გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე

გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017608
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
03/01/2014
ვებგვერდი, 10/01/2014
300160070.10.003.017608
გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2014 - 10/03/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2014 წლის 3 იანვარი

ქ.თბილისი

 

გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე:

მუხლი 1
დამტკიცდეს:  

ა) საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 1);

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 2);

გ) ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის (დანართი 3);

დ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა (დანართი 4).

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი 1
საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების

ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების

ტექნიკური რეგლამენტი


1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ  საწარმოო და არასაწარმო ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას.

2. საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება ჩამდინარე წყალში შესაბამისი ინგრედიენტისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის განსაზღვრით და მდგომარეობს შემდეგში:

 

ინგრედიენტი

ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში

შეწონილი ნაწილაკები

60 მგ/ლ

ჟბმ (ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება)

25 მგ 02/ლ

ჟქმ (ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება)

125 მგ 02/ლ

საერთო ფოსფორი

2 მგ/ლ

ნავთობპროდუქტები*

5,0 მგ/ლ

საერთო აზოტი

15 მგ/ლ

დეტერგენტები (სზან)

2,0 მგ/ლ

ცხიმები

5 მგ/ლ

ფენოლები

0,1 მგ/ლ

ქრომი (Cr+6)*

0,1მგ/ლ

ნიკელი (Ni+2)*

1,0 მგ/ლ

თუთია (Zn+2)*

4,0მგ/ლ

ტყვია (Pb+2)*

1,0 მგ/ლ

კალა (Sn+2)*

2,0 მგ/ლ

რკინა საერთო*

2,0 მგ/ლ

სპილენძი (Cu+2)*

3,0 მგ/ლ

ფორმალდეჰიდი

0,05 მგ/ლ

pH

6,5-8,5

ტემპერატურა

ჩაშვებული ჩამდინარე წყლის  ტემპერატურამ არ უნდა მოიმატოს 50 C მეტად ზედაპირული წყლის ობიექტის ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვის წყლის საშუალოთვიურ ტემპერატურასთან შედარებით

3. მე-2 პუნქტში მოყვანილ ცხრილში ნიშანი - *-ით აღნიშნული ინგრედიენტების ჩაშვევის პირობები არ ვრცელდება იმ წყალმოსარგებლეებზე (პროფილისა და წარმადობის მიუხედავად), რომელთა ჩამდინარე წყლები ჩაედინება ზედაპირული წყლის ობიექტში ან წყლის ობიექტის გარკვეულ მონაკვეთზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც დაცული ზონა, ანუ რომელიც:

ა) განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით;

ბ) განკუთვნილია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის მობინადრეების სახეობების დაცვისათვის;

გ)  განკუთვნილია მოსახლეობის დასვენებისათვის.

4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმოსარგებლე ვალდებულია ჩამდინარე წყლის ხარისხი მოიყვანოს შესაბამისობაში კანონმდებლობით დადგენილ ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებთან.

5. ზედაპირული წყლის ობიექტებში არ შეიძლება ჩაშვებულ იქნეს ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელთათვისაც არ არის დადგენილი ზედაპირული წყლის ობიექტებში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, ან არ არსებობს ანალიტიკური კვლევის მეთოდები.

6. ზედაპირული წყლის ობიექტებში დაუშვებელია გაუწმენდავი ან არასაკმარისად გაწმენდილი და ინფექციური დაავადებების გამომწვევების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვება.

დანართი 2

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების

ტექნიკური რეგლამენტი

1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობა არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შეიმუშავებს ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს”, რომელსაც ითანხმებს  საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი.

2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება 5 წელიწადში ერთხელ.

3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა განსაზღვრულია დანართი 4-ით.

დანართი 3

ტექნიკური რეგლამენტი

ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის

1.  ტექნიკური რეგლამენტი მტკიცდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ყველა იმ საქმიანობისთვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების იმ საქმიანობების, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. განმახორციელებელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის სავალდებულოა შემუშავდეს “ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში”, “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ტექნიკური რეგლამენტით დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის წყაროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები.

