ტექნიკური რეგლამენტის - „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017623
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
416
31/12/2013
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017623
ტექნიკური რეგლამენტის - „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/01/2014 - 11/08/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №416

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“ დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ,,მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების  ნაგავსაყრელების  მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 24 თებერვლის №36/ნ ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები


მუხლი 1

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „ნიადაგის დაცვის შესახებ” და „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად.

2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განკუთვნილია სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების  დაპროექტებასა და ექსპლუატაციასთან.

3. წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მიწის ნაკვეთის შერჩევის წესები რელიეფის, ტერიტორიის ფართობის, კლიმატური და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩამოყალიბებულია ნაგასავსაყრელების ტიპის შერჩევის პირობები და ექსპლუატაციის, კონსერვაციის, ტექნოლოგიური კონტროლის ღონისძიებანი. მოცემულია აგრეთვე სამრეწველო საწარმოთა იმ ტოქსიკური ნარჩენების ზღვრული რაოდენობა, რომელთა განთავსება დასაშვებია აღნიშნულ ნაგავსაყრელებში – ჩამონათვალის, საშიშროების კლასის მითითებისა და ყველა განსაკუთრებული შემთხვევის გათვალისწინებით.

 

მუხლი 2

1. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების (შემდგომში – მსნ) ნაგავსაყრელისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევის, მისი მოწყობისა და ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ტექნიკური შესაძლებლობების, ეკონომიკური მოთხოვნების, სანიტარიული პრაქტიკის არსებული დონის გათვალისწინებით.

2. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების აუცილებლობა გამოწვეულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნებლების და გადამუშავების ინდუსტრიული მეთოდების (ბიოთერმული კომპოსტირება, დაწვა, პიროლიზი, მექანიკური დახარისხების ქარხნები) დანერგვასთან ერთად გაუვნებლების ნიადაგური მეთოდების შენარჩუნებით, კერძოდ, მაღალდატვირთვისუნარიანი ნაგავსაყრელების შექმნით, რომელთაც დიდი უპირატესობა გააჩნიათ ჩვეულებრივ ნაგავსაყრელებსა  ან გაუმჯობესებულ ნაგავსაყრელებთან შედარებით.

3. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასაუვნებელი ნაგავსაყრელები უზრუნველყოფენ ნარჩენების იზოლაციასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საიმედო მდგომარეობას.

 

მუხლი 3

1. მსნ ნაგავსაყრელი წარმოადგენს სპეციალურ ნაგებობებს, რომლებიც გამიზნულია ნარჩენების იზოლაციისა და გაუვნებლებისათვის, ამავე დროს, უზრუნველყოფენ გარემოს სანიტარიული მდგომარეობისა და მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვას. ნაგავსაყრელზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სტატიკური მდგრადობა იმის გათვალისწინებით, რომ დინამიკურად განხორციელდება ნაგავსაყრელის შემჭიდროება, მინერალიზაცია, აირგამოყოფა და მაქსიმალური დატვირთვა ფართობის ერთეულზე, ხოლო ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნაკვეთის რაციონალური გამოყენება. ნაგავსაყრელი შეიძლება შეიქმნას ყველა სიდიდის დასახლებული პუნქტისათვის. დასახლებული პუნქტების ჯგუფებისათვის რეკომენდებულია ცენტრალიზებული ნაგავსაყრელის შექმნა.

2. ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები შეიმუშავებენ ნაგავსაყრელის მუშაობის რეგლამენტსა და რეჟიმს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიღების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და საწარმოო სანიტარიის ინსტრუქციებს ნაგავსაყრელზე მომუშავეთათვის. ამასთან, ახორციელებენ კონტროლს მისაღებ ნარჩენებზე; აწარმოებენ მის სადღეღამისო აღრიცხვას; აკონტროლებენ მის გადანაწილებას ნაგავსაყრელის მოქმედ ნაწილებში; უზრუნველყოფენ იზოლაციის ტექნოლოგიურ ციკლს.

3.  მსნ ნაგავსაყრელები ღებულობენ ნარჩენებს საცხოვრებელი სახლებიდან, საზოგადოებრივი შენობებიდან და დაწესებულებებიდან, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, ქუჩიდან, ბაღებიდან და პარკებიდან. ასევე სამშენებლო ნაგავსა და ზოგიერთი სახის მყარ ინერტულ სამრეწველო ნარჩენებს, რომელთაც არ გააჩნიათ ტოქსიკური ან რადიაქტიური თვისებები.

 

 მუხლი 4

1. მსნ ნაგავსაყრელზე აკრძალულია ქიმიურად და ეპიდემიოლოგიურად საშიში ნარჩენების მიღება, ისინი უნდა დაიმარხოს სპეციალურ სამარხებში ან მოხდეს მათი სხვა მეთოდით გაუვნებლება.

2. რადიაქტიური ნივთიერებების შემცველი მყარი, თხევადი და პასტისებრი ნარჩენების გაუვნებლება ხდება სპეციალურ ნაგავსაყრელზე.

3. სამრეწველო საწარმოების იმ მყარი და პასტისებრი ნარჩენების ჩამარხვა და გაუვნებლება, რომლებიც შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მძიმე ლითონებს (საშიშროების I-II კლასი), საწვავ და ფეთქებადსაშიშ ინგრედიენტებს, ხორციელდება სპეციალურ ნაგავსაყრელებზე.

4. ცხოველების ლეშის, ხორცკომბინატის, სასაკლაოს კონფისკატების გაუვნებლება ხდება  კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.

5. სამედიცინო დაწესებულებების (ქირურგიული საავადმყოფოები და განყოფილებები, სამშობიარო სახლები, ინფექციური და ფთიზიატრიული საავადმყოფოები და სხვ.) ნარჩენების გაუვნებლება რეგლამენტირდება ტექნიკური რეგლამენტის - სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესების შესაბამისად.

6. მსნ ნაგავსაყრელზე აკრძალულია მეორადი ნედლეულის შეგროვება უშუალოდ ნაგავგადამტანი ტრანსპორტიდან. ნარჩენების დახარისხება და სელექციური შეგროვება დასაშვებია სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

მუხლი 5

1. მსნ ნაგავსაყრელისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტერიტორიის კლიმატურ-გეოგრაფიული და ნიადაგური თავისებურებანი, ასევე, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობები. აკრძალულია ნაგავსაყრელების განლაგება: წყალსატევებისა და მინერალური წყაროების სანიტარიული დაცვის I და II სარტყლის ზონაში; კურორტების სანიტარიული დაცვის სამივე სარტყლის ზონაში; დამსკდარ ქანებიან ადგილებში; მოსახლეობის მასობრივი დასვენებისა და ბავშვთა გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა ადგილებში.

2. მსნ ნაგავსაყრელისათვის გამოსაყოფ ნაკვეთში ტარდება სანიტარიული, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საკვლევი სამუშაოები. პერსპექტიულად ითვლება ის ადგილები, სადაც გამოვლინდება თიხა ან მძიმე თიხნარი, ხოლო გრუნტის წყლის დგომის დონე 2 მეტრზე ქვემოთაა. გამორიცხულია ნაგავსაყრელად 1 მეტრზე უფრო ღრმა ჭაობისა და ისეთი ნაკვეთის გამოყენება, სადაც გრუნტის წყალი წყაროდ მოედინება. მიზანშეწონილია, რომ მსნ ნაგავსაყრელისათვის ნაკვეთი არ შეირჩეს მწვანე ნარგავებიან და მიწაყრილიან სანიტარიულ-დაცვით ზონებში.

3. მსნ ნაგავსაყრელისათვის მოსაწყობი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქალაქისა და მის მიმდებარე ზონის გენერალურ გეგმაში ან ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტში. მსნ სასურველია მოეწყოს სწორ ადგილზე, სადაც გამორიცხული იქნება ატმოსფერული ნალექებით ნარჩენების ჩამორეცხვა და ამით მიმდებარე მიწის, ღია წყალსატევებისა და დასახლებული პუნქტების ნიადაგების დაბინძურება.

4. მსნ ნაგავსაყრელისათვის მიწის ნაკვეთის ფართობი შეირჩევა 15-25-წლიანი ექსპლუატაციის ანგარიშით.

5. მსნ ნაგავსაყრელები უნდა განლაგდეს ქალაქის ფარგლებს გარეთ. მანძილი საცხოვრებელი სახლებიდან ნაგავსაყრელის საზღვრამდე, სანიტარიული დაცვითი ზონის სახით, უნდა იყოს არანაკლებ 500 მ-ისა. გარდა ამისა, სანიტარიულ-დაცვითი ზონის ზომა უნდა დაზუსტდეს ატმოსფეროში გაზისებრი გამონაბოლქვების გაანგარიშებით. ზონის საზღვრები დგინდება 1 ზდკ-ს იზოხაზით, თუ ის ნორმატიული ზონის ფარგლებს სცილდება.

 

მუხლი 6

1. მძლავრი მსნ ნაგავსაყრელის მოწყობისათვის რეკომენდებულია მიწის ნაკვეთის ეფექტური გამოყენება. ნაგავსაყრელი, რომლის საერთო სიმაღლე 20 მ-ს აღემატება და გამოყენებულ ფართობზე დატვირთვა შეადგენს 10 ტ/მ2 ან 100000 ტ/ჰა, განეკუთვნება მაღალდატვირთვისუნარიან კატეგორიას.

2. ნაგავსაყრელის ძირითადი ნაწილია ნარჩენების ჩასატვირთი მონაკვეთი (მოქმედი ნაწილი), რომლის მთელ ფართობზე გათვალისწინებულია ქვაბულის მოწყობა  ნარჩენების შუალედური და საბოლოო იზოლაციისათვის. ქვაბულების გრუნტი ნაყარში ლაგდება ნაგავსაყრელის პერიმეტრზე.

3. წლიური ატმოსფერული ნალექების მოცულობის, ნიადაგის აორთქლების უნარისა და დასაწყობი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტენიანობის გათვალისწინებით განისაზღვრება მათ სისქეში თხიერი ფაზის-ფილტრატის წარმოქმნის შესაძლებლობა.

4. ფილტრატი ჩნდება, როცა დასაწყობი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტენიანობაა 55% და ატმოსფერული ნალექი მნიშვნელოვნად აღემატება ნაგავსაყრელის ზედაპირიდან აორთქლებული ტენის რაოდენობას.

