რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 702
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 21/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 21/01/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.260.110.05.002.001.
  • Word
702
21/12/1998
სსმ, 1(8), 21/01/1999
010.260.110.05.002.001.
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №702

1998 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დამტკიცდეს რაიონის გამგეობის დებულება.

ე. შევარდნაძე

რაიონის გამგეობის დებულება

რაიონის გამგეობის დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს რაიონის ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის საქმიანობას, უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და მუშაობის ორგანიზაციას; აწესრიგებს გამგეობის ურთიერთობას რაიონის წარმომადგენლობით ორგანოსთან – საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან, დარგობრივ სამსახურებთან, საწარმოებსა და ორგანიზაციებთან.

კარი I

ზოგადი დებულებანი

თავი I

ადგილობრივი მმართველობა

    მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება

1. ადგილობრივი მმართველობა არის სახელმწიფო მმართველობის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი და სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების მიერ დელეგირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ინტერესების დაცვას.

2. რაიონებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოა გამგეობა, რომელიც იმავდროულად ასრულებს რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას.

    მუხლი 2. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

1. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ეს დებულება, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები – გამგეობები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები – გამგეობები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, ეროვნული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების, ადამიანთა უფლება-თავისუფლებათა დაცვის, საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების პრინციპებით.

2. ადგილობრივი მმართველობა ეფუძნება მართვის დეკონცენტრაციას. რაიონების გამგეობები კანონით განსაზღვრულ კომპეტენციებს ახორციელებენ ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საფუძველზე სუბსიდიარობისა და დელეგირების პრინციპების შესაბამისად.

3. რაიონების გამგეობების უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ და ამ დებულებით.

    მუხლი 4. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ტერიტორიული საფუძვლები

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს – გამგეობის უფლებამოსილება ხორციელდება რაიონის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის ტერიტორიებს.

2. რაიონის ადმინისტრაციული საზღვრები, მათი დადგენისა და შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. რაიონს აქვს ადმინისტრაციული ცენტრი. ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 5. ადგილობრივი მმართველობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, სამთავრობო დაწესებულებების, რაიონის საკრებულოს და რაიონის გამგებლის აქტების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) რაიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის კონტროლი და კოორდინაცია;

გ) რაიონის ბიუჯეტის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენა და განხორციელება; რაიონული საკუთრების აღრიცხვა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა; ენერგო-, გაზის, წყალმომარაგებისა და სამელიორაციო სისტემების ორგანიზაცია, მათი შენახვა და განვითარება; რაიონული მნიშვნელობის გზების შეკეთება, რეკონსტრუქცია და მშენებლობა; ბუნებათსარგებლობისა და მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;

დ) გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სანიტარიულ-ეპიდემიური და ვეტერინარული ღონისძიებების გატარება; ბუნების დაცვის განსაკუთრებული ზონების განსაზღვრა;

ე) მოსახლეობის სოციალური დაცვა და დასაქმება; განათლების, სკოლამდელი დაწესებულებების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზება;

ვ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაცია; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციის მომზადება და ჩატარება; ადგილობრივი რესურსების ხარჯზე საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა შესრულება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელშეწყობა სამხედრო-სასწავლო შეკრებების, სამხედრო მომზადების ორგანიზაციისა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში.

თავი II

ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები

    მუხლი 6. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსური ბაზა

1. ადგილობრივი მმართველობის განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსურ ბაზას შეადგენს: რაიონის ბუნებრივი რესურსები; ადგილობრივი მეურნეობა; რაიონის ადგილობრივი საკუთრება; რაიონის ბიუჯეტის სახსრები და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგებლობაში არსებული სხვა ფინანსები.

2. რაიონის ბუნებრივ რესურსებს შეადგენენ რაიონის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა და მისი წიაღი, წყალი და მცენარეული საფარი, რომელიც არ არის გადაცემული კერძო ან რაიონში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში. რაიონის მმართველობის ორგანოების გამგებლობაში შეიძლება იყოს რაიონის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რაიონის საჭიროებისათვის გადაცემულია რაიონის მმართველობის ორგანოების მფლობელობაში.

    მუხლი 7. რაიონის ადგილობრივი მეურნეობა

1. რაიონის ადგილობრივი მეურნეობა მოიცავს რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან რაიონის საკუთრებაში მყოფ საწარმოებს და ორგანიზაციებს, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რაიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები კოორდინაციას უწევენ ადგილობრივ მეურნეობაში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, ხელს უწყობენ მათ ფუნქციონირებას.

    მუხლი 8. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება

1. ადგილობრივი მმართველობის საკუთრება სახელმწიფო საკუთრების ფორმაა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ადგილობრივი მმართველობის ორგანო.

2. სახელმწიფო ცენტრალური და რაიონული საკუთრების ობიექტების გამიჯვნა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო საკუთრების იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც გადაეცემა რაიონის მმართველობის ორგანოს საკუთრებაში და/ან რომელთა მართვაც რაიონის გამგეობის კომპეტენციაშია, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით.

4. ადგილობრივი მმართველობის საკუთრების შექმნის საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“.

    მუხლი 9. რაიონის ბიუჯეტი

1. რაიონის ბიუჯეტი არის რაიონის ფულადი სახსრების მობილიზაციისა და მისი გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა.

2. რაიონის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც საქართველოს სახელმწიფო, ისე რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის ბიუჯეტებისაგან.

3. რაიონის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს ადგილობრივი (რაიონული) გადასახადები და მოსაკრებლები, დადგენილი წესით დამტკიცებული გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული სახელმწიფო გადასახადებიდან მიღებული ანარიცხები და მიზნობრივი ტრანსფერტები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დამოუკიდებლად ადგენს საკრებულო.

4. რაიონის ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს დებულებით.

კარი II

რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები

თავი I

რაიონის გამგეობა

    მუხლი 10. რაიონის გამგეობა

რაიონის გამგეობა არის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო, რომელიც იმავდროულად ასრულებს რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს. რაიონის გამგეობა „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტას, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ინტერესების დაცვას, საკრებულოსა და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას.

    მუხლი 11. რაიონის გამგეობის შემადგენლობა

1. გამგეობა შედგება: რაიონის გამგებლის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, აპარატის უფროსისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. რაიონის გამგეობის შემადგენლობა განისაზღვრება 5-11 წევრით.

2. გამგეობის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას ამ დებულების საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს გამგებელი.

3. გამგებლის პირველ მოადგილეს, მოადგილეებსა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

4. აპარატის უფროსს საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    მუხლი 12. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება

1. რაიონის გამგეობის კომპეტენციაშია:

ა) რაიონის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება;

ბ) საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა ადგილობრივი (რაიონული) გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი ოდენობის დადგენის შესახებ; სხვა ადგილობრივი საფინანსო საკითხების გადაწყვეტა;

გ) რაიონის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტების შემუშავება, საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის განხორციელება;

დ) რაიონის საკუთრების ობიექტების, საქართველოს კანონებითა და მის საფუძველზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტა;

ე) რაიონის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა;

ვ) გამგებლის წინადადებით რაიონის ადგილობრივი სამსახურების შექმნა და გაუქმება;

ზ) საკრებულოსათვის წინადადებათა მომზადება ბუნების დაცვის განსაკუთრებული ზონების განსაზღვრის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და ვეტერინარულ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ;

თ) რაიონის გამგებლისათვის თანხმობის მიცემა ისეთი ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებების დადებაზე, რომელთა ღირებულებაც აღემატება 5000 ლარს;

ი) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და გამგებლის აქტებით განსაზღვრული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

2. გამგეობა, გამგებლის ინიციატივით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით გამგებლის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

თავი II

რაიონის გამგებელი და მისი მოადგილეები

    მუხლი 13. რაიონის გამგებელი

1. რაიონის გამგებელი არის რაიონის ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მეთაური.

2. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. რაიონის გამგებელი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე.

    მუხლი 14. გამგებლის ზოგადი კომპეტენცია

გამგებელი:

ა) იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს; განსაზღვრავს გამგეობის სხდომის დღის წესრიგს; წარმართავს გამგეობის საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის წევრებს: თავის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელებს; ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის;

გ) საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის უფროსს; აპარატის უფროსის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს; აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მოწვეულ სპეციალისტებსა და ექსპერტებთან;

დ) ამ დებულებით განსაზღვრული წესით ამტკიცებს გამგეობის სტრუქტურას და პერსონალურ შემადგენლობას; ამტკიცებს რაიონის ადგილობრივი სამსახურების დებულებებს;

ე) იღებს გამგეობის ან გამგეობის ცალკეულ წევრთა გადადგომას; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დამტკიცებამდე ან ახალი გამგეობის შექმნამდე;

ვ) პერიოდულად ისმენს გამგეობის წევრებისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა გაწეული მუშაობის ანგარიშებს;

ზ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს რაიონის ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელთა აქტები;

თ) უფლებამოსილია თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას კომისიები, საბჭოები და სხვა საკონსულტაციო ორგანოები; დაამტკიცოს მათი სამოქმედო დებულებები;

ი) უფლებამოსილია მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით; საკრებულოს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს დამატებითი საკითხები;

კ) უფლება აქვს საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად;

ლ) უფლებამოსილია ერთი თვით შეაჩეროს რაიონში შემავალი სოფლის, თემის დაბის, ქალაქის გამგეობის და/ან გამგებლის გადაწყვეტილებები და გაუქმების წინადადებით მიმართოს შესაბამის გამგეობას, გამგებელს, საკრებულოს ან სასამართლოს;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აძლევს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლების თანხმობას;

ნ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაქვემდებარებულ სახაზინო და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა ხელმძღვანელებს;

ო) ხელს აწერს რაიონის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, წარმოადგენს და მოქმედებს რაიონის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

პ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, გამგეობისა და საკრებულოს აქტების შესრულებას;

ჟ) ხელს აწერს გამგეობის დადგენილებებს და ფინანსურ დოკუმენტებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;

რ) ყოველწლიურად წარუდგენს საკრებულოს გაწეული მუშაობის ანგარიშს;

ს) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და საქართველოს პრეზიდენტის აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ტ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საკრებულოს წინაშე.

    მუხლი 15. გამგებლის კომპეტენცია ეკონომიკურ სფეროში

ეკონომიკის სფეროში გამგებლის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) რაიონული ბიუჯეტის პროექტის მომზადების ხელმძღვანელობა და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა, წინადადებების მომზადება და საკრებულოსათვის წარდგენა „ადგილობრივი (რაიონული) გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; საგადასახადო სამსახურებთან ერთად რაიონული და სახელმწიფო გადასახდელების ამოღების კოორდინაცია; საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა;

ბ) რაიონის ტერიტორიაზე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კოორდინაცია, ამ სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და რაიონის გამგებლის აქტების აღსრულების კონტროლი; საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

გ) ზედამხედველობა რაიონული საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის, აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, შეფასების საკითხებისა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისადმი, საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა რაიონული ქონების ფლობის, სარგებლობის, განკარგვის, შექმნის, შეძენისა და გასხვისების წესის თაობაზე; საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ობიექტების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების გადაწყვეტა;

დ) რაიონული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა, საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ე) ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მეწარმოების ხელშეწყობის პოლიტიკის განსაზღვრა და საკრებულოსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ვ) რაიონული სახაზინო და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა მართვა; საკრებულოსათვის წინადადებათა წარდგენა საწარმოთა შექმნის, ლიკვიდაციისა ან რეორგანიზაციის თაობაზე;

ზ) რაიონული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების მომზადების კოორდინაცია, მათი განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; ამ მიზნით დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებთან და მეწარმეებთან თანამშრომლობის ორგანიზება;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 16. გამგებლის კომპეტენცია სოციალურ სფეროში

სოციალურ სფეროში გამგებლის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მონიტორინგის, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის ხელმძღვანელობა;

ბ) რაიონული სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;

გ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების რაიონული პროგრამების პროექტების მომზადება და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებულ პროგრამათა შესრულების უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების გადაწყვეტა; რაიონის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის ობიექტების მოვლა-პატრონობა;

ე) შესაბამის სახელმწიფო სამსახურებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;

ვ) რაიონული სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;

ზ) რაიონული შრომის ბაზრის ანალიზის, მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების, დასაქმების რაიონულ პროგრამათა შემუშავებისა და მათი განხორციელების ორგანიზების ხელმძღვანელობა;

თ) სოციალურ სფეროში სხვადასხვა სოციალური ფენების ინტერესთა ანალიზის, საზოგადოებრივ ინიციატივათა შესწავლის და მათი ხელშეწყობის, სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ორგანიზება;

) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება;

) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 17. გამგებლის კომპეტენცია კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში

კანონიერების, ადამიანთა უფლებების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში გამგებლის კომპეტენციას განეკუთვნება:

) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი და შესაბამის ორგანოთა მიერ რაიონის ტერიტორიაზე გატარებულ ღონისძიებათა შესახებ პერიოდული ანგარიშის მოსმენა;

) რაიონის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის სხვა აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების ნორმატიული აქტების, რაიონის საკრებულოსა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი; ამ მიზნით რაიონის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გამოთხოვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღება;

) რაიონის ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის საკითხების კონტროლი; მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

) რაიონის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელობა; კონტროლი მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისადმი;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსახლეობისა და ტრანსპორტის მობილიზაციის უზრუნველყოფა; ადგილობრივი რეზერვებით საქართველოს სამხედრო ძალებისათვის სამობილიზაციო სამუშაოთა შესრულება;

) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობა; ოპერატიული ღონისძიებათა გატარება მოსახლეობისა და მატერიალურ ფასეულობათა გადასარჩენად;

) საკრებულოსათვის წინადადებების წარდგენა რაიონის ტერიტორიაზე სანიტარიული ნორმების განსაზღვრის, სანიტარიულ-ეპიდემიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით;

) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 18. გამგებლის უფლებამოსილება საკრებულოში

1. საკრებულოში რაიონის გამგებელი უფლებამოსილია:

) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებში;

) დააყენოს წინადადება საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დამატებითი საკითხების შეტანის შესახებ;

) საკრებულოში დასამტკიცებლად შეიტანოს სამართლებრივი აქტის პროექტები;

) ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი საკრებულოში;

) რიგგარეშე გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ან მოახდინოს საკრებულოში მისი მუდმივი წარმომადგენელის, გამგეობის წევრის ან სხვა თანამდებობის პირის ამ უფლების დელეგირება;

) საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი ხელახლა განსახილველად;

ზ) საკრებულოს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. გამგებლის მიერ დაყენებული საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილება პირველ რიგში.

