს.

რეგიონში მოქმედებს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ორგანიზაციები - 4 ასოციაცია/კოოპერატივი, 65 ფერმერული მეურნეობა, 7 საკონსულტაციო ცენტრი, 20 სასოფლო-სამეურნეო მაღაზია და 1 ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მერიაში ამოქმედდა მექანიზაციის რეგიონული სერვისცენტრი, სადაც განთავსებულია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: დაახლ. 40 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტრაქტორი და კომბაინი, მისაბმელები, პნევმატური სათესები, შესაწამლი და ნიადაგის დასამუშავებელი აგრეგატები. აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ფერმერებს მემცენარეობის პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. სერვისცენტრში ფერმერებს ხელმისაწვდომ ფასებში შეუძლიათ შხამქიმიკატების შეძენა და მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციის მიღება. რეგიონი მცირეგაბარიტიანი ტექნიკის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, აქტუალურია ტექნიკის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემაც. მოსახლეობა ხშირად ვერ ახერხებს მაღალხარისხიანი მასალების შეძენას, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს პროდუქციის მოსავლიანობაზე.

რეგიონში არასათანადოდ არის განვითარებული საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც გამოიცდებოდა ადგილობრივი პირობებისადმი ადაპტირებული და მდგრადი პროდუქცია. 2012 წელს მოეწყო მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 4.8 ჰა-ზე გაშენდა ათამდე ჯიშის მოცვი და რომელშიც გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი იქნება გამოცდილი ჯიშების წარმოება და გაყიდვა. აქვე ეწყობა ციტრუსის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც 1 ჰა-ზე რამდენიმე ჯიშის ციტრუსი გაშენდება და მოხდება საუკეთესო ჯიშების გაყიდვა და გავრცელება.

სოფლის მეურნეობაში დაბალი პროდუქტიულობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების არასაკმარისი კვალიფიკაციაა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რეგიონის მოსახლეობისთვის ტარდება საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიება. გარდა ამისა, ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა ბიზნესპროექტის თანადაფინანსებას, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობას და სხვ.

საექსპორტო პროდუქცია და ინვესტიციები . წარსულში, გურიის რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ იყო განკუთვნილი. მთავარ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა ჩაი და ციტრუსი, ასევე სხვადასხვა სახის ხილის წვენები, ეთერზეთოვანი და ცხიმზეთოვანი მცენარეები და სხვ. დღესდღეობით, სასოფლო–სამეურნეო საექსპორტო პროდუქციის წარმოება უკიდურესად შემცირებულია. მაგალითად, ჩაის წარმოება არ აღემატება ათას ტონას, საიდანაც 200 ტონა მწვანე და შავი ბაიხის ჩაი იყიდება უკრაინასა და უზბეკეთში. ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და სტანდარტებს, თუმცა, ასეთი სტანდარტის საქონლის წილი საკმაოდ დაბალია. უმეტესად, პროდუქცია მზადდება მოძველებული მანქანა-დანადგარებით, განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის (თუმცა, ჩაის შემთხვევაში, ადგილობრივ პროდუქციას ადგილობრივი ბაზრის მხოლოდ 15-20% უჭირავს) და ამ საქონლის კონკურენტუნარიანობა დაბალია. არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ციტრუსის გასაღების მხრივაც, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი გადის ექსპორტზე: დაახლ. 1000 ტონა უკრაინაში, 500 ტონა აზერბაიჯანში და 200 ტონა სომხეთში. ბოლო პერიოდში, ვითარდება თხილის საექსპორტო პროდუქციის წარმოება. რეგიონში მიღებული თხილის მოსავალი, 6 ათას ტონაზე მეტი, თითქმის მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი. წარმოებული პროდუქცია იგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, ჩეხეთი და სხვ.), ერაყში და სხვ.

სურსათის უვნებლობა. მცენარეთა დაცვის სფეროში რეგიონში ხორციელდება საკარანტინო ღონისძიებები სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ფინანსდება განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპელას წინაღმდეგ ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები. პერიოდულად წარმოებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება. ხორც­ი­ე­ლდება კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარული საკარა­ნ­ტი­ნო შემოწმება და ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გაცემა. ვეტერინარიის დარგში მიმდი-ნა­რეობს ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სა­მკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებები. მიმდინარეობს თურქულის საწინააღმდეგო პრ­ო­ფილაქტიკური აცრები, ხორციელდება კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა და სერთიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმდინარე მონიტორინგის პროგრამით, ხორციელდება სასმელი წყლისა და კვების პროდუ­ქ­ტე­ბ­ის შესყიდვა და კვლევა. სურსათის უვნებლობის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს რეგი­ო­ნში არსებული საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას.

 

ტურიზმი

ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები, შავიზღვისპირეთისა და მაღალმთიანეთის კურორტული ზონები, კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლე (შემოქმედის ეპარქიაში, რომელიც მთელ გურიას მოიცავს, 78 მოქმედი ტაძარი და ეკლესია-მონასტერია), მინერალური წყლები და სხვა ბუნებრივი რესურსები ქმნის კარგ პირობებს რეგიონში სხვადასხვა სახის ტურიზმის (რეკ­რეა­ციული ტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი და სხვ.) განსავითარებლად. რეგიონის შა­ვი­ზღვისპირა საზღვაო ზოლის სიგრძე 22 კმ-ია. რეგიონის შავიზღვისპირეთში განლაგებულია ცნობილი კურორტები - ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, ხოლო მაღალმთიან ალპურ ზო­ნა­ში კურორტები - ბახმარო (2050 მ) და გომისმთა (2130 მ). რეგიონის ტერიტორიაზეა, ასევე, ორი ბა­ლ­ნეოლოგიური კურორტი - ნაბეღლავი და ნასაკირალი. უკანასკნელ წლებში, მკვეთრად იმატა სასტუმროების რაოდენობამ მხარის შავი ზღვის სანაპირო ზოლში. აღსანიშნავია, რომ კუ­რო­რტ შეკვეთილთან მოქმედებს თანამედროვე ტიპის ბავშვთა გასართობი ცენტრი „გურია პა­რ­კი“, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ როგორც გურიის, ისე აჭარის კურორტების დამს­ვე­ნე­ბ­ლე­ბი. კურორტთან მიმდინარეობს თანამედროვე ტიპის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, რაც ასევე დადებითად აისახება რეგიონში ტურისტული ნაკადების შემოდინებაზე.

2006-11 წლებში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა დასაქმება, ბრუნვის მოცულობა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულების მოცულობა. შედარებით ნაკლები ზრდა აღინიშნა დასაქმებულთა ანაზღაურების კუთხით. 2011 წელს სასტუმროებისა და რესტორნების მიერ შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 1,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება. ზღვისპირა, მთის ალპურ ზონაში არსებულ და ბალნეოლოგიურ კურორტებს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ქვეყნის სატრანსპორტო არტერიებთან სიახლოვეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკი. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ინფრასტრუქტურა: ფრინველთა სათვალთვალო კოშკები, კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი 4 ორადგილიანი ნომრით, 60 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო დარბაზი და კაფეტერია. 2012 წელს ეროვნულ პარკს 23 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტები, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალება ნავები და კატარღებია. ტბაში შესაძლებელია სპორტული თევზაობაც. პარკი ფრინველთა საბინადრო ადგილს წარმოადგენს და მასობრივი მიგრაციის პერიოდში მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. არსებული გარემოებები ხელს უწყობს კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის შემდგომ განვითარებას.

ამჟამად, რეგიონში ტურიზმის პოტენციალის ჯეროვან გამოყენებასა და განვითარებას აფერხებს ისეთ ფაქტორთა ერთობლიობა, როგორიცაა ადგილობრივი კერძო კაპიტალის, დანაზოგებისა და ინვესტიციების დაბალი დონე, რეგიონში უცხოური ინვესტიციების შემოდინების დაბალი მაჩვენებელი, სუსტი საბაზო ინფრასტრუქტურა, რეგიონში კვების ობიექტების მოუწესრიგებლობა, ბუნებრივი რესურსების სამეურნეო ბრუნვაში ჩართვის მწირი პრაქტიკა და საკურორტო ზონების სეზონდამოკიდებულების მაღალი ხარისხი.

 

ინოვაციები

რეგიონში ინოვაციების განვითარების დონე ამჟამად ძალზედ დაბალია.  უკანასკნელ წლებში, რეგიონში განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ისახავდა მიზნად.

გურიაში არ არსებობს რაიმე სპეციალური ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ქმედითი საინოვაციო სისტემის განვითარების მხარდაჭერაზე და ხელს შეუწყობდა რეგიონში ტექნოლოგიურ ტრანსფერსა და მომსახურებას.

 

ინვესტიციები

ძალზე მცირეა რეგიონში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. რეგიონულ ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რეგიონში ეკონომიკური პროცესების სტიმულირებას. რეგიონში არ ფუნქციონირებს რაიმე ქმედითი ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა საინვესტიციო პროექტების შემუშავებას, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმოებას, უცხოელ და ადგილობრივ სამეწარმეო სუბიექტებს შორის კავშირების დამყარებას, ინვესტორების კონსულტირებას რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და სხვა საკითხების შესახებ, საერთაშორისო გამოფენებზე რეგიონის წარდგენას, რეგიონის ბრენდინგს, ინვესტიციებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოებას და სხვ.

 

IV. ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურებები

დასახლებათა იერსახე და სივრცითი დაგეგმვა

რეგიონში არსებული დასახლებების ინფრასტრუქტურული იერსახე - შენობა-ნაგებობების, ეზოების, ქუჩების, ტროტუარების, მოედნების, სკვერების, პარკების იერსახე არადამაკმაყოფილებელია. აღნიშნული გარემოება უარყოფითად აისახება რეგიონში ტურიზმის განვითარებაზეც. დასახლებების იერსახის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს რეგულირების ქმედითი სისტემის არარსებობა. უკანასკნელ წლებში, რეგიონში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მუნიციპალური ცენტრების კეთილმოწყობას და გარე განათების სამუშაოებს. სამივე მუნიციპალიტეტში დასახლებების ცენტრალური ქუჩები უზრუნველყოფილია გარე განათებით.

გურიის რეგიონში არც მხარის და არც მუნიციპალურ დონეზე არ ხორციელდება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა.

გზები და ტრანსპორტი

საავტომობილო გზებს , დასახლებების შიდა გზების ჩათვლით, რეგიონში 2405,4 კმ უკავია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარით დაფარულია 653,2 კმ, ხოლო ხრეშით - 1752,2 კმ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის 12,4 კმ-იანი (სენაკი-ფოთი-სარფი, წყალწმინდა-ჩო­ლო­ქის ხიდი), ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 45 კმ-იანი (საჯავახო-ჯა­პანა-ურეკი) ასფალტ-ბეტონიზებული საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. შიდასახელმწიფო­ებ­რი­ვი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მთლიანი სიგრძეა 199,2 კმ, საიდანაც ასფალტ-ბე­ტო­ნის საფარით დაფარულია 149,8 კმ, ხოლო ხრეშით - 49,4 კმ. რეგიონის ტერიტორიაზე არ­სე­ბულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ საავტომობილო გზებზე განლაგებულია 58 ხი­დი, რომელთა საერთო სიგრძე 1643 გრძივ მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ასფალტის ან ბე­ტო­ნის საფარით არ არის დაფარული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მცირე და ად­გილობრივი მნიშვნელობის გზების (მათ შორის მუნიციპალური ცენტრებისა და შესაბამისი დასახლებების დამაკავშირებელი გზების) დიდი ნაწილი, რაც ხელს უშლის მოსახლეობის მობილურობას.

რკინიგზა და საავტომობილო გზები გურიის რეგიონის ძირითადი სატრანსპორტო არტერიებია. რკინიგზის სიგრძე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 76 კმ-ს შეადგენს. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს რკინიგზის სადგუ­რე­ბი, ხოლო ავტოსადგური სამივე მუნიციპალურ ცენტრშია. დასახლებების სატრანსპო­რტო კავ­ში­რს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებთან და რეგიონის გარეთ სატრანსპორტო კა­ვშირს, ძირითადად, უზრუნველყოფენ კერძო სატრანსპორტო კომპანიები. ბათუმის საერ­თა­შო­­­რისო აეროპორტი და ბათუმის პორტი ქ. ოზურგეთიდან დაშორებულია 60 კმ-ით, ხოლო ქუ­თა­ისის საერთაშორისო აეროპორტი - 90 კმ-ით. რეგიონს ესაზღვრება ფოთის პორტი.

კომუნალური მომსახურებები

რეგიონში 2011 წელს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იყო შინამეურნეობათა 14,9%. აღნიშნული მაჩვენებლით, გურია მხოლოდ აჭარას და სამეგრელო-ზემო სვანეთს უსწრებს. რეგიონში გაზმომარაგებას ახორციელებენ კერძო კომპანიები.

რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიით სრულად არის უზრუნველყოფილი.

ცენტრალური წყალმომარაგების სისტემებით სარგებლობს ქ. ოზურგეთის მოსახლეობის 65%, ოზურგეთის სოფლების მოსახლეობის 15%, ქ. ლანჩხუთის მოსახლეობის 45% და დაბა ჩოხატაურის მოსახლეობის 45%. წყლის მიწოდების მომსახურებას ახორციელებენ სახელმწიფო კომპანიები. სასმელი წყლის ხარისხი სრულად არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ჭებზე და წყაროს წყალზეა დამოკიდებული. ამჟამად, მიმდინარეობს დაბა ჩოხატაურის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის და დაბა ურეკის წყლის სისტემის მშენებლობა.

საკანალიზაციო სისტემები რეგიონში ან ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის შესაბამის მომსახურებას (ოზურგეთი, ლანჩხუთი) ან საერთოდ არ არსებობს (ჩოხატაური). მოძველებული საკანალიზაციო ქსელის გაუმართაობის გამო, 2011 წელს ლანჩხუთში ადგილი ჰქონდა ავარიულ ჩაღვრებს ზედაპირული წყლის ობიექტებში და წყლისმიერი ინფექციის ეპიდაფეთქებას. რეგიონში არ არსებობს ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობები. გაუწმენდავი საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები, მოქმედი საწარმოებისა და სამედიცინო დაწესებულებების არასრულად გაწმენდილი წყლები, აგრეთვე ნაგავსაყრელებიდან და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩამდინარე წყლები ჯერ ხვდება მდინარეებში, შემდეგ კი - შავ ზღვაში. აღნიშნული გარემოება საგანგაშოა და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოებისათვის, ისე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. კურორტებში - ურეკსა და შეკვეთილში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემები.

მუნიციპალური ცენტრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას რეგულარულად ახორციელებენ შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები. სოფლების უმრავლესობაში მოსახლეობა თვითნებურად ყრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მცირე ზომის „უკონტროლო ნაგავსაყრელებზე”, უახლოეს ხევებში, გზის პირას და მდინარის ნაპირზე.

სამივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს დასუფთავების მუნიციპალური სამსახური, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე ემსახურება მუნიციპალურ ცენტრებს და დაბებისა და სოფლების მცირე ნაწილს. ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში, უზრუნველყოფილია კურორტების - ბახმაროს, შეკვეთილისა და ურეკის დასუფთავება.

ნარჩენების მართვა

ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, გურიაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს თითო, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - ორი ნაგავსაყრელი. ამასთან, მხოლოდ ორ ნაგავსაყრელს აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. რეგიონში ნაგავსაყრელების საერთო ფართია 13,65 ჰა, ხოლო წლის განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობა - 57660 კბმ. რეგიონში ნარჩენების დახარისხება-სეპარაცია არ ხორციელდება. ასევე არ არსებობს ორგანული ნარჩენების კომპოსტირების პრაქტიკა. რეგიონში ოპერირებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე 11 საწარმო. მათ შორის სამ სუბიექტს აღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ნარჩენების გადამუშავების, გაუვნებელყოფის, განადგურებისა და განთავსების ეკონომიკურ საქმიანობაზე. რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი 9 სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებიდან სამედიცინო ნარჩენების გატანა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის მქონე ორგანიზაციის მიერ. რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების, პესტიციდების მოქმედი და მიტოვებული საწყობის არსებობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

კავშირგაბმულობა

რეგიონის ტერიტორიაზე ვრცელდება ფიჭური კავშირგაბმულობის სატელეფონო ქსელები, რომელთა დაფარვა დასახლებების უმეტესობაზე (გარდა მაღალმთიანი ზონებისა) ვრცელდება. მობილური სატელეფონო კავშირით მოსახლეობის 98% სარგებლობს. რეგიონში ინტერნეტქსელი, ძირითადად, ფუნქციონირებს მობილური ქსელების (მოდემები) და სატელიტური თეფშების საშუალებით. DSL-ინტერნეტკომუნიკაცია მხოლოდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი. „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრები სამივე მუნიციპალურ ცენტრში მოქმედებს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურები

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური, რომლის განკარგულებაშია 3 პიკაპის ტიპის სპეციალური სამაშველო მანქანა, 1 სატვირთო მანქანა და სხვა სპეცტექნიკა. სახანძრო-სამაშველო სამსახური ფუნქციონირებს სამივე მუნიციპალიტეტში: ლანჩხუთში სამსახურის განკარგულებაშია 3 სახანძრო და 1 პიკაპის ტიპის მანქანა, ოზურგეთში - 5 სახანძრო მანქანა (მხოლოდ 2 მანქანაა მუშა მდგომარეობაში), ხოლო ჩოხატაურში - 4 სახანძრო მანქანა (მხოლოდ 2 მანქანაა მუშა მდგომარეობაში).