5. მსნ ნაგავსაყრელის განსათავსებელი ქვაბულის საფუძველს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0,5 მ სისქის შებოჭილი გრუნტის ფენა, რომლის ფილტრაციის კოეფიციენტი იქნება არაუმეტეს 10-5 სმ/წთ (0.0086 მ/დღე-ღამე). იმ გრუნტისათვის, რომლის ფილტრაციის კოეფიციენტი 30-50%-ით მეტია 10-5 სმ/წთ ნორმაზე (1,3X10-5 – 1,5X10-5 სმ/წთ), სავარაუდოა გამკვრივება.

6. წვრილმარცვლოვანი გრუნტებისათვის, რომელთა ფილტრაციის კოეფიციენტია 10-3 – 3X10-5 სმ/წთ აუცილებელია ხელოვნური წყალგაუმტარი საფუძველის მოწყობა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა წყალგაუმტარი ეკრანის მოწყობა.

7. იმ მსნ ნაგავსაყრელებისათვის, რომლებიც წელიწადში იღებენ 120000 მ3 მყარ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რეკომენდებულია ნარჩენების განთავსების უჯრედული სქემა.

8. ნარჩენების განთავსების უბანში სქემა ითვალისწინებს 3-6 მ-ის სიღრმისა და 6-12 მ სიგანის უჯრედების მოწყობას. უჯრედები განლაგებული უნდა იქნეს გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად, რაც ხელს შეუშლის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვას.

 

მუხლი 7

დაუშვებელია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების უშუალოდ წყალში, ჭაობიან ან წყალმოვარდნილ ნაკვეთებზე განთავსება. ასეთ ნაკვეთებზე მოწყობილი ნაგავსაყრელის გამოყენების წინ საჭიროა ინერტული მასალის მოყრა ისე, რომ სიმაღლეში 1 მ-ით აღემატებოდეს წყალმოვარდნილი ან ზედაპირული წყლების მაქსიმალურ დონეს. ამისათვის საჭიროა წყალგაუმტარი ეკრანის შექმნა. როცა გრუნტის წყლების დგომის დონე 1 მ-ზე ნაკლებია, ზედაპირზე იყრება საიზოლაციო ფენა, რისთვისაც საჭიროა გრუნტის წინასწარ გაშრობა.

 

მუხლი 8

1. მსნ ნაგავსაყრელის სამეურნეო ზონა ეწყობა მომუშავე პერსონალისათვის საწარმოო-საყოფაცხოვრებო შენობის, გარაჟის ან მანქანებისა და მექანიზმების ფარდულის განსალაგებლად. მომუშავე პერსონალისათვის უნდა მოეწყოს ტუალეტი, სასადილო ოთახი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს  საჭირო რაოდენობის საყოფაცხოვრებო-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფა.

2. სამეურნეო ზონის ტერიტორიაზე უნდა დაისხას ბეტონი ან ასფალტი, მოეწყოს განათება და მსუბუქი შეღობვა.

3. მსნ კონტეინერების გასარეცხად უნდა მოეწყოს მოედანი სამეურნეო ზონის გარეთ. მასზე განლაგდება სარეცხი განყოფილება ცივი წყლით. აუცილებელია სარეცხ მოედანზე მისული და გარეცხვის შემდეგ გამოსული მანქანების სატრანსპორტო ნაკადის გამიჯვნა.

4. მსნ კონტეინერის ნარეცხი ჩამდინარე წყლები რეკომენდებულია მიეწოდოს შუალედური იზოლაციით გადახურული ნაგავსაყრელის ზედაპირს. ამ ჩამდინარე წყლის 92-99% ორთქლდება ზედაპირიდან ან ანოტივებს მყარ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. კონტეინერების ნარეცხი ჩამდინარე წყლების 1-8% ფილტრატი და ატმოსფერული ნალექები დრენაჟული სისტემით გროვდება და კვლავ გადაიდენება ნაგავსაყრელის ზედაპირზე. ეს უზრუნველყოფს მის გაუჟონავ ექსპლუატაციას.

 

მუხლი 9

1. სანიტარიული მოთხოვნების მიხედვით, თხიერი ნარჩენების გამყოფის ყველაზე საიმედო მეთოდია ობიექტის კანალიზაცია, რომელიც მიერთებულია საქალაქო გამწმენდ ნაგებობასთან, საასენიზაციო მანქანებით გამოიტანება ქალაქის წყალსაღვრელ სადგურებსა და გამწმენდ ნაგებობებში.

2. მსნ ნაგავსაყრელის ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე უნდა მოეწყოს მსუბუქი შეღობვა.  შემოღობილ ნაგავსაყრელში საწარმოო-საყოფაცხოვრებო შენობასთან ეწყობა შლაგბაუმი.

3. პირველი რიგის სამუშაო რუკების მინიმალურ განათებად მიღებულია 5 ლუქსი.

4. მსნ ნაგავსაყრელის მწვანე ზონაში მოეწყობა საკონტროლო ჭაბურღილები. ერთი საკონტროლო ჭაბურღილი კეთდება ნაგავსაყრელის ზემოთ გრუნტის წყლის (კონტროლი) დინების მიხედვით, 1-2 ჭაბურღილი – ნაგავსაყრელის ქვემოთ, რათა აღირიცხოს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გავლენა გრუნტის წყალზე.

