ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016278
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
49
30/07/2014
ვებგვერდი, 05/08/2014
010250050.35.143.016278
ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/08/2014 - 06/08/2019)

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2014 წლის 30 ივლისი

ქ. ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4  და  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის  შესაბამისად ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეიქმნას ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები და დადგინდეს მათი საზღვრები:

ა)  ხაშურის ადმინისტრაციული ერთეული - ხაშურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

ბ) სურამის ადმინისტრაციული ერთეული - დაბა სურამის,  სოფლების: ურთხვა, ბიჯნისი, ზეკოტა, დიდი ბეკამი, პატარა ბეკამის ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ საზღვრებში;

გ) ხცისის ადმინისტრაციული ერთეული -  სოფლების: ხცისი, მიწობი, კრისხევი, დიდი თხილნარა, პატარა თხილნარას  ადმინისტრაციულ -ტერიტორიულ  საზღვრებში;

დ) წაღვლის ადმინისტრაციული ერთეული -  სოფლების: წაღვლი, კლდისწყარო, ქვემობროლოსანი, ზემობროლოსანი, ჩორჩანა, წეღვერი, ტიტვინისწყაროს,ყობის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში

ე) წრომის ადმინისტრაციული ერთეული -   სოფლების: წრომი, ახალშენი, ნადარბაზევი, იმერლიანთკარი, დიდი ხავლეთი, დიდი ყელეთი, პატარა ყელეთის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;

ვ) ხალების ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: დიდი ხალები, პატარა ხალები, ღართა, სარტყელა, ღვრიაწყალი, ალექსანდრეს წყაროს  ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;

ზ) ქვიშხეთის  ადმინისტრაციული ერთეული  – სოფლების: ქვიშხეთი, ტაშისკარი, მონასტერი, ბეღლითი, ბულბულისციხე, სათივე, სარმანიშვილისკარი, ტეზერი, ყიფიაანთუბანი, სავანისუბანი, რუსაანთუბანის  ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;

თ) ცხრამუხის  ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ცხრამუხა, თაგვეთი, კოდისწყარო, რბონა, ჯვართმუხა, დამჩხეულა, ქაშვეთის  ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;

ი) ოსიაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ზემო ოსიაური, ქვემო ოსიაური, ახალსოფელი, ღუდა, ნარუჯები, ღანძილების ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;

კ) ფლევის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: დიდი ფლევი, პატარა ფლევი, ნაცარგორა, ტკოცას  ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;

ლ) ცოცხნარის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: ქემფერი, ცოცხნარა, წაბლოვანა, ცედანი, ოძისი, ცივწყაროს   ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;

მ) ალის ადმინისტრაციული ერთეული  – სოფლების: ალი, ბრილი, ახალუბანი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, ცხეთიჯვარი, უწლევი, ნაბახტევი, ქინძათის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში;

ნ) გომის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლების: გომი, ხიდისყური, ვაყა, ქვემო აძვისი, დიდი სატივე, აგარები, პატარა სატივეს ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ საზღვრებში.

მუხლი 2
ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე