საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.002.955
  • Word
5182
03/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
090.000.000.05.001.002.955
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, დამნაშავედ ცნოს პირი და დაუნიშნოს მას სასჯელი.“.

2. მე-11 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მსჯავრდებული და გამართლებული დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.“.

3. მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ (გარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევისა).“.

4. 28-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) პირმა დანაშაული ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.“.

5. 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ ბრალდებული მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით – დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე;“.

6. 30-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

7. 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ პირს მიაჩნია, რომ ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, მას უფლება აქვს წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე საბრალდებო დასკვნის შედგენამდე.

2. თუ გარდაიცვალა პირი, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისა და დაცვის უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს.“.

8. 36-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებლის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შემდეგ გამომძიებელს, პროკურორს, მოსამართლეს ან სასამართლოს გამოაქვს დადგენილება (განჩინება) იმის შესახებ, რომ სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელსაც მატერიალური და სხვა პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ქმედებისათვის. დადგენილების (განჩინების) ასლი და განცხადებული სამოქალაქო სარჩელის ასლი გადაეცემა სამოქალაქო მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს. ამასთანავე, სამოქალაქო მოპასუხეს განემარტება ამ კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.“.

9. 41-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს ან უარყოს სამოქალაქო სარჩელი გამამტყუნებელ განაჩენში, აგრეთვე ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლებით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში (განჩინებაში).“.

10. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და საქმე წარმართოს სასამართლოში;“.

11. 81-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:

ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;

ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;

გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;

დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ე) განიხილება პირის მიმართ სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი;

ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;

ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი;

თ) ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;

ი) პროცესის მონაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება (გარდა ფიზიკური დაცვის სპეციალური ღონისძიებისა).“.

12. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო მოპასუხეა პირი, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა იმ ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც სხვა პირს მიადგა დანაშაულის შედეგად, და რომელიც დაშვებულია სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით).“.

13. 95-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;“.

14. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ან მისი შერაცხადობის საკითხი დასადგენია, მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მხედველობაში უნდა მიიღოს პირის საშიშროება საკუთარი თავისთვის და სხვა პირთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.“.

15. 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 154. პირი, რომლის მიმართაც შეიძლება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. პირი, რომლის შერაცხადობის საკითხი დასადგენია, უნდა მოთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში ან პალატაში, რომელიც განკუთვნილია ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფებისათვის.“.

16. 177-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება ან მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.“.

17. 180-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებულის ან განსასჯელის მოთავსება, თუ ეს დაწესებულება მოუწყობელია დაპატიმრებულთა მოსათავსებლად.“.

18. 181-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებული ან განსასჯელი შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.“.

19. 219-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა.

2. რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.“.

20. 226-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირს, რომელმაც დაკარგა საცხოვრებელი ბინა იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი, უნდა დაუბრუნდეს წინათ დაკავებული საცხოვრებელი ბინა, ხოლო თუ ასეთი დაბრუნება შეუძლებელია, სახელმწიფომ მას რიგგარეშე უნდა მისცეს ტოლფასი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იმავე დასახლებულ პუნქტში, საბინაო ფართობის მოქმედი ნორმებისა და მისი ოჯახის შემადგენლობის გათვალისწინებით.“.

21. 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

22. 377-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუში შეიძლება აიღონ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულისაგან.“.

23. 396-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 396. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის წესი

1. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობისას სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, ხოლო მოსამართლეს ან პროკურორს – მოტივირებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

2. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა წყდება ამ კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობით.“.

24. 439-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორი – სახელმწიფო ბრალმდებელი, დაზარალებული (კერძო ბრალმდებელი), სამოქალაქო მოსარჩელე და მათი წარმომადგენლები; დაცვის მხარეს – დამცველი, განსასჯელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე, მისი კანონიერი წარმომადგენელი.“.

25. 499-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 499. განსასჯელის შეურაცხაობის საკითხის განხილვა

1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა ბრალდებულის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადების საკითხი, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.

2. თუ დადგინდა, რომ განსასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხად მდგომარეობაში იყო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

3. თუ დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო, სასამართლო, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით, წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ პირის მიმართ. მოსამართლე უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

26. 518-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.“.

27. 607-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;

გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;

დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.“.

28. 616-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.“.

29. LXIV თავი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 3 ივლისი.

№5182–რს