5. გრუნტისა და ზედაპირული წყლების ხარისხის საკონტროლო ნაგებობასთან კეთდება მისასვლელები ავტოტრანსპორტისათვის და სათავსო წყალსაქცევისათვის ან წყლის ამოსატუმბად სინჯის აღებამდე.

 

მუხლი 10

1. მსნ ნაგავსაყრელებზე ჩამოსაცლელად ან ინერტული საიზოლაციო მასალების სახით შეიძლება მიიღონ არატოქსიკური და არარადიაქტიური სამრეწველო ნარჩენები სიის მიხედვით.

2. ნაგავსაყრელზე მიტანილი მსნ რაოდენობის აღრიცხვა ხორციელდება მოცულობის ან წონის მიხედვით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ნაგავსაყრელის ადმინისტრაციაში ინახება.

 

მუხლი 11

1. მსნ ჩამოცლა-განთავსება დასაშვებია მხოლოდ ნაგავსაყრელის მოქმედ ნაწილში, სადაც დაიწნეხება 0,2-0,5 მ სისქის ფენებად (ბულდოზერით ან დამტკეპნი მანქანით). მსნ 0,2 მ სისქის დაწნეხილი ფენის შუალედური ან საბოლოო იზოლაცია ხდება გრუნტით ან სხვა ინერტული მასალით. ბრტყელ ნაგავსაყრელზე მსნ იზოლაცია ხორციელდება ზაფხულობით ყოვედღე, +50С-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში კი არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.

2. ბულდოზერით დაწნეხის შემდეგ მსნ შუალედური საიზოლაციო ფენის სისქე უნდა შეადგენდეს 0,25 მ-ს, ხოლო 750 კგ/მ3 სიმკვრივემდე დამტკეპნი მანქანებით დამუშავების შემდეგ კი – 0,15მ-ს.

3. გრუნტის დამუშავების გართულებასთან დაკავშირებით, საიზოლაციო მასალად შეიძლება გამოვიყენოთ საწარმოთა სამშენებლო ნარჩენები: კირი, ცარცი, თაბაშირი, გრაფიტი, ასფალტობეტონი  და სხვ.

4. მსნ ჩამოცლისა და ნაგავსაყრელზე ჩატვირთვის ადგილთან რაც შეიძლება ახლოს, გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად უნდა გაკეთდეს გადასატანი ბადურა ღობეები, ნარჩენების იმ მსუბუქი ფრაქციების შესაკავებლად, რომელბიც იყრება ნაგვის მანქანის გადმოცლის დროს და ბულდოზერების სამუშაო რუკისაკენ გადაადგილებისას.

5. რეგულარულად, ცვლაში არანაკლებ 1-ჯერ გადასატან ფარებში შეკავებულ ნარჩენებს აგროვებენ და ათავსებენ ნაგავსაყრელის მოქმედი ნაწილის ზედაპირზე და ზემოდან დაწნეხენ გრუნტის საიზოლაციო ფენით.

6. რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ნაგვისაგან მთის წყალშემკრები არხები, რომლებითაც გრუნტისა და ზედაპირული წყლები ჩაედინება ღია წყალსატევებში.

 

მუხლი 12

1. ყოველ 10 დღეში ერთხელ ნაგავსაყრელისა და სპეცავტომეურნეობის მომსახურე პერსონალის ძალებით ტარდება სანიტარიული დამცავი ზონების ტერიტორიისა და მისასვლელი გზების მიმდებარე მიწების დათვალიერება; დაბინძურების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს გულმოდგინე დალაგება და შეგროვილი ნაგვის გადატანა ნაგავსაყრელის მოქმედ ნაწილში.

2. მსნ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე კატეგორიულად აკრძალულია მსნ დაწვა, ხოლო მისი თვითაალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ხანძარსაწინააღმდეგო ზომები (დანამვა, გრუნტის იზოლაცია ინერტული ფენით, დაწნეხა საგზაო მექანიკური დამტკეპნი მანქანებით).

 

მუხლი 13

1. მსნ ნაგავსაყრელის დახურვა ხდება წინასწარ გათვლილი სიმაღლის მიღწევის შემდეგ. იმ ნაგავსაყრელებზე, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 5 წელზე ნაკლებია, დასაშვებია ვერტიკალური ნიშნულის გადამეტება 10%-ით შემდგომი აღნიშვნის გათვალისწინებით.

2. ნაგავსაყრელის დახურვის წინ ნარჩენების უკანასკნელი ფენა საბოლოოდ იფარება საიზოლაციო გრუნტის გარე ფენით.

 

მუხლი 14

1. გარე საიზოლაციო ფენის საბოლოო დაგეგმარების დროს აუცილებელია ყურადღების გამახვილება მის დაქანებაზე  ნაგავსაყრელის გვერდებისაკენ და ღრმულების არარსებობაზე წყლის დაგუბების თავიდან ასაცილებლად.

2. მსნ ნაგავსაყრელის გარე ზედაპირის გამაგრების სამუშაოები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის დაწყებისთანავე. გასამაგრებელ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაგავსაყრელის მოწყობისას აღებული მცენარეული გრუნტი.