4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის მილში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები (Cx, მგ/მ3) გაფრქვევის მილის სიმაღლის (H, მ), გაფრქვევის მილის დიამეტრის (D, მ) და მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციისგან (C, მგ/მ3) დამოკიდებულებით განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

Cx=30Cm(H+D)/D,

 

 

მავნე ნივთიერების დასახელება და მისი ქიმიური ფორმულა

მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, მგ/მ3

არაორგანული მტვერი, გოგირდის დიოქსიდი SO2

0,5

ჭვარტლი (ნახშირბადი შავი) C

0,15

აზოტის დიოქსიდი NO2   

0,085

ნახშირბადის ოქსიდიCO, ეთილის სპირტი (ეთანოლი) C2H6O

5,0

ნახშირწყალბადები (ჯამურად) CხHყ, მეთილის სპირტი (მეთანოლი) CH4O

1,0

ვანადიუმის ხუთჟანგი (დი-ვანადიუმ-პენდოქსიდი) V2O5, სპილენძის ოქსიდი CuO

0,002

ბენზოლი C6H6

1,5

ტოლუოლი C7H8

0,6

ამიაკი NH3, ქსილოლი C8H10, ქლორწყალბადმჟავა (ეიდროქლორიდი) HCI, ძმარმჟავა C2H4O2

0,2

გოგიდწყალბადი H2S

0,008

კალას ოქსიდი SnO  და კალას დიოქსიდი SnO2, მოლიბდენი Mo და მისი ნაერთები MoA,  ფტორწყალბადი (ჰიდროფტორიდი) HF

0,02

თუთიის ოქსიდი Zno

0,05

ფორმალდეჰიდი CH2O

0,035

დარიშხანი As და მისი ნაერთები AsA 

        0,003

ალუმინის ოქსიდი AI2O3, მანგანუმი Mn და მისი ნაერთები MnA,  ფენოლი C6H6O, ციანწყალბადმჟავა (ეიდროციანიდი) HCN

0,01

ვერცხლისწყალი Hg და მისი ნაერთები  HgA, კადმიუმის ნაერთები CdA

0,0003

ქრომის (VI)-ის  ნაერთები CrA

0,0015

ბენზაპირენი C20H12

0,000001

აზოტმჟავა HNO3, მაგნიუმის ოქსიდი  MgO

0,4

აცეტონი (პროპან-2-ონი) C3H6O

0,35

სკიპიდარი

2,0

გოგირდმჟავა H2 SO4

0,3

ეთილმერკაპტანი (ეთანთიოლი) C2H6 S, ბუნებრივი მერკაპტანების ნარევი

0,00005

მეთილმერკაპტანი (მეთანთიოლი) CH4S

0,0001

რკინის ოქსიდი Fe2O3, FeO

0,04

ტყვია Pb და მისი ნაერთები PbA, ნიკელი Ni და ნიკელის ოქსიდი NiO, კობალტის ოქსიდი CoO

0,001

სადაც მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობები აიღება შემდეგი ცხრილის მიხედვით:                  

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ სტაციონარულ ობიექტში რამდენიმე გაფრქვევის მილის არსებობის შემთხვევაში და ამავე დროს, ორი ან ორზე მეტი მათგანიდან ერთიდაიგივე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევისას, მე-5 პუნქტის თანახმად, ცალკეულ გაფრქვევის მილში განსაზღვრული მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობა მცირდება იმდენჯერ, რამდენი გაფრქვევის მილიცაა იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევით სტაციონარულ ობიექტში.

 6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში გაფრქვევის მილის გარეშე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემთხვევაში,  თითოეულ ამ წყაროსთვის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალურ მნიშვნელობებად აიღება მე-2 პუნქტში წარმოდგენილ დოკუმენტში დადგენილ შესაბამის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაჩვენებლები.

დანართი 4

 

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა

შეთანხმებულია

               ______________________________

                        ______________________________

                       ______________________________

    (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

                                              ______________________________

                           (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)

“______” “_____________” 20____  წ.

 

მოქმედების ვადა ______________

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებაზე

20 – 20–   წლების პერიოდისათვის

საწარმოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ადგილმდებარეობა, მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––

გამოშვებული პროდუქცია (რაოდენობა წელიწადში) –––––––––––––

მუშაობის რეჟიმი (სამუშაო დღეების რაოდენობა/წელ., სამუშაო საათების რაოდენობა/დღ.) ––––––––––––––––––––––––––––––––––

ზედაპირული წყლის ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის ამოღება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წყლის ამოღების წერტილი (მანძილი შესართავიდან, კმ) _________________________

ამოღებული წყლის რაოდენობა:

ათასი კუბ.მ

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბრი

სულ წელიწადში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელი ___________________________   ____________________________

         (სახელი, გვარი)                      (ხელმოწერა)

 

“_____” “________________” 20   წ.                           

  ბ.ა.