ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017699
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
80
15/01/2014
ვებგვერდი, 20/01/2014
300160070.10.003.017699
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2014 - 20/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №80

2014 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103‑ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

 

ტექნიკური რეგლამენტი

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების

და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ

 

თავი I. რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება

   


მუხლი 1. რეგულირების სფერო

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის რეგლამენტი (შემდგომ რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოებისთვის (შემდგომ – სერვისის საწარმო) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1567 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „მექანიკური სატრანსპორტო საუალების გადაკეთების წესით“ განმარტებული აკრედიტებული ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებისათვის (შემდგომ – ტესტირების ცენტრი) რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას, აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, აგრეთვე, ყველა მძღოლისათვის, რომლებიც მართავენ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს“.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. აირბალონიანი მოწყობილობა – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას ბუნებრივ აირზე სამუშაოდ.

2. ბუნებრივი აირი (გაზი) – საწვავი ნახშირწყალბადების (ძირითადად მეთანი – CH4) და არასაწვავი გაზების ნარევი, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღიდან, მომზადებულია შორეული ტრანსპორტირებისთვის, გამოიყენება სათბობად ან ნედლეულად და აქვს თბოუნარიანობა 31,8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3) მაინც.

3. ბალონი – ჰერმეტული ჭურჭელი, რომელსაც გააჩნია ხრახნიანი ნახვრეტი ჩამკეტი არმატურის დასაყენებლად და განკუთვნილია შეკუმშული ბუნებრივი აირით შესავსებად.

4. სერვისის საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას და საშემკეთებლო სამუშაოებს, ადგენს აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

5. ბალონის შემოწმება – ექსპლუატაციაში მყოფი ბალონის პერიოდული კონტროლი.

6. საგამოცდო წნევა – აირის წნევა, რომლითაც წარმოებს ბალონის გამოცდა სიმტკიცეზე.

7. მუშა წნევა – ბალონში აირის მაქსიმალური წნევა 200 C ტემპერატურის დროს.

8. ჩამკეტი არმატურა – მოწყობილობა ბალონში აირის ნაკადის გადასაკეტად.

9. მცველი არმატურა – მოწყობილობა აირის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.

10. შესაბამისობის შეფასება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული აირბალონიანი მოწყობილობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა.

11. შესაბამისობის ფირნიში – ამ „წესების” მიხედვით დამზადებული, შევსებული და დანიშნულების ადგილზე მიკრული ფირნიში, რომელიც გაიცემა სერვისის საწარმოს მიერ მხოლოდ გამართულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ.

12. ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შედეგებს და დასკვნას მისი ტექნიკურად გამართულობის შესახებ.

 

თავი II. პერსონალი

მუხლი 3. ტექნიკური ხელმძღვანელები

1. სერვისის საწარმოს ტექნიკურ პერსონალად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.

2. ტექნიკურ ხელმძღვანელებს უნდა შეეძლოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა და ფლობდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხებს.

 

 მუხლი 4. მომსახურე პერსონალი

1. სერვისის საწარმოში სამუშაოდ დაშვებამდე მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს ამ რეგლამენტს, აგრეთვე, მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საწარმოო და თანამდებობრივ ინსტრუქციებს.

2. მომსახურე პერსონალმა, რომელიც დასაქმებულია ისეთი სამუშაოებით, რომელიც ითვალისწინებს საწარმოო პროფესიების შეთავსებას, უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი სამუშაოთა ყველა სახეობაში.

 

მუხლი 5. პასუხისმგებლობა

1.ამ რეგლამენტის დამრღვევი პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

თავი III. სერვისის საწარმოს მეურნეობა

 

მუხლი 6. შენობა-ნაგებობები

1. სერვისის საწარმოს განლაგება, აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების სამუშაოების ჩასატარებლად გამოყენებული შენობა-ნაგებობები, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

2. სამუშაოების ჩასატარებელი ღია ტიპის სადგომის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

3. ბალონებიდან აირის გამოსაშვები სპეციალური მოედნის ზომები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. სერვისის საწარმოში გათვალისწინებული უნდა იქნეს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ბალონების მოსახსნელი და დასამონტაჟებელი, აგრეთვე აირდაცლილი ბალონების შესანახი ადგილები. 

 

მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა

1. სერვისის საწარმო შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო მოწყობილობით და საზომი საშუალებებით.

2. სერვისის საწარმოს პასპორტში შეტანილ თითოეულ მოწყობილობასა და საზომ საშუალებაზე, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, უნდა არსებობდეს შემდეგი მონაცემები: 

ა) მოწყობილობის და საზომი საშუალების დასახელება, მარკა და ტექნიკური მონაცემები; 

ბ) დამამზადებელი საწარმო;

გ) საზომი საშუალებების მეტროლოგიური დამოწმების დოკუმენტები და შემდგომი პროცედურების თარიღები.

