საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1900-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.017298
1900-რს
27/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
420000000.05.001.017298
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

    1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

    „მუხლი 102. სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა

   სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირებას, სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარებას/ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ინსპექტირებას და უწყვეტ მონიტორინგს, უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას, სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად.“.

   2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 17. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი

  1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

   2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება:

   ა) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი;

  ბ) საჰაერო ხომალდი, რომელიც გამოიყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და ავარიის დროს ადამიანების, სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად საძებნ-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით;

  გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე და ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში გათავისუფლებული საჰაერო ხომალდი/ფრენა.“.

   3. 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებს განეკუთვნება ხომალდები, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საბაჟო და საპოლიციო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში.“.

 

   მუხლი 2

   ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში:

   ა)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ნორმატიული აქტის დამტკიცება;

  ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის“ დამტკიცება.

 

   მუხლი 3

  1. ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული „გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის“ ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო ანტიტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 ნოემბრის №484 ბრძანებულება.

  2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 დეკემბერი 2013 წ.

N1900-რს