საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ

  • Word
საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21(28), 06/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.002.001.
  • Word
206
30/04/1999
სსმ, 21(28), 06/05/1999
300.250.000.05.002.001.
საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №206

1999 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატორთა სისტემის შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შესრულების, ტოპოგრაფიული რუკების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა დონეზე შექმნის და ერთიანი სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საფუძვლის ფორმირების მიზნით:

1. საქართველოში საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ გაზომვათა შედეგების პროექტირების ზედაპირად დადგინდეს საერთაშორისო ელიფსოიდი (WCS84) შემდეგი ძირითადი პარამეტრებით: (დიდი ნახევარღერძი) a=6378137 მ.; (პოლარული შეკუმშულობა) a=1/298,25722.

2. საქართველოს სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ საფუძვლად (კარტოგრაფიული პროექცია) დადგინდეს მერკატორის უნივერსალური ტოლკუთხა განივცილინდრული პროექცია (UTM).

3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დედამიწის ზედაპირის წერტილების ზღვის დონიდან აბსოლუტური სიმაღლეების ათვლის საწყის ნიშნულად მიღებულ იქნეს კრონშტადტის (ქ.სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია) ფუტშტოკის ნული (სიმაღლეთა ბალტიის ზღვის 1977 წლის სისტემა).

4. დადგინდეს საქართველოს სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების შემდეგი მასშტაბური რიგი და რუკების ფურცლების ზომები:

 

რუკების მასშტაბური

რიგი

ტრაპეციის გვერდების ზომები

გრძედების                                                 განედების

 

 სხვაობა L

სხვაობა B

1:1 000 000

6 ° 00'

4°  00'

1:500 000

3 °00'

2°  00'

1:200 000

1°  12'

0°  48'

1:100 000

0°  40'

0°  24'

1:50 000

0°  20'

0°  12'

1:25 000

0°  10'

0°  06'

1:10 000

0°  05'

0°  03'

 

5. ქვეყნის ტერიტორიის ახალი სახელმწიფო გეოდეზიური ქსელით მერკატორის პროექციაში შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანდობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებულ იქნეს დღეისათვის არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები.

6. საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ბრძანებულების გამოქვეყნების დღიდან ერთი წლის ვადაში დადგენილი წესით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების ახალ საკოორდინატო სისტემაში წარმოების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შესაბამისი ნორმატიული აქტები.

ე. შევარდნაძე