3. სერვისის საწარმოში არსებული მოწყობილობა და საზომი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს სერვისის საწარმოს მიერ აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სრულად ჩატარებას.

4. სერვისის საწარმოს, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, უნდა გააჩნდეს შემდეგი მოწყობილობა და საზომი ხელსაწყოები: 

ა) აირბალონიანი მოწყობილობის და მისი ელემენტების ჰერმეტულობის შესამოწმებელი აირანალიზატორები;

ბ) აირბალონში აირის წნევის შესამოწმებელი მაღალი წნევის მანომეტრი;

გ) ელექტრომაგნიტური სარქვლის მუშაობის შესამოწმებელი სტენდი;

დ) მაღალი და დაბალი წნევის რედუქტორების, ვენტილების, გამფილტრავი ელემენტების, შემრევების მუშაობის შესამოწმებელი სტენდი;

ე) ბალონების გამოსარეცხი აპარატი, აგრეთვე ჰაერის კომპრესორი;

ვ) აირბალონების საგამოცდო სტენდი;

ზ) აირბალონის შიგა კედლების დასათვალიერებელი, აირბალონის მასის შესამოწმებელი და შესაღები მოწყობილობა;

თ) აირბალონიანი მოწყობილობის მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებელი იარაღებისა და სამარჯვების კომპლექტი.

5. სერვისის საწარმო აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინაღო და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. 

 

მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია

1.სერვისის საწარმოში, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, უნდა არსებობდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სერვისის საწარმოს პასპორტი (დანართი 1);

ბ) აირბალონიანი მოწყობილობის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების და შემოწმების მეთოდების შესაბამისი სტანდარტები, ნორმები, წესები, საცნობარო მონაცემები;

გ) აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი 2) (შემდგომ _ შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალი);

დ) ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათების აღრიცხვის ჟურნალი. ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათს უნდა ჰქონდეს ნომერი სერვისის საწარმოს მიერ შემუშავებული ნუმერაციის მიხედვით.

 

თავი IV. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება

 

მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალის მიერ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის საწარმოში. 

2. განსათავსებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული აირბალონიანი მოწყობილობა (კომპლექტი).

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას არ უნდა ირღვეოდეს ავტომობილის საბაზო მოდელის გაბარიტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოწყობილობა მონტაჟდება სახურავზე. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მატებამ სიმაღლეში არ უნდა გადააჭარბოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძებზე მასების სწორ განაწილებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა და სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ზღვარს.

5. აირბალონიანი მოწყობილობის არც ერთმა აგრეგატმა ან კვანძმა, მათ შორის იატაკის ზონაში განლაგებულმა ბალონებმა, არ უნდა შეცვალოს ავტომობილის გამავლობის გეომეტრიული პარამეტრები.

6. აირბალონიანი მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ისე უნდა განთავსდეს, რომ იგი ისევე, როგორც მისი დამაგრების ადგილები, დაცული იყოს მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისაგან.

7. აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების კონსტრუქცია და მათი განთავსება არ უნდა ზღუდავდეს ძირითად ელემენტებთან შეუფერხებელ მიდგომას მონტაჟ-დემონტაჟის, რეგლამენტური საკონტროლო-სარეგულირებელი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე, არ უნდა ართულებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სათადარიგო თვლის მოხსნასა და დაყენებას.

8. აირბალონიანი მოწყობილობის, მისი სამაგრი კვანძების და დასაყენებელი ელემენტების განთავსებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე, მისი ყველა კვანძისა და შეერთების ჰერმეტულობის კონტროლის შესაძლებლობა. ამასთან, გაჟონვის ადგილის საძიებელი გადასატანი ხელსაწყოს გამოყენება არ უნდა ითხოვდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატის მოხსნას ან დაშლას.

9. აირბალონიანი მოწყობილობის კვანძები და აგრეგატები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში გამორიცხული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონსა და სატვირთო ნაკვეთურში მისი შეღწევა.

10. აირბალონიანი მოწყობილობა ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მისი კვანძები და აგრეგატები ნამუშევარი აირის გამშვები სისტემიდან დაცილებული იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

 

მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში აირბალონების განთავსებისას ბალონები, ისევე როგორც არმატურა და მაერთებელი ელემენტები, მოთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ ნაკვეთურში ან ბალონების ყელი, ვენტილები და აირმილების შეერთებები უნდა მოექცეს ადგილობრივ გარსაცმში.

2. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქციამ აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში მისი შეღწევის შესაძლებლობა.

3. ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქციაში არახისტი მასალის გამოყენებისას ცალკე უნდა იყოს გათვალისწინებული მექანიკური ზღუდრის მოწყობა.

4. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) შიდა სივრცის ვენტილაცია უნდა მოხდეს ერთი ან რამდენიმე ხვრელის მეშვეობით შესაბამესი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

5. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ბალონის ვენტილებთან თავისუფალ მიდგომას მათ დასაკეტად ან გასახსნელად. ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით ვენტილის სახელურის განთავსების შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონების დამაგრება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტს მოთხოვნათა დაცვით. შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

7. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებადართულია მხოლოდ იმ ბალონების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია ბუნებრივ აირზე სამუშაოდ 20 მეგპა მუშა წნევით (საგამოცდო წნევა _ 30 მეგპა).

 

მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირსადენების განლაგება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში გაზის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, იქ გამავალი ნებისმიერი აირსადენი უნდა აღიჭურვოს დამატებითი ჰერმეტული და ვენტილირებადი გარსით;

ბ) სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურის ჩაკეტილ სივრცეში არ უნდა ჰქონდეს ადგილი აირსადენის არანაირ შეერთებას, გარდა აირბალონთან იმ მიერთებებისა, რომლებიც განლაგებულია ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით;

გ) აირსადენის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, იგი არ უნდა იყოს განლაგებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის გარეთ. ავტოსატრანსპორტო საშუალების იატაკის ქვეშ აირსადენის განლაგებისას, ეს უკანასკნელი დაცული უნდა იყოს კოროზიული და დარტყმითი ზემოქმედებისაგან;

დ) აირსადენი არ შეიძლება განლაგებული იყოს დათვალიერებისათვის მიუწვდომელ ადგილას;

ე) დამაგრების ადგილებში აირსადენები სამაგრ ელემენტებთან შეხებისაგან დაცული უნდა იყოს დამატებითი საამორტიზაციო საფენებით;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს გადახრით წარმოშობილი დეფორმაციის შემთხვევაში, ლითონის აირსადენების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მათ უნდა ჰქონდეს საკომპენსაციო რგოლები;

ზ) აირსადენის მიერთებების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტექნიკური დათვალიერებისა და რემონტისათვის მათთან დაუბრკოლებლად მიდგომის შესაძლებლობა.

 

მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ

1. აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული უნდა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი უძრავი მდგომარეობა

 

მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ

1. მკვებავი ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტული სისტემის ძაბვას.

2. ელექტრომოწყობილობას უნდა ჰქონდეს გადამეტტვირთვისაგან დაცვა, რისთვისაც მკვებავ კაბელზე დაყენებული უნდა იყოს ერთი მცველი მაინც.

3. დაუშვებელია აირსადენების მეშვეობით ელექტრომოწყობილობის ელემენტებთან მკვებავი ძაბვის მიყვანა.

4. ელექტრომოწყობილობის ყველა ელემენტის შეერთება და იზოლირება უნდა მოხდეს ისეთნაირად, რომ გამოირიცხოს დენის გავლა იმ კვანძებში, რომელშიც შეკუმშული ბუნებრივი აირი გადის.

5. ელექტროსადენები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისაგან და ჰქონდეს ელექტრული იზოლაცია.

 

 თავი V. აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან

 შესაბამისობის შეფასება და მისი პერიოდულობა

 

მუხლი 14. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ბალონების იდენტიფიკაცია

1. აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად სერვისის საწარმოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს შეფასებისთვის წარმოდგენილი აირბალონიანი მოწყობილობის ბალონების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ბალონების პერიოდული შემოწმება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტისა და ქარხანა დამამზადებლის ინსტრუქციის მიხედვით.

 

მუხლი 15. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების ჩატარება

1. აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ტესტირების ცენტებში, რომლებიც თავისი აღჭურვილობითა და მომსახურე პერსონალით უნდა უზრუნველყოფდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული სამუშაოებისა და პროცედურების შესრულებას საჭირო მოცულობითა და სიზუსტით.

 2. შესაბამისობის შეფასებაზე წარდგენილი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სუფთა (გარეცხილ) მდგომარეობაში, ტვირთის გარეშე.

3. შესაბამისობის შეფასებისას ტესტირების ცენტრის უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, რომლის:

ა.ა) მფლობელსაც არ გააჩნია ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტი;

ა.ბ) ბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, ნომერი, დამზადების და პერიოდული შემოწმების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა და მასა;

ა.გ) ბალონებს გააჩნიათ შენატყლეჟები, ნიჟარები და ნაკაწრები კედლის სისქის ნომინალური ზომის 10%-ზე მეტი, ბზარები, ხრახნის ჩანაგლეჯი, ამონატეხი და ცვეთა, აგრეთვე არ იკითხება ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი;

ბ) ჩაატაროს აირბალონიანი მოწყობილობის შემოწმება, დაადგინოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთან.

 

მუხლი 16. შესაბამისობის შეფასების სამუშაოები

1. აირბალონიან მოწყობილობას ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება უტარდება ამ რეგლამენტის მე-19 მუხლით განსაზღვრული პერიოდულობით.

2. აირბალონიანი მოწყობილობის გამოცდა ხდება შეკუმშული ჰაერით ან ბუნებრივი აირით 20 მეგპა (200 ატმ) წნევით.