3. ნაგავსაყრელის დახურვისას, მისი ზემო საიზოლაციო ფენის მოწყობას განსაზღვრავს შემდგომი გამოყენების მიზანი.

4. მსნ იმ ზონების ტერიტორიას, რომლებიც გამოიყენება საგარეუბნო სოფლის მეურნეობის სისტემის, ტყეპარკის კომპლექსის შესაქმნელად, სათხილამურო სპორტის ტრასების ან ადგილის დასათვალიერებელი მოედნების მოსაწყობად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0,6 მ სისქის გარე საიზოლაციო ფენა.

5. მსნ ნაგავსაყრელის განიავებისა ან გრუნტის ჩამორეცხვისაგან დასაცავად აუცილებელია მათი გამწვანება ტერასების მოწყობით, უშუალოდ გარე საიზოლაციო ფენის დაგების შემდგომ. ხეებისა და ბუჩქების ჯიშების შერჩევა განისაზღვრება ადგილობრივი პირობების მიხედვით. რეკომენდებულია, როგორც წესი, ამ პირობებს შეგუებული ისეთი ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ ნიადაგის რეკულტივაციასა და ნორმალური ტყის საფარის შექმნას.

6. როცა მსნ ყოფილი ნაგავსაყრელი გამოიყენება არასაკვები დანიშნულების ღია საწყობებად, ზემოთა საიზოლაციო ფენის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ-ს. ნარჩენების ზემოთა ზედაპირის ფენა, სანამ დაიფარებოდეს საიზოლაციო ფენით, განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა მოსწორდეს და დაიწნეხოს.

7. დაუშვებელია მსნ რეკულტივირებული ნაგავსაყრელის ტერიტორიის გამოყენება კაპიტალური მშენებლობისათვის.

 

მუხლი 15

1. ნაგავსაყრელებზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიღებისას კონტროლს დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად ახორციელებენ იმ ორგანიზაციების ლაბორატორიები, რომლებიც ემსახურებიან ნაგავსაყრელს.

2. ლაბორატორიული სამსახური დამტკიცებული გრაფიკის თანახმად სისტემატურად აკონტროლებს ნაგავსაყრელზე შესული ნარჩენების ფრაქციულ, მორფოლოგიურ და ქიმიურ შედგენილობას, კონტეინერების რეცხვის რეჟიმის დაცვას, ატმოსფერული ჰაერის, ღია წყალსატევების წყლის დაბინძურების მდგომარეობას, ნაგავსაყრელის მუშა ზონაში და სანიტარიულ დამცავი ზონის ფარგლებში მიწისქვეშა წყლის დაბინძურების დინამიკას საკონტროლოსთან შედარებით.

 

მუხლი 16

ორგანიზაცია, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის ნაგავსაყრელი, წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, შეიმუშავებს:

ა) ინსტრუქციას ნაგავსაყრელებზე მსნ და ზოგიერთი არატოქსიკური სამრეწველო ნარჩენის მიღებაზე;

ბ) ინსტრუქციას უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკისა და საწარმოო სანიტარიის შესახებ მომუშავე პერსონალისათვის.

 

მუხლი 17

1. მსნ ნაგავსაყრელისათვის შემუშავებული უნდა იქნეს მონიტორინგის სპეციალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნაგავსაყრელის შესაძლო არასასურველი ზემოქმედების ზონაში კონტროლს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ობიექტების, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგების მდგომარეობაზე, აგრეთვე ხმაურის დონეზე.

2. ტექნოლოგიური პროცესები უნდა უზრუნველყოფდნენ გრუნტისა და ზედაპირული წყლების, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის დაბინძურების, აგრეთვე ჰიგიენური ნორმატივებით დადგენილი ხმაურის დასაშვები დონის ზღვრის გადაჭარბების თავიდან აცილებას. მსნ ნაგავსაყრელის მონიტორინგის პროექტის შემუშავება ხორციელდება ნაგავსაყრელის მფლობელის  მიერ.

3. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ჩართული მოწყობილობა და ნაგებობები მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგების მდგომარეობისა და ხმაურის დონის გასაკონტროლებლად ნაგავსაყრელის შესაძლო არასასურველი ზემოქმედების ზონაში.

 

მუხლი 18

1. მსნ ნაგავსაყრელისათვის უნდა წარმოებდეს გრუნტის წყლების კონტროლი დგომის დონის შესაბამისად, შერფებისა და ჭაბურღილების დაპროექტება ნაგავსაყრელის როგორც მწვანე, აგრეთვე სანიტარიული დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ. საკონტროლო ნაგებობა საჭიროა მოეწყოს ნაგავსაყრელის ზემოთ, გრუნტის წყლების დინების მიმართულებით იმ წყლის სინჯების ასაღებად, რომელზეც არ მოქმედებს ნაგავსაყრელის ფილტრატი.

2. ზედაპირული წყლების სინჯების აღების ადგილები უნდა დაპროექტდეს ნაგავსაყრელის ზემოთ, ზედაპირული წყლების წყაროებზე, აგრეთვე ნაგავსაყრელის ქვემოთ – წყალგამტარ არხებზე.

