საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 30/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.543
  • Word
4232
29/12/2006
სსმ, 50, 30/12/2006
020.080.000.05.001.002.543
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 193-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 219-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 165-ე და 194-ე მუხლებით, ხოლო ამ კოდექსის 157-ე და 195-ე მუხლებით – თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1291, 194-ე და 195-ე მუხლებით – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეებს, რეგიონალური საბაჟოს უფროსსა და მის მოადგილეებს, საბაჟო ორგანოს სხვა სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, ფინანსური პოლიციის სათანადოდ უფლებამოსილ პირებს.“.

3. 239-ე მუხლის:

ა) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 178-ე, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;

ბ) 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. ამ კოდექსის 97-ე–982 და მე-100 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურისა და აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირები, ხოლო 981 მუხლის მე-2 ნაწილით და 982 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს – ადგენენ აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.“;

გ) 56-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე ნაწილი:

„57. ამ კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

4. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1141, 1531, 1551-1552, 157-ე და 1901 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას დაკავებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 157-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას;“.

6. 296-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 296. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულება წარმოებს კონფისკაციაქმნილი საგნის ჩამორთმევის და სახელმწიფო საკუთრებად ამ საგნის იძულებით, უსასყიდლოდ გადაქცევით.“.

7. 3121 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 922, 982, 1533, 155-ე, 1551 და 1552 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და 3 თვემდე ვადით შენახვა. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4232–რს