3. შესაბამისობის შესაფასებლად საჭიროა დაცული იქნეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები.

4. ჰერმეტულობაზე შემოწმების და აირბალონების დაწნეხვის თანმიმდევრობა წარმოებს შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით.

 

მუხლი 17. შესაბამისობის შეფასების შედეგების გაფორმება

1. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად ჩატარებული შესაბამისობის შეფასების შედეგად, ყოველ ვარგისად მიჩნეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშულებაზე გააფორმოს და გასცეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათი (დანართი 4) (შემდგომ – შესაბამისობის ბარათი) და შესაბამისობის ფირნიში (დანართი 5).

2. შესაბამისობის ბარათი ფორმდება ორ ეგზემპლარად, ერთი გადაეცემა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მეორე – რჩება ტესტირების ცენტრში. 

3. ტესტირების ცენტრის პასუხისმგებელმა პირმა პირადად უნდა შეავსოს შესაბამისობის ფირნიში და საიმედოდ დააკრას აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

4. უვარგისად აღიარებულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტესტირების ცენტრი გასცემს შესაბამისობის ბარათს აღმოჩენილი უწესივრობის მითითებით. ამასთან, განმცხადებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს გაუმართავი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში კანონის წინაშე მისი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. განმეორებითი შეფასების დადებითი შედეგის შემთხვევაში აღნიშნულ ელემენტებზე დამატებით ფორმდება შესაბამისობის ბარათი (დანართი 4) და აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შესაბამისობის ფირნიში ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად. შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალის (დანართი 2) გრაფაში “შენიშვნა”, მიეთითება აირბალონიანი მოწყობილობის პირველადი შესაბამისობის ბარათის ნომერი.

 6. ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისობის ბარათი უნდა გაფორმდეს შემდეგნაირად: 

ა) ყოველ წელს აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასებაზე წარდგენისას, შესაბამისობის ბარათში გადაიხაზება პირველადი შეფასების აღმნიშვნელი გრაფა (პირველადი შეფასება), ხოლო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული განმეორებითი შეფასებისას – განმეორებითი შეფასების აღმნიშვნელი გრაფა (განმეორებითი შეფასება);

ბ) შესაბამისობის ბარათში კონკრეტული ელემენტის შესაბამისი რიგითი ნომერი და გრაფა არ გადაიხაზება, როცა მისი შეფასების შედეგები მიჩნეულია ვარგისად;

გ) კონკრეტული ელემენტის შესაბამისი გრაფის გადახაზვა ნიშნავს, რომ მოცემული აირბალონიანი მოწყობილობის ამ ელემენტის (პარამეტრის) შეფასების შედეგები არ შეესაბამება აირბალონიანი მოწყობილობის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რის გამოც აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება მიჩნეულია უვარგისად;

დ) კონკრეტული ელემენტის შესაბამისი რიგითი ნომრის გადახაზვა ნიშნავს, რომ მოცემული აირბალონიანი მოწყობილობის ამ ელემენტის შეფასება არ ჩატარებულა (მაგ. 3.9 გადაიხაზება იმ შემთხვევაში, როცა კონსტრუქციით არ არის გათვალისწინებული);

ე) დასკვნაში – აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის (გაუმართაობის) შესახებ გადაიხაზება შესაბამისი გრაფა;

ვ) გრაფაში “შენიშვნა” ჩაიწერება კომენტარი აირბალონიანი მოწყობილობის კონკრეტული ელემენტის შეფასებისას აღმოჩენილი უწესივრობის შესახებ და დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში;

ზ) შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილი საიმედოდ უნდა მიეკრას შესაბამისობის ბარათის წარწერებისაგან თავისუფალ ქვედა ადგილზე.

7. შესაბამისობის ბარათის რიგითი ნომერი, აგრეთვე, შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალი ახლდება ყოველ წელს. ტესტირების ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან, დაზიანებისა და დაკარგვისაგან.

8. რეგისტრაციის სისტემა შესაძლებელია არსებობდეს ელექტრონული სახით.

9. შესაბამისობის ბარათის ასლები ინახება სათანადოდ დაცულ ადგილას, აირბალონიანი მოწყობილობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ვადით.

 

 მუხლი 18. ბალონების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება

1. ბალონების, ისევე როგორც მთლიანი აირმოწყობილობის სწორ ექსპლუატაციასა და შენახვაზე პასუხისმგებელია აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი.

2. ბალონების პერიოდული შემოწმება უნდა მოხდეს ამ რეგლამენტის მე-14 მუხლით დადგენილ ვადებში. 

3. ბალონების შემოწმება ჩატარებული უნდა იქნეს სერვისის საწარმოში.

4. ბალონების შემოწმება უნდა ჩატარდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

5. დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევისას შემოწმებულ ბალონებს დამღავენ.