    მუხლი 19. გამგებლის გადადგომა

1. რაიონის გამგებელს აქვს გადადგომის უფლება. თავის უფლებამოსილებას იგი იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

2. რაიონის გამგებელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიონის ახალი გამგებლის დანიშვნამდე.

3. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გადადგომა ან თანამდებობიდან გათავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის გადადგომას. გამგეობის წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

    მუხლი 20. რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე

1. რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს გამგეობის ეკონომიკურ საქმიანობას, წარმართავს ეკონომიკური რეფორმების ღონისძიებათა კომპლექსურ განხორციელებას; გამგებლის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით ასრულებს მის უფლებამოსილებას.

2. რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    მუხლი 21. რაიონის გამგებლის მოადგილეები

1. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად:

ა) ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს;

ბ) ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

გ) სფეროების მიხედვით კოორდინაციას უწევენ რაიონის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურების საქმიანობას;

დ) შესაბამისი დარგების მიხედვით ორგანიზაციას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლის, საკრებულოს და გამგეობის გადაწყვეტილებების შესრულებას;

ე) ასრულებენ გამგებლის ცალკეულ დავალებებს.

2. რაიონის გამგებლის მოადგილეები ანგარიშვალდებული არიან გამგებლის წინაშე.

თავი III

რაიონის ადგილობრივი სამსახურები

    მუხლი 22. რაიონის ადგილობრივი სამსახურები

1. რაიონის ადგილობრივი სამსახურები არიან ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური სფეროების მართვის მიზნით შექმნილი დარგობრივი მმართველობის ორგანოები, რომელთა დაფინანსებაც ხორციელდება რაიონის ბიუჯეტიდან.

2. რაიონის ადგილობრივი სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.

3. რაიონის ადგილობრივ სამსახურებს გამგებლის წინადადებით ქმნის და აუქმებს რაიონის გამგეობა.

    მუხლი 23. რაიონის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები

რაიონის ეკონომიკური სფეროს ადგილობრივი სამსახურები უზრუნველყოფენ:

ა) საქართველოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; რაიონის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ბიუჯეტის შესაბამისად თანხების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლს, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას, შესაბამის საგადასახადო სამსახურთან ერთად ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადების ამოღების კოორდინაციას;

ბ) ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას; ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის კოორდინაციას, რისთვისაც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, წინადადებებს და ცალკეულ პროექტებს ეკონომიკის სისტემური და სტრუქტურული გარდაქმნების თაობაზე; ეკონომიკური რეფორმების სფეროში საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოს, გამგებლისა და გამგეობის აქტების აღსრულების ზედამხედველობას;

გ) რაიონული ქონების მართვას, რისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებენ რაიონული ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციას, ინვენტარიზაციას და შეფასებას; შეიმუშავებენ წინადადებებს ქონების შეძენის, შექმნის ან მისი გასხვისების და პრივატიზაციის საკითხებზე; აკონტროლებენ ამ ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ამზადებენ ამ სფეროში გამგეობისა და გამგებლის გადაწყვეტილებათა პროექტებს და ზედამხედველობენ მათ განხორციელებას;

დ) რაიონის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავებასა და მათი გატარების ორგანიზებას, რისთვისაც შეიმუშავებენ რაიონის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკას; ამზადებენ წინადადებებსა და დასკვნებს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მეწარმეობის განვითარების, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი რეგულირებისა და ლიცენზირების საკითხების თაობაზე;

ე) შესაბამისი ინფორმაციის დაგროვების, მეწარმეებთან უშუალო კონტაქტების საფუძველზე რაიონის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული კომერციული პროგრამების ანალიზს; შესაბამისი წინადადებების შემუშავებას და გამგეობისა და მეწარმეების თანამშრომლობის ხელშეწყობას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 24. რაიონის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები

რაიონის სოციალური სფეროს ადგილობრივი სამსახურები უზრუნველყოფენ:

) ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვასა და მისი განხორციელების ორგანიზებას, რისთვისაც აანალიზებენ სოციალურ სფეროში მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და ფენების ინტერესებს, ხელს უწყობენ მათ თანამშრომლობასა და საზოგადოებრივ ინიციატივას, სხვადასხვა სოციალური ფონდების ჩამოყალიბებას;

) სოციალური მონიტორინგის წარმოებას, რისთვისაც მოიპოვებენ, ამუშავებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ, აღრიცხავენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, აკონტროლებენ სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობას, მისი კორექციის მიზნით საკრებულოსა და გამგეობისათვის შეიმუშავებენ შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავებას; ამ მიზნით ამზადებენ რაიონის სოციალური ინფრასტრუქტურის (განათლების, ჯანდაცვის, კულტურის ობიექტების) რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების პროგრამებს, ცალკეულ პროექტებს, კოორდინაციასა და კონტროლს უწევენ მათ შესრულებას;

) ჰუმანიტარულ პროგრამათა კოორდინაციას, რისთვისაც შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებენ ჰუმანიტარული დახმარების ადგილობრივ პროგრამებს, კოორდინაციას უწევენ მათ განხორციელებას; შეიმუშავებენ სოციალური რეაბილიტაციის კონკრეტულ პროექტებს, აკონტროლებენ ამ სფეროში საკრებულოს, გამგებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;

) რაიონული შრომის ბაზრის ანალიზს, მოსახლეობისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, დასაქმების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაციას, საზოგადოებრივ სამუშაო ადგილთა აღრიცხვას და უმუშევართა დასაქმებისთვის ხელის შეწყობას;

) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 25. რაიონული ინფრასტრუქტურისა და მიწათსარგებლობის სფეროს სამსახურები

1. რაიონული ინფრასტრუქტურისა და მიწათსარგებლობის სფეროს სამსახურები უზრუნველყოფენ:

ა) რაიონის ადგილობრივი მეურნეობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; წინადადებებისა და დასკვნების მომზადებას სახაზინო საწარმოთა შექმნის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და მათ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ამ სფეროში გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულების კოორდინაციასა და კონტროლს;

ბ) მიწათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვას; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხების გადაწყვეტას; საკრებულოსა და გამგეობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

დ) რაიონული ინფრასტრუქტურის (ტრანსპორტი, რაიონული მნიშვნელობის გზები და სხვა კომუნიკაციები, რაიონული სამელიორაციო სისტემები და სხვ.) მართვას; საკრებულოსა და გამგეობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

    მუხლი 26. აპარატი

1. აპარატი ახორციელებს საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების საინფორმაციო, ტექნიკურ, იურიდიულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი.

3. აპარატი უზრუნველყოფს:

) საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ინფორმაციულ მომსახურებას; ახორციელებს საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და გასული ინფორმაციის აღრიცხვას, სელექციას, სისტემატიზაციას და მანქანურ დამუშავებას; ინფორმაციულ კონტროლს უწევს რაიონის ადგილობრივი სამსახურების მიერ დავალებათა და გადაწყვეტილებათა დროულ შესრულებას;

) საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას, ოფიციალურ კორესპონდენციათა რეგისტრაციას, შესაბამის სამსახურებში მათ დაგზავნას, საკრებულოსა და გამგეობის სხდომის, აგრეთვე თათბირის ოქმების წარმოებას და მათ შენახვას;

) საკრებულოს, გამგეობის და რაიონის ადგილობრივი სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ოფიციალური დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას, საკრებულოს, გამგეობისა და რაიონის ადგილობრივი სამსახურების იურიდიულ მომსახურებას, მათი კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობებისას; საკრებულოსა და გამგეობის წევრებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევას; საკრებულოს, გამგეობისა და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

4. აპარატისა და მისი განყოფილებების უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება ამ დებულებითა და აპარატის დებულებით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს გამგებელი.

