დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 308 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210040.10.003.017475 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/12/2013 - 03/02/2015)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანდართული დებულება. |
მუხლი 2 |
სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, ამ დადგენილების მიღებიდან 60 დღის ვადაში, უზრუნველყონ დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ადმინისტრაციების სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება, ხოლო რეორგანიზაციის დასრულებამდე იხელმძღვანელონ „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძანებულებით. |
მუხლი 3 |
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებამდე, განისაზღვრება „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულების შესაბამისად. |
მუხლი 4 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლი – ამ დადგენილების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე. |
|
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულება
თავი I ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების რეგულირების სფერო სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებს, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სტატუსი და თანამდებობაზე დანიშვნა 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და წარდგენის პროცედურას კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი, შესაბამის სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე. 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ვალდებულია დაიცვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დელეგირებული უფლებამოსილებები განახორციელონ ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით. 6. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის წინაშე.
მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; გ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; დ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ე) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ზ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; თ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.
მუხლი 4. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის დაფინანსების წყარო სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თავი II სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებანი და სამართლებრივი აქტი
მუხლი 5. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილებანი სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი: ა) საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს; ბ) საქართველოს მთავრობის დავალებით, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში; გ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ; დ) საქართველოს მთავრობის დავალებით ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან; ვ) საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; ზ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე და შესაბამის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს; თ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ; ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო ზედამხედველობას; კ) საქართველოს მთავრობის დავალებით ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ხელს უწყობს სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებით უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელებას; ნ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ქმნის აუცილებელ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სამაშველო ჯგუფებს და უზრუნვეყოფს მზადყოფნას; ო) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე აწესებს და ხსნის ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინს ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით; პ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულებას; ჟ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში; რ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს; ს) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ტ) საქართველოს მთავრობის დავალებათა შესასრულებლად, აგრეთვე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად უფლებამოსილია, შექმნას დროებითი კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები; უ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და საქართველოს მთავრობის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 6. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტი 1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის იდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულება, რომელიც გამოიცემა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ამ აქტებით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის იდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის იდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
თავი III სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცის სტატუსი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი
მუხლი 7. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის არყოფნისას ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე. 4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
მუხლი 8. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. 2. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
მუხლი 9. ადმინისტრაციის სტრუქტურა ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური; გ) რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მუხლი 10. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია 1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება; ბ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება; გ) მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) საკადრო რესურსების მართვის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მათი პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა; ზ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ; თ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დავალებათა შესრულების კონტროლი; ი) სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან გამართული თათბირებისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭოების, კომისიების, სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა; ლ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი; მ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ნ) ადმინისტრაციის საბიუჯეტო ასიგნებების პროექტის შემუშავება; ო) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; პ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის სახელწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმედება; ბ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციების ორგანიზება; დ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბერნატორისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის თანახმად განხორციელებულ სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად ანგარიშის მომზადება; თ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ წინადადებების მომზადება. 3. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ფუნქციებია: ა) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება; ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად რეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ე) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა; ვ) შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ზ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; თ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება; ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების საქმიანობის კოორდინაცია და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სამაშველო ჯგუფების შექმნისა და მზადყოფნის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; დ) საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ვ) მოსახლეობის ევაკუაციისა და მათი სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია; ზ) დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების განაწილების კოორდინაცია და ზედამხედველობა; თ) საგანგებო სიტუაციაში ორგანიზაციების უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაცია; ი) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს; გ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, აგრეთვე, შესაბამისი დოკუმენტაცია; ვ) უფლებამოსილია წინადადებით მიმართოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 12. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სათათბირო ორგანოები 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი უფლებამოსილია შექმნას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სათათბირო ორგანოები – სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანო). 2. სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ ადმინისტრაციის მოსამსახურეები, ასევე, შესაბამისი თანხმობით – საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. 3. სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული –გუბერნატორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე. 4. სათათბირო ორგანოს საქმიანობის წესი, განსახილველ საკითხთა ნუსხა, წევრთა რიცხოვნობა და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულებით.
მუხლი 13. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
დოკუმენტის კომენტარები