„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1665-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.017222
1665-Iს
29/11/2013
ვებგვერდი, 04/12/2013
040110030.05.001.017222
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

 „61. ქონების სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, დაინტერესებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ ან/და რომლებშიც სახელმწიფო ფლობს გარკვეულ წილს/აქციას.“.

2. მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების სააგენტოს მიერ განხორციელებული პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ამ კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ნაწილი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული თანხა;“.

 3. 31 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რაც საჯარო რეესტრში შესაბამისი ვალდებულების გაუქმების ან ვალდებულების ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.“;

 ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

 „8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ  ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“.

 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან www.nasp.gov.ge. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6მუხლი:

„მუხლი 62. საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის განსაკუთრებული შემთხვევები

  სახელმწიფო ქონების პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შესაძლებელია განისაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში − ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.“.

 7. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

 „6. სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“.

8. 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 9. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.“.

10. 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო, ქონების მმართველის თანხმობით, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არაუმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არაუმეტეს 49 წლის ვადით.“.

11. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 37. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებით სარგებლობა

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება სარგებლობის უფლებით არ გაიცემა, გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული და ქონების ლიზინგით გაცემის შემთხვევებისა.“.

12. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლოს პატიება

1. სახელმწიფო ქონების შემძენს, მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიოს ოქმით/ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციის ქონების მმართველისათვის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო.

2. სახელმწიფო ქონების უზუფრუქტუარს ეპატიოს მოქმედი/შეწყვეტილი უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი გადაცემული ქონების დაზღვევის ან/და კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადასახდელი პირგასამტეხლო.“.

13. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 491. სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლა ან გაუქმება, სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება

1. სახელმწიფო ქონების შემძენი, მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღები პირი უფლებამოსილია საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს წინადადებას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების შესახებ.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების შემძენს, მართვის უფლებით/სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის ან გაუქმების სანაცვლოდ შესაძლოა მოეთხოვოს სათანადო ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც ასევე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.  ანაზღაურება მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა ქონების სააგენტოს ანაზღაურებისა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე.

3. ამ მუხლის საფუძველზე ქონების მმართველი საქართველოს მთავრობას მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების პრივატიზება/მართვის უფლებით/სარგებლობაში გადაცემა 2012 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პირდაპირი მიყიდვის/პირდაპირი გადაცემის საფუძველზე განხორციელებულ პრივატიზებაზე/მართვის უფლებით გადაცემაზე და აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ნოემბერი 2013 წ.

N1665-Iს