საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2585-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016111
2585-რს
30/07/2014
ვებგვერდი, 11/08/2014
010250000.04.001.016111
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 163მუხლი:

„მუხლი 1631. მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. 2015 წლის 10 იანვრამდე მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ უფლებამოსილებას მუნიციპალიტეტი ახორციელებს, როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილების შესაბამისად გაყოფილ მუნიციპალიტეტებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გაყოფის შედეგად გაუქმებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში/სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფში დასაქმებულ მოსამსახურეებზე არ ვრცელდება ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის შეზღუდვა, ხოლო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე – ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების რაოდენობის შეზღუდვა.“.

2. 164-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 164. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

  1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე.

2. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, მათი ორგანოების სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არ აქვთ უფლება, შექმნან თვითმმართველი ერთეულების ახალი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო გამგებლებს – უფლება, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები.

3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, განახორციელონ მათი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა დახმარებას და მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე.

 4. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებზე არჩევის და თანამდებობებიდან გადაყენების დროს გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლებით დადგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესები, თუ ამ მუხლით განსხვავებული პროცედურები არ არის განსაზღვრული. 

5. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე არჩევის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. გამგებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, ან საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და არის შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი. 

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგებლად, უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება აღუდგება გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს ცნობად  და აფორმებს საოქმო ჩანაწერის სახით.

7. ამ მუხლის ამოქმედებიდან მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია აირჩიოს ახალი გამგებელი. სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირს უფლებამოსილება უგრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევამდე.

8. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივლისი 2014 წ.

N2585-რს