 

მუხლი 19. შესაბამისობის შეფასების პერიოდულობა

1. ყველა კატეგორიის აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის დაყენებისას სავალდებულოა ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების ჩატარება.

2. შესაბამისობის ფირნიში წარმოადგენს აირბალონიანი მოწყობილობის ვარგისობის დამადასტურებელ დოკუმენტს და იგი სავალდებულოა გამოსაყენებლად ყველა იმ პირისათვის, რომლის მფლობელობაშიცაა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. შესაბამისობის ფირნიში (დანართი 5) წარმოადგენს წრეს, რომლის დიამეტრია 90 მმ და შედგება ორი ნაწილისაგან: აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე დასაკვრელი A და შესაბამისობის ბარათზე დასაკვრელი B ნაწილებისგან.

4. შესაბამისობის ფირნიში ყველა კატეგორიის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით, ცისფერ ფონზე.

5. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:

ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);

ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა (შავი ფერის);

გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღის შესაბამისი დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრების (წითელი რომაული ციფრები I, II, III შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი 5, სწორკუთხედი 1);

დ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვის აღმნიშვნელი ციფრის (წითელი ციფრები 1-დან 12-ის ჩათვლით შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი 5, სწორკუთხედი 2).

6. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის უკანა მხარეზე რეკვიზიტების ჩასაწერი ჩარჩოების თავზე დატანილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების:

ა) მარკა, ტიპი და/ან მოდელი;

ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშანი;

გ) სერვისის საწარმოს დასახელება;

დ) შესაბამისობის შეფასების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).

7. შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის უკანა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:

ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);

ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა (შავი ფერის);

გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ამოწურვის თვის (დანართი 5, სწორკუთხედი 4) და ამ თვის დეკადის (დანართი 5, სწორკუთხედი 3) აღმნიშვნელი ციფრების ჩასაწერი ჩარჩოები.

8. შესაბამისობის ფირნიშების დამზადებას უზრუნველყოფს სერვისის საწარმო.

9. შესაბამისობის ფირნიშები მზადდება კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში ამ რეგლამენტის მიხედვით.

10. შესაბამისობის ფირნიშები მზადდება ისეთი ტექნოლოგიითა და მასალით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს:

ა) შესაბამისობის ფირნიშის A და B ნაწილების უკანა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) სპეციალური საწერი საშუალებით ამ მუხლის მე-6 პუნქტში და მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემების ჩაწერა;

ბ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) ამ მუხლის მე-5 პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემების ჩაკვრა;

გ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის საიმედოდ დაკვრა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში;

დ) შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის საიმედოდ დაკვრა შესაბამისობის ბარათის ქვედა, წარწერებისაგან თავისუფალ ადგილას.

11. პოლიგრაფიული საწარმოდან შესაბამისობის ფირნიშების გამოტანის უფლება აქვს სერვისის საწარმოს პასუხისმგებელ პირს, ხელმძღვანელის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე.

12. გამოსაყენებლად უვარგისი შესაბამისობის ფირნიშები უნდა იყოს ჩამოწერილი.

13. გამოსაყენებლად უვარგისი შესაბამისობის ფირნიშის (ფირნიშების) ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტით. შესაბამისობის ფირნიშის ნომერი შეტანილი უნდა იქნეს აქტში.

14. ჩამოწერის აქტს ადგენს სერვისის საწარმო.

 

თავი VI. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისექსპლუატაციის და უსაფრთხოების ტექნიკის წესები

 

მუხლი 20. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის მდგომარეობის მიმართ

1. აკრძალულია:

ა) ძრავას მუშაობის დროს აირბალონიანი მოწყობილობის რემონტი;

ბ) აირის გაჟონვისას ძრავას ჩართვა და მუშაობა;

გ) აირის გამოშვება შენობაში სხვა აირბალონიან სატრანსპორტო საშუალებების სადგომ ადგილებთან, აალების წყაროსთან ან ადამიანთა თავშეყრის ადგილთან სიახლოვეს;

დ) ბალონების ჯვარედინაზე განლაგებული შემვსები და გამშვები ვენტილების გახსნილ ან შუალედურ მდგომარეობაში დატოვება. აირის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ვენტილები ან სრულად გახსნილი ან სრულად დაკეტილი უნდა იყოს;

ე) ღია ცეცხლის ზონასთან ახლოს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება;

ვ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი ან აირსადენები ეხება პლატფორმის ძირს;

ზ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მაღალი წნევის მილების დეფორმაციას.

2. ჰერმეტულობის დარღვევის შემჩნევისთანავე უნდა დაიკეტოს ვენტილები ბალონზე (ბალონებზე), სრულად დაიხარჯოს სისტემიდან აირი, დაიკეტოს მაგისტრალური ვენტილი. 

3. კატეგორიულად იკრძალება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია და დახურულ შენობებში შეყვანა აირის დაზიანებული აპარატურით.

4. ღამის სადგომზე ან ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას საჭიროა დაიკეტოს მაგისტრალური და ბალონების ვენტილები, სრულად დაიხარჯოს კვების სისტემაში დარჩენილი აირი (ძრავას გაჩერებამდე), გამოირთოს ძრავა და გაითიშოს აკუმულატორის ბატარეები (განმხოლოვდეს “მასა”). ხანგრძლივი დროის მანძილზე ღია ონკანებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია.

5. ზამთარში (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომად არ გამოიყენება დახურული ფარეხი) ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში ძრავას წინასწარ გასაცხელებლად და აირსადენებში ყინულის საცობების მოსაშორებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ცხელი წყალი, ცხელი ჰაერი ან ორთქლი. ღია ალის გამოყენება ძრავას გასათბობად აკრძალულია.

6. ხანგრძლივი დგომის შემდეგ შეკუმშული ბუნებრივი აირით ძრავას ჩართვა რეკომენდებულია განხორციელდეს ახდილი კაპოტით.

7. თითოეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლმქრობი და ქეჩა.

8. ონკანები თავისუფლად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს. მათი გაღებისას ან დაკეტვისას დამატებითი ბერკეტების გამოყენება აკრძალულია. 

9. წნევის კონტროლის, აირის მიწოდებისა და ხარჯვის, საწვავის ერთი სახეობიდან მეორეზე გადართვის კონტროლის სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

 

მუხლი 21. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ

1. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მოთხოვნები.

2. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩაატაროს მანქანის დათვალიერება აირის შესაძლო გაჟონვის, ჩამკეტი არმატურისა და აირბალონიანი მოწყობილობის გაუმართაობის დადგენის მიზნით, შეამოწმოს აირბალონების სამაგრების საიმედოობა.

3. ხანგრძლივი დროით გაჩერებული ძრავას ჩართვამდე საჭიროა მცირე დროით გაიხსნას ავტოსატრანსპორტო საშუალების კაპოტი აირმოწყობილობის, მილსადენებისა და შეერთებების გამართულობის დადგენის მიზნით.

4. ძრავას ამუშავება შეიძლება მხოლოდ ერთი სახის საწვავზე _ აირზე ან ბენზინზე.

5. მოძრაობის დროს აირის სუნის შეგრძნებისთანავე მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს მანქანა, აღმოფხვრას უწესივრობა, თუ ეს შესაძლებელია ან დაკეტოს სახარჯო ვენტილი და მიმართოს სერვისის საწარმოს.

6. აირგასამართ სადგურზე აირბალონების შევსება უნდა მოხდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) გამოირთოს ძრავა;

ბ) დაიკეტოს გამშვები ვენტილი;

გ) აირგასამართი სადგურის თანამშრომელმა შემვსებ ვენტილს უნდა მიუერთოს გასამართი შლანგი (საჭიროა იმაში დარწმუნება, რომ ბუნიკი დახრახნილია ბოლომდე); ბოლომდე გახსნას შემვსები ვენტილი და შეავსოს ბალონები მუშა წნევამდე _ 20 მეგპა (200 ატმ); დაკეტოს შემვსები ვენტილი;

დ) შემვსებ ვენტილს მოეხსნას აირშემვსები შლანგი (ეს ოპერაცია უნდა განახორციელოს სადგურის თანამშრომელმა);

ე) ბალონების შევსების შემდეგ თანდათანობით გაიხსნას გამშვები ვენტილი, ჩაირთოს ძრავა და ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოვიდეს აირგასამართი სადგურის ტერიტორიიდან.

7. მძღოლი ვალდებულია:

ა) არ შეავსოს ისეთი ბალონები, რომლებსაც არ გაუვლიათ მორიგი შემოწმება და არა აქვთ შესაბამისი დამღა;

ბ) აირსადენებსა და შეერთებებში ჰერმეტულობის დარღვევის აღმოჩენისას არ შეავსოს ბალონები აირით;

გ) აირით ბალონების შევსებისას გამშვები ვენტილი ჰქონდეს დაკეტილი, ხოლო შემვსები კი _ სრულად გაღებული;

დ) ბალონების შევსებისას განერიდოს შემვსებ შლანგს;

ე) არ დაუშვას შეერთებების დამატებითი მოჭერა იმ დროს, როდესაც სისტემაში აირი წნევის ქვეშაა. ასევე არ დაუშვას ამ დროს სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

8. შემვსები შლანგის ჰერმეტიზაციის დარღვევისას საჭიროა დაუყოვნებლივ დაიკეტოს შემვსები ვენტილი, რათა არ მოხდეს ბალონებიდან აირის დაცლა.

9. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხანძრის გაჩენისას, აუცილებელია მაგისტრალური და ბალონების ონკანების დაუყოვნებლივ დაკეტვა.

10. ალმოდებული აირის ჩაქრობა უნდა მოხდეს ცეცხლსაქრობის, სილის, წყლის ჭავლის ან ქეჩის გამოყენებით. წნევიანი აირის ბალონებს უნდა მიესხას ცივი წყალი, მათში წნევის მატების თავიდან აცილების მიზნით.

