საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 03/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.376
  • Word
3500
24/07/2006
სსმ, 35, 03/08/2006
020.080.000.05.001.002.376
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 52. მიწის გაფუჭება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, ჩამდინარე წყლით მისი დაბინძურება

მიწის გაფუჭება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, ჩამდინარე წყლით მისი დაბინძურება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარით.“.

2. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა

1. წყლის ობიექტის დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტში საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების ჩაყრა, რაც იწვევს ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარით.

2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე, ხოლო თანამდებობის პირთა – სამასიდან ოთხას ლარამდე.

3. ისეთი სამეურნეო, კომუნალური და სხვა ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომლებიც აღჭურვილი არ არის წყლის დაბინძურების, დანაგვიანებისა და მათი მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, –

გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

4. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან, ხე-ტყის დაცურებისას წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთის, მერქნის, ქიმიური, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქებისა და შხამქიმიკატების დანაკარგებით, აგრეთვე ტივად შეუკრავი ხე-ტყის დაცურება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე, ხოლო თანამდებობის პირთა – ასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების განმეორებით ჩადენა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 5 000 ლარით.

6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების განმეორებით ჩადენა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1191 მუხლი:

     „მუხლი 1191. გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება

1. სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით.“.

4. 1461მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1461. დასუფთავების წესების დარღვევა

1. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან და სხვა ადგილებში დაყრა, რომლებიც თვითმმართველობის (მმართველობის) ადგილობრივი ორგანოების მიერ საამისოდ არ არის გამოყოფილი, ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დადგენილი დასუფთავების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარით.

3. იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან, თუ აღნიშნული სუბიექტები არ სარგებლობენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების შესაბამისი მომსახურებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.“.

5. 148-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 148. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა

1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა, აგრეთვე ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობა, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ტერიტორიის მოუვლელობა, მასზე სამშენებლო ან სხვა ნარჩენების თვითნებურად დაყრა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 5 000 ლარით.“.

6. 239-ე მუხლის მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 513, 52-ე, 533, 55-ე, 552, 553, 58-ე მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 145-ე–152-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ივლისი.

№3500–რს