5. აპარატის სტრუქტურას, აპარატის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

კარი III

გამგეობის რეგლამენტი

თავი I

რაიონის გამგეობის მუშაობის დაგეგმარება და საერთო ორგანიზაცია

    მუხლი 27. რაიონულ ღონისძიებათა გეგმები

რაიონის გამგეობის მუშაობის ორგანიზაციულ-დოკუმენტური საფუძველია რაიონულ ღონისძიებათა გეგმები, რომელთაც გამგებლის მითითებების, რაიონის განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების, აგრეთვე გამგეობას დაქვემდებარებული ორგანოების სამუშაო გეგმებიდან გამომდინარე შეიმუშავებს აპარატი.

    მუხლი 28. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების ამოცანები

რაიონულ ღონისძიებათა გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას, ეკონომიკური რეფორმების გატარებას, ადგილობრივი მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციას, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა რაიონული პროგრამების განხორციელებას.

    მუხლი 29. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შემუშავების ორგანიზაცია

1. რაიონულ ღონისძიებათა ერთთვიან, კვარტალურ და წლიურ გეგმებს შესაბამის სამსახურებთან ერთად შეიმუშავებს აპარატი.

2. რაიონულ ღონისძიებათა გეგმის მომზადების წესი, ეტაპები, ვადები და მათი შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება ამ დებულებით გამგებლის განკარგულების საფუძველზე.

3. რაიონულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმების შესამუშავებლად დასაგეგმარებელი პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა რაიონის ადგილბრივი სამსახურები აპარატს წარუდგენენ საკუთარ სამუშაო გეგმებს.

4. აპარატი განაზოგადებს წარმოდგენილ სამუშაო გეგმებს, ამზადებს რაიონულ ღონისძიებათა გეგმის პროექტს, განმარტებით ბარათს, ათანხმებს პროექტს გამგებელთან და შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 30. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების დამტკიცება

1. რაიონულ ღონისძიებათა გეგმის პროექტს აპარატის უფროსი დასაგეგმარებელი პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა ორი დღით ადრე დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებელს.

2. რაიონულ ღონისძიებათა გეგმა გამოიცემა გამგებლის ბრძანებით და ეგზავნებათ შესაბამის დაქვემდებარებულ ორგანოებს.

    მუხლი 31. პასუხისმგებლობა რაიონულ ღონისძიებათა გეგმების მომზადებისა და განხორციელებისათვის

რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შედგენისა და მათი განხორციელებისათვის საერთო პასუხისმგებლობა ეკისრებათ აპარატის უფროსს და გამგეობის წევრებს.

    მუხლი 32. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლი

1. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესრულებას ფუნქციების განაწილების შესაბამისად აკონტროლებენ გამგეობის წევრები.

2. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.

3. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესასრულებლად რაიონის ადგილბრივი სამსახურების საქმიანობა და მუშაობის შედეგები ყოველკვირეულად განიხილება გამგეობის სხდომებზე ან გამგებლის სამუშაო თათბირებზე.

    მუხლი 33. გამგებლის სამუშაო გეგმა

გამგებლის ყოველკვირეული სამუშაო გეგმის შედგენას გამგებლის მითითებების საფუძველზე უზრუნველყოფს აპარატი.

თავი II

გამგეობის სხდომის ორგანიზაცია

    მუხლი 34. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება

1. გამგეობის სხდომაზე საკითხები, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესაბამისად.

2. გამგეობის წევრები, გამგეობის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და რაიონის ადგილობრივი სამსახურები თავიანთ წინადადებებს გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წარუდგენენ აპარატის ხელმძღვანელს მომდევნო კვარტალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და მიუთითებენ განხილვის ვადას.

3. აპარატი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს გამგეობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა წლიური და კვარტალური ნუსხის პროექტებს, აზუსტებს საკითხის განხილვის ვადებს და წარუდგენს გამგებელს.

4. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის პროექტს ამტკიცებს გამგეობა გამგებლის წარდგინებით.

5. აპარატი აკონტროლებს გამგეობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხის შესრულების მდგომარეობას და ყოველ თვის ბოლოს წარუდგენს გამგებელს შესაბამის ინფორმაციას.

    მუხლი 35. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება

1. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხები, როგორც წესი, წარმოდგენილ უნდა იქნეს გამგეობის დადგენილების პროექტის ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს მოხსენებითი ბარათი საკითხის არსისა და შემოთავაზებული პროექტის მიღების აუცილებლობის დასაბუთებით.

2. აპარატს და საკითხის შემომტან პირს ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა გამგეობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი პროექტის ხარისხის, თანდართული მასალების უტყუარობისა და სისრულისათვის.

3. მოხსენებითი ბარათი ხელმოწერილი უნდა იყოს, ხოლო დადგენილების პროექტი და მათი დანართებივიზირებული სამსახურების (განყოფილებების) იმ ხელმძღვანელთა მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს საკითხი განსახილველად. აგრეთვე, შეთანხმებულ უნდა იქნეს იმ სამსახურებთან (განყოფილებებთან), რომელთაც შეეხებათ (ევალებათ) ეს დადგენილება. ყველა ხელმოწერა უნდა იყოს გაშიფრული და დათარიღებული.

4. გამგეობის სხდომაზე განსახილველ პროექტებს თან უნდა ერთვოდეს აპარატის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული 1-1,5 გვერდიანი საინფორმაციო-ანალიზური ცნობა (ანოტაცია) და თავსართი საცნობარო ფურცელი (პასპორტი).

5. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტები თანდართულ მასალებთან ერთად უნდა ჩაბარდეს აპარატის უფროსს სხდომამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე.

    მუხლი 36. გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი

1. გამგეობის სხდომას ამზადებს და სხდომაზე მოწვეულებს რეგისტრაციაში ატარებს აპარატი, რომელიც ადგენს გამგეობის სხდომის დღის წესრიგის პროექტს და თანდართულ მასალებთან ერთად სხდომამდე სამი დღით ადრე წარუდგენს გამგებელს.

2. გამგეობის სხდომაზე წარსადგენი დადგენილებების პროექტები, როგორც წესი, წინასწარ უნდა განიხილონ გამგეობის შესაბამისმა განყოფილებებმა და სამსახურებმა.

3. გამგეობის სხდომაზე დამატებითი საკითხები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ გამგებელის მიერ ან მისი თანხმობით.

4. გამგეობა არ განიხილავს საკითხს, თუ შესრულებული არ არის იმავე საკითხზე ადრე მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ყოველი ახალი გადაწყვეტილება ერთსა და იმავე საკითხზე მიიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაუთვალისწინებელ გარემოებათა წარმოქმნისას.

    მუხლი 37. გამგეობის სხდომები

1. გამგეობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით გამგებლის პირველი მოადგილე.

2. გამგეობის მორიგი სხდომა მოიწვევა ყოველკვირეულად სამშაბათობით, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ არის განსაზღვრული გამგებლის დავალებით. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გამგებლის ინიციატივით.