 

V. გარემოს დაცვა

ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხი

საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, გურიის რეგიონში მოქმედ საწარმოთა რიცხვი და მოცულობა მცირეა და შესაბამისად, ემისიები, ატმოსფეროში მტვერი, ნახშირჟანგის გაფრქვევები, გოგირდის ორჟანგის გაფრქვევები, აზოტის ჟანგეულების გაფრქვევები და აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევები მცირე ოდენობითაა. 2012 წლის მდგომარეობით, რეგიონში ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებელი 28 სტაციონარული ობიექტი ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოქმედი საწარმოო ობიექტებიდან გამოყოფილი ემისია ჰაერში ყოველგვარი გამწმენდისა და უტილიზაციის გარეშე გაიფრქვევა, გურიის რეგიონში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში აღინიშნება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების კლების ტენდენცია, რაც, ძირითადად, ასფალტისა და ჩაის წარმოებების სიმძლავრის შემცირებით არის განპირობებული. რეგიონის წილმა ქვეყნის მასშტაბით საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების გაფრქვევაში 2012 წელს 0,17% შეადგინა. გურიის რეგიონი არ შედის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელში და არ ხორციელდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. თუმცა, რეგიონში არსებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი წყაროების სიმცირის გათვალიწინებით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის არსებობა საჭირო არ არის. რეგიონში მდებარეობს ყველაზე მოწყვლადი ეკოსისტემები - რამსარის საერთაშორისო კონვენციით დაცული კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული იმნათისა და პალიასტომის ტბები. ეს უკანასკნელი შედის ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელში და მეტ-ნაკლები სიხშირით მიმდინარეობს წყლის ხარისხის მონიტორინგი.

ტყის დაცვა

გურიის რეგიონი გამორჩეულია ტყის და ტყის რესურსების ბიომრავალფეროვნებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგიონის მთავარი სიმდიდრე მინერალური წყლები და საკურორტო ზონებია, გურიის რეგიონის ტერიტორიაზე განფენილი ტყეები განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებით გამოირჩევა. უნდა აღინიშნოს მათი ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგულირებელი ფუნქციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკურორტო ზონის ტყეები. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ტერიტორიაზე (ბახმაროს მიმდებარედ) არსებობს პონტოს მუხის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე კარგად შემონახული წმინდა კორომი.

რეგიონის ტყეები გამოირჩევა თვითაღდგენის მაღალი მაჩვენებლით. ბუნებრივი განახლება წიწვიან კორომებში იმდენად კარგად მიმდინარეობს, რომ მხოლოდ ბუნებრივად წამოსული მოზარდ-აღმონაცენის ზრდის ხელშეწყობა შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად ტყის აღდგენის ღონისძიებების მიმართულებით. ამჟამად, რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ტყეების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სამეურნეო ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების გატარება. ტყეების დეგრადაციის გამომწვევ ძირითად მიზეზად და ასევე სამომავლო რისკ-ფაქტორად ტყის ხანძრები შეიძლება ჩაითვალოს (როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენული წარმოშობის). გარდა ამისა, ტყეების დეგრადაციისა და აღდგენითი პროცესების შეფერხების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქონლის დაურეგულირებელი ძოვება. გასათვალისწინებელია ტყეების სანიტარული მდგომარეობაც. ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მუდმივი მონიტორინგისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

ბუნებრივი კატასტროფების მართვა

გურიის რეგიონი სტიქიური გეოლოგიური პროცესების, კერძოდ, მეწყრული პროცესების გავრცელებისა და საშიშროების რისკის მიხედვით მაღალი საშიშროების რისკის კატეგორიას მიეკუთვნება. განსაკუთრებით მოწყვლადია რეგიონის სეისმო-ტექტონიკურად აქტიურ ზონაში მდებარე ტერიტორია (ჩოხატაურის შეცოცების მიმდებარე უბნები). რეგიონის ტერიტორიის საგრძნობი ნაწილის დაზიანების კოეფიციენტი 0,3-0,5-ია, ხოლო იშვიათად - 0,5-0,7-მდე აღწევს. საშიშროების მაღალი რისკით ხასიათდება რეგიონის მჭიდროდ დასახლებული გორაკ-ბორცვიანი ზონა. რეგიონში არსებობს წყალდიდობების რისკი. 1997 და 2005 წლებში მდ. სუფსის ადიდების შედეგად დაიტბორა, შესაბამისად, 30 და 60 ჰა ფართობი, ხოლო საერთო ზარალმა 7 მლნ დოლარი შეადგინა. ასევე აღინიშნება ღვარცოფები (ატმოსფერული ნალექების თქეში წვიმების დროს) და მდინარეთა ხეობებში ეროზიები (ნაპირების გარეცხვა ზაფხული-შემოდგომის წყალმოვარდნების დროს). მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დროული და კვალიფიციური ჩატარება შესაძლებელს გახდის, ეფექტიანად იქნეს გამოყენებული რეგიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქმედითი პრევენციული ღონისძიებების გატარება, კერძოდ, ნაპირსამაგრი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება.

გურიის რეგიონის ტერიტორიის შავი ზღვის სანაპირო ზონა საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე მოწყვლადი სისტემის ნაწილს წარმოადგენს. მოდელური გათვლების საფუძველზე მიღებული პროგნოზის თანახმად, 2030-2050 წლებისათვის სუფსა-ნატანების უბანზე ზღვის დონე 23 სმ-ით აიწევს, რაც გაზრდის მდ. სუფსის წყალმოვარდნების ალბათობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს უნიკალური ბალნეოლოგიური თვისებებით ცნობილი მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ზღვის დონის ევსტატიური აწევის გამო, სანაპიროს პლაჟის 0,5 კმ2-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია ქმედითი ღონისძიებების გატარება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ტერიტორიაზე განლაგებულია სუფსის ნავთობტერმინალი, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია როგორც რეგიონის მოსახლეობისათვის, ისე ეკოსისტემებისათვის. ამდენად, აუცილებელია საგანგებო სიტუაციებში რეაგირების გეგმის არსებობა.

ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და გარემოსდაცვითი საქმიანობა

კოლხეთის ეროვნული პარკის უბნები საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს იმნათის უბანი, რომლის ფა­რ­თობი შეადგენს 9 609 ჰა-ს და წარმოადგენს კოლხეთის ეროვნული პარკის სახმელე­თო ტერიტორიის 32,77%-ს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქო­ნე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით. კოლხეთის ჭაობები ძალზე მნი­შვნელოვანია თავისი რელიქტური წარმოშობით. დღემდე შემორჩენილია რელიქტური და ენდემური სახეობებით მდიდარი ფიტოცენოზების კომპლექსები. გავრცელებულია გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით წითელ ნუსხაში შეტანილი ორი სახეობა - ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. აღსანიშნავია, რომ პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს ფრინვე­ლე­ბ­ის 194 სახეობა და პარკზე გადის უამრავი ფრინველის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი. რე­­გიონში კოლხეთის ეროვნული პარკის არსებობა განსაკუთრებული აქტუალობით აყენებს დღის წესრიგში გარემოსდაცვითი საქმიანობისა და თანამშრომლობის განვითარების საჭი­რო­ე­ბ­ას.

გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი საქმიანობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობის უზრუნველყოფა, ძირითადად, ფრაგმენტულად ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანსასაზღვრო წყლის ობიექტი - შავი ზღვა (კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ტერიტორია) და საერ­თა­შო­რისო კონვენციით (რამსარის კონვეცია) დაცული კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები, რე­გი­ონი არ არის ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში. საქართველოს სხვა რეგიონების მს­გა­ვსად, გურიაშიც საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და დონორი ქვეყნების წარმო­მა­დგენლობების მიერ გარემოსდაცვითი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა-განხო­რ­ციე­ლე­ბა, ტრადიციულად, მიმდინარეობდა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციითა და კოორდინაციით. რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, პრაქტიკულად, არ ხორციელდება გა­რემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა და არ არის უზრუნველყოფილი მოსახლეობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ასევე არ არის უზრუნველყოფილი კლი­მა­ტის ცვლილების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლება. გარემოსდაცვით სფეროში რეგიონის აქტიური თანამშრომლობა მოსაზღვრე და არამოსაზღვრე რეგიონებთან, მონაწილეობა ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსის მართვის ღონისძიებებში ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის ეფე­ქტიანად განხორციელებას და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას. აღნიშნული გარე­მოება ქმნის რეგიონში გარემოსდაცვითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. აღ­სა­ნიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ნეგატიურ ზემოქმედებასთან სოციალური, ეკო­ნომი­კური და ეკოლოგიური სისტემების ადაპტაციის პროექტებისა და პროგრამების განსახორციე­ლე­ბ­ლად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიიღოს ფართომასშტაბიანი ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარება. გარემოს დაცვის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მცირე გრანტების პროგრამის (10000-50000 დოლარი) ფარგლებში, შესაძლებელია რეგიონების დონეზე გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება. საჭიროა, რეგიონისთვის გამოყენებულ იქნეს აღნიშნული შესაძლებლობა და შემუშავდეს შე­სა­ბა­მისი პროექტები.

 

VI. ხელისუფლება

რეგიონული ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა

რეგიონული ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები სარგებლობენ შეზღუდული უფლებამოსილებებით, ფინანსური და ქონებრივი რესურსებით. შესაბამისად, ძალზე შეზღუდულია მათი შესაძლებლობები რეგიონული განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გარდა ამისა, საჭიროა რეგიონული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კვალიფიკაციის სისტემური ამაღლება განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, საზოგადოებრივი მომსახურებების გაწევა და სხვ. არადამაკმაყოფილებელია რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.

დასახლებებში არ მოქმედებს მოსახლეობებისთვის ადმინისტრაციული მომსახურებების გაწევაზე პასუხისმგებელი სერვისცენტრები.

ქვეყანაში ფისკალური დეცენტრალიზაციის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებს აქვთ მწირი საბიუჯეტო რესურსები. მათი საბიუჯეტო შემოსავლები 2013 წლის დასაწყისში დაახლ. 19 მლნ ლარს (ოზურგეთი - 9,900 ათასი, ლანჩხუთი - 5,706 ათასი, ჩოხატაური - 3,445 ათასი) შეადგენდა. ადგილობრივი ბიუჯეტების დეფიციტი ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერით იფარება, რომლის საერთო მოცულობა სამივე მუნიციპალიტეტისთვის დაახლ. 13,9 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერებით ფინანსდება.

 

 

 

VII.   რეგიონის ფაქტორული ანალიზი (SWOT)

რეგიონის ფაქტორული ანალიზი

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

რეგიონის სიახლოვე ფოთისა და ბათუმის პორტებთან და ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებთან

მდიდარი ტყის რესურსები

მაღალი ენერგეტიკული, რეკრეაციული და საწარმოო პოტენციალის მქონე წყლის რესურსები

რეგიონის ბიომრავალფეროვნება და მაღალი ტურისტული პოტენციალი

ეკოლოგიურად სუფთა გარემო

 

რეგიონის ურბანიზაციის დაბალი დონე

რეგიონში არსებული რთული დემოგრაფიული ვითარება

მოსახლეობის ფაქტობრივი უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის არარსებობა

მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჯანდაცვისა და მედიკამენტების შეზღუდული ხელმისაწვდომობა

სუსტად განვითარებული სოციალური მომსახურებები და ინფრასტრუქტურა

სუსტად განვითარებული სამოქალაქო სექტორი და რეგიონული მედია

გენდერული დისბალანსი საჯარო და კერძო სექტორში

ეკონომიკის განვითარებისა და დივერსიფიკაციის დაბალი დონე

სუსტად განვითარებული კომერციული და საბაზისო ინფრასტრუქტურა

კომერციული კრედიტების სიძვირე და კაპიტალის ალტერნატიული წყაროების არარსებობა

მუშახელის პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე

ტურისტული ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და კურორტების სეზონდამოკიდებულების მაღალი დონე

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის დაბალი დონე

რეგიონის მცირემიწიანობა და ფართობების ფრაგმენტაცია

აგროწარმოებისა და ლოჯისტიკის განვითარების არასათანადო დონე

ბუნებრივი კატასტროფების მართვის ქმედითი სისტემის არარსებობა

რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების შეზღუდული უფლებამოსილებები, მწირი შემოსავლები და ქონებრივი რესურსები

 

შესაძლებლობები

საფრთხეები

საფინანსო-ეკონომიკური განვითარების მაღალი დინამიკა

საბანკო კრედიტებზე და კაპიტალის ალტერნატიულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

რეგიონში წარმოებული პროდუქციისთვის ახალი გასაღების ბაზრების გახსნა

ინვესტორების გაზრდილი ინტერესი რეგიონის ტყისა და წყლის რესურსების და ტურისტული პოტენციალის მიმართ

საერთაშორისო ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდა

ტურისტული ნაკადების გაზრდა

 

პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია

საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი

ბუნებრივი კატასტროფები და სამრეწველო ავარიები,

ეპიდემიების გავრცელება

ეპიზოოტიებისა და მცენარეული დაავადებების გავრცელება

 

 

 

დარგობრივი ფაქტორული ანალიზი

სოციალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურებები

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

სამივე მუნიციპალიტეტში საავადმყოფოს არსებობა

ოჯახის ექიმის მომსახურებით ყველა თემის უზრუნველყოფა

ყველა მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის არსებობა

რეგიონში მდიდარი ტრადიციების მქონე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების არსებობა

რეგიონის სიახლოვე ფოთისა და ბათუმის პორტებთან და ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებთან

რეგიონში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებისა და რკინიგზის არსებობა

საავტომობილო გზების მნიშვნელოვანი ნაწილის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

მუნიციპალურ ცენტრებსა და შესაბამის დასახლებებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის არსებობა

გარე განათებით დასახლებების დიდი ნაწილის უზრუნველყოფა

ელექტროენერგიის მომარაგებით მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა

მუნიციპალური ცენტრების მოსახლეობის დიდი ნაწილისა და სოფლების ნაწილის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემებით უზრუნველყოფა

მუნიციპალურ ცენტრებსა და საკურორტო დასახლებებში ნარჩენების გატანის პრაქტიკის არსებობა

სამედიცინო ნარჩენების გატანის პრაქტიკის არსებობა

რეგიონის სრული დაფარვა მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობის ქსელით და საფოსტო კავშირით

მუნიციპალიტეტებში სახანძრო-სამაშველო რაზმების არსებობა

რეგიონის ურბანიზაციის დაბალი დონე

რეგიონის დიდი დაშორება ქვეყნის დედაქალაქიდან

რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილის მაღალმთიანობა

რთული დემოგრაფიული მდგომარეობა

რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციის უარყოფითი დინამიკა

მოსახლეობის ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა და მოსახლეობის დაბერება

სტრუქტურული უმუშევრობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი და დასაქმების მწირი შესაძლებლობები მოსახლეობისთვის

სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი

მოსახლეობის მწირი შემოსავლები და დანაზოგების მცირე მოცულობა

სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის არარსებობა

სოციალური სახლების ნაკლებობა

საავადმყოფოებისა და საავადმყოფო საწოლების არასაკმარისი რაოდენობა და არადამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურა

სამედიცინო პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია

სასწრაფო დახმარების ბრიგადების სუსტი აღჭურვილობა

არასაკმარისი ფინანსების გამო, მოსახლეობის უმრავლესობისთვის სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა

საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების არადამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურა

საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების არადამაკმაყოფილებელი კვალიფიკაცია

რამდენიმე სოფლისთვის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რთული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არარსებობა

პროფესიული სასწავლებლების ნაკლებობა

კულტურის ცენტრების, პარკების, ბიბლიოთეკების, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების, სტუდიების, გალერეების, მუზეუმების, თეატრების, სპორტული სკოლების/კლუბების/წრეების და საცურაო აუზების არასაკმარისი რაოდენობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

მომსახურების სფეროს განვითარების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

დასახლებების კეთილმოწყობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

დასახლებების დიდ ნაწილში გარე განათების არარსებობა

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების უდიდესი ნაწილის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

სასმელი წყლით მოსახლეობის არასრული უზრუნველყოფა და ხარისხის სტანდარტებთან სასმელი წყლის შეუსაბამობა

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაზმომარაგების ხელმიუწვდომლობა და არასრული გამრიცხველიანება

მუნიციპალურ ცენტრებში საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა და სოფლების უმრავლესობაში საკანალიზაციო სისტემების არარსებობა