11. აკრძალულია იმ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომლის ძარაში განთავსებული ბალონები, არმატურა და მაერთებელი ელემენტები არ არის მოთავსებული განცალკევებულ ნაკვეთურში, ან ბალონების ყელი, ვენტილები და აირმილების შეერთებები არ არის მოქცეული ადგილობრივ ვენტილირებად გარსაცმში. დამცავი მექანიზმის კონსტრუქცია აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში აირის შეღწევის შესაძლებლობას. მძღოლი პასუხისმგებელია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული დამცავი მექანიზმის (ნაკვეთურის, გარსაცმის) მთლიანობის დაცვაზე.

12. მძღოლი პასუხისმგებელია აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ყველა პირის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის (მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების) წესების შესრულებაზე და ვალდებულია მოსთხოვოს მათ ამ წესების დაცვა.

 

დანართი N1

 

სერვისის საწარმოს პასპორტი

 სერვისის საწარმოს პასპორტის სატიტულო

ფურცლის ფორმა

 

 ვამტკიცებ

                                                                                                   სერვისის საწარმოს ხელმძღვანელი

 

       -------------------------- ------------------

                                                                                                                სახელი, გვარი ხელმოწერა

 

 ------------ -------------------------წ.

 ბ.ა

 

 -----------------------------------------------------------------------------------------------

                            სერვისის საწარმოს დასახელება

პ ა ს პ ო რ ტ ი

 

სერვისის საწარმოს პასპორტის პირველი გვერდის ფორმა

                                                                                      საინფორმაციო მონაცემები

 

1. სერვისის საწარმოს დასახელება და იურიდიული მისამართი;

2. სერვისის საწარმოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი;

3. სერვისის საწარმოს უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი;

                                 გვ. 2

 

1. ნორმატიული დოკუმენტაციის ნუსხა,

რომელიც გამოიყენება სერვისის საწარმოს მუშაობაში

 

2. მოწყობილობით აღჭურვა

 

N

განსასაზღვრი მახასიათებლების დასახელება

მოწყობილობის დასახელება

მოწყობილობის ტიპი, მარკა, დამამზადებელი ქარხანა, გამოშვების წელი

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

 

3. საზომი საშუალებებით აღჭურვა

N

განსასაზღვრი მახასიათებლების დასახელება

 

საზომი საშუალებების დასახელება

საზომი საშუალებების მარკა, მოდელი, დამამზადებელი ქარხანა

ძირითადი მეტროლოგიური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი, ცდომილება)

 

დამოწმების მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და პერიოდულობა

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

 

4. სერვისის საწარმოს პერსონალი

 

N

გვარი, სახელი

 

 

 

 

თანამდებობა

შესასრულებელი ფუნქცია, ჩასატარებელი სამუშაოები

პერსონალის კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

5. სერვისის საწარმოს შენობა-ნაგებობების მდგომარეობა

 

N

შენობის დანიშნულება

 

 

 

 

სპეციალური ან მისადაგებული

ფართობი

სპეციალური მოწყობილობის არსებობა (სათვალიერებელი ორმო, ამწე მოწყობილობა, ვენტილაცია და სხვ.)

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

დანართი N2

 

აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების

რეგისტრაციის ჟურნალი

 

სერვისის საწარმოს მიერ ტექნიკურ მოთხოვნებთან

აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის

სავალდებულო ყოველწლიური შეფასების

რეგისტრაციის ჟურნალის სატიტულო ფურცლის

ფ ო რ მ ა

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

სერვისის საწარმოს დასახელება, მისამართი

 

---------------------------------------------------------------------------------------------------

ნებართვის მოწმობის ნომერი

 

ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის

სავალდებულო ყოველწლიური შეფასების

 

რეგისტრაციის ჟურნალი

 

აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის სავალდებულო

ყოველწლიური შეფასების რეგისტრაციის

ჟურნალის ფორმა (A 3 ფორმატზე)

 

 

 

 

 

 

 

 

N

შესაბამისობის შეფასების თარიღი

აირბალონიანი ავტოსატრან-სპორტო საშუალების მფლობელი, სახელი, გვარი

აირბალონი-ანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აირბალონიანი ავტოსატრან-სპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი

აირბალონიანი ავტოსატრან-სპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

შესაბამისობის ბარათის ნომერი

შესაბამისობის შედეგი

აირბალონიანი ავტოსატრან-სპორტო საშუალების შესაბამისობის ფირნიშის რიგითი ნომერი 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აირბალონიანი ავტოსატრან-სპორტო საშუალების შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა

 

 

 

 

 

 

 

ტექნიკურად გამართული

ტექნიკურად გაუმართავი

 

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი N 3

 

აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების

მინიმალური ზომები

 

