ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 1, 31/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
41
31/01/2007
ვებგვერდი, 1, 31/01/2007
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №41

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) გამოყოს:

ა) კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, №1 დანართის შესაბამისად;

ბ) შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, №2 დანართის შესაბამისად;

გ) სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, №3 დანართის შესაბამისად;

დ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 1 150 000 (ერთი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი, №4 დანართის შესაბამისად;

ე) გურიის მხარეში განსახორციელებელი პროექტებისათვის – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, №5 დანართის შესაბამისად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი). ასევე, კონტროლის განხორციელება ეთხოვოთ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გ. ნაცვლიშვილს (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები), მ. ქარელს (ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის მუნიციპალიტეტები), გ. ხაჩიძეს (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები), ო. სირაძეს (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები) და მ. სვიმონიშვილს (ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები).

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

 

 

 

დანართი №1

კახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 200.0 ათასი ლარი ქ. თელავის წყალსადენის რეაბილიტაციისათვის.

2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 700.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) ქ. საგარეჯოს წყალსადენის რეაბილიტაციისათვის – 1 000.0 ათასი ლარი;

ბ) საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს გზის რეაბილიტაციისათვის – 700.0 ათასი ლარი.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 370.0 ათასი ლარი გაზსადენის რეაბილიტაციისათვის.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 250.0 ათასი ლარი გაზსადენის რეაბილიტაციისათვის.

5. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 300.0 ათასი ლარი ქ. დედოფლისწყაროს წყალსადენის რეაბილიტაციისათვის.

6. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 500.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) ქ. ყვარლის ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების მოასფალტებისათვის – 300.0 ათასი ლარი;

ბ) ქ. ყვარლის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისათვის – 120.0 ათასი ლარი;

გ) ქ. ყვარლის ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების გარე განათების რეაბილიტაციისათვის – 80.0 ათასი ლარი.

7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 680.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) სოფლების არაშენდისა და ჯიმითის წყალმომარაგებისათვის – 290.0 ათასი ლარი;

ბ) ქ. გურჯაანის გაზსადენის რეაბილიტაციისათვის – 390.0 ათასი ლარი.

 

 

 დანართი №2

შიდა ქართლის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 700.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) კარალეთი-ქვემო არცევის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის – 367.0 ათასი ლარი;

ბ) მერეთი-კარბის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და მის ქვეშ არსებული სასმელი წყლის კომუნიკაციების რეაბილიტაციისათვის – 853.0 ათასი ლარი;

გ) გორი-გორიჯვარი-სკრის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის – 480.0 ათასი ლარი.

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 705.0 ათასი ლარი ქ. ხაშურის სასმელი წყლის წყალსადენის რეაბილიტაციისათვის.

3. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 585.0 ათასი ლარი სოფლების რუისისა და ურბნისის გაზიფიცირებისათვის.

4. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 510.0 ათასი ლარი ქ. კასპის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისათვის.

 

 

 დანართი №3

სამცხე-ჯავახეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 300.0 ათასი ლარი ქ. ახალციხის შიდა გზების რეაბილიტაციისათვის (რაბათის გზა – 1 კმ).

2. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 500.0 ათასი ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფლების კახარეთის, ზარზმა-მლაშის, ჭეჭლის, მოხე-დერცელის, ზაზალო-უდის, ბოლაჯური-ენელის ხიდების აღდგენა;

ბ) სოფ. უტყისუბნის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა (7.5 კმ);

გ) სოფ. არალი-გორგულის სარწყავი არხის სათავე ნაგებობის აღდგენა.

3. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 000.0 ათასი ლარი დაბა ასპინძის წყალმომარაგების სისტემის კაპიტალური რეაბილიტაციისათვის.

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 350.0 ათასი ლარი ახალი სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურისა და დარბაზამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისათვის.

5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 350.0 ათასი ლარი ქ. ნინოწმინდის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისათვის.

 

 

 

დანართი №4

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 1 050.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) რეგიონისათვის 20 ერთეული ავტობუსის შესაძენად – 880.0 ათასი ლარი;

ბ) ქ. ამბროლაურის წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციისათვის – 170.0 ათასი ლარი.

2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 100.0 ათასი ლარი ჩიხარეშის გზისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის.

 

 

 

დანართი №5

გურიის მხარეში განსახორციელებელი პროექტები

 

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 400.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის – 150.0 ათასი ლარი;

ბ) მრავალბინიანი კორპუსების შეკეთებისათვის – 90.0 ათასი ლარი;

გ) ბუნებრივი აირის ქსელის გაფართოებისათვის – 160.0 ათასი ლარი.

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) შიდა მარშრუტებისათვის ორი ავტობუსის შესაძენად – 100.0 ათასი ლარი;

ბ) კომუნალური მომსახურებისათვის (ნაგვის გამტანი ტრანსპორტის შეძენა და ნაგავსაყრელის მოწყობა) – 100.0 ათასი ლარი.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 600.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ა) კურორტ ბახმაროს წყალმომარაგებისათვის (ახალი სათავე ნაგებობის აშენება) – 500.0 ათასი ლარი;

ბ) კომუნალური მომსახურებისათვის (ნაგვის გამტანი ტრანსპორტის შეძენა და ნაგავსაყრელის მოწყობა) – 100.0 ათასი ლარი.