3. გრუნტისა და ზედაპირული წყლების აღებულ სინჯებში საზღვრავენ ამიაკის, ნიტრატების, ნიტრიტების, ჰიდროკარბონატების, კალციუმის, ქლორიდების, რკინის, სულფატების, ლითიუმის, ორგანული ნახშირბადის, მაგნიუმის, კადმიუმის, ქრომის, ციანიდების, ტყვიის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის, სპილენძის, ბარიუმისა და მშრალი ნაშთის შემცველობა. გარდა ამისა, ისაზღვრება PH, ჟქმ, ჟბმ, აგრეთვე ბაქტერიოლოგიური და ჰელმინთოლოგიური მაჩვენებლები. თუ დინების მიმართულების ქვემოთ აღებულ სინჯებში აღინიშნება განსაზღვრული მაჩვენებლების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება საკონტროლო სინჯებთან შედარებით, საჭიროა გაფართოვდეს განსაზღვრათა მოცულობა, ხოლო თუ განსაზღვრულ ნივთიერებათა კონცენტრაციამ გადააჭარბა ზდკ-ს, უნდა მიღებულ იქნეს ზომები, რათა შეიზღუდოს დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა გრუნტის წყლებში ზდკ-ის დონემდე.

 

მუხლი 19

1. მონიტორინგის სისტემაში უნდა იქნეს ჩართული სისტემატური კონტროლი ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე. ამ მიზნით აუცილებელია ყოველ კვარტალურად ჩატარდეს ჰაერის სინჯების ანალიზი ნაგავსაყრელის დასრულებულ უბნებსა და სანიტარიულ-დაცვითი ზონის საზღვარზე. უნდა განისაზღვროს იმ ნაერთთა შემცველობა, რომლებიც დამახასიათებელია მსნ-ს ბიოქიმიური ხრწნის პროცესისათვის და წარმოადგენს უმთავრეს საშიშროებას. განსასაზღვრი მაჩვენებლების მოცულობისა და პერიოდულობის დადგენა ხდება ნაგავსაყრელის მონიტორინგის პროექტში. ჩვეულებრივ, ატმოსფერული ჰაერის სინჯების ანალიზის დროს საზღვრავენ მეთანს, გოგირდწყალბადს, ამიაკს, ნახშირბადის (IV) ოქსიდი, ბენზოლს, ტრიქლორ მეთანს, ტეტრაქლორ მეთანს და ქლორბენზოლს.

2. ატმოსფერული ჰაერისათვის ზდკ-ების გადაჭარბების შემთხვევაში სანიტარიულ-დაცვით და სამუშაო ზონაში უნდა გატარდეს ღონისძიებები დაბინძურების დონის და ხასიათის შესაბამისად.

 

მუხლი 20

1. მონიტორინგის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს მუდმივ კონტროლს ნიადაგის მდგომარეობაზე ნაგავსაყრელის შესაძლო ზემოქმედების ზონაში. ამ მიზნით ნიადაგი კონტროლდება ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და რადიოლოგიურ მაჩვენებლებზე. ქიმიური მაჩვენებლებიდან იკვლევენ: მძიმე მეტალების, ნიტრატების, ნიტრიტების, ჰიდროკარბონატების, ორგანული ნახშირბადის, ციანიდების, ტყვიის, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის შემცველობას, აგრეთვე PH-ს. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებიდან იკვლევენ: ბაქტერიების საერთო რიცხვს, კოლი-ტიტრს, პროტეუსის ტიტრსა და ჰელმინთების კვერცხებს.

 

მუხლი 21

1. მსნ ნაგავსაყრელებზე სამრეწველო ნარჩენების შესაძლებელი მიღების ძირითად პირობას წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოს დაცვის (ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი გრუნტისა და ზედაპირული წყლები) მოთხოვნათა შესრულება.

2. სამრეწველო საწარმოთა ნარჩენები, რომლებიც დაიშვება მსნ ნაგავსაყრელებზე, უნდა პასუხობდეს შემდეგ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს: ტენიანობა არაუმეტეს 85%-ისა, არ უნდა იყოს ფეთქებადსაშიში და თვითაალებადი.

3. ძირითადი პირობაა აგრეთვე ისიც, რომ სამრეწველო საწარმოთა ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნარევის ტოქსიკურობა არ უნდა აღემატებოდეს თვით საყოფაცხოვრებო  ნარჩენების წყლის გამონაწვლილის ტოქსიკურობის დონეს.

 

მუხლი 22                                    

1. საშიშროების IV კლასის სამრეწველო ნარჩენები, რომლებიც ნაგავსაყრელებზე მიიღება შეუზღუდავი რაოდენობით და გამოიყენება საიზოლაციო მასალად, ხასიათდება წყლის გამონაწვლილში (1კგ ნარჩენებზე 1ლ წყალი) მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ფილტრატის ტოქსიკურობის თანაბარი დონით. მაინტეგრირებელი მაჩვენებლები ჟბმ (სრული) და ჟქმ (ჟანგბადის ბიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები) არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ/ლ ჟანგბადს 02, უნდა ჰქონდეთ ერთგვაროვანი სტრუქტურა ფრაქციის ზომით 250მმ-ზე ნაკლები. ამგვარი ნარჩენების ნუსხა მოცემულია ცხრილ 1-ში.