3. გამგეობის სხდომებს ესწრებიან გამგეობის წევრები. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარი მაინც.

4. როგორც წესი, გამგეობის სხდომები დახურულია. სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. გამგებლის მოწვევით სხდომას შეიძლება დაესწრონ აგრეთვე სხვა პირები.

5. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხის გამო, როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა რეგლამენტი 15 წუთამდე, თანამომხსენებელსა და კამათში გამომსვლელთ 5 წუთამდე, ცნობისათვის – 3 წუთამდე.

6. გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე გამგეობის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გამგებელს აქვს უპირატესი ხმის უფლება. სხდომაზე საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოწვეული კომპეტენტური პირები მონაწილეობენ შესაბამისი საკითხების განხილვაში და ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.

7. გამგეობის სხდომების გაფორმებულ გადაწყვეტილებებს აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ ხელს აწერს გამგებელი.

თავი III

გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გაფორმების წესი

    მუხლი 38. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტები

1. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტებია:

ა) ნორმატიული აქტები: გამგეობის დადგენილება და გამგებლის ბრძანება;

ბ) ინდივიდუალური აქტები: გამგეობის დადგენილება და გამგებლის განკარგულება.

2. ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ და ამ დებულებით.

3. გამგებლის ბრძანება გამოიცემა გამგებლის მიერ გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ხოლო განკარგულება – ერთპიროვნულად.

4. გამგეობის დადგენილება მიიღება გამგეობის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად. გამგეობის აქტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.

5. გამგეობისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.

    მუხლი 39. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების ინიციირება

გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტები შემუშავდება:

) გამგებლის ინიციატივით;

) გამგეობის წევრის ინიციატივით;

) რაიონული სამსახურის ინიციატივით;

) საკრებულოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

ე) რაიონულ ღონისძიებათა გეგმის საფუძველზე.

    მუხლი 40. გამგებლისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზაცია

1. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტს ამზადებს აპარატი ან რაიონის შესაბამისი ადგილობრივი სამსახური.

2. სამართლებრივი აქტების პროექტები გამგებელსა და გამგეობას წარედგინებათ შესაბამისად გამგებლისა და გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებზე.

3. გამგეობის სხდომაზე გამგეობის სამართლებრივი აქტების შეტანის მიზანშეწონილობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს გამგებელთან, რაც დასტურდება პროექტზე გამგებლის სათანადო ვიზით.

4. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეთანხმდეს ყველა იმ ორგანიზაციასთან, სამსახურთან, დაწესებულებასთან, აგრეთვე თანამდებობის პირთან, რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. პროექტის შემთანმხებელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს პროექტის წარმომდგენი (ინიციატორი).

5. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტების აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმების წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით.

6. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტს თან უნდა ერთვოდეს შეთანხმების ფურცელი. შეთანხმების ფურცელში აისახება პროექტის შემომტანი, პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი და მისი თანამდებობა, შემთანხმებელი პირები და თანამდებობები.

7. პროექტის შეთანხმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ დღეს. შეთანხმების დასტური, შეუთანხმებლობა, აგრეთვე შეთანხმების ვადის დარღვევის ახსნა-განმარტება უნდა აისახოს შეთანხმების ფურცელში.

8. პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირი გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტებს შეთანხმების ფურცელთან და თანდართულ სხვა მასალებთან (წერილები, დასკვნები და სხვ.) ერთად წარუდგენს აპარატს, რომელიც ხუთ დღეში შეისწავლის პროექტის შინაარსს, მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, შესრულების ხარისხს და უზრუნველყოფს შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებას.

    მუხლი 41. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გაფორმება

1. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე.

2. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.

3. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივ აქტებში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) შემსრულებელი სამსახურების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ზუსტი სახელწოდებები, მათი ხელმღვანელების გვარები;

ბ) შესრულების ვადები;

გ) მითითებები შესრულების კონტროლის თაობაზე;

დ) ის სამართლებრივი აქტი (აქტები), რომლის საფუძველზეც გამოიცემა (მიიღება) დოკუმენტი;

ე) მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.

4. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტი შეიცავს საკონსტიტუციო და საგანმკარგულებლო ნაწილებს. საკონსტიტუციო ნაწილში გადმოიცემა დოკუმენტის გამოცემის (მიღების) მოტივები, მიზნები და ამოცანები. დოკუმენტს შეიძლება არ გააჩნდეს საკონსტიტუციო ნაწილი. საგანმკარგულებლო ნაწილი იყოფა არაბული ციფრებით უწყვეტად დანომრილ პუნქტებად (საჭიროებისას, აგრეთვე ანბანურად დანომრილ ქვეპუნქტებად) და გამოიცემა ბრძანებითი ფორმით. საგანმკარგულებლო ნაწილი იწყება შესაბამისად სიტყვებით: „ვბრძანებ“ ან „რაიონის გამგეობა ადგენს“.

5. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივ აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი, აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო.

6. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების (დებულების, ინსტრუქციის, გეგმის, ფორმის, კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობის და სხვ.) დამტკიცების ან საგანმკარგულებლო დოკუმენტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას, თანდართული დოკუმენტები დოკუმენტში აღინიშნება როგორც დანართები. დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მითითება საგანმკარგულებლო დოკუმენტის კუთვნილებაზე.

7. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე.

    მუხლი 42. პასუხისმგებლობა გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისათვის

გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტების შინაარსისა და შესრულების ხარისხისათვის პასუხისმგებელობა ეკისრება პროექტის შემომტანს (ინიციატორს).

    მუხლი 43. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების გამოცემა (მიღება)

1. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტს ამზადებს აპარატი. გამგებლის მიერ ან გამგეობის სხდომაზე პროექტის შესახებ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში პროექტი უბრუნდება აპარატს დამატებით დასამუშავებლად. პროექტის დამატებითი დამუშავება წარმოებს სამი დღის ან შესაბამისად გამგებლის, გამგეობის მიერ დადგენილ ვადაში.

2. გამგებლის და გამგეობების სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს გამგებელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. სამართლებრივი აქტის რეკვიზიტში „ხელმოწერა“ აღინიშნება მითითება ხელისმომწერი პირის თანამდებობაზე.

3. ხელმოწერილი სამართლებრივი აქტი გადაეცემა აპარატის უფროსს, რომელიც სამ დღეში უზრუნველყოფს მათ სათანადოდ გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით), ასლების დანიშნულებისამებრ გადაგზავნას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.

    მუხლი 44. გამგებლისა და გამგეობის საგანმკარგულებლო დოკუმენტების ძალაში შესვლა

1. გამგებლისა და გამგეობის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული.

2. გამგებლისა და გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული.

3. გამგეობის დადგენილებები და გამგებლის ბრძანებები სავალდებულოა შესასრულებლად დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მყოფი ყველა საწარმოსათვის, დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის.

4. გამგეობის ინდივიდუალური აქტები, გამგებლის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული განკარგულებები სავალდებულოა შესასრულებლად ამ აქტებით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

    მუხლი 45. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლი

გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლს აპარატის დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აპარატის შესაბამისი განყოფილება.

თავი IV

თათბირების გამართვის ორგანიზაცია

    მუხლი 46. თათბირების მომზადება და გამართვა

1. გამგეობაში თათბირებს იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე.

2.თათბირებზე მოიწვევა მონაწილეთა მინიმალურად საჭირო რაოდენობა, ამასთან, მკაცრად განისაზღვრება თათბირის ხანგრძლივობა.

3. თათბირზე პირთა მოწვევის ორგანიზაცია ევალება აპარატის უფროსს. მოსაწვევ პირთა სიას გამგებელს წინასწარ უთანხმებს აპარატის უფროსი შესაბამისი სამსახურებისა და განყოფილებების წარდგინების საფუძველზე.

4. თათბირის გამართვის შესახებ მის მონაწილეებს ატყობინებს აპარატი.

5. გადაწყვეტილებას თათბირის გამართვის ადგილის შესახებ გამგებელთან შეთანხმებით იღებს აპარატის უფროსი, რომელმაც თათბირის სათანადოდ ორგანიზაციის მიზნით, აპარატის მეშვეობით დროულად უნდა გააფრთხილოს ყველა საჭირო სამსახური.

    მუხლი 47. გამგეობის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი

1. გამგეობაში ყოველი კვირის ორშაბათს იმართება გამგეობის ხელმძღვანელ მუშაკთა თათბირი. თათბირის მსვლელობისას ყველა პასუხისმგებელი მუშაკი უნდა იმყოფებოდეს თავის სამუშაო ადგილზე.

2. თათბირის ხანგრძლივობა განისაზღვრება არა უმეტეს 60 წუთისა.

3. თათბირზე პირველ რიგში ინფორმაციით გამოდის აპარატის უფროსი, რომელიც თათბირის მონაწილეებს აცნობს წინა თათბირზე მიღებული დავალებების შესრულების მდგომარეობას.

    მუხლი 48. გამგეობის სხდომების და თათბირების ოქმების გაფორმება

1. გამგეობის სხდომების და თათბირების ოქმებს სპეციალური ფორმის ბლანკებზე აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს აპარატი. ოქმებს ხელს აწერენ გამგებელი და აპარატის უფროსი.

2. აპარატი გამგეობის სხდომებზე უშენიშვნოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს აფორმებს იმავე ან მეორე დღეს.

3. გამგეობის სხდომის და თათბირის ოქმი ფორმდება და ინახება აპარატის შესაბამის განყოფილებაში, რომელიც აკონტროლებს საოქმო დავალებათა შესრულებას.

4. გამგეობის სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) სხდომის დღის წესრიგი;

ბ) სხდომაზე მოწვეულ პირთა ვინაობა და თანამდებობა;

გ) სხდომაზე წარდგენილი მოხსენებები (ოქმის დანართის სახით);

დ) კამათში გამომსვლელთა მოთხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსაკუთრებული აზრი;

ე) კენჭისყრაზე დასმული საკითხების დასახელება;

ვ) კენჭისყრათა შედეგები;

ზ) გამგეობის მიერ მიღებული დადგენილებები.

5. გამგეობის თათბირის ოქმში შეიტანება:

ა) თათბირის გამართვის დრო;

ბ) თათბირის მონაწილეთა შემადგენლობა;

გ) თათბირზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;

დ) დავალებების შინაარსი;

ე) დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.

6. გამგეობის სხდომებისა და თათბირების ოქმები ინომრება კალენდარული წლის მიხედვით. გამგეობის სხდომების ხელმოწერილი პირი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, ხოლო ოქმის ორიგინალი ინახება აპარატში.

7. თათბირების ოქმები საჭიროებისამებრ ეგზავნებათ გამგეობის წევრებს და აპარატის ქვედანაყოფების უფროსებს. საჭიროებისამებრ მათ ეგზავნებათ აგრეთვე ამონაწერი გამგეობის სხდომის ოქმიდან, თუ იგი შეეხება მათ უშუალო საქმიანობას. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ აგრეთვე შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით. გამგეობის გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ იმ ადრესატებს, რომლებსაც განსაზღვრავენ გამგეობის შესაბამისი ქვედანაყოფები.

8. გამგეობის სხდომებისა და თათბირების ოქმებს დანიშნულებისამებრ აგზავნის აპარატის შესაბამისი განყოფილება.

    მუხლი 49. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების, პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა

1. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტის შესადგენი სამუშაოების ორგანიზაციას რაიონის გამგებლის დავალებით ახორციელებს რაიონის ეკონომიკური და საფინანსო სამსახური. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადება იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სულ ცოტა რვა თვით ადრე.

2. რაიონის ადგილობრივი სამსახურები და ქვედანაყოფები შესაბამისი დარგების მიხედვით შეიმუშავებენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ძირითად მიმართულებებს და უზრუნველყოფენ ბიუჯეტის პროექტის შედგენისათვის საჭირო ყველა ინფორმაციის შეგროვებას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან და საწარმოებიდან.

3. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული დონის ანალიზს, რაც გულისხმობს რაიონის დაქვემდებარებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური, შრომითი და სხვა რესურსების, სოციალური ინფრასტრუქტურისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი (მათ შორის კომუნალური) მომსახურების ობიექტების აღწერას, მათი მოთხოვნილების შეფასებასა და გამოყენების შესაძლებლობათა განსაზღვრას;

ბ) რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს;

გ) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებიდან გამომდინარე შესაბამისი დარგების მიხედვით კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმას და მათ ფინანსურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

4. რაიონის ბიუჯეტის პროექტი დგება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე. ბიუჯეტის პროექტის შედგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამასა და ბიუჯეტის პროექტებს ეკონომიკური სამსახური უთანხმებს რაიონის ყველა სხვა სამსახურს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ხუთი თვით ადრე მაინც წარუდგენს რაიონის გამგეობის სხდომას განსახილველად.

6. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის პროექტების სადავო საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს გამგეობის სხდომა. პროექტების საბოლოო რედაქციას ხელს აწერს გამგებელი და საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ორმოცდახუთი დღით ადრე წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად.

7. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენს რაიონის ეკონომიკური სამსახური.

8. რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს რაიონის გამგებელი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან სამ თვეში.

კარი IV

გამგეობის საქმისწარმოების წესი

    მუხლი 50. გამგეობის საქმისწარმოების ზოგადი წესი

1. გამგებლის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების პროექტები კონფიდენციალურია და აპარატის თანამშრომლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლისა და მათში ასახული ინფორმაციის დაცვისათვის.

2. დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.

3. დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის შეიძლება მხოლოდ ქვედანაყოფის უფროსის ნებართვით.

4. გამგეობაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხდება სამსახურებრივ შენობაში.

5. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის სამსახურებრივი ინფორმაციის გადაცემა ხდება აპარატის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.

6. შვებულების, მივლინების ან ავადმყოფობის შემთხვევაში თანამშრომელი მასზე რიცხულ დოკუმენტებს ქვედანაყოფის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა თანამშრომელს. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს ქვედანაყოფის უფროსს.

7. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების წესის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვედანაყოფის უფროსებს. მათ მოვალეობაში შედის უზრუნველყონ:

ა) ქვედანაყოფში შემოსული და ადგილებზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა გამგეობის საინფორმაციო ცენტრში;

ბ) ქვედანაყოფის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა;

გ) საქმისწარმოებისათვის საჭირო მასალებით ქვედანაყოფის თანამშრომელთა მომარაგება;

დ) ქვედანაყოფიდან გასული ინფორმაციის გადაგზავნა გამგეობის საინფორმაციო ცენტრში;

ე) ქვედანაყოფის თანამშრომელთათვის საქმისწარმოების შინაგანაწესის გაცნობა.