აირბალონის ტევადობა, ლიტრი

ჩარჩოს სამაგრი ჭანჭიკების მინიმალური დიამეტრი, მმ

მრგვალი საყელურების მინიმალური ზომები, მმ

ცალუღების სამაგრი ჭანჭიკების დიამეტრი, მმ

ლენტური სამაგრი ცალუღების განივი კვეთის მინიმალური ზომები, მმ

85-მდე

ჩათვლით

8

30 × 1.5

8

20 × 3.0 ან

 30 × 1.5

85-დან 100-მდე ჩათვლით

8

30 × 1.5 ან

25 × 2.5

10

 30 × 3

100-დან 150-მდე ჩათვლით

10

50 × 2 ან

 30 ×3

12

 50 × 6

 

დანართი N4

 

ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის

შესაბამისობის ბარათი

N----------- ---------------------------------------------------------------------------------------

სერვისის საწარმოს დასახელება, მისამართი

---------------------------------------------------------------------------------------------------

 

პირველადი შეფასება ___ განმეორებითი შეფასება ___

გაფორმებულია “ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებათან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების” მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად

აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი

აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი

აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის სერია, ნომერი

აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სახელი, გვარი

ავტოტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ბალონების საქარხნო N

 

1. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ბალონების იდენტიფიკაცია

1.1 ბალონების შემოწმების ____ დოკუმენტი

1..2 ნიშანდება

 _____

1..3 ზედაპირის დაზიანებები ___

 

2. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების კომპლექტაცია

2.1 საბაზო გაბარიტები ____

2..2 ღერძზე დატვირთვა ____

2..3 ნაკვეთური

(გარსაცმი) ____

2.4 ცეცხლსა-

ქრობი ____

3. აირბალონიანი მოწყობილობა

 

3.1 აირბალონიან

ავტოსატრანსპო-

რტო საშუალებაზე დამაგრების ___ სიმტკიცე

3.2 ელექტრო-

უსაფრთხოება ___

3.3 მაღალი და

დაბალი წნევის რედუქტორები __

3.4 ელექტო-

მაგნიტური ___ სარქვლები

 

 

3.5 ვენტილები ___

 

3.6 შემთბობები

 ____

3.7 საორთქლე-

ბელი ____

 ___

3.8 შეერთებები

________________

 ___

3.9 შემრევები

 

4. აირსადენები

 

4.1 განლაგება ___

4.2 კვანძებისა __

და აგრეგატე-

ბის სიმტკიცე

4.3 ჰერმეტუ- ___

ლობა

4.4 შეერთებები _

5. საზომ – საკონტროლო ხელსაწყოები

 

5.1 მაღალი და ___ დაბალი წნევის მანომეტრები

 

 

 

შენიშვნა:

 

დასკვნა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო ________________ __________________

საშუალების გამართულობის შესახებ: ტექნიკურად გამართულია ტექნიკურად გაუმართავია

 

შესაბამისობის შეფასების სამუშაოების

ჩამტარებელი პასუხისმგებელი პირი: ---------------------- -------------------

                                                                       სახელი, გვარი ხელმოწერა

 

 

მუხლი 22. არსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-7 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "ა,ბ,გ,დ" ქვეპუნქტებში, მე-9 მუხლის პირველ, მე-9, და მე-10 პუნქტებში, მე-10 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის "ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ" ქვეპუნქტებში, მე-12 მუხლის პირველ პუნქტში, მე-13 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებში, მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის "ა,ა.ა,ა.ბ,ა.გ და ბ" ქვეპუნქტში, მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებში, ასევე მე-6 პუნქტის "ა,ბ,გ,დ,ე,ვ,ზ" ქვეფუნქტებში, მე-18 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში, მე-9 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-13 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 პუნქტებში, მე-17 მუხლის მე-4 და მე-18 პუნქტებში, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის არსებით შეუსაბამობას.

 

მუხლი 23. კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრა

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება II ხარისხის კრიტიკულ შეუსაბამობას.

 

მუხლი 24. არაარსებითი შეუსაბამობების განსაზღვრა

 ტექნიკური რეგლამენტის 22-ე და 23-ე მუხლებში მოცემული შესაბამისი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლებში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება არაარსებით შეუსაბამობას.


10. 16/09/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 458 - ვებგვერდი, 20/09/2022 9. 13/09/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 449 - ვებგვერდი, 13/09/2019 8. 13/09/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 451 - ვებგვერდი, 13/09/2019 7. 12/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 329 - ვებგვერდი, 16/07/2019 6. 17/11/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 513 - ვებგვერდი, 21/11/2016 5. 22/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 196 - ვებგვერდი, 26/04/2016 4. 18/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 182 - ვებგვერდი, 20/04/2016 3. 29/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 154 - ვებგვერდი, 31/03/2016 2. 25/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 437 - ვებგვერდი, 27/08/2015 1. 20/04/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 167 - ვებგვერდი, 21/04/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას