საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 18/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 030.000.000.05.001.002.963
  • Word
5199
04/07/2007
სსმ, 28, 18/07/2007
030.000.000.05.001.002.963
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს.“.

2. მეშვიდე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი მეშვიდე

საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი“.

3. XLIV1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XLIV1

წარმოება რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით

    მუხლი 3561. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეკეტი – შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა;

ბ) რეკეტული დაჯგუფება – თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება;

გ) რეკეტირი – პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და რომლისთვისაც ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე რომელიც უკანონოდ წყვეტს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავებს ან მონაწილეობს მათ გადაწყვეტაში;

დ) თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოს (რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან;

ე) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

ვ) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (თუ დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) გათვალისწინებული დანაშაული ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირი – პირი, რომელმაც მოახდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

თ) ქურდული სამყაროს წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, ან პირი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს (კანონიერი ქურდი);

ი) ოჯახის წევრი – რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირი;

კ) ახლო ნათესავი – რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი;

ლ) რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად ან მოპოვებულია რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის მიერ ან/და ამ ქონებით სარგებლობს, მას განკარგავს (ან განკარგა) რეკეტირი, თანამდებობის პირი, ქურდული სამყაროს წევრი, ადამიანით მოვაჭრე, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირი;

მ) რეკეტული ქონება – რეკეტის შედეგად მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;

ნ) თანამდებობის პირის ქონება – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან თანამდებობის პირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;

ო) ქურდული სამყაროს წევრის ქონება – ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;

პ) ადამიანით მოვაჭრის ქონება – ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;

ჟ) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ქონება – ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;

რ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;

ს) უკანონო ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც რეკეტულ დაჯგუფებას, რეკეტირს, თანამდებობის პირს, ქურდული სამყაროს წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვს კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

ტ) დაუსაბუთებელი ქონება – ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები რეკეტულ დაჯგუფებას, რეკეტირს, თანამდებობის პირს, ქურდული სამყაროს წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.

    მუხლი 3562. სარჩელის აღძვრა რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე

1. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში.

2. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის მიმართ.

3. თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან თანამდებობის პირთან დაკავშირებული პირის მიმართ.

4. ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის მიმართ.

5. ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის მიმართ.

6. ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან დაკავშირებული პირის მიმართ.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მიმართ.

    მუხლი 3563. ქონების რეკეტულად ცნობა, რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა

1. მოსამართლე ქონებას ცნობს რეკეტულად, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვა, რომ ქონება მიღებულია რეკეტის შედეგად, იგი წარმოადგენს შემოსავალს რეკეტის შედეგად მიღებული ქონებიდან, შეძენილია რეკეტიდან მიღებული შემოსავლით ან არ არსებობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

2. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების რეკეტულობის შესახებ.

3. რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე ცნობს უკანონოდ, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სასამართლომ გამოარკვია, რომ ქონება ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო საშუალებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

4. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობის შესახებ.

5. რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან თანამდებობის პირთან, რეკეტირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე ცნობს დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

6. მოპასუხე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.

    მუხლი 3564. ქონებაზე ყადაღის დადება

თუ არსებობს მონაცემები, რომ რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების თაობაზე.

    მუხლი 3565. ქონების რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის იურიდიული შედეგები

1. თუ სასამართლომ ამ კოდექსის 3563 მუხლის შესაბამისად ქონება ცნო რეკეტულად ან რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონება – უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, ასეთი ქონება მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

2. თუ ქონების რეკეტულობა, უკანონობა ან დაუსაბუთებლობა ნაწილობრივ დასტურდება, მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს გადაეცემა მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის არარეკეტულობას, კანონიერებას ან დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს.

3. თუ შეუძლებელია რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით კანონიერი მესაკუთრისათვის ან სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება რეკეტული, უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 3566. დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას, როდესაც გამოცხადდა რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

2. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლოში, ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში. მხარეს უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო (საკასაციო) ინსტანციაში. სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე მხარის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით ან საკონსულო წესით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების (შეტყობინების) ამ კოდექსის VIII თავით დადგენილი წესი.

    მუხლი 3567. რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

1. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ რეკეტირს, თანამდებობის პირს, ქურდული სამყაროს წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, ქურდული სამყაროს წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მფლობელობაშია უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება და სასამართლო პროცესის მსვლელობისას რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პროკურორი იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას მის წინააღმდეგ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალწარმოება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 4 ივლისი.

№5199–რს