სოფლებიდან ნარჩენების გატანის პრაქტიკის არარსებობა

ნარჩენების გადამუშავებისა და კომპოსტირების პრაქტიკის არარსებობა

ლიცენზირებული ნაგავსაყრელების ნაკლებობა და „უკონტროლო“ ნაგავსაყრელების არსებობა

სოფლების უმრავლესობაში ქუჩების დასუფთავების პრაქტიკის არარსებობა

დასახლებების უმრავლესობაში ხარისხიანი და იაფი ინტერნეტკავშირის არარსებობა

სახანძრო-სამაშველო სამსახურების არადამაკმაყოფილებელი აღჭურვილობა

რეგიონში სივრცითი დაგეგმვის პრაქტიკის არარსებობა

მთისა და დაბლობის რთული ლანდშაფტი - სირთულე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად

სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების არადამაკმაყოფილებელი დონე

გენდერული დისბალანსი საჯარო და კერძო სექტორში

შესაძლებლობები

საფრთხეები

ეკონომიკური განვითარების მაღალი დინამიკა

ბუნებრივი კატასტროფები

ეპიდემიების გავრცელება

ეკონომიკა

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

რეგიონის სიახლოვე ფოთისა და ბათუმის პორტებთან, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან და ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებთან

გადამამუშავებელი მრეწველობისთვის სანედლეულო ბაზის მნიშვნელოვანი მოცულობა და სიიაფე

იაფი მუშახელი

სუფთა ეკოლოგიური გარემო და პროდუქცია

რეგიონში ბანკების ფილიალების, კონსალტინგური და აუდიტორული ფირმების არსებობა

რეგიონში მაღალი პოტენციალის მქონე ზღვის და მთის კურორტების არსებობა და მათი ერთმანეთთან სიახლოვე: ურეკში მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლი, შეკვეთილისა და გრიგოლეთის ზღვის კურორტები, ბახმაროსა და გომისმთის მთის კურორტები.

ტურიზმის სექტორის განვითარების დადებითი დინამიკა

სხვადასხვა სახის ტურიზმის განვითარების პოტენციალი

სუბტროპიკული ზონისათვის დამახასიათებელი ხელსაყრელი კლიმატური პირობები (შედარებით თბილი ზამთარი და გრძელი ზაფხული - ეკონომიურად  მოსახერხებელ  მდგომარეობა ტურიზმისა და დასვენებისათვის

ელექტროენერგიის შედარებითი სიიაფე

რეგიონში სუფსის ნავთობტერმინალის არსებობა

წყლის რესურსების მაღალი საწარმოო, ენერგეტიკული და რეკრეაციული პოტენციალი, მინერალური, სამკურნალო და თერმული წყლების დიდი რესურსი

მდიდარი ენერგეტიკული რესურსები (წყლის და ქარის რესურსები, ბიომასა, მზე, თერმული წყლები)

რეგიონის სიმდიდრე ტყის რესურსებით, სამკურნალო მცენარეების მდიდარი რესურსის არსებობა

რეგიონში სხვადასხვა სახის წიაღისეული რესურსების არსებობა

რეგიონში მოქმედი ბიზნესსუბიექტების მცირე რაოდენობა

სუსტი კომერციული ინფრასტრუქტურა და ბიზნესის მხარდამჭერი ქმედითი ორგანიზაციების ნაკლებობა

ძვირი საბანკო კრედიტები და კაპიტალის ალტერნატიული წყაროების არარსებობა

ეკონომიკის არასათანადო დივერსიფიკაცია

მრეწველობის სექტორის განვითარების არადამაკმაყოფილებელი დონე

მუშახელის პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე

შრომითი რესურსების მომზადება-გადამზადების ქმედითი სისტემის არარსებობა

რეგიონიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება

ტურისტული ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

ტურიზმის ინდუსტრიული ზონების მართვის და ტურიზმის, როგორც ბიზნესის საქმიანობის, არასაკმარისი ცოდნა

საკურორტო ზოლში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების სიმცირე

მხარის ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული თავისებურებების სუსტი კომერციალიზაცია

რეგიონში კონსალტინგური და აუდიტორული ფირმების ნაკლებობა

მშენებლობისა და ტრანსპორტის სექტორის განვითარების დაბალი დონე

ვაჭრობისა და მომსახურების სექტორების განვითარების დაბალი დონე

ინოვაციების განვითარების უკიდურესად დაბალი დონე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი ინტენსივობა, მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულება

მოძველებული საწარმოო ტექნიკური ბაზა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებლები და რეგიონის დონეზე მათი მოზიდვის ქმედითი მექანიზმების არარსებობა

პროდუქციის ექსპორტის არასათანადო მოცულობა

გამოშვებული პროდუქციის სუსტი სარეკლამო მხარდაჭერა და მარკეტინგი

ადგილობრივი გზების რთული რელიეფი და დაბალი გამტარუნარიანობა

ურბანული განვითარების დაბალი დონე

ბუნებრივი რესურსების არასრული შესწავლა და დაძიება-მოპოვების მაღალი ხარჯები

ტყის რესურსების არასრული ინვენტარიზაცია

შესაძლებლობები

საფრთხეები

საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ბაზრებზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა

ქვეყანაში კვების მრეწველობის განვითარება

ტურისტული ნაკადების ზრდა

ეკოტურიზმზე მოთხოვნის ზრდა

რეგიონში წარმოებული პროდუქციისთვის ახალი გასაღების ბაზრების გახსნა; ევროკავშირთან და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულება

რეგიონის მიმართ ინვესტორების დაინტერესების ზრდა

საბანკო კრედიტებზე და კაპიტალის ალტერნატიულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების მოცულობის ზრდა

ინვესტორების მზარდი ინტერესი რეგიონის ტყის და წყლის რესურსების და წიაღისეულის მიმართ

მცირე ბიზნესის და აგრო სესხების გაიაფებაზე ორიენტირებული სპეციალური სახელმწიფო პროგრამები

ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეობის საკანონმდებლო წახალისება

ფორმირების პროცესში მყოფი თანაინვესტირების, სუვერენული და ვენჩორული ფონდების, ასევე, მოქმედი  სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების ფონდების ეფექტური საქმიანობა;  რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისთვის დაფინანსების   მიზნობრივი და წარმატებული ათვისება-გამოყენება.

ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაზე მიმართული სპეციალური სახ. და დონორული პროგრამები

ბუნებრივი კატასტროფები

პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია

გლობალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი

რეგიონული და მუნიციპალური განვითარების სტრატეგიების სუსტი იმპლემენტაცია; მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები არაეფექტიანობა

ტყის ხანძრები და ტყის მავნებლები

სოფლის მეურნეობა

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

სოფლის მეურნეობაში წარმოებული დამატებული ღირებულების ზრდის დადებითი დინამიკა

რეგიონის ნიადაგების მაღალი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი

ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები სოფლის მეურნეობის განსავითარებლად და მრავალფეროვანი პროდუქციის მისაღებად

საირიგაციო მნიშვნელობის წყლის რესურსის სიუხვე

რეგიონში და რეგიონთან ახლოს საკურორტო ზონების არსებობა

სამეცნიერო ტრადიციები აგრარულ სფეროში

რეგიონში თხილის გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა

რეგიონში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მექანიზაციის ცენტრის არსებობა

ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის დაბალი დონე

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დაბალპროდუქტიულობა, უარყოფითი დისპროპორცია დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის მოცულობას შორის

რეგიონის მცირემიწიანობა და ფართობების ფრაგმენტაცია

სადრენაჟო ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და მიწების მნიშვნელოვანი ნაწილის დაჭაობება

აგროწარმოების განვითარების არადამაკმაყოფილებელი დონე

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ორგანიზაციების ნაკლებობა

სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების დაბალი დონე, ქმედითი ვეტერინარიის სამსახურების არარსებობა

მომსახურების, ექსტენციის ცენტრებისა და ლოჯისტიკის განვითარების დაბალი დონე

შიდა ბაზრის არაორგანიზებულობა

პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობა იმპორტული პროდუქციის მიმართ

შესაძლებლობები

საფრთხეები

ტურისტთა მზარდი ნაკადის მხრიდან გურიაში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნილების ზრდა

მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება-გაფართოება

შეღავათიან აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა

სოფლის მეურნეობის სფეროში სადაზღვევო სისტემების ხელმისაწვდომობის ზრდა

ბუნებრივი კატაკლიზმების რისკი

ეპიზოოტიებისა და მცენარეთა დაავადებების გავრცელება

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე იმპორტირებული პროდუქტის დემპინგი