8. გამგეობაში საქმისწარმოების სისტემის ორგანიზაცია, ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვის ზედამხედველობა, საინფორმაციო, მეთოდური და ტექნიკური მომსახურება და გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საინფორმაციო ბანკის შექმნა ხორციელდება აპარატის მეშვეობით. საქმისწარმოების სისტემის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებელია აპარატის უფროსი.

    მუხლი 51. გამგეობაში შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია), განაწილება, დამუშავება და გადაგზავნა

1. გამგეობა წერილობით ოფიციალურ კორესპონდენციას იღებს შესაბამისი საფოსტო განყოფილებიდან. კორესპონდენციის და სხვა ინფორმაციის მიღებას ახორციელებს აგრეთვე გამგეობის საინფორმაციო ცენტრი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2. აპარატი უზრუნველყოფს ფოსტით შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის მიღებას და მის აღრიცხვას. მიღებული ინფორმაციის კოდიფიცირებას ახორციელებს საინფორმაციო ცენტრი.

3. არასამუშაო საათებში კორესპონდენციის და სხვა ოპერატიული ინფორმაციის მიღებას ახორციელებს გამგეობის მორიგე, რომელიც ვალდებულია მეორე დილის არა უგვიანეს 10 საათამდე გადასცეს კორესპონდენცია აპარატის შესაბამის განყოფილებას, ხოლო სხვა ინფორმაცია საინფორმაციო ცენტრს. თუ ოპერატიული ინფორმაცია სასწრაფოა, მორიგე მოქმედებს სამსახურებრივი ინსტრუქციის შესაბამისად.

4. აპარატში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის კონვერტის გახსნისას უნდა შემოწმდეს ადრესატის სისწორე, პაკეტის სიმრთელე. ამის შემდეგ დოკუმენტის პირველ გვერდზე, მარჯვენა კუთხეში დაესმება შტამპი რეგისტრაციის ნომრითა და შემოსვლის თარიღით.

5. გახსნილი კონვერტის მიღების შემთხვევაში დგება აქტი სამ პირად. ერთი პირი ერთვის დოკუმენტს, მეორე ეგზავნება ავტორს, მესამე რჩება აპარატის შესაბამის განყოფილებაში.

6. არასწორი მისამართით გამოგზავნილი კონვერტი უბრუნდება ავტორს.

7. პაკეტები წარწერით – „პირადად“ აღირიცხება კონვერტზე აღნიშნული მონაცემებით და ადრესატს გადაეცემა გაუხსნელად.

8. გამგეობაში მიღებული დოკუმენტი რეგისტრირდება მიღებისთანავე. ოფიციალური კორესპონდენციის მოძრაობის მიმართულება ავტომატიზებულია და ხორციელდება გამგეობის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.

9. ფოსტით მიღებული ოფიციალური კორესპონდენცია აპარატში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა ადრესატს, რაც ფიქსირდება გამგეობის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერში.

10. ელექტრონული ფოსტით მიღებული კორესპონდენცია ან სხვა ინფორმაცია ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერში, რეგისტრირდება აპარატის შესაბამის განყოფილებაში ზემოთ აღნიშნული წესით და გადაეცემა ადრესატს.

11. არ რეგისტრირდება სტატისტიკური კრებულები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და სხვა პერიოდული გამოცემები, სარეკლამო ცნობები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები.

12. გამგეობის ან გამგებლის სახელზე მოსული კორესპონდენცია ან სხვა ინფორმაცია რეგისტრაციის და კომპიუტერში დაფიქსირების შემდეგ აპარატის მეშვეობით და გამგებლის ანდა აპარატის უფროსის რეზოლუციის საფუძველზე დამუშავებისა და წინადადებებისთვის ეგზავნებათ რაიონის შესაბამის ადგილობრივ სამსახურებს და ქვედანაყოფებს.

13. კორესპონდენციის ან ინფორმაციის დამუშავების შემდეგ რაიონის ადგილობრივი სამსახური (ქვედანაყოფი) ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს. გადაწყვეტილების პროექტი დასამუშავებელი კორესპონდენციის მიხედვით შეიძლება იყოს: გამგებლის ბრძანების ან განკარგულების პროექტი, გამგეობის დადგენილების პროექტი ან შესაბამისი სამსახურის ოფიციალური პასუხი შემოსულ კორესპონდენციაზე.

14. გადაწყვეტილების პროექტი რაიონის ადგილობრივი სამსახურის ან ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ვიზირების შემდეგ ეგზავნება აპარატის იურიდიულ სამსახურს (განყოფილებას). იურიდიული სამსახურის (განყოფილების) უფროსის ვიზირების შემდეგ საინფორმაციო ცენტრში ხდება გამგეობის სამსახურის მიერ მომზადებული პროექტის ფიქსირება. მომზადებული პროექტების ნუსხას საინფორმაციო ცენტრის უფროსი ყოველი სამუშაო დღის ბოლოს 17 საათამდე წარუდგენს აპარატის უფროსს. აპარატის უფროსი შესაბამის დამუშავებულ პროექტებს ვიზირების შემდეგ ხელისმოსაწერად წარუდგენს გამგებელს ან მასთან შეთანმხებით შეაქვს გამგეობის სხდომის დღის წესრიგში.

15. გამგებლის ან გამგეობის სახელით გასულ ოფიციალურ დოკუმენტებს რაიონის შესაბამისი ადგილობრივი სამსახურის, აპარატის იურიდიული სამსახურის (განყოფილების) უფროსის, აპარატის უფროსის და საჭიროებისამებრ გამგეობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, ხელს აწერს გამგებელი.

16. რაიონის ადგილობრივი სამსახურის სახელით გასულ ოფიციალურ დოკუმენტებს იურიდიული სამსახურის (განყოფილების) უფროსის ვიზირების შემდეგ ხელს აწერს შესაბამისი სამსახურის (ქვედანაყოფის) უფროსი და აპარატის უფროსი.

17. გამგებლის, გამგეობის და რაიონის ადგილობრივი სამსახურის სახელით გადასაგზავნი დოკუმენტები იბეჭდება გამგეობის სპეციალურ ბლანკზე. გადასაგზავნი დოკუმენტის ფიქსირება ხდება საინფორმაციო ცენტრში და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ბარდება აპარატს. აპარატის შესაბამისი განყოფილება ახდენს გადასაგზავნი დოკუმენტის რეგისტრაციას და უზრუნველყოფს მის გადაგზავნას დანიშნულებისამებრ.

18. გაგზავნილი დოკუმენტის ასლი საინფორმაციო ცენტრში ფიქსირების შემდეგ შესანახად უბრუნდება შესაბამის სამსახურს.

19. ელექტრონული ფოსტით დოკუმენტის გადაგზავნას უზრუნველყოფს საინფორმაციო ცენტრი.

    მუხლი 52. დავალებათა გაფორმება, დოკუმენტებისა და დავალებების შესრულების კონტროლი

1. შემოსულ დოკუმენტებზე რაიონის ადგილობრივ სამსახურებს დავალებებს რეზოლუციის სახით აძლევს გამგებელი ან მისი პირველი მოადგილე.

2. რაიონის ადგილობრივი სამსახურების უფროსები რეზოლუციის სახით დოკუმენტის შესრულების დავალებებს აძლევენ მხოლოდ თავიანთი ქვედანაყოფების თანამშრომლებს.

3. გამგებლის დავალებათა პროექტებს ამზადებენ გამგებლის მოადგილეები.

4. დავალებას პროექტზე, თუ მასალა ორ ნაბეჭდ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.

5. დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას სამსახურის (ქვედანაყოფის) უფროსზე, დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს. მითითებული უნდა იყოს დავალების შესრულების ვადა. დავალების პროექტს უკეთდება ავტორების ვიზები.

6. დავალების ვიზირებული პროექტი გადაეცემა საინფორმაციო ცენტრს ან აპარატის უფროსს.

7. აპარატის უფროსის ან გამგებლის ხელმოწერილი დავალება შესაბამის დოკუმენტთან ერთად უბრუნდება საინფორმაციო ცენტრს რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის. თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტებზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი დავალებაზე ხელმოწერის დღე.

8. ადრესატებს ეგზავნებათ დავალებისა და შესაბამისი დოკუმენტების ასლები, დედანი ინახება აპარატის შესაბამის განყოფილებაში.

9. დავალების ასლი გადაეცემა იმ პირს, ვინც მოამზადა დავალების პროექტი, აგრეთვე იმ ორგანიზაციას (მოქალაქეს), ვის მომართვაზეც გაიცა დავალება.

10. საკონტროლო დავალებების ასლები ეგზავნება აპარატის უფროსს.

11. დავალებების და დოკუმენტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ აპარატის უფროსი, გამგებლის მოადგილეები და შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსები.

12. ქვედანაყოფის უფროსი პირადად განსაზღვრავს შემსრულებელ პირს და აკონტროლებს მიცემული დავალების შესრულების მიმდინარეობას.

13. თუ გამგებელის ან აპარატის უფროსის დავალება გაიცემა რამდენიმე ქვედანაყოფზე, შესრულების კოორდინაციას ახორციელებს ის პირი, ვინც დავალებაში პირველი წერია.

14. წინასწარი განხილვისა და გამგებლისთვის ან მისი მოადგილეებისთვის მოსახსენებლად გადაცემულ დოკუმენტებზე წინადადებების მომზადების ვადა განისაზღვრება 1-დან 3 დღემდე; თუ დავალება მოითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას – 10 დღემდე; სხვა დავალებათა შესრულების ვადა შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით განისაზღვრება საკითხის არსიდან გამომდინარე.

15. თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ ვადის გასვლამდე სულ ცოტა ერთი დღით ადრე უნდა მოხსენდეს აპარატის უფროსს ან უშუალოდ გამგებელს. ვადის გაგრძელება უნდა იქნეს დაფიქსირებული.

16. გამგეობის საინფორმაციო ცენტრის უფროსი ორ კვირაში ერთხელ ამზადებს წერილობით მოხსენებას აპარატის უფროსის სახელზე გამგეობის სამსახურების (ქვედანაყოფების) მიერ მიმდინარე დავალებათა შესრულების თაობაზე. აპარატის უფროსი გამგეობის ან გამგებლის მოთხოვნით ამზადებს სპეციალურ ანგარიშს სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 53. მოქალაქეთა წერილების განხილვა და მიღების ორგანიზაცია

1. გამგეობაში შემოსულ მოქალაქეთა წერილების რეგისტრაციის შემდეგ აფიქსირებს საინფორმაციო ცენტრი.

2. აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა წერილების გადაცემას შესაბამისი სამსახურებისათვის (ქვედანაყოფებისათვის) რეზოლუციის პროექტთა მოსამზადებლად. მოქალაქეთა წერილების ასლები წინადადებებთან ერთად, განხილვის შემდეგ კი წერილები მათი განხილვის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად უბრუნდება აპარატს.

3. მოქალაქეთა წერილების გადაცემა აპარატის ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში დაიშვება მხოლოდ აპარატის უფროსის ნებართვით, ხოლო ერთი სამსახურიდან მეორეში – გამგებლის ნებართვით.

4. ის წერილები, რომელთა მოხსენებაც გამგეობის წევრთათვის არ არის საჭირო, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით გადაიგზავნება გამგეობას დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში. ამასთან, წერილი არ შეიძლება გადაეგზავნოს იმ ორგანიზაციას ან თანამდებობის პირს, რომელთა მიმართაც ამ წერილით აღძრულია საჩივარი.

5. მოქალაქეთა წერილების გადაგზავნა ხდება სპეციალურ ბლანკზე გაფორმებული თანმხლები წერილით, რომელსაც ხელს აწერს აპარატის უფროსი.

6. რომელიმე ორგანიზაციიდან თანმხლები წერილით გადმოგზავნილი მოქალაქის წერილი განიხილება იგივე წესით.

7. წერილი, რომელიც არ მოითხოვს დამატებით შესწავლას, განიხილება 15 დღეში, ხოლო სხვა შემთხვევებში – ერთ თვეში.

8. წერილი შესრულებულად ითვლება, თუ განხილულია მასში დასმული ყველა საკითხი და მოქალაქეს პასუხი გაეცა ზეპირად ან წერილობით.

9. გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება ხდება აპარატის შესაბამისი განყოფილების მიერ ყოველდღე, უქმე დღეების გარდა. მოქალაქეთა მიღება ექვემდებარება აღრიცხვას. მიღებისას მოქალაქის მიერ დატოვებული წერილობითი თხოვნა, წინადადება ან საჩივარი განიხილება ჩვეულებრივი წესით.

10. საინფორმაციო ცენტრი კვარტალში ერთხელ აანალიზებს შემოსულ წერილებს რაოდენობრივად და თემატურად, ამზადებს შესაბამის მოხსენებას და წარუდგენს აპარატის უფროსს.

    მუხლი 54. გამგეობის ბეჭდის და შტამპების გამოყენება

1. გამგეობას აქვს გერბიანი ბეჭედი, რომელიც გამოიყენება გამგებლის ბრძანებების, განკარგულებების, გამგეობის დადგენილებების, გამგეობის სხდომის ოქმების, აგრეთვე გამგეობის ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერის დასადასტურებლად. გამგეობის ბეჭედი ინახება აპარატის უფროსთან.

2. ფინანსურ დოკუმენტებს გერბიანი ბეჭედი დაესმება მხოლოდ ბუღალტრის და გამგებლის ხელმოწერის შემდეგ.

3. გერბიანი ბეჭდის დასმისას ანაბეჭდმა უნდა მოიცვას დოკუმენტის ხელმომწერი პირის თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვის ნაწილი.

4. გამგეობაში გამოყენებული შტამპების დამზადება ხდება აპარატის უფროსის მითითებით. შტამპების რეგისტრაციას და დარიგებას ორგანიზაციას უწევს აპარატის უფროსი.

5. შესაბამისი ქვედანაყოფების უფროსებს შტამპები ურიგდებათ ხელმოწერით. ისინი პასუხისმგებელი არიან მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის.

კარი V

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 55. რაიონის გამგებლების შესახებ

„მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (რაიონების, ქალაქების) გამგეობათა თავმჯდომარეების დანიშვნის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს 1992 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე დანიშნულ რაიონების გამგეობის თავმჯდომარეებს, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, გორისა და გორის რაიონის და ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მერებს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეწოდოთ რაიონების გამგებლები და განახორციელონ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით დადგენილი რაიონის გამგებლის უფლებამოსილებანი.