2. სამრეწველო საწარმოთა საშიშროების III და IV კლასის ნარჩენები, რომლებიც ნაგავსაყრელზე შეზღუდული რაოდენობით მიიღება (მსნ-ის მასის არაუმეტეს 30%-ისა) და იყრება საყოფაცხოვრებოსთან ერთად, ხასიათდება წყლის გამონაწვლილში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ფილტრატის ტოქსიკურობის თანაბარი დონით. ჟბმ 20 და ჟქმ – 3400-5000 მგ/ლ 02 შემცველობით (უნდა უახლოვდებოდეს მსნ-ის მაჩვენებლებს). შესაბამისი ნარჩენების ნუსხა მოცემულია ცხრილში 2 და 3.

ცხრილი 1

სამრეწველო საწარმოთა საშიშროების IV კლასის იმ ნარჩენების ნუსხა, რომლებიც დაიშვება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე შეუზღუდავად და გამოიყენება საიზოლაციო მასალად

ნარჩენების ჯგუფისა და სახეობის კოდი

 

ნარჩენების სახეობა

1

2

1.24.01

ალუმოსილიკატური შლამი

1.36.02.1

აზბესტოცემენტის ნამსხვრევები

1.36.02.2

მარცვლოვანი აზბესტი

1.39.01

ბენტონიტის ნარჩენები

1.31.01

კალციუმის კარბიდის საწარმოს ნარჩენი გრაფიტი

1.39.02

B6 ვიტამინის წარმოების თაბაშირის შემცველი ნარჩენები

1.39.03

დუღა კირი,კირქვა, კირის ჩაქრობის შემდგომი შლამები

1.39.04

ქიმიურად დანალექი ცარცის მკვრივი ნარჩენი

1.39.05

ალუმინის ოქსიდის ნარჩენები დამუშავებული ბრიკეტებად (AlCl3 –ის წარმოებაში)

1.39.06

კაჟმიწა

1.39.07

პარანიტის ნარჩენები

1.39.08

ნატრიუმის სულფატის მარილების ნადნობი

1.39.09

სილიკაგელი (არატოქსიკური აირების გამომშრობი ადსორბერიდან)

1.24.02

სილიკაგელის წარმოების ფილტრ-პრესის შლამი (შეიცავს თიხასა და კაჟმიწას)

1.24.03

გრანულირებული სოდის შლამი

1.24.04

სოდაცემენტის წარმოების ნარჩენები CaSO4-ის დისტილატის სახით

1.29.00

საყალიბე-ღეროვანი ნარევი, რომელიც არ შეიცავს მძიმე ლითონებს

1.24.05

წყლის ქიმიურად გასაწმენდი და დასარბილებელი შლამები

1.27.01

ლაქებისა და ეპოქსიდების ფისების წარმოების ნახმარი წყლების ნატრიუმის ქლორიდის ნალექი

1.39.10

არასტანდარტული ქლორიანი კირი

1.36.02.3

შიფერის წარმოების მკვრივი ნარჩენები

1.39.11

ქვანახშირზე, ტორფსა ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე მომუშავე სათბობების შლაკები

1.39.12

გასაშალაშინებელი მასალები

 

ცხრილი 2

 

სამრეწველო საწარმოთა საშიშროების III და IV კლასის იმ ნარჩენების ნუსხა, რომლებიც დაიშვება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე შეზღუდული რაოდენობით და იტვირთება ადგილობრივ ნარჩენებთან ერთად

(ნორმატივი 1000 მ3 მკვრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენები)

ნარჩენების ჯგუფისა და სახეობის კოდი

 

ნარჩენების სახეობა

სამრეწველო საწარმოთა ნარჩენების ზღვრული რაოდენობები/1000მ3

საყ. ნარჩ.

1.24.06

ძმარმჟავა ანჰიდრიდის წარმოების კუბური ნარჩენები

3

1.39.13

რეზიტის ნარჩენები (გამყარებული ფორმალდეჰიდის ფისი)

3

1.39.14

ასაქაფებელი პოლისტიროლის ფირფიტების წარმოების მყარი ნარჩენები

10

 

ელექტროსაიზოლაციო მასალების წარმოების ნარჩენები

 

1.39.15

ფურცლოვანი ელექტროტექნიკური გეტინაქარი Ш-8,0

10

1.39.16

წებოვანი ლენტი ЛСНПЛ – 0,17

3

1.39.17

პოლიეთილენის მილი ПНП

10

1.39.18

მინალაქის ქსოვილი ЛСЭ – 0,15

3

1.39.19

მინისებური ქსოვილი Э2 – 62

3

1.39.20

ფურცლოვანი ელექროტექნიკური ტექსტოლიტი Б-16,0

10

1.39.21

ფენოპლასტი 03-010-02

10

 

სუსპენზიური და ემულსიური წარმოების მყარი ნარჩენები

 

1.39.22

სტიროლის თანაპოლიმერები აკრონიტრილითა ან მეთილ მეთაკრილით

3

1.39.23

პოლისტიროლის ფირფიტები

3

1.39.24

აკრილონიტრილბუთადიენსტიროლის ფირფიტები

10

1.39.25

პოლისტიროლები

3

 

ცხრილი 3

სამრეწველო საწარმოთა საშიშროების III-IV კლასის იმ ნარჩენების ნუსხა, რომლებიც დაიშვება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე და ჩაიტვირთება განსაკუთრებული პირობების დაცვით

ნარჩენების ჯგუფისა და სახეობის კოდი

 

ნარჩენების სახეობა

საწარმოო ნარჩენების ზღვრული რაოდენობები ტ/1000მ3 საყ. ნარჩ.