უხარისხო სასოფლო-სამეურნეო მასალების გავრცელება

გარემოს დაცვა

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

გარემოს დაბინძურების უმნიშვნელო დონე

რეგიონში დამაბინძურებელი სტაციონარული ობიექტების მცირე რაოდენობა

ტყის თვითაღდგენის მაღალი მაჩვენებელი

ტყეების დამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა

რეგიონის მდიდარი ბიომრავალფეროვნება

გარემოსდაცვითი საქმიანობისა და თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი

საკანალიზაციო სიტემების არარსებობა/გაუმართაობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის არარსებობა

რეგიონში ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების პრობლემის არსებობა

ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის არარსებობა

რეგიონში ბუნებრივი კატასტროფების მართვის ქმედითი სისტემის არარსებობა, სტიქიური გეოლოგიური პროცესების პრევენციულ ღონისძიებათა გეგმის, კლიმატის ცვლილების მოწყვლადი ტერიტორიების ადაპტაციისა და მიტიგაციის ღონისძიებათა გეგმების არარსებობა

ტყის ხანძრების პრევენციისა და ლიკვიდაციისათვის საკმარისი რესურსის არარსებობა

ტყეების არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა

საქონლის დაურეგულირებელი ძოვება

ადგილობრივი ბიზნესებისა და მოქალაქეების არასათანადო გათვითცნობიერება მათ მიერ გარემოს დაბინძურების მავნე შედეგების შესახებ

გარემოსდაცვით საკითხებში ტრანსსასაზღვრო (შავი ზღვა) და ტერიტორიათაშორისი (კოლხეთის დაცული ტერიტორიები) თანამშრომლობის ნაკლებობა

შესაძლებლობები

საფრთხეები

საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესის ზრდა გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირებული მართვის გაუმჯობესების მიმართ

გარემოს დაცვის სფეროში ახალი საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმება (მაგ. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებული შეთანხმება)

ბუნებრივი კატასტროფების რისკი

კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა

ფლორის სხვადასხვა სახის მავნებელ დაავადებათა გავრცელება

ტყის ხანძრების გაჩენა

ეკოლოგიური გარემოს გაუარესება

სამრეწველო ავარიები მაღალი რისკების შემცველ ობიექტებზე

საჯარო ხელისუფლება

ძლიერი მხარეები

სუსტი მხარეები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ორგანოების არსებობა

რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების შეზღუდული უფლებამოსილებები

რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მწირი საბიუჯეტო შემოსავლები და ქონებრივი რესურსები

რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა

რიგ სფეროებში რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მოხელეების არასათანადო კვალიფიკაცია

შესაძლებლობები

საფრთხეები

საჯარო ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა

საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი

 

 

VIII. რეგიონის განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და წინადადებები

გურიის მომავალი განვითარებისათვის შემუშავებული სტრატეგიული ხედვა, პრიორიტეტები და წინადადებები ემყარება რეგიონისა და მისი სექტორული განვითარების დონის წინმსწრებ ანალიზს, შესაბამის სიტუაციურ და ფაქტობრივ შეფასებებს, რომლებიც მომზადდა წინამდებარე დოკუმენტის ჩამოყალიბების პროცესში, სათანადო მეთოდოლოგიისა და  ჩართულობის საფუძველზე.

 

მხარის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებისას, გამოკვეთილ იქნა რამდენიმე საკვანძო საკითხი, რაც შესაძლებელს ხდის ინტეგრირებული ხედვის შექმნას და სათანადო ძალისხმევის მიმართვას შესაბამის  მიმართულებებზე, კერძოდ: 

  მხარის ბუნებრივი რესურსებისა და მატერიალური აქტივების გონივრული მართვა-გამოყენება

  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება

   ტურისტული ინდუსტრიის მრავალმხრივი განვითარება

  სათანადოდ განვითარებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი

  კარგად განვითარებული საბაზისო და სოციალური ინფრასტრუქტურა

  მიმზიდველი საინვესტიციო გარემო

  მხარის სამრეწველო სექტორის პერსპექტიული მიმართულებების განვითარება

  ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეობის სტიმულირება

  შრომის ნაყოფიერების ზრდა და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა

  შრომითი რესურსების უწყვეტი გადამზადების ინფრასტრუქტურა

  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება

  ეფექტიანი მმართველობა, ძლიერი სამოქალაქო სექტორი და მედია

  გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება

 

აქედან გამომდინარეობს რეგიონის განვითარების საერთო ხედვაც: 

 

“2021 წლისათვის გურიის მხარეს ექნება ერთ-ერთი სწრაფად ზრდადი ეკონომიკა, შესაბამისი სოციალური უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის სტანდარტით. მისი მახასიათებელი იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და  განვითარებული გადამამუშავებელი მრწველობა, - მრავალპროფილური ტურიზმისა და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორები, - მიკრო და მცირე ბიზნესის სფეროები, - მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის შესაძლებლობებსა და შემოსავლებს, და ხელს შეუწყობს ცხოვრების საერთო დონის მნიშვნელოვან ამაღლებას“.

 

წინამდებარე სტრატეგიამ ხელი უნდა შეუწყოს მოცემული ხედვის განხორციელებას.  შესაბამისად, გურიის განვითარების სტრატეგიის საერთო მიზანია:

 

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა - პერსპექტიული სექტორების გაძლიერებითა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით, მისი ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვითა და გამოყენებით,  ადგილობრივი შრომითი რესურსების  განვითარებითა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით,  გასაღების ახალ ბაზრებზე დამკვიდრებითა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით.

 

გურიის განვითარების სტრატეგიის საერთო მიზანი შეესაბამება საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ სახელმწიფო სტრატეგიის მიზნებს, ასევე, მდგრადი და სწრაფი ეკონომიკური განვითარების 2010-2013 წწ საბაზისო მონაცემებისა და მიმართულებების მიზნებს. იგი პასუხობს სიღარიბის მინიმუმ 20-25%-ით შემცირების საშუალოვადიან ამოცანას, რაც ეთანადება ათასწლეულის განვითარების მიზნებს, ამოცანებსა და ვადებს.

ქვემოთ განსაზღვრულია რეგიონის განვითარების ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები,  რომელთა განხორციელება პრიორიტეტულია მომდევნო რვაწლიანი პერიოდის განმავლობაში.

 

მიზანი 1:  საჯარო ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარება

·       თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და რესურსული შესაძლებლობების თანდათანობითი გაფართოება

·      რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

·      სოფლებსა და დაბებში თანამედროვე ტიპის სერვისცენტრების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი მომსახურებების გაწევას, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართვას მუნიციპალიტეტების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და შეასრულებს დასახლების კულტურული ცენტრის ფუნქციას

·      რეგიონულ ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებში კადრების კვალიფიკაციის სისტემური ამაღლება

·      რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის წარმოების ქმედითი სისტემის დანერგვა

·       რეგიონის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო პროგრამის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.

 

მიზანი 2 : ბუნებრივი რესურსების და მატერიალური აქტივების ეფექტიანი მართვა-გამოყენება

       რეგიონში ამ დრომდე შეუსწავლელი რესურსული პოტენციალის შესწავლა და შეფასება

       რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის, მათი მარაგების, ასევე სხვა ეკონომიკური აქტივების (მიწა, ქონება) შესახებ არსებული საინფორმაციო ბაზის განახლება, მათი შესაბამისი აღრიცხვა, სისტემატიზაცია, და საორიენტაციო საბაზრო ღირებულების შეფასება

      მცირე ჰესების კასკადების მშენებლობის ხელშეწყობა, რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინებით

      ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა

      მზის ენერგიის, ბიოგაზის, ბიომასის და თერმული წყლის რესურსების ენერგეტიკული პოტენციალის ქმედითი გამოყენების ხელშეწყობა

       უნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, უახლესი ტექნოლოგიების, მართვის თანამედროვე  პრაქტიკის დანერგვა და ხელშეწყობა

      ტყის მართვის სტრატეგიის შემუშავება და ქმედითი განხორციელების უზრუნველყოფა; სატყეო ინფრასტრუქტურის შექმნა ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეებში მოსახლეობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ტყის რესურსების შესანარჩუნებლად; ტყის რესურსების სრული ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა

 

მიზანი 3:  საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება

       გურიის რეგიონის სივრცით-ტერიტორიული განვითარების დაგეგმარება; ამ კუთხით,  ადგილო­ბ­რი­ვი თვითმმართველობებისა და დონორი ორგანიზაციების კოორდინებული საქმიანობის უზრუნველ­ყო­ფა

       რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის (სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზები, მათ შორის ში­და სასოფლო, კურორტებამდე და საკურორტე ადგილებამდე მიმავალი გზები)  შემდგომი რეაბი­ლი­ტა­ცია, მისი პრიორიტეტული ნაწილის ასფალტის ან ბეტონის საფარით სრული დაფარვა და რეგუ­ლა­რული მოვლის უზრუნველყოფა; ამ კუთხით, მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალური ხელისუფ­ლე­ბის კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა

       შიდა სატრანსპორტო მოძრაობის სტანდარტიზება და მოწესრიგება, მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან რეგიონის ყველა დასახლებულ ტერიტორიასთან მგზავრთა გადაყვანის უზრუნველყოფა

       მუნიციპალური ცენტრების ქუჩების მოასფალტების დასრულება

       გაზიფიკაციის სამუშაოების დასრულება მთელი რეგიონის მასშტაბით

       ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ყოფილი სამხედრო აეროდრომის ბაზაზე) გრძელვადიან პერსპექტივაში აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის შესწავლა

       მხარის მუნიციპალიტეტებში ვერტმფრენის დასაჯდომი პლაცები მოწყობის ხელშეწყობა

      ურბანული ინფრასტუქტურის განვითარება; მუნიციპალური ცენტრების ინფრასტრუქტურული იერ­სა­­ხის გაუმჯობესება და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს რეგულირების ქმედითი სისტემის ჩა­მო­ყა­ლიბება

      მხარის ყველა ტერიტორიულ ორგანოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;  ინტერნეტ კაფეების მოწყობის ხელშეწყობა

 

მიზანი 4: მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა

        გურიაში არსებული ეკოლოგიურად სუფთა რესურსის გამოყენებისა და საკონსერვო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა - ხილის ნატურალური  წვენების, ჯემების, ჩირის დამზადების წახალისებით

       ეკოლოგიურად სუფთა რესურსის, მტკნარი და მინერალური წყლების დიდი მარაგის გათვალისწინებით, ისეთი დარგების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობა, როგორიცაა უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების ჩამოსხმა

       თხილის წარმოებისა და მისი გასაღების ბაზრების შემდგომი გაფართოების ხელშეწყობა

       ასკანის თიხის რეგიონში გადამუშავებისა და მისი საექსპორტო პროდუქციად ქცევის ხელშეწყობა

       რეგიონში არსებული ტუფისა და გრანიტის მოსაპირკეთებელი მასალის, კაოლინის, სიენიტების, წითელი რკინის, აპატიტისა და მინერალური საებავების მოპოვების და მათი გამოყენება-გადამუშავების  ხელშეწყობა; სამშენებლო მასალების (აგური, ბლოკი), მოსაპირკეთებელი ქვებისა და ფილების წარმოების სტიმულირების მიზნით, შესაბამისი საინვესტიციო პროექტების მომზადება და მიზნობრივი კომუნიკაცია

       ხის წარმოების განვითარების, ხე-მასალის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნისა და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა

       რეგიონში წარმოებული პროდუქციის (სახეების მიხედვით) შესახებ სრულყოფილი სტატისტიკის წა­რ­მო­ება

       მრეწველობის სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ტრანსფერისა და დანერგვის მხარდაჭერა

       რეგიონში ლიზინგის პრაქტიკის აქტიური გამოყენების წახალისება და ხელშეწყობა

       მხარის მუნიციპალიტეტებში შრომის, მცირე და საოჯახო ბიზნესის ტექნოლოგიების  გამოფენა-ბაზრობის (ექსპოცენტრი) შექმნის და ორგანიზების ხელშეწყობა; გამოფენა-ბაზრობის ტიპიური ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნციონირების მექანიზმების განსაზღვრა

       ადგილობრივ ინოვატორთა და საუკეთესო გამომგონებელთა მოძიება, აღრიცხვა და გამოვლენა; მონაცემთა სპეციალური ბაზის შექმნა და გავრცელება

       რეგიონში სამრეწველო ან სხვა ტიპის კლასტერების განვითარების შესაძლებლობათა შესწავლა და გამოვლენა, შესაბამისი პროექტების მომზადება და მიზნობრივი კომუნიკაცია

მიზანი 5: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

       მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების და განვითარების პერსპექტივების პერიოდული კვლევების განხორციელება

       ბიზნეს-განათლების და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებებზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური პროგრამების საშუალებით

      შრომითი რესურსების მომზადებისა და გადამზადების სისტემის მხარდაჭერა; რეგიონის მუნიციპალიტეტებში პროფესიული გადამზადების ცენტრების და ბიზნეს ინკუბატორების შექმნა-განვითარების ხელშეწყობა

·       ოზურგეთში არსებული გადამზადების ცენტრის საქმიანობის ოპტიმიზაცია; მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რეგიონის რეალურ საჭიროებათა განსაზღვრა პროფესიული განათლების მიმართულებით, გადამზადების ცენტრების საჭირო პროფილისა და რაოდენობის პროგნოზირება

       ადგილობრივი ბიზნესებისთვის საინფორმაციო და კონსალტინგური დახმარების უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მარკეტინგული კვლევის უახლესი მეთოდოლოგიებისა და საექსპორტო ბაზრების შესახებ

      მათი მხარდაჭერა საინვესტიციო პროექტების მომზადებაში და პოტენციურ უცხოელ ინვესტორებთან დაკავშირებაში

      რეგიონში მიკრო-საკრედიტო ორგანიზაციების ქსელის გაფართოების წახალისება და ხელშეწყობა

      რეგიონის მუნიციპალურ ცენტრებში თანამედროვე ორგანიზებული სავაჭრო ქსელების განვითარების ხელშეწყობა

 

მიზანი 6: ტურიზმის მრავალმხრივი განვითარება

       ამოცანა 6.1. პროგრამული და ინფრასტრუქტურული ინიციატივების მომზადება და  განხორციელება

       ტურიზმის, როგორც კომპლექსური ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობების (ინფრასტრუქტურა, კადრები, წარმოება, მომსახურება, კლასტერიზაცია, და სხვ.) სათანადო შესწავლა და გამოკვეთა

       ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამები, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება (რომელიც განსაზღვრავს და დააკონკრეტებს ამ სფეროს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საქმიანობებს და უზრუნველყოფს სფეროს გრძელვადიან, ეკოლოგიურად გონივრულ და კონკურენტუნარიან განვითარებას)

       ტურიზმის სხვადასხვა სახეების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია

       რეგიონის ჭრილში, ტურისტული პოტენციალის პერიოდული შესწავლა, აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა-განახლება

       ტურიზმის უფრო ეფექტური მართვისათვის, შესაბამისი სახელმწიფო გრანტებისა და პროგრამების ათვისება-განხორციელებაში კერძო სტრუქტურების ჩართვა

       ტურისტული ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც შესაბამისი პოლიტიკის შექმნაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის  დონის გაზრდა

      მზა საინვესტიციო პაკეტების შეთავაზება ინვესტორებისთვის

      ტურისტული სააგენტოების, შესაბამისი კადრების და რეგიონში ტურისტული ნაკადების ორგანიზებული შემოდინების ხელშეწყობა

       რეგიონში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ(ებ)ის შექმნა და კეთილმოწყობა

       საკურორტო და სარეკრეაციო ობიექტების, მათთან მისასვლელი გზებისა და ინფრასტრუტურის მოწესრიგება; ისტორიული და კულტურული ძეგლებისა და ობიექტების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია და მათთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება

       მხარის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ქალაქებში, სოფლებში გზებზე და მაგისტრალ-ტრასებზე ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების, ტურისტული ობიექტების მიმანიშნებელი საგზაო ნიშნების, ასევე ქუჩების სახელდებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი (მიმართულების მიმანიშნებელი) ფირნიშების და აბრების დამონტაჟება ქართულ და ინგლისურ ენებზე

       ტურისტთა დაბინავების ადგილებისა და კვების ობიექტების (მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტების) თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობის წახალისება

·       კემპინგის პუნქტების შექმნის ხელშეწყობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში

·       საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა ტურისტული ობიექტების სიახლოვეს

 

     ამოცანა 6.2. მრავალფერო ვანი ტურისტული პროდუქტის შექმნა და რეკლამირება

       ტურისტული მარშრუტების შექმნა-განახლება რელიეფისა და ადგილმდებარეობის თავისებურების გათვალისწინებით; კულტურული, სათავგადასავლო, სამკურნალო, რელიგიური, აგრო, ეკო, სპორტული და სხვა ტურების ორგანიზების ხელშეწყობა

       ხვადასხვა სახის და მასშტაბის ტრადიციული სპორტული დღესასწაულების, შეჯიბრებების, ფოლკლორული ფესტივალების, კონკურსების, ოლიმპიადების აღდგენა-განვითარების ორგანიზება

       ადგილობრივი ნატურალური პროდუქტების და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია

       სარეკლამო-საინფორმაციო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა

       რუკების, გზამკვლევების, ბროშურების და სარეკლამო რგოლების მომზადება და გავრცელება

       ადგილობრივი ტრადიციული ნაწარმისა და სუვენირების წარმოების განვითარების ხელშეწყობა სპეციალური პროგრამებით

       ტურისტული გამოფენების მოწყობა

       ახალი ურისტული პოტენციალის მქონე ობიექტების მოძიება

 

    ამოცანა 6.3. ტურისტების მომსახურების დონის გაუმჯობესება

       ტურისტული მომსახურების ობიექტებში მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელება; ტრენინგების ჩატარების ორგანიზება-მხარდაჭერა სფეროში დასაქმებული კადრებისთვის

       ტურისტული მომსახურების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; საუკეთესო ტურისტული ობიექტების, მომსახურების მიმწოდებლების, მენეჯერებისა და პერსონალის გამოვლენა და დაჯილდოება.

