„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ

„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.017764
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
145
13/02/2014
ვებგვერდი, 18/02/2014
410010020.10.003.017764
„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/02/2014 - 19/08/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2014 წლის 13 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ' საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე, დამტკიცდეს „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობები“.
მუხლი 2
 

დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი მარტიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი

პირობები


 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობები“ აწესრიგებს თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. წინამდებარე პირობებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ოჯახური გამოყენებისათვის განკუთვნილი და გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლისა და სარგავი მასალის რეგულირებაზე. 

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თესლი – სათესი მასალის ყველა ბოტანიკური სახე, რომელიც განკუთვნილია მცენარის გამრავლებისათვის (აღწარმოებისათვის), მათ შორის, საკუთრივ თესლი, მცენარის ნაყოფი, რთული ნაყოფის ნაწილები, თანანაყოფი და სხვა;

ბ) სარგავი მასალა – მცენარე და მათი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც განკუთვნილია მცენარის გამრავლებისათვის;

გ) თესლის კატეგორიები:

გ.ა) საბაზისო თესლი (ელიტა) – მცენარის წინასაბაზისო თესლის გამრავლებით მიღებული თესლი, რომელზედაც პასუხისმგებელია ჯიშის შემნარჩუნებელი;

გ.ბ) პირველი რეპროდუქციის თესლი – საბაზისო თესლის გამრავლებით მიღებული თესლი;

გ.გ) მეორე რეპროდუქციის თესლი – პირველი რეპროდუქციის თესლის გამრავლებით მიღებული სათესლე მასალა;

დ) თესლის და სარგავი მასალის ხარისხი – თესლის და სარგავი მასალის მაჩვენებლების ერთობლიობა, რითაც განისაზღვრება მათი დასათესად/დასარგავად გამოყენების ვარგისიანობა და დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით;

 ე) ხარისხის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს თესლისა და სარგავი მასალის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან;

 ვ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ადასტურებს, რომ ტვირთი შეესაბამება იმპორტის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს.

 

 მუხლი 3. გასავრცელებლად დაშვების სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებას ექვემდებარება მცენარეთა ჯიშების შემდეგი თესლი და სარგავი მასალა:

ა) ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის მცენარეთა ჯიშების და ჰიბრიდების თესლი და სარგავი მასალა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივად დაცული ჯიშების და ჰიბრიდების თესლი და სარგავი მასალა.

 

მუხლი 4. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის სერტიფიკაცია

1. საქართველოს ტერიტორიაზე თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის შესაბამისობის შეფასებას და სერტიფიკაციას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო.

 2. საქართველო, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აღიარებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემულ სერტიფიკატს.

 

მუხლი 5. თესლისა და სარგავი მასალის გავრცელების პირობები

1. ქვეყნის ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაიშვება თესლი და სარგავი მასალა. თესლი უნდა შეესაბამებოდეს საბაზისო თესლს (ელიტურ თესლს), პირველი და მეორე რეპროდუქციის თესლს, ხოლო სარგავი მასალა – პირველი ან მეორე ხარისხის მასალას, რომელსაც უნდა ახლდეს:

ა) ხარისხის სერტიფიკატი;

ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი.

 2. 2015 წლის პირველ აგვისტომდე, საქართველოში გასავრცელებლად დაიშვება აგრეთვე არასერტიფიცირებული თესლი და სარგავი მასალა, რომლის ეტიკეტზე ან/და თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია - ,,არასერტიფიცირებული“.

3. ქვეყანაში თესლისა და სარგავი მასალის მწარმოებელი პირი ვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

 ა) პირის დასახელების და იურიდიული მისამართის შესახებ;

ბ) თესლისა და სარგავი მასალის წარმოებისათვის გამოყენებული მიწის ფართობის ოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ;

გ) წარმოებული თესლისა და სარგავი მასალის ჯიშის (ჰიბრიდის) სახეობისა და კატეგორიის შესახებ.

 

მუხლი 6. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირება

1. პირი (მწარმოებელი/დისტრიბუტორი) ვალდებულია საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციისას მომხმარებელს მიაწოდოს თესლისა და სარგავი მასალის შესახებ აუცილებელი და უტყუარი ინფორმაცია, კერძოდ:

 ა) პირის დასახელება და მისამართი;

 ბ) წარმოების თარიღი, შენახვის ვადა და პირობები (საჭიროების შემთხვევაში);

 გ) წონა ან/და მოცულობა;

 დ) თესლის კატეგორია.

 2. დაფასოებული თესლისა და სარგავი მასალისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები დატანილი უნდა იქნეს ყოველ შეფუთულ ერთეულზე, ხოლო დაუფასოებელ თესლსა და სარგავ მასალას უნდა ახლდეს ინფორმაციის სახით.

 3. ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებებით დამუშავებულ თესლსა და სარგავ მასალას აგრეთვე უნდა ახლდეს ინსტრუქცია პრეპარატის დასახელებისა და მასთან მოპყრობის წესების მითითებით.

 

 მუხლი 7. თესლისა და სარგავი მასალის იმპორტი

1. თესლისა და სარგავი მასალის იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 2. სამეცნიერო-სელექციური მიზნებისა და გამოფენაზე ექსპონირებისათვის განკუთვნილი თესლი და სარგავი მასალა საქართველოში შეიძლება შემოტანილი იქნეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე.

 

 მუხლი 8. პასუხისმგებლობა

ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის პირს დაეკისრება პა­სუ­ხის­მგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.