„პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
303
21/02/2012
გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
000000000.00(0).000.000000
„პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №303

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 „პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „პროგრამული ბიუჯეტის დანერ­­ ვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარ­გულებაში და ამ განკარგულებით დამტკი­ცებული „პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმა“ ჩამოყალიბდეს თან­დარ­თული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                         ნ. გილაური

 

 

დანართი

პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმა 2010 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით შესაბამისი ფორმებისა და ინსტრუქციის შემუშავება და მათი ასახვა საბიუჯეტო განა­ ცხადის ფორმებში.

2. 2011 წლის საბიუჯეტო განაცხადის შესაბამისად, პროგრამული ბიუ­ ჯე­ ტების პროექტები მოამზადონ:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალ რი დაცვის სა­ მინისტრომ;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ;

დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ;

ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ;

ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ ტრომ.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა 2011 წლის საბიუჯეტო განაცხადის შესაბამი­ სად პროგრამული ბიუჯეტების პროექტები მოამზადონ არანაკლებ ერთი პრიორიტეტისათვის.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საბო­ ლოო ვარიანტთან ერთად საქართველოს პარლამენტისათვის ინფორმაციუ­ ლი დანართის სახით წარსადგენად მოამზადოს ამ გეგმის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროების პროგრამული ბიუჯეტების პროექტები.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმე­ ბისა და ინსტრუქციების შესაბამისად 2011 წლის ბიუჯეტების პროექტებ­ თან ერთად პროგრამული ბიუჯეტების პროექტების მომზადება და საქარ­ თველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა ეთხოვოთ:

ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;

ბ) თვითმმართველ ქალაქ თბილისს;

გ) თელავის მუნიციპალიტეტს;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტს.

6 . საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული სიახლეე­ ბისა და პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი პრინციპების გაცნობის მიზ­ ნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე უზ­ რუნველყოს ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვით­ მმარ­ თვე­ ლი ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და შესაბა­ მისი ტრენინგების ორგანიზება.

2011 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები

7 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) 2011 წლის 1 ივლისამდე პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთო­ დო­ ლოგიის შემუშავება;

ბ) 2011 წლის 13 ივლისამდე ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწი­ ნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, პროგრამული ბიუჯეტის ფორმე­ ბის განახლება და მათი დაგზავნა მხარჯავი დაწესებულებებისათვის;

გ) 2011 წლის 1 სექტემბრამდე, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მე­ თო­ დო­ ლოგიის გაცნობის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და­ ფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რეს­ პუბ­ ლი­ კებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმო­ მად­ გენლებისათვის შესაბამისი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში და 38-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება.

8 . საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარ­ ჯავმა დაწესებულებებმა 2011 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ მათი პროგრამული ბიუჯეტების პროექტების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის შესაბამისად .

9 . 2012 წლის ბიუჯეტების პროექტებთან ერთად პროგრამული ბიუჯე­ ტების პროექტების მომზადება ეთხოვოთ:

ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას;

გ) თვითმმართველ ქალაქ თბილისს;

დ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმს;

ე) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს;

ვ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავს;

ზ) თვითმმართველ ქალაქ ფოთს;

თ) თელავის მუნიციპალიტეტს;

ი) ხაშურის მუნიციპალიტეტს;

კ) მარნეულის მუნიციპალიტეტს;

ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტს;

მ) მცხეთის მუნიციპალიტეტს;

ნ) ონის მუნიციპალიტეტს;

ო) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.

2012 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები

10 . 2012 წლის 1 მარტამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზ­ რუნ­ ველყოს პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ფორმებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება.

11 . ამ გეგმის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა სამინისტროებმა 2012 წლის 20 მარტამდე უზრუნველყონ 2011 წლის პროგრამული ბიუჯე­ ტის შესრულების ანგარიშის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინის­ ტროს მიერ შემუშავებული ფორმებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

12. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2012 წლის 1 მარტამდე მო­ამ­ზადოს პროგრამული ბიუჯეტის შედგენის ფორმები და ინსტრუქცია ავ­ტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივ თვით­მმართველ ერთეულებ ბიუჯეტებისათვის.

13. ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და ადგილობრივმა თვით­­­მმართვე­ ლმა ერთეულებმა უზრუნველყონ ამ გეგმის მე-12 პუნქტის საფუძველზე შემუშავებული ფორმებისა და ინსტრუქციების მიხედვით, მათთვის 2012 წლის ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების საფუძველზე, 2012 წლის პროგრამული ბიუჯეტების შემუშავება და საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტროში წარდგენა, 2012 წლის 1 აპრილამდე.

14. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2012 წლის 1 ივნისამდე პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის შემუშა­ვება და დამტკიცება ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის.“.