       რეგიონის მუნიციპალიტეტების ცენტრებში დამატებითი ბანკომატების განთავსების ხელშეწყობა ტურისტების საბანკო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ამ კუთხით, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მიზანი 7:  სოფლის მეურნეობის განვითარება

·         სპეციალური ფონდის ფორმირება, რომელიც საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემების ამოქმედების, ბიზნესპროექტების დაფინანსებისა და საწარმოებზე შეღავათიანი კრედიტების გაცემის გზით, უზრუნველყოფს რეგიონში სოფლის მეურნეობისა და აგროწარმოების პრიორიტეტული სფეროების (განსაკუთრებით თხილის, ციტრუსისა და ლურჯი მოცვის წარმოების), საექსპორტო და იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების განვითარებას, მიმღები პუნქტებისა და გადანაწილების ცენტრის ორგანიზებას და ტექნოლოგიური ხაზების დანერგვას

·         ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების შექმნა-განვითარების, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების გზით, მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა

·         ადგილობრივი საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად, მექანიზაციის ცენტრის დამატებითი ტექნიკით, მ.შ. მცირეგაბარიტიანი ტექნიკით უზრუნველყოფა

·         სადრენაჟო ქსელების სრული რეაბილიტაცია და მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება, აუთვისებელი სავარგულების ათვისება და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და სავარგულებთან მისასვლელი შიდა გზების რეაბილიტაცია, აღურიცხავი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის უზრუნველყოფა

·         სურსათის უვნებლობის ქმედითი სისტემის დანერგვა

მიზანი 8:  რეგიონის ბრენდის შექმნა

       საექსპორტო ბაზრებზე მომხმარებელთა რეგულარული ინფორმირება რეგიონში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტებისა და უნიკალური თვისებების შესახებ; რეგიონის ვებ გვერდების დახვეწა მის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის განთავსების მიზნით

       რეგიონში წარმოებული პროდუქტის სლოგანისა და ლოგოტიპის დივერსიფიცირებული ვიზუალური და ვერბალური იდენტურობის ფორმირება; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელური შესაძლებლობების აქტიურად გამოყენების ხელშეწყობა

მიზანი 9:  უცხოური ინვესტიციების მოზიდვა

       რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში შესაბამისი საინვესტიციო პროექტებისა თუ წინადადებების მომზადება უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მიზნით

       ამ და პოტენციურ უცხოურ ინვესტორებთან ურთიერთობის მიზნით, კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვა და გადამზადება

       უცხოელ და ადგილობრივ სამეწარმეო სუბიექტებს შორის კავშირების დამყარების ხელშეწყობა; მათ შორის, საინფორმაციო ბანკის მომზადება ადგილობრივი სამეწარმეო სუბიექტების, მათი საქმიანობის პროფილისა და შესაძლებლობების შესახებ

       მოქმედი და პოტენციური უცხოელი ინვესტორების კონსულტირება რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის, ინვესტიციების განხორციელების ოპტიმალური იურიდიული ფორმების, ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობის, უძრავი ქონების და სხვა საკითხებზე

       ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების (უპირველესად ევროკავშირის ბაზარი) მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, - შეფუთვის, მარკირების და სხვა კუთხით

       სპეციალური ბიზნესფორუმების, პრეზენტაციების, მარკეტინგული ანალიზის, მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება-ორგანიზება, რეგიონის წარდგენა საერთაშორისო გამოფენაზე

       რეგიონის ჭრილში უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება და დამუშავება

       ზემოაღნიშნული ამოცანებისა და საქმიანობების ეფექტიანი განხორციელებისთვის,  რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე პასუხისმგებელი ქმედითი ინსტიტუციის შექმნა; ამ მიზნით, შესაბამისი საჯარო, კერძო და დონორული რესურსების ჩართვა; აღნიშნული ინსტიტუციის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების საქმიანობის მჭიდრო კოორდინაციის უზრუნველყოფა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან და სხვა შესაბამის ცენტრალურ უწყებებთან

 

მიზანი 10:  კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებების მოწესრიგება

·         მოსახლეობისთვის ცენტრალური სისტემებით ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდების, ხარისხიანი და უწყვეტი ენერგომომარაგების და ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების სრული (გარდა განსაკუთრებით რთული უბნებისა) უზრუნველყოფა

·         მუნიციპალურ ცენტრებსა და საკურორტო დასახლებებში საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება და საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა

·         მუნიციპალიტეტებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ქმედითი სისტემის დანერგვა, ყველა დასახლებიდან ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა და „უკონტროლო“ ნაგავსაყრელების გაუქმება

·         მუნიციპალურ ცენტრებსა და საკურორტო დასახლებებში ქუჩების რეგულარული დასუფთავების უზრუნველყოფა

·         გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე ნაგავსაყრელზე ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და კომპოსტირების უზრუნველყოფა

·         საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ავტოსადგურების კეთილმოწყობა

·         ყველა დასახლების ხარისხიანი და იაფი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა

·         სახანძრო-სამაშველო სამსახურების სტანდარტების შესაბამისად (მ.შ. ვერტმფრენით) აღჭურვა

 

 

მიზანი 11:    სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

·         საარსებო მინიმუმით მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა

·         დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ქმედითი პროგრამების ( მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება, ორსულობის, მშობიარობისა და მცირეწლოვანი ბავშვის მოვლის ხარჯების ანაზღაურება) შემუშავება და განხორციელება

·         მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის (მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მოხუცები, შშმ პირები) სოციალური სახლების მომსახურების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

·         შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამშენებლო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა

·         სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტის შემდგომი გაფართოება და მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემის სრულად გადაჭრა

·         რეგიონის მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული საერთო პროფილის საავადმყოფოს გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

·         სათემო ამბულატორიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სოფლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ქმედითი სისტემის ამოქმედება

·         სასწრაფო დახმარების ბრიგადების აღჭურვილობის განახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად

·         მკვდრადშობადობის მაღალი მაჩვენებლის განმაპირობებელი მიზეზების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება

მიზანი 12: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარება

·         საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემის სრულად გადაჭრა და პედაგოგების/პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

·         ადგილობრივ საჭიროებათა გათვალისწინებით, რეგიონში მრავალპროფილიანი პროფესიული გადამზადების ცენტრის (ცენტრების) შექმნა

·         ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და აგროქიმიური ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებარეგიონში კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/განვითრება  

მიზანი 13: ქმედითი გარემოსდაცვითი საქმიანობის განხორციელება

·         ბუნებრივი კატასტროფების რისკებისა და ავარიული სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განსაკუთრებით მოწყვლადი ტერიტორიების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება

·         კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის საადაპტაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

·         მიზანშეწონილობის შემთხვევაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის გახსნა;

·         ნაპირსამაგრი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

·         გადაუდებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავება და ქარსაცავი ზოლების აღდგენა

·         ტყეების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი კადრების კვალიფიკაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება

·         საქონლის უკონტროლო ძოვების პრობლემის აღმოფხვრა

·         შავი ზღვის სანაპირო ზონის წყლის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა და პალიასტომის ტბის მონიტორინგის ქსელის გაფართოება

·         გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება

·         ტრანსსასაზღვრო და ტერიტორიათაშორის გარემოსდაცვით თანამშრომლობასა და საქმიანობებში რეგიონის ჩართულობის უზრუნველყოფა

მიზანი 14: მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარება და გენდერული უთანასწორობის შემცირება

·         ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს/მედიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ბიზნესსექტორსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის წახალისება

·         გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.