სამრეწველო საწარმოში დამზადებისა და ნაგავსაყრელზე ჩატვირთვის განსაკუთრებული პირობები

1.39.26

გააქტივებული ნახშირი Б6 ვიტამინის წარმოებისათვის

3

ჩალაგება არაუმეტეს 0,2მ სისქის ფენებად

1.39.27

აცეტობუთილატცელულოზის ნარჩენები

3

დაპრესვა 0,3X0,3X0,3 ზომის კუბებად დანამულ მდგომარეობაში

1.39.28

ხისა და ნახერხის ნარჩენები

10

არ უნდა შეიცავდეს იატაკზე მოსაყრელ ნახერხს

1.21.06

ქრომის ნამსხვრევები

3

ჩალაგება არაუმეტეს 0,2მ სისქის ფენებად

1.39.29

ხისა და ქაღალდის ტარა, რომლებიც ჩაბარებას არ ექვემდებარებიან

10

არ უნდა შეიცავდეს ცხიმიან ქაღალდს

1.39.30

ტყავის შემცველი ნაჭრები

3

ჩალაგება არაუმეტეს 0,2მ სისქის ფენებად

1.39.32

ფაოლიტის მტვერი

3

დანამულ მდგომარეობაში ტომრებში მოთავსება

 

ზღვრული ჯამური დატვირთვა №2,3 ცხრილებისათვის

100

 

შენიშვნა: რეზინის ნარჩენები მიიღება რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე მათთვის სპეციალურად გათვალისწინებულ უჯრედებში – შესაბამისი ჩანაწერით.

 

მუხლი 23

1. საწარმოდან გამოტანილი ნარჩენების ყველა პარტიაზე შედგენილი უნდა იქნეს ცნობა, რომელსაც ხელს მოაწერს საწარმოს ხელმძღვანელი და ნაგავსაყრელის პასუხისმგებელი პირი. ცნობები უნდა ინახებოდეს ნაგავსაყრელის საქმეებში.

2. ცნობას უნდა ერთოდეს საკონტროლო ტალონი, რომელსაც ხელს აწერს ნაგავსაყრელის  პასუხისმგებელი პირი. იგი ინახება სამრეწველო საწარმოებში.

3. ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღება უნდა აღირიცხოს სპეციალურ ჟურნალში. ცნობის, საკონტროლო ტალონისა და ჟურნალში აღრიცხვის ფორმა მოცემულია დანართში.

 

 

დანართი 1

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გასაგზავნ სამრეწველო საწარმოთა ნარჩენების თანმხლები ცნობისა და საკონტროლო ტალონის ფორმა

ცნობა

 

მკვრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გასაგზავნ სამრეწველო საწარმოთა ნარჩენების შესახებ

                                                                                                                                                              სარეგისტრაციო  №

ნარჩენების ჩამბარებელი საწარმოს (ორგანიზაციის) დასახელება

გაგზავნის თარიღი –––––––––––ავტომანქანის № ––––––––-

სპეც. ავტომეურნეობის ან ნაგავსაყრელის შეთანხმების № –––––––––––––––––––––––––––––––––––

ნარჩენების სახეობის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რაოდენობა ტ-ში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 მ3-ში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელმოწერა:

გადმოტვირთა ნარჩენები –––––––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი)

                                                                                                            ხელმოწერა

ჩააბარა ნარჩენები ნაგავსაყრელზე –––––––––––––„–––––”–––––”

მიიღო ნარჩენები ––––––––––––––––––––––––––”–––––”–––––”

მიღების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––

არ იქნა მიღებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                         (მიზეზის მითითებით)

 

 

 

დანართი 2

საკონტროლო ტალონი

 

ცნობის საკონტროლო ტალონი (გაიცემა საწარმოზე, რომელიც აბარებს ნარჩენებს) –––––

 

ნარჩენების ჩამბარებელი წარმოების დასახელება ––––––––––––––––

 

მიღების თარიღი –––––––––––––––––ავტომანქანის № ––––––––––––––

 

ნარჩენის ნაირსახეობა –––––––––––––––––––––––––რაოდენობა ტ/მ3-ში.

 

ნარჩენის მიმღები პირი –––––––––––––––––––––––––––––––

 

ნარჩენების ჩამბარებელი პირი ––––––––––––––––––––––––

 

დანართი 3

ნაგავსაყრელზე „ნარჩენების მიღების ჟურნალის“ ფორმა

რიცხვი

სარეგისტრაციო ნომერი. საწარმოოს ცნობები

ნარჩენების ჩამბარებელი საწარმოოს დასახელება

ნარჩენების სახეობა

ნარჩენების რაოდენობა

ნაგავსაყრელის ჩასატვირთი ნაწილის ნომერი

3